რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია
ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
ფასი (გაითვალისწინეთ):
1 call - ₾2 GEL
მობილური პროვაიდერები
დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL
კოპირებულია
11 წლის ნიკას საშინელი ეპილეფსიური შეტევები ემართება. ყოველი მათგანი პატარა სიკვდილს ჰგავს. თუკი ადრე ძლიერი კრუნჩხვები თვეში ერთხელ ემართებოდა, ახლა ყოველ მეორე დღეს აქვს. მიუხედავად იმისა, რომ დედამ ისწავლა ამასთან გამკლავება, მუდმივი შიშის ქვეშ ცხოვრობს იმის გამო, რომ ბავშვის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. ოჯახს არც წამლების, არც პამპერსის საყიდლად ფული არ აქვს. სასიცოცხლო მნიშვნელობის აბების გარეშე ბავშვების დატოვება კი მათ ტანჯვისთვის გაწირვას ნიშნავს! ანდრია, ნიკა და ანა ბედნიერ ცხოვრებას, სამყაროს შესწავლის შესაძლებლობასა და უდარდელ ბავშვობას იმსახურებენ სხვა ბავშვებივით. მაგრამ ჩვენი მხარდაჭერის გარეშე ისინი ვერ გადარჩებიან. დახმარება ახლავე სჭირდებათ, სანამ გვიანი არ არის!
Bank of Georgia
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
TBC Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
Liberty Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
0901200270შვილების გარდა, ამქვეყნად არავინ დამრჩა! ყველაფერი გავყიდე, ჩემი ვაჟებისთვის რომ მემკურნალა! გთხოვთ, ჩემი ბიჭები გადაარჩინეთ! ეპილეფსიის მართვის წამლები სჭირდებათ!
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!
„დედა, მომეცი აბი! მეშინია! ცუდად ვარ, გული წამივა ახლა!“
11 წლის ნიკას საშინელი ეპილეფსიური შეტევები ემართება. ყოველი მათგანი პატარა სიკვდილს ჰგავს. თუკი ადრე ძლიერი კრუნჩხვები თვეში ერთხელ ემართებოდა, ახლა ყოველ მეორე დღეს აქვს. მიუხედავად იმისა, რომ დედამ ისწავლა ამასთან გამკლავება, მუდმივი შიშის ქვეშ ცხოვრობს იმის გამო, რომ ბავშვის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.
ოჯახს არც წამლების, არც პამპერსის საყიდლად ფული არ აქვს. სასიცოცხლო მნიშვნელობის აბების გარეშე ბავშვების დატოვება კი მათ ტანჯვისთვის გაწირვას ნიშნავს!
იშვიათია ის მომენტები, როდესაც ნიკა თავს უკეთესად გრძნობს და იღიმის. შეხედეთ, რა საყვარელია!
თეა, დედა (36 წლის): „ჯანმრთელობის პრობლემების გამო სამსახური მივატოვე. მაწუხებს რკინის დეფიციტი, მაღალი წნევა, ტკივილი გულის არეში. ძალიან სუსტად ვარ. წარმოგიდგენიათ, როგორია, როდესაც შენს შვილებს შიათ, შენ კი ძალა არ გაქვს, საწოლიდან რომ ადგე და აჭამო?!“
ანა (15 წლის): „როდესაც პროდუქტი არ გვაქვს, ხმელ პურს ვჭამთ. ფული არ გვაქვს, რომ საჭმელი ვიყიდოთ და მშივრები ვიძინებთ“.
თეას მეორე ვაჟს, ანდრიას, საშინელი კრუნჩხვები ამტვრევს და ანადგურებს. უდანაშაულო ბავშვების თვალებში ჩუმი ვედრება ჩანს: „დედა, გვიშველე!“
ანდრიას უყურადღებოდ დატოვება ერთი წამითაც არ შეიძლება. ერთ დღეს, როდესაც მის გვერდით არავინ იყო, ბიჭს ეპილეფსიური შეტევა დაემართა, დაეცა და თავი გაიტეხა. ხუთი ნაკერის დადება დასჭირდა. ამიტომ ახლა მისი უფროსი და ანა მუდამ მის გვერდით არის. ის მისთვის მეორე დედაა: აბანავებს, აცმევს, პამპერსებს უცვლის და აჭმევს. გოგონას მეტყველების პრობლემა აქვს, დედას კი საშუალება არ აქვს, რომ ლოგოპედთან მიიყვანოს.
თეა: „ახლა ანდრიას ინვალიდობის პენსია შეუჩერდა, რადგან, უბრალოდ, ფული არ მაქვს, რომ ექიმთან მივიყვანო. მტერს არ ვუსურვებ ასეთ სავალალო მდგომარეობაში ჩავარდნას“.
– ბავშვების მამა სად არის ამჟამად?
თეა: „დავშორდით, სვამდა. ნასვამ მდგომარეობაში კი მიყვიროდა და მცემდა ბავშვების თვალწინ, რამაც კიდევ უფრო დაამძიმა მათი ისედაც საშინელი მდგომარეობა. ყველაფერი გავყიდე, რაც მქონდა, ჩემი შვილებისთვის რომ მემკურნალა! ბავშვების გარდა, ამქვეყნად არავინ დამრჩა! გთხოვთ, ჩემი ბიჭები გადაარჩინეთ! არ მიგვატოვოთ!“
ანა: „ჩემი საბრალო ავადმყოფი ძმები! რკინის საწოლებზე სძინავთ, ლეიბები კი ძველი და დახეულია. ბიჭები მთელი ღამე კვნესიან ტკივილისგან. ნაქირავებ ბინაში ვცხოვრობთ. აქ გამათბობელიც არ არის, ძალიან გვცივა. არ ვიცი, ამ ზამთარს როგორ გავუძლებთ. დედას სარეცხი მანქანაც არ აქვს. ძალიან მეცოდება. ყოველდღე ხელით რეცხავს ცივ წყალში“.
დედა სიყვარულითა და მზრუნველობით ზრდის მძიმედ დაავადებულ შვილებს და ცდილობს, მათთვის ყველაფერი გააკეთოს, მაგრამ, სამწუხაროდ, მათი მკურნალობა არა მხოლოდ სულიერ ძალას, არამედ უზარმაზარ მატერიალურ რესურსსაც მოითხოვს. ძვირადღირებული ანტიკონვულსიური საშუალებები, კვება, რომელიც მოაძლიერებს ბიჭებს, რეაბილიტაცია – მარტოხელა დედისთვის წარმოუდგენელ თანხას მოითხოვს ეს ყველაფერი.
ანდრია, ნიკა და ანა ბედნიერ ცხოვრებას, სამყაროს შესწავლის შესაძლებლობასა და უდარდელ ბავშვობას იმსახურებენ სხვა ბავშვებივით. მაგრამ ჩვენი მხარდაჭერის გარეშე ისინი ვერ გადარჩებიან. დახმარება ახლავე სჭირდებათ, სანამ გვიანი არ არის!
თუ გსურთ, მოინახულოთ და დახმარება პირადად გაუწიოთ ამ ოჯახს, მათი მისამართია: ქალაქი სენაკი, სამხედრო დასახლება, კორპუსი 204.
ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ დაეხმარეთ და გაიხარეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!
მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
ჩვენი ფონდის ანგარიში:
საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000
თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003
ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000
(დანიშნულება: ტორჩინავების ოჯახი).
თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „TBC ბანკი“ (GeoPay), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.
თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან: ExpressPay, TBCpay, PayBox (OPPA). ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100.
სპეციალურ ნომერზე: 0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!
სულ ხარჯები:
532.00₾დარჩა:
3345.45₾