რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია
ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
ფასი (გაითვალისწინეთ):
1 call - ₾2 GEL
მობილური პროვაიდერები
დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL
კოპირებულია
თქვენ ორწლიანი ტკივილისგან და ტანჯვისგან იხსენით ლუკა! თქვენ მას ნორმალურად ჯდომისა და დგომის უნარი დაუბრუნეთ, მასაჟების შემდეგ კი ის კვლავ შეძლებს სიარულს. გოგატიშვილების ოჯახი გლოცავთ, თქვენ მათი გმირები ხართ! ყველაზე გულთბილ, საუკეთესო სურვილებს გიგზავნიან! სანამ საბოლოოდ არ განიკურნება, ლუკა ჩვენი მზრუნველობის ქვეშ რჩება. თქვენ კი, მეგობრებო, შეგიძლიათ დაეხმაროთ ამ ოჯახს, რომ მან რეაბილიტაცია გაიაროს და საბოლოოდ გამოჯანმრთელდეს. თუკი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით ყურადღება ჩვენს „ფეისბუქის“ პოსტებზე გადაიტანეთ; ან უმჯობესია, ჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს დაურეკოთ და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ მათთან შედარებით, ვისაც ცხოვრების ყველაზე მძიმე წუთს დაეხმარეთ.
Bank of Georgia
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
TBC Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
Liberty Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
0901200270რატომ იტანჯები ასე, პატარავ?! რატომ გგონია, რომ არავის უყვარხარ საკუთარ ოჯახში, მშობლიურ საქართველოში, რომ შენი და-ძმები, მშობლები და უბრალო ადამიანები ზედმეტად გთვლიან, რომ მალე მოკვდები და შენი გადამრჩენელი არავინ არის?!
შენ შეგიძლია გადაარჩინო ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდე ღმერთს! გაგზავნე SMS ნომერზე 97100
გვიყვარხარ, ლუკა! როდესაც გაიზრდები და ამ სტატიას წაიკითხავ, მიხვდები, რომ შენს საქართველოში ხალხმა ექიმები თურქეთში მოძებნა შენთვის. იქ, სადაც სიკვდილზე კი არ ესაუბრებიან მშობლებს, არამედ იწყებენ მკურნალობას. ჩვენ სამუდამოდ გიხსნით ამ საშინელი ტანჯვისგან ისევე, როგორც შენს მშობლიურ საქართველოში უკვე „ვაჩუქეთ“ სიცოცხლე უამრავ ბავშვს!
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!
შეუცნობელ არს გზანი უფლისანი, მეგობრებო! განსაცდელი ცხოვრების გზაზე იმისთვის გვხვდება, რომ გაგვაძლიეროს და შემოქმედის რწმენა გაამყაროს ჩვენს გულებში! უფლის კიდევ ერთ სასწაულს ვუახლოვდებით!
დღეიდან ყოვლისშემძლე უფალი ხელს გამოგვიწვდის მადლობის ნიშნად! („ღატაკის მწყალობელი უფალს სესხს აძლევს და ის გადაუხდის მას მისი კეთილი საქმისთვის“ (ძველი აღთქმა. იგავები 19:17). იმიტომ რომ მკურნალობის შემდეგ ლუკა მთელი საქართველოს შემოვლას და თითოეული თქვენგანისთვის მთელი გულით მადლობის გადახდას თავად ვერ მოახერხებს!
დიდება შენდა უფალო, რადგან თურქეთში ექიმებმა დიდი ყურადღება გამოიჩინეს ამ ბავშვის მიმართ. ისინი პირობას დებენ, რომ ის სრულიად განიკურნება.
მეგობრებო, არ გეგონოთ, რომ 6 წლის ლუკა უბრალოდ მისთვის მოსახერხებელ პოზაში ზის ამ სავარძელში! არა, ეს ასე არ არის! ეს გახლავთ ერთადერთი სამედიცინო პოზა, რომელიც აარიდებს საშინელ ტკივილებს და სიკვდილსაც კი, რადგან მისი სახსრები ჩაკეტილია. მოდუნების შემთხვევაში კი უმალ მოკვდება! ამ საბრალო ბავშვს ასეთ მდგომარეობაში სძინავს, საწოლიდან სავარძელში გადაჰყავთ, სუფთა ჰაერზე რომ გაიყვანონ, მერე კი ისევ საწოლზე ბრუნდება. ასე გაჰყავთ საპირფარეშოში, რაც მისთვის განსაკუთრებით მტანჯველი და მტკივნეულია!
წარმოგიდგენიათ, მეგობრებო, ექვსი წლის პატარა ბიჭუნა დედასთან ერთად საათობით ლოცულობს და მიმართავს ღმერთს, რომელიც არასდროს უნახავს. დედა ეუბნება, რომ უფალი დიდია, შეისმენს მის ლოცვას, მის ტანჯვას გაიგებს, აუცილებლად დაეხმარება და ბავშვიც ცოტა ხნით მაინც მშვიდდება!
ერთი არასწორი მოძრაობა და ბავშვი გრძნობს, რომ შეიძლება მოსტყდეს ხელი, ფეხი ან კისერიც კი! ეს საშინელებაა!
„ძალიან მეშინია ამის!“ — ამბობს ლუკა. გულსაკლავია მისი უსუსურობის გამომხატველი ყოველი სიტყვა. ისევე როგორც ყველა სხვა ბავშვს, ლუკას სურს, შესჩივლოს, აუხსნას თავისი ტკივილი „კეთილი ფონდიდან“ უფლის მოწოდებით მოსულ უცნობ დეიდებს, მაგრამ ავადმყოფობის გამო ჩადგმული წყეული სტომა, ყელში აქვს გაჩხერილი, ტკივილს აყენებს და აიძულებს ტკივილი დაძლიოს და ჩუმად წარმოთქვას რაღაც ბგერები.
ნებისმიერი შეხება გაუსაძლის ტკივილს აყენებს საბრალო ბავშვს.
როდესაც ბიჭუნა 3 წლის იყო, ქართველმა ექიმებმა ალერგიას და გაციებას დააბრალეს ის, რომ ბავშვი ახველებდა! მერე რა მოხდა?! მაგრამ, როდესაც ორ დღეში ბავშვი კინაღამ დაიხრჩო, არაფერი აუხსნეს მის მშობლებს, დააწვინეს რეანიმაციაში, აპარატზე შეაერთეს და… ჰოი, საშინელებავ! საყვარელ შვილთან დამშვიდობებას დაჟინებით ურჩევდნენ დედა-მამას.
„სანამ ლუკა რეანიმაციაში იწვა, ექიმები მასთან გამომშვიდობებას ურჩევდნენ მშობლებს, მისი გამოჯანმრთელების იმედს არ აძლევდნენ“
„როდესაც დედა ან მამა ლუკას გვერდით ყოფნას ვერ ახერხებენ, ეს „საპატიო ადგილი“ მის ძმებს უკავიათ! ოღონდაც, რაც შეიძლება დიდხანს იცოცხლოს ძამიკომ!
მეგობრებო, ისინი ახლა ამ ადგილს გვითმობენ ჩვენ! ჩვენი ვალია, ლუკა სიკვდილისგან ვიხსნათ ისევე, როგორც ძალიან ბევრი სხვა ბავშვი ვიხსენით, რომელთაც თურქეთში ან ევროპის ქვეყნებში წასვლაში დავეხმარეთ! საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ ლუკას მთელი 26 900 ლარი გამოუყო. ოპერაციის ღირებულება კი, 45 000 დოლარი არის!
რა თქმა უნდა, ჩვენ მივმართავთ სამინისტროს, რათა ინამუსონ და თანხა გაზარდონ! მაგრამ, უფრო მნიშვნელოვანი ის არის, რომ თურქეთის ექიმებს საფასურის შემცირება და მრავალშვილიანი ოჯახის მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინება უნდა ვთხოვოთ! როგორც წესი, ისინი ჩვენს თხოვნას ითვალისწინებენ! მაგრამ ეს ოპერაცია არის ძალიან, ძალიან რთული!
კეთილი ადამიანები… ისინი ყველგან გვხვდებიან! ღმერთი ერთია ყველასთვის! და ის გულუხვად აჯილდოებს მათ, ვინც მას გულს გაუხსნის!
დალოცვილები ყოფილიყავით, მეგობრებო! და ბედნიერები, რა თქმა უნდა! ჩვენ კი, პირობას გაძლევთ, რომ ლუკა აუცილებლად სიხარულით დაგიქნევთ ხელს კლინიკიდან!
ლუკას გვერდით მუდმივად უნდა იყოს ვინმე. გასაწმენდია სტომა, ვინმე უნდა ეფერებოდეს, ესაუბრებოდეს ბავშვს. თორემ მერე ბრაზდება და საკუთარი თავი ზედმეტად მიაჩნია.
— რამდენს უძლებს ეს საბრალო ბავშვი! წარმოდგენაც კი რთულია…
ლიანა: ხანდახან, იმდენად ცუდად არის, რომ ყველას ზურგს გვაქცევს, თავის საყვარელ ძმებსაც კი. არ უნდა, ასეთ მდგომარეობაში ვინმემ რომ ნახოს. არ სურს, თავისი სისუსტე და უსუსურობა ვინმეს რომ დაანახოს. მაგრამ ასეთ მძიმე წუთებშიც იცის, რომ მის გვერდით ვართ, ნებისმერ სიტუაციაში მზად ვართ, გავამხნეოთ და დავეხმაროთ.
— ლუკა ყოველთვის ასეთი იყო?
ლიანა: არა, რას ამბობთ! ის სრულიად ჯანმრთელი ბავშვი იყო! სამ წლამდე არც კი გაციებულა. დარბოდა, დახტოდა, გაუჩერებლად ლაპარაკობდა, უამრავი ლექსი იცოდა. მერე კი ხველა დაეწო. გვეუბნებოდნენ, რომ ეს ალერგიაა, მერე გაციებას და გრიპს დააბრალეს… მაგრამ, როდესაც წამლებმა ვეღარ უშველა და კინაღამ დაიხრჩო, საავადმყოფოში დააწვინეს. ორ დღეში კი, არ ვიცი რა მოხდა, მაგრამ რეანომობილით თბილისში გადაიყვანეს. იქ კი, დაინახეს თუ არა, მაშინვე დააწვინეს რეანიმაციაში, აპარატზე შეაერთეს და გვითხრეს, რომ ჩვენს ბიჭუნას უნდა გამოვმშვიდობებოდით… ორი ადამიანია საჭირო, საწოლიდან ეტლში ან ეტლიდან საწოლზე მის გადასაყვანად. დედ-მამამ ყურადღება არ უნდა მოადუნონ, ბავშვი წოლით რომ დაიღლება, მაშინვე ეტლში უნდა ჩასვან.
— გამომშვიდობებაში რას გულისხმობთ?
ლიანა: დიახ, არ მოგესმათ! სამუდამოდ გამომშვიდობება. გვითხრეს, რომ დღეს თუ არა, ხვალ მოკვდებოდა. ორი თვის განმავლობაში ასე გვეუბნებოდნენ. შესვლის უფლებაც არ მოგვცეს, რომ გვენახა, როგორ იყო. მერე გვითხრეს, რომ ბავშვს უნდა ჩაედგას ტრაქეოსტომა და მასთან როდესაც შეგვიშვეს, საშინელი სურათი დაგვხვდა… ყელიდან მილი ჰქონდა ამოშვერილი და ფეხებს ვერ ამოძრავებდა. ვიკითხე, ფეხები ასე რატო აქვს გადაშლილი და ვერ ატყუპებს და იცით, რა მიპასუხეს ექიმებმა? დამცინავად მითხრეს: „ალბათ, ასე კარგად გრძნობს თავს“. სანამ ლუკა რეანიმაციაში იწვა, ექიმები მასთან გამომშვიდობებას ურჩევდნენ მშობლებს და მისი გამოჯანმრთელების იმედს არ აძლევდნენ.
— ლუკას სახსრები რატომ ჩაეკეტა? ის ხომ საავადმყოფოში ფილტვების პრობლემით დააწვინეს, ამასთან რა კავშირი აქვს?
ლიანა: არავითარი! მაგრამ ექიმები იმდენად დარწმუნებულები იყვნენ, ბავშვი მოკვდებოდა, რომ ელემენტარული მასაჟის გასაკეთებლადაც არ შეუწუხებიათ თავი. საავადმყოფოდან როდესაც გამოვიყვანეთ, მითხრეს, რომ ჩემს შვილიშვილს აღარაფერი ეშველებოდა, რომ ასე ხდება და მოგვიწევს შეგუება, მე კი თურქეთში წავიყვანე. მართალი გითხრათ, იქაური ექიმებისგან ისეთი სიტყვები მოვისმინე, რომ ჩვენი ექიმების გამო, სირცხვილით დავიწვი. გვითხრეს, რომ ამის მიზეზი შეიძლება მხოლოდ ის იყოს, რომ კარგად არ უვლიდნენ ავადმყოფს. დღეში 5 წუთის განმავლობაში მაინც მისთვის ფეხების მასაჟი რომ გაეკეთებინათ, ეს საშინელება არ მოხდებოდა. ახლა კი, ოპერაციის გარდა, ვეღარაფერი უშველის. უკვე ერთი წელია, ასე ვიტანჯებით, მაგრამ ოპერაციისთვის საჭირო თანხა ვერ შევაგროვეთ.
„ლუკას ძალიან უყვარს თავისი ძმები და მისი ოცნებაა, როგორც ნამდვილმა ბიჭმა ისე ეთამაშოს“
— ღმერთო! ესე იგი, ამ ყველაფრის თავიდან არიდება შესაძლებელი იყო? ასეთი დაუდევრობისთვის არ უჩივლეთ კლინიკას?
ლიანა: არა, შვილო, სისტემასთან ბრძოლას რა აზრი აქვს? მითხრეს, რომ წაგებული საქმეა, ვერაფერს დავამტკიცებ და სასამართლოებში სირბილი ტყუილად მომიწევდა. მე კი, არც ამის დრო მაქვს და არც რესურსი. ამჟამად, ლუკას გადარჩენაზეა კონცენტრირებული მთელი ჩემი და ჩვენი ოჯახის ძალები.
ლუკა: ძალიან ცუდად ვარ ხოლმე, საკუთარ თავს რომ ვუყურებ. ვერ დავდივარ, ვერ ვთამაშობ სხვა ბავშვებივით, ჩემი ძმებივით სირბილი არ შემიძლია. ხშირად ვზივარ მარტო და ვიყურები ფანჯრიდან, ვოცნებობ, რა კარგი იქნებოდა, სოსიკოსთან და საბასთან ერთად თამაში მეც რომ შემეძლოს. ისინი მუდამ ჩემ გვერდით არიან, მაგრამ ეს უფრო დიდ ტკივილს მაყენებს.
„ძმები ეთამაშებიან ლუკას, ასრულებენ მის ყველა თხოვნას… მაგრამ ამით ვერ შეუმსუბუქებენ ლუკას მდგომარეობას“
ლიანა: ხანდახან მგონია, რომ შვილიშვილის ტანჯვის ყურებას ვეღარ გავუძლებ, ზოგჯერ სიკვდილსაც ვნატრობ, მუდმივ ტანჯვასა და ტკივილს არ ჯობია? მაგრამ ღმერთის წინაშე პირობა დავდე, რომ მას ფეხზე დავაყენებ!
სოსიკო (9 წლის): აუ, ხომ შეიძლება, ლუკამ ისევ სიარული რომ ისწავლოს? ბებო ამბობს, რომ შეიძლება, ფული თუ გვექნება. თქვენ ხომ იმისთვის მოხვედით ჩვენთან, რომ დაეხმაროთ?
საბა (4 წლის): შეგიძლიათ, ველოსიპედის საყიდლად რომ მომცეთ ფული? ძალიან მინდა.
სოსიკო: ხომ არ გაგიჟდი? რა ველოსიპედი?! შენ რომ გქონდეს ფეხები ასე, მაშინაც ველოსიპედზე იფიქრებ?
„დედ-მამა ლუკას გვერდით ყოფნას თუ ვერ ახერხებს, მის ძმებს უკავიათ ეს „საპატიო ადგილი“
ლუკა: ნუ ჩხუბობთ! ისედაც ცუდად ვარ!
ლიანა: ხანდახან ლუკას ნერვები უმტყუნებს ხოლმე და ძალიან ბრაზობს. ხანდახან ყვირის კიდეც. აი, მაგალითად, ეზოში გასვლა თუ უნდა, ჩვენ კი ვეუბნებით, რომ ცივა. შარვლის ჩაცმა ხომ შეუძლებელია მისთვის. იძულებული ვხდებით, პლედი შემოვახვიოთ, ტირილს რომ იწყებს… გაუჩერებლად იმეორებს: „ეზოში მინდა, ეზოში მინდა“.
ლიანა: ჩემი შვილი, გიორგი, 32 წლისაა, ჩემი რძალი დარიკო კი — 30-ის. ერთი წამითაც ვერ ტოვებენ ლუკას, რადგან მათი დახმარების გარეშე, განძრევაც არ შეუძლია, წამოდგომა, წამოჯდომა, ეტლში ჩაჯდომა, ჩაცმა, გახდა… მუდმივად ვინმე უნდა იყოს მის გვერდით. ხან სტომაა გასაწმენდი, ხან წყალი სწყურია. მის გარდა კი, სოსიკო, საბა და გიორგი გვყავს, რომელიც მაისში გახდება ერთი წლის. ასეთია ჩვენი ცხოვრება.
„მოდით, ლუკას ციდან ბედნიერების ვარსკვლავი მოვუწყვიტოთ!“
— თქვენი შემოსავლის წყარო რა არის? რატომ მიმართეთ ჩვენს ფონდს?
ლიანა: ჩვენი შემოსავალია შემწეობის თანხა, პენსია და ჩემი მეუღლის ხელფასი, დარაჯად მუშაობს. ასეთი შემოსავლით კი ლუკას ოპერაციის თანხას ვერასდროს შევაგროვებთ. მენჯ-ბარძაყის სახსრების გასახსნელი ოპერაციის ღირებულება არის 45 000 დოლარი. სახელმწიფო აფინანსებს 26 900 ლარს, დედების ფონდმა შეაგროვა 1 500 ლარი. დანარჩენს კი, როგორც შეგვიძლია, ისე ვაგროვებთ. თქვენც მოგმართეთ, ჩვენს ტანჯულ ბიჭს გვერდში რომ დაუდგეთ. იმედი მაქვს, რომ თქვენი მკითხველები გაითვალისწინებენ ლუკას მდგომარეობას და სურვილი გაუჩნდებათ, რომ დაეხმარონ.
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!
ლუკასთვის და მისი ოჯახის წევრებისთვის ახალი ბრძოლის ველია ყოველი დღე. ბავშვის სახსრები ალმოდებულია, ტკივილი კი მისი ცხოვრების ნაწილი გახდა. ხანდახან ლუკა ფიქრობს, რომ ვეღარ გაუძლებს, რომ მოთმინება ამოეწურა. ტკივილის დამალვას ცდილობს, ოჯახის წევრები რომ არ დატანჯოს. მაგრამ შინაგანად იწვის და ტირის.
ლუკა ოცნებობს, რომ ოდესმე შეძლებს, ჩვეულებრივ ცხოვრებას დაუბრუნდეს, აღარ დაიტანჯება და კვლავ ითამაშებს, ირბენს და თავის ძმებთან ერთად იმხიარულებს. მაგრამ ზოგჯერ ეს ოცნება ისეთივე შორი და აუხდენელი ჩანს, როგორც ვარსკვლავი ცის კამარაზე. მაგრამ ჩვენ ხომ ერთობლივი ძალებით შევძლებთ, პატარა ლუკასთვის ეს იმედის ვარსკვლავი მოვწყვიტოთ და ვაჩუქოთ მას!
თუ გსურთ, მოინახულოთ და დახმარება პირადად გაუწიოთ ამ ოჯახს, მათი მისამართია: ქარელის მუნიციპალიტეტი, სოფელი კოდა, ვარდისუბანი.
ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ დაეხმარეთ და გაიხარეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!
გვჯერა, რომ ერთად ამ ოჯახის გადარჩენას ნამდვილად შევძლებთ!
მეგობრებო, კიდევ ერთი რამ უნდა გთხოვოთ: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
ჩვენი ფონდის ანგარიში:
საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000
თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003
ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000
(დანიშნულება: გოგატიშვილების ოჯახი)
თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „TBC ბანკი“ (GeoPay), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.
თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან: ExpressPay, TBCpay, PayBox (OPPA). ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus
ერთად, ჩვენ დავეხმარეთ უკვე ათასობით შეჭირვებულს. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!
სპეციალურ ნომერზე: 0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!
თქვენ ორწლიანი წამებისგან იხსენით ლუკა! მთელი ჩვენი ოჯახი ამ სასიხარულო ამბავს ზეიმობს!
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!
„გენაცვალოს ბებო!“ ჩემი საყვარელი შვილიშვილი აღარ ტირის! ბედნიერებამ დაისადგურა ოჯახში!
თითქმის ორი წლის წინ, ლუკა გოგატიშვილს საშინელება დაემართა. ჯერ რეანიმაციაში აღმოჩნდა ფილტვების პრობლემის გამო, მერე კი, მენჯ–ბარძაყის სახსრები ჩაეკეტა. ჯოჯოხეთური ტკივილი მხოლოდ „ბაყაყის პოზაში“ არ აწუხებდა. ფეხების გაშლის ნებისმიერი მცდელობა, ლუკას არაადამიანურ ტკივილს აყენებდა! ვეღარ დადიოდა, ნორმალურად ჯდომა და წოლა არ შეეძლო. ლუკას ოჯახი მასთან ერთად ტიროდა და იტანჯებოდა. ლუკას ტანჯვა თითქმის ორ წელიწადს გაგრძელდა
ლუკამ ორი წელი გაატარა ასეთ მდგომარეობაში!
ჩერნოვეცკის ფონდის მეგობრები რომ არ ჩარეულიყვნენ, არ ვიცით, ამ ისტორიის დასასრული როგორი იქნებოდა. ახლა კი სასიხარულო ამბავი უნდა გაცნობოთ! ლუკას შეუძლია ჯდომა ისე, როგორც ადრე, სანამ ავად გახდებოდა, შეუძლია დგომა და პატარ–პატარა ნაბიჯების გადადგმას ცდილობს. ეს ყოველივე კი თურქეთში ჩატარებული ძვირადღირებული ოპერაციის შემდეგ გახდა შესაძლებელი, სადაც ჩერნოვეცკის ფონდის მეგობრების დამსახურებით წავიდა ლუკა. გოგატიშვილების ოჯახში დიდი დღესასწაულია!
ოპერაციის შემდეგ ლუკას შეუძლია ნორმალურად ჯდომა და დგომა, პატარ–პატარა ნაბიჯებსაც დგამს.
– ლუკა, ლუკიტო, გამარჯობა! როგორ გრძნობ თავს?! სტომა ამოგიღეს ყელიდან? ჩამოწეული ფეხებით ზიხარ?! რა მაგარია!
ლუკა (6 წლის): ის საზიზღარი რაღაც ამომიღეს ყელიდან. შემიძლია გელაპარაკო, თუ მომინდება. თუ მომინდება, ბებოს ვეტყვი, პურს და ყველს მომიტანს, მე კი შევჭამ. იმ რაღაცის გარეშე ვსუნთქავ – ძია ექიმმა დამრთო ნება. ვბრაზობდი ადრე, ხელებს რომ მიყოფდნენ ყელში.
დარიკო, დედა: სტომას ვასუფთავებდი, ასე იყო საჭირო.
– ლუკიტო, რამდენ ხანს შეგიძლია ასე ჯდომა? აღარაფერი გტკივა?
ლუკა: რამდენ ხანსაც მინდა, იმდენ ხანს ვიჯდები. არაფერი მტკივა. ჩემთან სახლში მასწავლებელი ივლის სკოლიდან და აქ მამეცადინებს. იქ სიარული ჯერ არ შემიძლია.
ლუკა: „იმდენ ხანს შემიძლია ვიჯდე, რამდენიც მინდა. ფეხები ჩამოწეული მაქვს და აღარ მტკივა.
– ოპერაციის შემდეგ რამდენ ხანს შეგიძლია ფეხზე დგომა?
ლუკა: ნახევარი საათი შემიძლია. მაგრამ რაღაცას უნდა მოვკიდო ხელი. თორემ შეიძლება წავიქცე, მეშინია.
– ადგები?
ლუკა: გოგიტამ ამაყენოს (სახელით მიმართავს მამას – რედ.). გოგიტა მარჯვნიდან მომკიდე ხელი. იცოდე, არ წამაქციო.
ლუკა: „გოგიტა, ფრთხილად, არ წამაქციო!“
გოგიტა, მამა: მიდი, ნუ გეშინია, შვილო. პატარ–პატარა ნაბიჯებს დგამს ჭოჭინის დახმარებით. თურქმა ექიმმა თქვა, რომ მასაჟების შემდეგ სიარულს შეძლებს.
ლიანა ბებია: ვფიქრობ, ერთ წელიწადში ლუკა კვლავ შეძლებს სიარულს. ჩვენ თვითონაც გავუკეთებდით მასაჟს, მაგრამ არ გვენდობა, არ გვაძლევს ნებას. ამბობს, რაღაცას გამიფუჭებთ, არასწორად გამიკეთებთო (იღიმის). ჩემს შვილიშვილს შიში აქვს ჯერ კიდევ. ისე, არ არის გასაკვირი, რამხელა ტკივილი განიცადა და გადაიტანა ამ ორი წლის განმავლობაში. არა უშავს, ხაშურში ვატარებთ მასაჟებზე.
ლუკა: ჩემი ოპერაციის შესახებ ბებომ გითხრათ, ნებას ვაძლევ. ის ჩემთან ერთად იყო თურქეთში. შენ კი, გოგიტა, ჭოჭინას მოჰკიდე ხელი, ფრთხილად, არ წამაქციო.
გოგიტა: როგორც ლუკიტო იტყვის, ისე იქნება.
ბებია: თქვენი დახმარებით და უფლის წყალობით, მე და ლუკიტო ჩავედით ადანაში. ფონდის მეგობრებმა გადაიხადეს მგზავრობის, გამოკვლევების, უშუალოდ ოპერაციის, რეაბილიტაციისა და მედიკამენტების საფასური. თანხის მეოთხედი სახელმწიფომ უზრუნველყო. ჩემს შვილიშვილს ჯერ სტომა ამოუღეს – არ სჭირდება, თვითონაც სუნთქავს. შემდეგ 8-საათიანი ოპერაცია გაუკეთეს ორივე სახსარზე.
ლუკა: ოთხი ჭრილობა მაქვს. ორი ზევით, საცვალთან, ორი კი ფეხებზე. არ გაჩვენებ. ბებო, უთხარი დეიდას, არა და მორჩა!
– არა, არა, არც გთხოვ. ყველაფერი ისე იქნება, როგორც ლუკიტო იტყვის.
ლიანა ბებია: ვაიმე, ადრე როგორ ვნერვიულობდით მთელი ოჯახი. რამდენი ცრემლი დავღვარეთ. როგორ მტკიოდა გული. დამწუხრებული და გულდამძიმებული ვიყავით ყველა. ორწლიანი წამებისგან ჩემი შვილიშვილი თქვენ იხსენით! ახლა ყველანი გახარებულები ვართ, გულზე მოგვეშვა. კარგად არის ჩემი შვილიშვილი, ხედავთ?! ჩვენს ოჯახში ბედნიერებამ დაისადგურა! ეს ყველაფერი კი ჩერნოვეცკის ფონდის დამსახურებით, კეთილი ადამიანების მონდომებითა და ძალისხმევით! მადლობას ვუხდი ყველას, ვინც დაგვეხმარა! ჯანმრთელობას და ბედნიერებას გისურვებთ!
დიდი სატვირთო მანქანა, რომელზეც საბა ოცნებობდა, უკვე მის ხელთაა!
როგორც ხედავთ, უკვე მუშაობს კიდეც. ტვირთი იქ მიაქვს, სადაც საბა იტყვის!
გოგიტა: ბედნიერებას გისურვებთ ყველანი – მეც, დარიკოც და ბავშვებიც. ვლოცულობთ ამ არაჩვეულებრივი ადამიანებისთვის!
ლუკა: ოპერაცია ხომ მე გამიკეთეს, მე ვიყავი ცუდად, ესე იგი, ჩემი სურვილი არის მთავარი! თქვენ კი დამასწარით. გაგებუტებით ახლა!
ნუ გაიბუტები, ახლა შენ მითხარი. მე კი ვიდეორგოლში შენ გამოგაჩენ პირველს.
ლუკა: ზუსტადაც, პირველი მე უნდა ვიყო! ღმერთმა დალოცოს ყველა ადამიანი, ვინც დამეხმარა! მინდა, რომ ავად არასდროს გახდნენ. ხანდახან მესიზმრება, რომ ისევ ვეღარ ვშლი ფეხებს. ვიღვიძებ და ვხედავ, რომ ასე არ არის! მასაჟების მერე სხვა ბავშვებთან ერთად სიარულს და თამაშსაც შევძლებ. მადლობა ყველას, ვინც დამეხმარა!
ჩემი ახალი საწოლიც მომეწონა, რბილია და მოხერხებულად ვწევარ. ჩემი ძმების საჩუქრებიც მაგარია.
ლუკა: „მე განმკურნეს, ამიტომ ჩემი სურვილი არის მთავარი. მინდა, რომ ავად არასდროს გახდეთ და არასდროს იტიროთ“.
ამდენი სასიხარულო ამბავი ერთ დღეში – ახალი ველოსიპედიც მიუტანეს სოსოს!
სასექტემბრო საჩუქარი „ბიბლუსისგან“ – სკოლის ზურგჩანთა და საკანცელარიო ნივთების ნაკრები სოსოსთვის.
– დარიკო, ჩვენს დახმარების პროექტს ადგილობრივი ხელისუფლება თუ შეუერთდა?
დარიკო: სხვათა შორის, კი. გარკვეული თანხა გამოიყო, რომელიც ლუკას საჭიროებებს მოვახმარე. ნამდვილად ახერხებთ დახმარების საქმეში ყველას ჩართვას.კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!
თქვენ ორწლიანი ტკივილისგან და ტანჯვისგან იხსენით ლუკა! თქვენ მას ნორმალურად ჯდომისა და დგომის უნარი დაუბრუნეთ, მასაჟების შემდეგ კი ის კვლავ შეძლებს სიარულს. გოგატიშვილების ოჯახი გლოცავთ, თქვენ მათი გმირები ხართ! ყველაზე გულთბილ, საუკეთესო სურვილებს გიგზავნიან!
სანამ საბოლოოდ არ განიკურნება, ლუკა ჩვენი მზრუნველობის ქვეშ რჩება. თქვენ კი, მეგობრებო, შეგიძლიათ დაეხმაროთ ამ ოჯახს, რომ მან რეაბილიტაცია გაიაროს და საბოლოოდ გამოჯანმრთელდეს.
თუკი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით ყურადღება ჩვენს „ფეისბუქის“ პოსტებზე გადაიტანეთ; ან უმჯობესია, ჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს დაურეკოთ და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ მათთან შედარებით, ვისაც ცხოვრების ყველაზე მძიმე წუთს დაეხმარეთ.
მათ პრობლემებთან შედარებით, ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენ წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ შეჭირვებულებს.
სამწუხაროდ, ამ და კიდევ უამრავი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა, ამიტომ, დროდადრო გადახედეთ ხოლმე ამ საბრალო ადამიანების ისტორიებს ჩვენს ვებ–გვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როდესაც მორიგი შეჭირვებული ადამიანის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! განაგრძეთ ამ ოჯახების დახმარება! სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება!
მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან – თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
თქვენი სიკეთე, არის შესაძლებლობა, რომ თავადაც ყველაფერში ბედნიერი იყოთ!
მეგობრებო, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას!
ჩვენი ფონდის ანგარიშები:
საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000
თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003
ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000
(დანიშნულება: გოგატიშვილების ოჯახი)
თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „TBC ბანკი“ (GeoPay), „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.
თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან: TBCpay, ExpressPay, PayBox (OPPA). ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება–მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus).
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100.
სპეციალურ ნომერზე: 0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!
ვიფიქროთ იმაზე, რომ შეჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით, ჩვენ ვზრუნავთ საკუთარ სულზე და ვუახლოვდებით ღმერთს!
კორ: მედეა
სულ ხარჯები:
41859.18₾დარჩა:
0₾