რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია
ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
ფასი (გაითვალისწინეთ):
1 call - ₾2 GEL
მობილური პროვაიდერები
დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL
კოპირებულია
უკვე 18 წელია, დედა თავისი ხელით აჭმევს უნარშეზღუდულ შვილს. ლუკას დაბადებიდან გონებრივი ჩამორჩენილობა აქვს. ბიჭს ლაპარაკიც არ შეუძლია. მხოლოდ ცალკეულ ბგერებს გამოთქვამს. განგებამ უბედურ დედას ერთი შვილის ავადმყოფობით გამოწვეული ტანჯვა არ აკმარა და მის 5 წლის გოგონას, მარიამსაც, გონებრივი ჩამორჩენილობა დაუდგინდა. ლაპარაკი მასაც უჭირს. ცხოვრებისგან დაჩაგრულ დედას კი შვილების ექიმთან წასაყვანი ფულიც არ აქვს. იტანჯება დედა და იტანჯებიან შვილები…
Bank of Georgia
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
TBC Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
Liberty Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
0901200270მძიმედ დაავადებული და-ძმის ისტორია სულით ხორცამდე შეგძრავთ
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!
უკვე 18 წელია, დედა თავისი ხელით აჭმევს უნარშეზღუდულ შვილს. ლუკას დაბადებიდან გონებრივი ჩამორჩენილობა აქვს. ბიჭს ლაპარაკიც არ შეუძლია. მხოლოდ ცალკეულ ბგერებს გამოთქვამს.
თუ არ აჭმევენ, საჭმელს არც მოითხოვს და, უბრალოდ, ნელ-ნელა მოკვდება შიმშილით! ლუკა დამოუკიდებლად ვერაფერს აკეთებს.
განგებამ უბედურ დედას ერთი შვილის ავადმყოფობით გამოწვეული ტანჯვა არ აკმარა და მის 5 წლის გოგონას, მარიამსაც, გონებრივი ჩამორჩენილობა დაუდგინდა. ლაპარაკი მასაც უჭირს. ცხოვრებისგან დაჩაგრულ დედას კი შვილების ექიმთან წასაყვანი ფულიც არ აქვს. იტანჯება დედა და იტანჯებიან შვილები…
მარიამი (5 წლის) — ბავშვი გონებრივად ჩამორჩენილია და ლაპარაკიც უჭირს
შეხედეთ ამ სახლს! თუკი საერთოდ შეიძლება, სახლი ეწოდოს. აქ მხოლოდ სიღატაკე, შიმშილი, ავადმყოფობა და უიმედობა სუფევს
ამ ტახტზე სძინავს ლუკას
შიმშილისგან სადაცაა გული წაუვათ ბავშვებს. ღმერთო, ახლა, მხოლოდ წამით ჩამახედა დედის გულში, როგორი ცეცხლი ტრიალებს! გადანახული კაპიკებით ქალი ღია დახლებზე გამოტანილ პროდუქტს ათვალიერებს. იქნებ, რაიმეს ყიდვა შეძლოს მშიერი ბავშვებისთვის, რომლებიც დედის დაბრუნებას იმედით ელოდებიან. სამწუხაროდ, ფული არაფერზე ეყო. გამობრუნდა უკან, სათვალის ქვეშ ფარავდა თვალებზე მომდგარ ცრემლებს. სახლში დაბრუნებულმა მშიერ შვილებს რა პასუხი გასცეს?! რატომ დაბრუნდა მათი დედა ხელცარიელი? ოჰ, უბედურო დედავ, ალბათ, ვერავინ გაიგებს, შენს გულში ახლა რა ხდება!
ქალმა სახლში მხოლოდ ერთი ნატეხი პური აღმოაჩინა და მშიერ შვილებს თანაბრად გაუნაწილა. მართალია, და-ძმას არ შეუძლია საუბარი, მაგრამ ისინი დედას თვალებით სთხოვენ შველას. ოჰ, ღმერთო, როგორ უძლებს ამდენს ადამიანის გული?!
სოფიო (დედა, 41 წლის): უკვე 18 წელია, ლუკას ტანჯვას ვუყურებ და ვერაფრით ვეხმარები. ხომ ნათქვამია, „ადამიანი ჯანმრთელობას ფულით ვერ იყიდისო“, სიცრუე ყოფილა ეს! სწორედ უფულობის გამო გართულდა ლუკას მდგომარეობა. როდესაც მარიამი დაიბადა, ისეთი ბედნიერი ვიყავი. ვფიქრობდი, წამოიზრდებოდა და ისიც დაეხმარებოდა თავის ძამიკოს. სამწუხაროდ, თავად არის დასახმარებელი ჩემი პატარა გოგონა. ბავშვი წვალობს, რამის თქმა რომ უნდა. სიტყვებს ვერ ამბობს, მერე კი გაღიზიანებული იწყებს ტირილს. ლოგოპედთან რომ ვატარო, ფული არ მაქვს. გზის ფულიც კი არ მაქვს. ზოგჯერ უბნის მაღაზიიდან პროდუქტებს მატანენ ნისიად. პური და სახელდახელო სუპი მომაქვს ხოლმე ბავშვებისთვის, ყველაზე იაფი რაც არის. ავადმყოფობა, შიმშილი, სიცივე, სახლში გაუსაძლისი პირობები — ამდენს როგორ უძლებენ ჩემი საწყალი შვილები?
„ეს სახელდახელო სუპია ჩემი შვილების ვახშამი“
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!
სასოწარკვეთილი დედა ვარ, მუხლმოდრეკილი გევედრებით, ჩემი შვილები შეიბრალეთ. ისინი ხომ უბედურ ვარსკვლავზე არიან დაბადებული. რატომ გაგვწირა განგებამ ასე, რისთვის ვისჯები?! ცხოვრებაში არავისთვის არაფერი მისურვებია სიკეთის გარდა. რატომ ვუყურებ ჩემი შვილების ტანჯვას? დედისთვის ხომ ამაზე დიდი ჯოჯოხეთი არ არსებობს! გაჭირვების მიუხედავად, არასდროს არავისთვის არაფერი მითხოვია, მერიდებოდა. ახლაც მერიდება, უცხო ხალხი როგორ შეგაწუხოთ? მაგრამ სხვა გზა არ დამრჩა. რას არ გააკეთებს დედა შვილების გადასარჩენად. გევედრებით, ჩემი შვილები შეიბრალეთ.
თუ გსურთ, მოინახულოთ ჭეიშვილების ოჯახი და დახმარება პირადად გაუწიოთ ამ ოჯახს, მათი მისამართია: თბილისი, გლდანის მე-8 მ/რ, კორპუსი 17, ბინა 110.
ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ დაეხმარეთ და გაიხარეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!
გვჯერა, რომ ერთად ამ ოჯახის გადარჩენას ნამდვილად შევძლებთ!
მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
ჩვენი ფონდის ანგარიში:
საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000
თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003
ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000
(დანიშნულება: ჭეიშვილების ოჯახი).
თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „TBC ბანკი“ (GeoPay), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.
თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან: ExpressPay, TBCpay, PayBox (OPPA). ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus
ერთად, ჩვენ დავეხმარეთ უკვე ათასობით შეჭირვებულს. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100
სპეციალურ ნომერზე: 0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!
კორ.: ნინი
სულ ხარჯები:
4018.00₾დარჩა:
0.34₾