რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია
ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
ფასი (გაითვალისწინეთ):
1 call - ₾2 GEL
მობილური პროვაიდერები
დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL
კოპირებულია
ღმერთო, დამეხმარე, გადავრჩე და ჩემი შვილებისთვის ვიცოცხლო“, – ისევ და ისევ იმეორებს კობა. მამაკაცს ტვინის კიბო აქვს და საშინელი თავის ტკივილი აწუხებს. გიგანტური სიმსივნე უკვე ტვინის 90 პროცენტს იკავებს. მდგომარეობა დღითი დღე უარესდება. სასწრაფოდ სჭირდება ოპერაცია. ეს არის შანსი, რომელიც მხოლოდ ერთხელ ეძლევა ადამიანს და რომლის ხელიდან გაშვებაც არ შეიძლება, სიცოცხლე უნდა გადავარჩინოთ! დაე, ამ სიტყვებმა თქვენს გულებში შეაღწიოს და კეთილი ქმედებებით გასცეთ პასუხი! ნებისმიერი სახის დახმარებით კობას განკურნების შანსები იზრდება! გთხოვთ, დაეხმაროთ მას გადარჩენაში! ახლა დრო მის წინააღმდეგ მოქმედებს, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ამ მდგომარეობის შეცვლა, რადგან მკურნალობა შესაძლებელია. უბრალოდ, უნდა დავეხმაროთ ამ კაცს მის ჩატარებაში!
Bank of Georgia
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
TBC Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
Liberty Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
0901200270ორი მძიმედ დაავადებული ბავშვის მამას კიბო ცოცხლად ჭამს. გიგანტური სიმსივნე უკვე ტვინის 90 პროცენტს იკავებს. სასწრაფოდ სჭირდება ოპერაცია! სიცოცხლის გადარჩენის ერთადერთი შანსი გვაქვს და სასწრაფოდ უნდა ვიმოქმედოთ! დაეხმარეთ, რათა ობლად არ დარჩეს შვილები!
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!
„ღმერთო, დამეხმარე, გადავრჩე და ჩემი შვილებისთვის ვიცოცხლო“, – ისევ და ისევ იმეორებს კობა. მამაკაცს ტვინის კიბო აქვს და საშინელი თავის ტკივილი აწუხებს. გიგანტური სიმსივნე უკვე ტვინის 90 პროცენტს იკავებს. მდგომარეობა დღითი დღე უარესდება. სასწრაფოდ სჭირდება ოპერაცია. ეს არის შანსი, რომელიც მხოლოდ ერთხელ ეძლევა ადამიანს და რომლის ხელიდან გაშვებაც არ შეიძლება, სიცოცხლე უნდა გადავარჩინოთ!
კობა (47 წლის): „მეგობრებო, მთავარი ის არის, რომ მამა ვარ და ჩემი შვილებისთვის უნდა ვიცოცხლო. მიყვარს ჩემი ბიჭი და ჩემი გოგო. ჩემი მომავალი, ჩემი ცხოვრება, ჩემი სიხარული ისინი არიან. იმის წარმოდგენაც კი მზარავს, ბავშვებს რა ელით, მე თუ აღარ ვიქნები ამქვეყნად. მათ გამო მეშინია“
კობა ორ მძიმედ დაავადებულ ბავშვს უვლის. უფროს ქალიშვილს, დიანას ცერებრული დამბლა და აუტიზმი აქვს. მას სიარული უჭირს. ფეხებზე ორი ოპერაცია აქვს გაკეთებული და მესამეც სჭირდება
კობა: დიანა მამიკოს დამხმარეა. შეუძლია, ძმას მიხედოს, წამალი და ჭიქა წყალი მიაწოდოს. ძალიან უყვარს, სულ კოცნის და მის გარეშე, ვერც კი წარმოუდგენია ცხოვრება.
უმცროს ვაჟს, იგორს ცერებრული დამბლის მძიმე ფორმა აქვს. ვერ დადის, ვერ ლაპარაკობს და მთლიანად მშობლებზეა დამოკიდებული. თითქმის უსინათლო მამა უკანასკნელი ძალებით ხელით ატარებს შვილს
კობას ერთ თვალში დაკარგული აქვს მხედველობა, მეორეში კი მხოლოდ სამი პროცენტია დარჩენილი
სანამ ავად გახდებოდა, მამაკაცი სამუშაოდ თურქეთში დადიოდა. ერთ დღესაც მოულოდნელად გონება დაკარგა და კლინიკაში გადაიყვანეს. გამოკვლევები ჩაუტარდა და ექიმებმა ტვინის კიბო დაუდგინეს. მერე რთული ოპერაცია ჩაუტარდა და სიმსივნე ამოკვეთეს. ახლა კი, ოთხი წლის შემდეგ, როდესაც ეგონათ, რომ უკან მოიტოვეს ყველაზე უარესი, კიბო დაბრუნდა!
ამჟამად, ოჯახის ერთადერთი შემოსავალი არის სოციალური შემწეობა და ბავშვების შშმ პირთა პენსია. ეს საკვები პროდუქტების საყიდლად ძლივს კმარა. ძვირადღირებული მედიკამენტების საყიდელი თანხა სად უნდა იშოვნონ? მამას ძლიერმოქმედი წამლები დაუნიშნეს, დიანას და იგორს წამლები და ვიტამინები ყოველთვიურად სჭირდებათ. არავინ ჰყავთ, ვინც დახმარების ხელს გაუწვდის ან შეძლებს ბავშვებზე ზრუნვას.
მისი მეუღლე, ირინაც მძიმე მდგომარეობაშია. მას შემდეგ, რაც სამი თვის ტყუპი გოგონები გარდაეცვალა, ის ანტიდეპრესანტებს მუდმივად სვამს. რამხელა ტკივილია! განა დედის გატეხილი გული ოდესმე შეძლებს, დაღუპული შვილი აღარ იგლოვოს? ღმერთმა ყველა მშობელს აშოროს შვილის დაკარგვის ტკივილის განცდა!
კობა: საწოლები არ გვაქვს, მთელი ოჯახი ერთ ტახტზე ვწევართ. მალე აცივდება და არც კი ვიცი, ამ ზამთარს როგორ გადავიტანთ. ღუმელი კი გვაქვს, მაგრამ ელექტროენერგიის კომუნალური გადასახადი 150 ლარამდე ადის.
კობას სამი ძაღლი ჰყავს. ორ მათგანს აკლია ცალი თათი. უსახლკარო ცხოველებს გულგრილად გვერდს ვერ აუვლის და ლუკმა პურს უნაწილებს. ასეთი კეთილი გული აქვს ჩვენს ბენეფიციარს, მეგობრებო!
კობა: მზად ვარ, ყველაფერი გავაკეთო, ოღონდ გადავრჩე და ვიყო ჩემი შვილების გვერდით. თქვენი თანადგომა მჭირდება. გთხოვთ, მეგობრებო, ძალიან, ძალიან გთხოვთ, დამეხმარეთ!
კობა: ჩვენი ოჯახის ერთადერთი ხსნა უფლის რწმენაა. ეკლესიაში დავდივართ და უფალს ვთხოვთ შეწყალებას. ღმერთო, შეგვიწყალე, გადაგვარჩინე და დაგვიფარე, შენ ხომ შეჭირვებულს არასდროს მიატოვებ!
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!
დაე, ამ სიტყვებმა თქვენს გულებში შეაღწიოს და კეთილი ქმედებებით გასცეთ პასუხი! ნებისმიერი სახის დახმარებით კობას განკურნების შანსები იზრდება! გთხოვთ, დაეხმაროთ მას გადარჩენაში! ახლა დრო მის წინააღმდეგ მოქმედებს, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ამ მდგომარეობის შეცვლა, რადგან მკურნალობა შესაძლებელია. უბრალოდ, უნდა დავეხმაროთ ამ კაცს მის ჩატარებაში!
თუ გსურთ, მოინახულოთ და დახმარება პირადად გაუწიოთ ამ ოჯახს, მათი მისამართია: ქალაქი ზუგდიდი, დავით ჯიქიას ქ. II შესახვევი, ბინა 6 (ეკლესიის უკან).
ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ დაეხმარეთ და გაიხარეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!
მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
ჩვენი ფონდის ანგარიში:
საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000
თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003
ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000
(დანიშნულება: კრავჩენკოების ოჯახი).
თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „TBC ბანკი“ (GeoPay), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.
თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან: ExpressPay, TBCpay, PayBox (OPPA). ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus
ერთად, ჩვენ დავეხმარეთ უკვე ათასობით შეჭირვებულს. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100.
სპეციალურ ნომერზე: 0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!
სულ ხარჯები:
2603.03₾დარჩა:
26885.14₾