რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია
ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
ფასი (გაითვალისწინეთ):
1 call - ₾2 GEL
მობილური პროვაიდერები
დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL
კოპირებულია
კეთილო ადამიანებო, ახალგაზრდა ქალი ყველამ უარყო, ყველამ გაწირა და ყველამ მიატოვა ამქვეყნად. ის ხომ ჯერ კიდევ სამყაროში მოვლინების პირველივე წამიდან უარყო მისმა დედამ. მას შემდეგ ლანას ცხოვრებაში ერთი ბედნიერი დღეც კი არ ყოფილა. ანომალიური დაავადება, სიღატაკე, შიმშილი, დამცირება — რით დაიმსახურა ეს ყოველივე ამ საწყალმა ქალმა? 4 წელი იცხოვრა მონასტერში. მერე კი, გარკვეული მიზეზის გამო, იძულებული გახდა მონასტერი დაეტოვებინა და მას შემდეგ აღარასოდეს გაიხედავს იმ მონასტრისკენ (ფონდის კორესპონდენტს ნამდვილი მიზეზი გაანდო, თუმცა სთხოვა, რომ ის საიდუმლოდ დარჩენილიყო). გაუსაძლისი გაჭირვების მიუხედავად (როგორც მატერიალური, ასევე ჯანმრთელობის), ქალს სინდისი არასდროს დაუკარგავს. დღეს კი ყველასგან მიტოვებული ლანა კვდება ჩუმად, უხმოდ. როგორც მისი ამქვეყნად მოსვლა არავის გახარებია, ალბათ, ასევე არავის დაამწუხრებს მისი წასვლა ამ სამყაროდან. ვერც კი შეამჩნევენ….
Bank of Georgia
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
TBC Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
Liberty Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
090120027041 წლის გულკეთილ ქართველ ქალს, ლანას, თირკმელი თავისით მოსწყდა, მერე კი ექიმები რამდენიმე დღე-ღამის განმავლობაში სერავდნენ მის სხეულს და ეძებდნენ ორგანოს! საშინელება! საშინელება! საშინელებაა, როდესაც ფული არ გაქვს და მარტო რჩები ამქვეყნად! ზოგჯერ ჩვენც ფონდში ვფიქრობთ, როგორ შეიძლება ხდებოდეს ასეთი საშინელი ისტორიები? ჩვენს საქართველოში, ასეთ პატარა ქვეყანაში, მხოლოდ საშინელებები რატომ ხდება?! ხანდახან ისეთ მასალას ვიღებთ, ისეთი უბედურებების შესახებ ვისმენთ, რომ სიცოცხლის სურვილიც კი გვეკარგება! ლანა ნელი, საშინელი და მტანჯველი სიკვდილით კვდება!
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!
ხანდახან ჩვენც ფონდში ვფიქრობთ, როგორ შეიძლება ხდებოდეს ასეთი საშინელი ისტორიები?! რატომ სწორედ საქართველოში, ჩვენს საქართველოში, ასეთ პატარა ქვეყანაში, ხდება მხოლოდ საშინელებები?! ხანდახან ისეთ მასალას ვიღებთ, ადამიანის ისეთი უბედურების შესახებ ვისმენთ, რომ თავადაც სიცოცხლის სურვილი გვეკარგება! საბრალო, საბრალო! ეს ღირსეული ქალი მიწისქვეშა გადასასვლელში დგას ჭიქით ხელში და მოწყალებას ითხოვს. ლანა ნელი, საშინელი და მტანჯველი სიკვდილით კვდება
ანომალიური დაავადების შედეგი ასეთი გახლავთ
არ გეგონოთ, რომ ეს საშინელი ფოტო ინტერნეტიდან არის აღებული. ეს ახალგაზრდა ქალის სხეულია. ლანას თირკმელი მოსწყდა, კუჭის ქვეშ განთავსდა და, წარმოიდგინეთ, გახრწნა დაიწყო. ღმერთო, ღმერთო! ანომალიურ პროცესს გაუსაძლისი ტკივილი ახლდა თან. მხოლოდ წამით წარმოიდგინეთ მოწყვეტილი თირკმელი, რომელიც კუჭის ქვეშ „ბინადრობს“ და დღითი დღე სულ უფრო მეტად იხრწნება. დარწმუნებული ვარ, ამის წარმოდგენაც კი გაუსაძლისი იქნება ადამიანებისთვის. ლანა კი ამას 5 წლის განმავლობაში უძლებდა. არ მოგეჩვენათ! ახალგაზრდა ქალი მოწყვეტილი თირკმელით დადიოდა ხუთი წლის განმავლობაში. და იცით, რატომ? იმიტომ რომ ოპერაციის ფული არ ჰქონდა.
გაურკვეველი წარმონაქმნის გამო ქალის სხეული ლპება
5 წლის შემდეგ წვალებით შეგროვებული თანხით ლანამ ოპერაცია გაიკეთა. ახლა ქალს მხოლოდ ცალი თირკმელი აქვს დარჩენილი. ოპერაციის შემდეგ კი ლანას სეფსისი დაემართა და სასწაულით გადაურჩა სიკვდილს. თუმცა მუხთალი ცხოვრება თურმე უარესს უმზადებდა საწყალ ქალს. ზოგჯერ ლანა საკუთარ თავს ეკითხება: რა აზრი ჰქონდა მის გადარჩენას, თუკი მასზე უკეთესად თავს მიცვალებულები გრძნობენ?
თქვენი აზრით, რომელი უფრო სტკივა – სხეული თუ სული?
ცოტა ხნის წინ ლანას სხვა ანომალიაც დაუდგინდა. ელენთა გაუჩნდა, კიდევ ერთი „ელენთა“. ეს ანომალიური „ორგანო“ ლანას ელენთას დღითი დღე კლავს. ალბათ, უკვე ხვდებით, როგორ დასრულდება ეს ყოველივე. ამ წყეული უფულობის გამო კი უბედური ქალი ექიმთან ვერ მიდის. ლანას თითქმის ყველა ორგანო დაზიანებული აქვს, ზოგი კი მთლიანად ამოკვეთილი. ამის მიუხედავად, ქალს შშმ პირის სტატუსს არ აძლევენ და, შესაბამისად, ვერც პენსიას იღებს. მძიმედ დაავადებული ქალის ერთადერთი შემოსავალი, სოციალური დახმარებაა — 50 ლარი. როგორ უნდა იმყოფინოს ადამიანმა ეს მათხოვრული თანხა პურის, მცირეოდენი პროდუქტებისა და მედიკამენტების საყიდლად? სწორედ ამიტომ ახალგაზრდა ქალი მოწყალებას ითხოვს გორის ცენტრალურ ქუჩებსა და მიწისქვეშა გადასასვლელში.
მოწყალების სათხოვნელად გაწვდილი ხელი
აი, ასე აქვს ხელი გაწვდილი ახალგაზრდა ქალს. დასაოჯახებელი ქალი თავისივე ასაკის მამაკაცს ხელს გროშებისთვის რომ გაუწვდის, ხომ წარმოგიდგენიათ, თავს რაოდენ დამცირებულად იგრძნობს. არადა, ამ სამყაროს უსამართლობა რომ არა, ქალები მამაკაცებს მხოლოდ ლამაზი ყვავილების მისაღებად უნდა უწვდიდნენ ხელს.
მოწყალებას ითხოვს მიწისქვეშა გადასასვლელში
ზოგმა ვერც კი შეამჩნია უბედური ქალის დახმარებისთვის გაწვდილი ხელი
გორის მიწისქვეშა გადასასვლელი. უფალმა დაგლოცოთ, კეთილო მოხუცებო!
ლანა გულწრფელად ლოცავს ყველა იმ ადამიანს, ვინც მას თუნდაც 10 თეთრით ეხმარება
ყოველდღე, დილიდან საღამომდე, მძიმედ დაავადებული ქალი ასე საათობით ხელგაწვდილი დგას და თავის თანამემამულეებს სთხოვს დახმარებას. ზოგი 10 თეთრს აძლევს, ზოგი 20-ს, ზოგიც – 2-ლარიან რკინის მონეტას უგდებს.
დღის ბოლოს მოწყალების თხოვნით შეგროვებული ხურდები 10 ლარამდე გამოვიდა
დღის ბოლოს ლანა პურს და პროდუქტებს იყიდის ამ ფულით
ახლა ლანას ყველაზე რთული „ამოცანა“ აქვს ამოსახსნელი. როგორ გადაანაწილოს ეს 10 ლარი, რომ პურის, ცოტაოდენი პროდუქტისა და მედიკამენტების ყიდვა შეძლოს? ეს ხომ შეუძლებელია! რა ქნას უბედურმა ქალმა? რომელი აირჩიოს? წამალი იყიდოს და გული წაუვიდეს შიმშილისგან თუ საჭმელი იყიდოს და წამლის გარეშე დარჩენილ ქალს, მტანჯველმა ტკივილმა თითოეული ლუკმა ამოაშხამოს?
თავად შეჭირვებული ლანა მოწყალების მთხოვნელ ბავშვიან ქალს ეხმარება
შეხედეთ, რა დიდებულია ეს ფოტო! რატომ? იმიტომ რომ პატარა კადრში, დიდი ადამიანობა ჩანს. მოწყალების თხოვნით შეგროვებული კაპიკები ლანამ ბავშვით ხელში მოწყალების მთხოვნელ ქალს გაუნაწილა.
ხორცეულს მხოლოდ ვიტრინიდან ათვალიერებს. მის ყიდვას სიზმარშიც ვერ შეძლებს
უკვე ლპობაში შესულ პომიდორს ყიდულობს, რადგან იაფია
იქნებ, მეორად ტანსაცმელში რაიმე ნახოს იაფად. რაც ზედ აცვია, მხოლოდ ის სამოსი აქვს
რამხელა ტკივილი ანომალიური დაავადების გამო, დარდი, დამცირება და გაჭირვება იკითხება ამ თვალებში
ჩვენო ძვირფასო მკითხველო, გგონიათ, ლანას ჯოჯოხეთური ცხოვრება ამით მთავრდება? არა. მთავარი სათქმელი წინაა.
მისმა ბიოლოგიურმა დედამ დაბადების წამიდან უარყო ლანა
ის მარტოხელა ქალმა იშვილა. აქაც არ გაუმართლა უიღბლო გოგონას. გამზრდელი დედა ცუდად ექცეოდა, ნათესავები კი ლანას საერთოდ უარყოფდნენ. ახლა უკვე მისი გამზრდელი დედაც აღარაა ცოცხალი. ბიოლოგიურ დედას კი ოჯახი, სხვა შვილები ჰყავს და ლანას სახელის გაგონებაც არ უნდა. უფრო უარესი კი ისაა, რომ საკუთარ სისხლსა და ხორცს ემუქრება, მასთან დაკავშირებას თუ კვლავ შეეცდება, საპასუხოდ ცუდ რამეს მიიღებს.
ღმერთო, გველსაც კი აქვს დედობრივი ინსტინქტი და შენს ხატად შექმნილ ადამიანს რა ემართება? ღმერთო, ნუთუ ზოგი ადამიანის შექმნისას მისთვის საგულეში გულის ჩადება გავიწყდება?!
საპირფარეშო ოთახს ასევე „სამზარეულოდ“ იყენებს.
არ გეჩვენებათ. საპირფარეშო და სამზარეულო გაერთიანებულია
ლანას „სახლი“ თაგვის სოროზე უფრო პატარაა. ხოლო შიგნით რასაც ნახავთ, თქვენი გონებიდან, ალბათ, არასდროს ამოიშლება. შეხედეთ ფოტოს, ლანა თეფშებს რეცხავს საპირფარეშო ოთახის პირსაბან ნიჟარაში. არ მოგეჩვენათ. უბედური ქალის „სამზარეულო“ ეს საპირფარეშოა.
შიმშილისგან გულწასული ქალი რამდენჯერ დაეცა ქუჩაში. ეს პურის ნატეხი ლანამ ორი დღე უნდა იმყოფინოს
მაცივარი დროებით ათხოვეს. თუმცა ყოველთვის ცარიელია.
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!
კეთილო ადამიანებო, ახალგაზრდა ქალი ყველამ უარყო, ყველამ გაწირა და ყველამ მიატოვა ამქვეყნად. ის ხომ ჯერ კიდევ სამყაროში მოვლინების პირველივე წამიდან უარყო მისმა დედამ. მას შემდეგ ლანას ცხოვრებაში ერთი ბედნიერი დღეც კი არ ყოფილა. ანომალიური დაავადება, სიღატაკე, შიმშილი, დამცირება — რით დაიმსახურა ეს ყოველივე ამ საწყალმა ქალმა? 4 წელი იცხოვრა მონასტერში. მერე კი, გარკვეული მიზეზის გამო, იძულებული გახდა მონასტერი დაეტოვებინა და მას შემდეგ აღარასოდეს გაიხედავს იმ მონასტრისკენ (ფონდის კორესპონდენტს ნამდვილი მიზეზი გაანდო, თუმცა სთხოვა, რომ ის საიდუმლოდ დარჩენილიყო). გაუსაძლისი გაჭირვების მიუხედავად (როგორც მატერიალური, ასევე ჯანმრთელობის), ქალს სინდისი არასდროს დაუკარგავს. დღეს კი ყველასგან მიტოვებული ლანა კვდება ჩუმად, უხმოდ. როგორც მისი ამქვეყნად მოსვლა არავის გახარებია, ალბათ, ასევე არავის დაამწუხრებს მისი წასვლა ამ სამყაროდან. ვერც კი შეამჩნევენ….
ლანას ელენთაზე „ამოსული“ ახალი „ელენთა“, უკიდურესად ამძიმებს ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობას. ყოველდღე 40 გრადუსამდე სიცხე, ჯოჯოხეთური ტკივილი და მოახლოებული სიკვდილი — ლანას ყოველდღიური ცხოვრების ჩვეულებად იქცა. გამწარებული ქალი ტკივილებისგან იკრუნჩხება, მაგრამ ექიმთან ვერ მიდის, რადგან როგორც უკვე გითხარით, ძვირფასო მკითხველო, მისი ყოველთვიური შემოსავალი 50 ლარია. ბედის ირონია კი იცით, რა არის? მრავალი წლის წინ ლანა ქალაქ გორის ერთ–ერთ საქველმოქმედო ორგანიზაციაში მუშაობდა და ხალხის დახმარებაში იღებდა მონაწილებას. დღეს კი თავად ლანას სჭირდება დახმარება, მაგრამ, სამწუხაროდ, მისი დამხმარე არავინ ჩანს….
თუ გსურთ, მოინახულოთ და დახმარება პირადად გაუწიოთ ამ ოჯახს, მათი მისამართია: ქალაქი გორი, თარხნიშვილის ქ., კორპუსი № 16.
ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ დაეხმარეთ და გაიხარეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!
მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
ჩვენი ფონდის ანგარიში:
საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000
თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003
ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000
(დანიშნულება: ლანა პარკაძე)
თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „TBC ბანკი“ (GeoPay), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.
თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან: ExpressPay, TBCpay, PayBox (OPPA). ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus
ერთად, ჩვენ დავეხმარეთ უკვე ათასობით შეჭირვებულს. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100.
სპეციალურ ნომერზე: 0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!
სულ ხარჯები:
2427.15₾დარჩა:
0₾