რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია
ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
ფასი (გაითვალისწინეთ):
1 call - ₾2 GEL
მობილური პროვაიდერები
დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL
კოპირებულია
ეს 11 წლის ხათუნაა. ბავშვს ცერებრული დამბლა და ეპილეფსია აქვს. არ შეუძლია სიარული, ლაპარაკი. საწყალ გოგონას დამოუკიდებლად ჭამაც კი არ შეუძლია. ღმერთო, ღმერთო, ეს პატარა ნაზი არსება როგორ იტანჯება! თანაც ხათუნა ხომ სრულიად ჯანმრთელი დაიბადა. ერთი თვის ასაკში ექიმებმა აცრა გაუკეთეს და მას შემდეგ გართულდა ბავშვის მდგომარეობა. საქართველოში უამრავი ასეთი შემთხვევა ხდება, როდესაც ანგელოზივით გოგო-ბიჭები ექიმების დაუდევრობას და უცოდინრობას ეწირებიან. პასუხს ვინ მოსთხოვს? მათი „სასჯელი“ მხოლოდ 1-თვიანი ლიცენზიის ჩამორთმევით შემოიფარგლება. მერე კი კვლავ აგრძელებენ მუშაობას და ვინ მოსთვლის, კიდევ რამდენი ბავშვის ცხოვრებას აქცევენ ჯოჯოხეთად. კეთილო ადამიანებო, გოგონას სასწრაფოდ ესაჭიროება ღეროვანი უჯრედის გადანერგვა და სპეციალური ეტლი! ამ ოპერაციის შედეგად კი იცით, რა მოხდება? დიდია იმის ალბათობა, რომ ბავშვმა ლაპარაკი და სიარული თანდათან შეძლოს. ეს იმას ნიშნავს, რომ ეს ანგელოზი გოგონა მეორედ დაიბადება, თქვენ კი დამსახურებულად შეგიძლიათ უწოდოთ საკუთარ თავს მისი ნამდვილი მხსნელი! ჩვენი ჭეშმარიტი მაცხოვარი კი არის უფალი! როგორც ყოველთვის, ბრძნული ციტატა მოგვყავს ბიბლიიდან: ღმერთი საიმედო ხელს გამოგიწვდის, როდესაც ურთულეს ვითარებაში იქნები! ეს სასწაული რომ მოხდეს, უბრალოდ გულთან ახლოს უნდა მიიტანოთ საბრალო ბავშვისა და მისი დედის გასაჭირი და ტკივილი!
Bank of Georgia
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
TBC Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
Liberty Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
0901200270SOS! SOS! SOS!!! 11 წლის ხათუნას ღეროვანი უჯრედების გადანერგვა ესაჭიროება სასწრაფოდ! გულმოკლული დედის ვედრებაა, მისი გოგონა ტანჯვისგან ვიხსნათ!
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!
11 წლის ხათუნას მედიკამენტებიც აღარ შველის. ბავშვს სასწრაფოდ ესაჭიროება ოპერაცია
ეს 11 წლის ხათუნაა. ბავშვს ცერებრული დამბლა და ეპილეფსია აქვს. არ შეუძლია სიარული, ლაპარაკი. საწყალ გოგონას დამოუკიდებლად ჭამაც კი არ შეუძლია. ღმერთო, ღმერთო, ეს პატარა ნაზი არსება როგორ იტანჯება! თანაც ხათუნა ხომ სრულიად ჯანმრთელი დაიბადა. ერთი თვის ასაკში ექიმებმა აცრა გაუკეთეს და მას შემდეგ გართულდა ბავშვის მდგომარეობა. საქართველოში უამრავი ასეთი შემთხვევა ხდება, როდესაც ანგელოზივით გოგო–ბიჭები ექიმების დაუდევრობას და უცოდინრობას ეწირებიან. პასუხს ვინ მოსთხოვს? მათი „სასჯელი“ მხოლოდ 1–თვიანი ლიცენზიის ჩამორთმევით შემოიფარგლება. მერე კი კვლავ აგრძელებენ მუშაობას და ვინ მოსთვლის, კიდევ რამდენი ბავშვის ცხოვრებას აქცევენ ჯოჯოხეთად.
ბავშვიც და დედაც იტანჯებიან. მათ მწუხარებას საზღვარი არ აქვს! არ იტანჯება მხოლოდ ის თანამდებობის პირი, რომელმაც უბედურ ოჯახს დახმარებაზე უარი უთხრა (ღეროვანი უჯრედების გადანერგვის ოპერაციისთვის 6600 ლარია საჭირო) და ექიმი, რომელმაც საბრალო ბავშვი ერთი თვის ასაკში დაასახიჩრა. ისინი კარგად არიან…
პატარა როინი დაიკოს გამოჯანმრთელებას ევედრება ხატებს ყოველდღე
ეს 7 წლის როინია. ბიჭუნა იმ ასაკშია, როდესაც სათამაშოებით უნდა თამაშობდეს, მხიარულობდეს სხვა ბავშვებივით, მაგრამ, სამწუხაროდ, სევდით არის სავსე ამ ბავშვის თვალები. აბა, წარმოიდგინეთ, ყოველდღე უყურებს, მისი საყვარელი დაიკო კრუნჩხვებში როგორ ვარდება. ბიჭუნა საკუთარი თვალით ხედავს, ტკივილებისგან როგორ იტანჯება ხათუნა.
ცდილობს, შეუმსუბუქოს ტანჯვა დაიკოს. მაგრამ, როგორ? ამ კითხვას უსვამს უფალს ყოველდღე!
სახლის სარკმლიდან ეკლესია მოჩანს. ბიჭუნა ყოველდღე ევედრება წმინდა ძალებს, რომ მისი დაიკო არ იტანჯებოდეს
როინი (7 წლის): „მე მჯერა, რომ იმ გუმბათიდან ერთ დილით იესო დაეშვება, ჩვენს სახლში შემოვა, ჩემს დაიკოს ხელს დაადებს და ამის მერე ხათო ლაპარაკს და სიარულს შეძლებს. ღმერთო, ჩემი დის ხმა გამაგონე და სხვას აღარაფერს გთხოვ, არასოდეს. სიხარულისგან ვიტირებ, თუ დავინახავ, როგორ დადის და საუბრობს ჩემი დაიკო“.
7 წლის როინს თავის პატარა ხელებში ლოცვების წიგნი უჭირავს, გულმხურვალედ ლოცულობს ბავშვი
იმდენად გაუსაძლისია ხათუნას ტკივილი, რომ სიმწრისგან თავის პატარა, ნაზ ხელებს იკბენს!
შეხედეთ ამ ფოტოს და თავად დაინახავთ, ამ ანგელოზს როგორი გამწარებული სული უდგას. გაუსაძლისი ტკივილისგან საკუთარ ხელებს იკბენს. გოგონა მხოლოდ თავისი ლამაზი, ქართული თვალებით ითხოვს შველას.
ბავშვს დამოუკიდებლად ჭამაც კი არ შეუძლია
მეგობრებო, რასაც ხედავთ, შეიძლება სამედიცინო უნივერსიტეტების სახელმძღვანელოებში ასე იქნეს აღწერილი: „როგორ უკეთდება მძიმედ დაავადებულ ბავშვს მასაჟი, როდესაც ჩინოსნები ოპერაციისთვის თანხას არ იძლევიან, შეჭირვებულ ოჯახს კი მისი საფასურის გადახდის საშუალება არ გააჩნია!“
აი ასე, ამ სპეციალური ბურთით ავარჯიშებს გოგონას დედა ყოველდღე. იმის იმედით, რომ კუნთები ოდნავ მაინც გაუმკვრივდება ბავშვს და ფეხზე დადგომას შეძლებს. არა აქვს ფული, მასაჟისტს რომ გადაუხადოს. ხშირად საჭმლისა და მედიკამენტების ყიდვაც კი უჭირს! ოცნებად აქვს ქცეული სპეციალური ეტლი, რომლის ღირებულებაც 4 800 ლარია! ამ ეტლის გარეშე კი ხათო ხშირად ძირს ეცემა, ზოგჯერ მწარედ ურტყამს თავს მაგიდის კიდეს ან სხვა ნივთებს პატარა ბინაში. საშინელი შეტევა ეწყება და ტირილს იწყებს, ამის მერე დედას გარეთ ვეღარ გაჰყავს. ხათუნას კი ეს სასიცოცხლოდ სჭირდება! სუფთა ჰაერზე აუცილებლად უნდა ისეირნოს!
გვაპატიეთ, მეგობრებო, ასეთ მტკივნეულ დეტალებს რომ გიზიარებთ. სამწუხაროდ, ეს საშინელი უბედურება არავის ადარდებს!
რა გულისამაჩუყებელია!!! ხათუნა თვალებით სთხოვს დედიკოს შველას
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!
კეთილო ადამიანებო, გოგონას სასწრაფოდ ესაჭიროება ღეროვანი უჯრედის გადანერგვა და სპეციალური ეტლი!
ამ ოპერაციის შედეგად კი იცით, რა მოხდება? დიდია იმის ალბათობა, რომ ბავშვმა ლაპარაკი და სიარული თანდათან შეძლოს. ეს იმას ნიშნავს, რომ ეს ანგელოზი გოგონა მეორედ დაიბადება, თქვენ კი დამსახურებულად შეგიძლიათ უწოდოთ საკუთარ თავს მისი ნამდვილი მხსნელი! ჩვენი ჭეშმარიტი მაცხოვარი კი არის უფალი! როგორც ყოველთვის, ბრძნული ციტატა მოგვყავს ბიბლიიდან: ღმერთი საიმედო ხელს გამოგიწვდის, როდესაც ურთულეს ვითარებაში იქნები! ეს სასწაული რომ მოხდეს, უბრალოდ გულთან ახლოს უნდა მიიტანოთ საბრალო ბავშვისა და მისი დედის გასაჭირი და ტკივილი!
თუ გსურთ, მოინახულოთ და დახმარება პირადად გაუწიოთ ამ ოჯახს, მათი მისამართია: ქალაქი თბილისი, ლილო, მე-2 მ/რ, კორპუსი 4, ბინა 113.
ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ დაეხმარეთ და გაიხარეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!
კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს, მეგობრებო: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
ჩვენი ფონდის ანგარიში:
საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000
თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003
ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000
(დანიშნულება:: ხუდოიანების ოჯახი).
თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „TBC ბანკი“ (GeoPay), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.
თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან: ExpressPay, TBCpay, PayBox (OPPA). ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus
ერთად, ჩვენ დავეხმარეთ უკვე ათასობით შეჭირვებულს. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100.
სპეციალურ ნომერზე: 0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!
სულ ხარჯები:
4620.74₾დარჩა:
1874.11₾