სახლში / პროექტები /

„გელოდებოდით, ისე გელოდებოდით…“ – მითარგმნის სრულიად პარალიზებული 35 წლის შვილის, სოფის, ჩუმ, მაგრამ ძალიან ემოციურ და გახარებულ ბგერებს მისი საბრალო, ძალიან, ძალიან მძიმედ დაავადებული 69 წლის დედა – თამარი! არ ვიცი, რას ეუბნებოდა დედა შვილს ჩემს მოსვლაზე, მაგრამ ასეთი გულიანი დახვედრისა და ღიმილის საპასუხოდ, მაშინვე მომინდა ამ ორი მარტოხელა ქალისთვის მიმეცა ყველაფერი, რაც კი რამ ძვირფასი გამაჩნდა!

calendar ივლისი 6, 2025

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

info

ფასი (გაითვალისწინეთ):

1 ზარი - ₾2

მობილური პროვაიდერები

დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს

sms

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL

კოპირებულია

პოსტის გაზიარებაც დახმარებაა!

facebook google messanger viber telegram
„გელოდებოდით, ისე გელოდებოდით…“ – მითარგმნის სრულიად პარალიზებული 35 წლის შვილის, სოფის, ჩუმ, მაგრამ ძალიან ემოციურ და გახარებულ ბგერებს მისი საბრალო, ძალიან, ძალიან მძიმედ დაავადებული 69 წლის დედა – თამარი! არ ვიცი, რას ეუბნებოდა დედა შვილს ჩემს მოსვლაზე, მაგრამ ასეთი გულიანი დახვედრისა და ღიმილის საპასუხოდ, მაშინვე მომინდა ამ ორი მარტოხელა ქალისთვის მიმეცა ყველაფერი, რაც კი რამ ძვირფასი გამაჩნდა!
შემოწირულობებისთვის საქართველოში:
Bank logo

Ბანკის კოდი: BAGAGE22

ანგარიში GEL-ში

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

Bank logo

Ბანკის კოდი: TBCBGE22

ანგარიში GEL-ში

GE15TB7194336080100003 GE15TB7194336080100003

კოპირებულია

Bank logo

Ბანკის კოდი: LBRTGE22

ანგარიში GEL-ში

GE42LB0115113036665000 GE42LB0115113036665000

კოპირებულია

შემოწირულობებისთვის მთელი მსოფლიოდან:
Bank logo

Ბანკის კოდი: BAGAGE22

ანგარიში USD, EUR და GBP-ში

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

Bank logo

Ბანკის კოდი: TBCBGE22

ანგარიში USD და EUR-ში

GE32TB7194336180100004 GE32TB7194336180100004

კოპირებულია

გელოდებოდით, ისე გელოდებოდით…“ – მითარგმნის სრულიად პარალიზებული 35 წლის შვილის, სოფის, ჩუმ, მაგრამ ძალიან ემოციურ და გახარებულ ბგერებს მისი საბრალო, ძალიან, ძალიან მძიმედ დაავადებული 69 წლის დედათამარი! არ ვიცი, რას ეუბნებოდა დედა შვილს ჩემს მოსვლაზე, მაგრამ ასეთი გულიანი დახვედრისა და ღიმილის საპასუხოდ, მაშინვე მომინდა ამ ორი მარტოხელა ქალისთვის მიმეცა ყველაფერი, რაც კი რამ ძვირფასი გამაჩნდა!

კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!

დედასთან საუბრისა და გადაღებების პროცესში, რათა ფონდის მეგობრებს გარემო უკეთ აღექვათ, მივხვდი, რომ საქართველოში ორი ყველაზე მარტოსული, ღარიბი და შეჭირვებული ქალის, თითქმის სრულიად პარალიზებული გოგონასსოფის და მისი ასაკოვანი, ასევე ძალიან, ძალიან მძიმედ დაავადებული დედისთამარის სახლში აღმოვჩნდი, რომელიც გმირულად, საკუთარი სნეულებებისა და ტკივილების მიუხედავად, მხოლოდ იმისთვის ცოცხლობს, რომ მისი საბრალო შვილის სიცოცხლე არ შეწყდეს! 

წარმოიდგინეთ: ცოცხალი ხართ, ტკივილს გრძნობთმაგრამ, თქმა არ შეგიძლიათ, სად გტკივათ. გშიათმაგრამ არ შეგიძლიათ საჭმელი ითხოვოთ. წყურვილი გაწუხებთმაგრამ ენა არ გემორჩილებათ. გეშინიათმაგრამ, დახმარებას ვერ ითხოვთ.

სწორედ ასეთია სოფიოს ცხოვრება. სრული უმწეობის 35 წელი. 35 წელი სხეულში, რომელიც გალიად იქცა. 35 წელია, პატარა ბავშვივით არის. ჩემი დანახვა ისე გაუხარდა, სიტყვების წარმოთქმას შეეცადა, რომლებიც გაუგებარია ადამიანისთვის, რომელსაც პირველად ესმის, მაგრამ დედამ, როგორც თარჯიმანმა, ამიხსნა, რასაც ამბობდა: „მე გელოდებოდით, ისე გელოდებოდით…“

მას ლაპარაკი არ შეუძლია. ვერ დადის. ხელებს ნორმალურად ვერ ამოძრავებს. კოვზს ვერ იჭერს. არ ესმის, რა ხდება მის გარშემო. ის უბრალოდ არსებობს ტანჯვაში, რომლის აღწერა შეუძლებელია. ერთადერთი ადამიანი კი, ვისაც მისი ესმის, დედაა.

დედას ესმის, რომ მისი კვნესა ძახილია. მისი გამოხედვაკივილი. მისი სუნთქვა კი, ტკივილის მანიშნებელი. მხოლოდ დედას შეუძლია ამ ყველაფრის ამოკითხვა. იმიტომ, რომ უკვე 35 წელია, მის გვერდით არის.

დედა:ყოველდღე ვფიქრობ, რა ელის სოფის, მე თუ მოვკვდებიყოველდღე, ყოველ ღამით, უძილოდ, განუწყვეტლივ, უიმედოდ.

ერთხელ, მე და სოფი ვსაუბრობდით, მე თუ აღარ ვიქნები რა ბედი ელის. ის მწარედ, ძალიან მწარედ ატირდა. ყველანაირად ცდილობდა ეთქვა, როგორ არ უნდა ჩემთან განშორება, რომ მისთვის გაუგებარია მიზეზი, თუ რატომ ვაშინებ ჩემი წასვლით და სადაც არ უნდა წავიდე, უნდა ჩემ გვერდით ყოფნა.“

ოდესღაც სოფიოს ნორმალურად ჯდომა მაინც შეეძლო. ახლა კი, აღარ. COVID-19-ის შემდეგ, მისი ფეხი მოიკრუნჩხა და სხეულის მდგომარეობაც კი წამებად იქცა. სამი უმძიმესი ოპერაცია უშედეგო აღმოჩნდა. ყოველი მოძრაობა ცეცხლის ალივით ედება ნერვებზე. ყოველი ღამე კი, საკუთარ სხეულთან ბრძოლაა მისთვის.

სოფიო ასპანიძე ცერებრული დამბლის მძიმე ფორმით იტანჯება. მას სრულად აქვს დარღვეული ოთხივე კიდურის მოძრაობითი აქტივობაარ შეუძლია სიარული, ხელების გამოყენება. სოფიოს არ შეუძლია ლაპარაკი და გარშემო სამყაროს ვერ აღიქვამსდროსაც ვერ აღიქვამს, არ შეუძლია საკუთარი თავის მოვლა და 24/7 სრულად დამოკიდებულია სხვის დახმარებაზე.

სოფიო ეტლს არის მიჯაჭვული. მას არ შეუძლია დამოუკიდებლად ჭამა, დალევა, გადაბრუნება, საპირფარეშოში გასვლა ან ტკივილის სიტყვებით გამოხატვა. მისი ყოველი დღე სრული ფიზიკური და ფსიქოლოგიური ტყვეობაა.

არ არსებობს ამქვეყნად ადამიანი, რომელსაც ისე ვეყვარებით, როგორც ღმერთს! რაოდენ სამწუხაროა, რომ სიცოცხლის განმავლობაში ხშირად, ეს გვავიწყდება!

დედა, თამარ ასპანიძე, 69 წლის არის. ძლიერი ქალი, რომლის ცხოვრება 35 წლის განმავლობაში ექვემდებარება ერთ მიზანს: შვილზე ზრუნვას. ის ერთადერთი ადამიანია, ვინც სოფიოს უვლის. თანაც, ინფარქტი ორჯერ გადაიტანა. თუ მის ყოველდღიურ ფიზიკურ დატვირთვას დაინახავს, ვერც ერთი ექიმი ახსნის, როგორ არის დღემდე ცოცხალი! ჩირქოვანი სეფსისის გამო, მძიმე ოპერაცია გადაიტანა: ჭიპის არე აქვს ამოკვეთილი. ვენების ვარიკოზული გაგანიერება, ფეხის ტკივილები აწუხებს. სტენტები აქვს ჩადგმული.

მიუხედავად ამ ყველაფრისა, თამარი დახმარების, შესვენების, დასვენების დღეების გარეშე აგრძელებს შვილზე ზრუნვას. ის საჭმელს ამზადებს, აჭმევს, ბანს, აბრუნებს, მკურნალობს, ესაუბრება, ცდილობს, შეუმსუბუქოს ტანჯვა. მარტოს არასდროს ტოვებს, ერთი წუთითაც კი. ისინი ცხოვრობენ ბინაში, რომელიც თამარის გარდაცვლილი მეუღლის ქალიშვილს ეკუთვნის. ოჯახის შემოსავალი, დედაშვილის პენსიები ჯამში 775 ლარს შეადგენს, ამას ემატება სოციალური შემწეობის 100 ლარი. თანხა თითქმის მთლიანად სოფიოს კვებაზე, წამლებსა და მოვლაზე იხარჯება.

თამარი შეუძლებელს არაფერს ითხოვს. ეტლს, რადგან ძველი აღარ ვარგა, გაფუჭებულია და მოუხერხებელია სოფის მოკრუნჩხული სხეულისთვის. ტკივილგამაყუჩებლებსა და მალამოებსსოფიო მუდმივად იტანჯება ტკივილით, განსაკუთრებით ფეხებსა და სხეულში. კარის შეცვლასძველი კარი არ იკეტება, ოთახში ორპირი ქარია და სოფიო იყინება.

როდესაც სოფიოს ვკითხე, რა უნდოდა, მობილურ ტელეფონზე მიმითითა. დედა ამბობს, რომ მას ტელეფონი ძალიან უყვარსის აბედნიერებს და ართობს. სულ ეს არის.

35 წელი ტკივილი. 35 წელი უიარაღო ბრძოლა. 35 წელი მდუმარე ცხოვრება, რომლის ოდნავ შემსუბუქება შესაძლებელია. სოფიოს მადლობის გადახდა არ შეუძლია. მაგრამ, რომ შეეძლოს ალბათ, მისი მზერა გვეტყოდა: მადლობა, რომ შემამჩნიეთ.“

ინტერნეტში მოვიძიეთ ინფორმაცია ყველაზე უბრალო, საშუალო დონის ცხოვრების მქონე ოჯახზე გათვლილი ნივთების შესახებ, რომლითაც შესაძლებელია ცერებრული დამბლის შემდეგ პარალიზებული ადამიანის მოვლის გამარტივება.

წარმოიდგინეთ, მეგობრებო, რაოდენ საშინელია საქართველოში სიღარიბისთვის განწირული ამ ორი ქალის მდგომარეობა, რომელთა სიცოცხლის ყოველი დღე, ისევე ძვირფასია უფლისთვის როგორც ჩვენი, რადგან მისი ქმნილებები ვართ ყველანი!

ამჟამად, უიმედოდ დაავადებული დედაშვილის სიცოცხლე ღმერთმა მხოლოდ ჩვენ მოგვანდო! რას წერენ რიგითი ექიმები, ინსულტის შემდეგ, პაციენტების მოვლის თავისებურებები:

სანამ მდგომარეობა დასტაბილურდება, ადამიანები, ვისაც ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევა აქვს, საჭიროებენ ექიმების დახმარებას. გაწერის შემდეგ, პაციენტებმა რეაბილიტაცია ახლობლების მეთვალყურეობის ქვეშ უნდა გააგრძელონ. ნათესავებმა კი, ყოველთვის არ იციან, სწორად როგორ გაუწიონ მათ დახმარება. სულ რამდენიმე დღის წინ, ახლობელი ადამიანი მაღაზიამდე რამდენიმე კილომეტრს გადიოდა, დღეს კი დამოუკიდებლად პირის დაბანაც კი აღარ შეუძლია. თუკი, მოხდა ისე, რომ ინსულტგადატანილ ავადმყოფზე ზრუნვის ვალდებულება აიღეთ, ჩვენი სტატია დაგეხმარებათ იმაში, რომ გაიგოთ კონკრეტულად რა დახმარების გაწევა შეგიძლიათ სახლის პირობებში და რას უნდა მიაქციოთ ყურადღება, ახლობელი ადამიანის რეაბილიტაციამ უსაფრთხოდ და ეფექტურად რომ ჩაიაროს.

სახლის პირობებში ინსულტის შემდგომი მოვლის ზოგადი წესები:

ავადმყოფისთვის ზუსტი დღის განრიგი უნდა შეადგინოთ და მკაცრად დაიცავით ის.

მუდმივად აკონტროლეთ ახლობელი ადამიანის მდგომარეობა. გაუზომეთ სიცხე და არტერიული წნევა, დაათვალიერეთ კანი, აკონტროლეთ განავალი. ყურადღება მიაქციეთ ავადმყოფის ემოციურ ფონსმისი განწყობაც ძალიან მნიშვნელოვანია ინსულტის შემდეგ სახლის პირობებში ჯანმრთელობის აღსადგენად. საჭიროების შემთხვევაში, დახმარებისთვის დაუყოვნებლივ მიმართეთ მკურნალ ექიმს.

  • ახლობელი ადამიანისთვის ნათესავებთან, მეგობრებთან, კოლეგებთან საკმარისი კომუნიკაცია უნდა უზრუნველჰყოთ. რაც უფრო მეტი ადამიანი მოინახულებს მას, მით უფრო მაღალია ინსულტის შემდეგ მეტყველების აღდგენის ალბათობა და ვადების შემცირდება. თუმცა, თავიდან უნდა აარიდოთ გადაღლა და სტრესი. შეზღუდეთ ურთიერთობის დრო და შეადგინეთ აკრძალული სასაუბრო თემების სია, რომელმაც შეიძლება ავადმყოფი გააღიზიანოს.
  • მუდმივად აკონტროლეთ ავადმყოფის ორგანიზმის ფუნქციების დარღვევის ხარისხი. დააზუსტეთ მკურნალ ექიმთან მეთოდები, რომლებიც გამოგადგებათ თქვენი ახლობლის ინსულტის შემდგომი რეაბილიტაციისთვის სახლის პირობებში. ჩაინიშნეთ ყველა გვერდითი მოვლენა, რომელიც აღდგენის პროცესში ჩნდება, რათა სპეციალისტმა მკურნალობის კორექტირება შეძლოს.

როგორ მოვაწყოთ ოთახი ინსულტის შემდგომი რეაბილიტაციისთვის სახლის პირობებში?

გაწერის დღისთვის პაციენტის ოთახი სრულად მომზადებული უნდა იყოს. მნიშვნელოვანი და გასათვალისწინებელი რა არის?

თუ ახლობელმა გადაადგილების უნარი დაკარგა, ნაწოლების საწინააღმდეგო ლეიბი ან ფუნქციონალური საწოლი შეიძინეთ, რაც მას მაქსიმალური კომფორტით წოლის შესაძლებლობას მისცემს, თქვენ კიმის გადაბრუნებას გაგიადვილებთ, რათა ნაწოლების გაჩენა თავიდან აიცილოთ.

საწოლი ისეთ ადგილას უნდა იდგეს, რომ ავადმყოფმა ოთახში შემსვლელი ადამიანების მაშინვე დანახვა და ფანჯარაში გახედვა შეძლოს. უზრუნველყავით მასთან თავისუფალი მისასვლელი ყველა მხრიდან. თუკი მას, თუნდაც ერთი ხელის მოძრაობა შეუძლია, იმ მხარეს პატარა მაგიდა ან ტუმბო დადგით. ასევე, თქვენთან სწრაფი კავშირისთვის, ადამიანს ხელთ უნდა ჰქონდეს ზარი, გამოსაძახებელი ღილაკი (მაგალითად, ელემენტებზე მომუშავე კარის ზარის კომპლექტიდან). ანდა, საწოლთან ახლოს დადგით რადიო ძიძა.

თუკი თქვენ, სახლის პირობებში მოვლას ინსულტის შემდეგ ისეთი ადამიანისთვის უზრუნველჰყოფთ, რომელმაც გადაადგილების უნარი შეინარჩუნა, იზრუნეთ იმაზე, რომ ოთახში, სადაც ის იცხოვრებს და ასევე, მისი გადაადგილების ყოველდღიურ მარშრუტზე, ავეჯი იყოს მდგრადი და მყარად იდგეს. დერეფნებში, საპირფარეშოში, სააბაზანოში სასურველია კედლის მოაჯირების დამონტაჟება, რომლებზეც ის საჭიროების შემთხვევაში დაყრდნობას შეძლებს. ხალიჩები, სადენები წინასწარ უნდა აიღოთ იატაკიდან, ავადმყოფმა თავისუფლად, წაქცევის რისკის გარეშე გადაადგილება რომ შეძლოს.

ინსულტის შემდგომ პარალიზებული პაციენტების სახლის პრობებში მოვლის თავისებურებები

1. ნაწოლების წარმოქმნის თავიდან აცილება.

მუდმივი ზეწოლისა და სისხლის მიმოქცევის დარღვევის გამო, იმ ადგილებში, რომლებზეც დაზარალებული წევს, შესაძლოა განვითარდეს ქსოვილების კვდომანეკროზიამის თავიდან ასაცილებლად, საჭიროა მწოლიარე პაციენტის ყოველ ორ საათში ერთხელ გადაბრუნება მეორე გვერდზე. ასევე, ინსულტის შემდეგ, სახლში ავადმყოფების მოვლისას მნიშვნელოვანია ჰიგიენის დაცვა: შემწოვი თეთრეულის გამოცვლა ნაწლავებისა და შარდის ბუშტის ყოველი დაცლის შემდეგ, მისი მთლიანად დაბანა დღეში ერთხელ და საჭიროებისამებრ, პამპერსის გამოცვლის შემდეგ. არ უნდა დაგვავიწყდეს მასაჟიც. მსუბუქი მოძრაობები, დაზელვა, დაკვრა სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.

2. ჰიპოსტაზური პნევმონიის განვითარების პრევენცია.

როდესაც მწოლიარე ავადმყოფი 24 საათის განმავლობაში საწოლშია, შეიძლება სისხლის შეგუბება და ფილტვების არასაკმარისი ვენტილაცია განვითარდეს. ამის გამო ხდება ნახველის დაგროვება. ხშირად ვითარდება პათოგენური ფლორა. ადამიანს არ შეუძლია სრულფასოვნად სუნთქვა და დროულად ნახველის ამოღება. გარდა იმისა, რომ არსებობს საკვებით ან სასმელით დახრჩობის რისკი, ამან შეიძლება პნევმონიაც გამოიწვიოს. ადამიანს სისხლის შეგუბებასა გამკლავებასა და სუნთქვის გაუმჯობესებაში რომ დაეხმაროთ, აუცილებელია მასთან ერთად სუნთქვითი ვარჯიშების გაკეთება. შეგიძლიათ გაბეროთ ბუშტები, ჭიქაში საწრუპის საშუალებით ბუშტები ბეროთ. საკმარისია ამ ვარჯიშების შესრულება დღეში 4-ჯერ, თუნდაც 5 წუთის განმავლობაში, და ინსულტის შემდეგ აღდგენა სახლში უფრო სწრაფად და უსაფრთხოდ ჩაივლის.

3. თრომბოზის განვითარების რისკის გამორიცხვა.

იმის გამო, რომ ადამიანი დიდ დროს ატარებს მწოლიარე მდგომარეობაში, მისი კუნთები სუსტდება, ვენური სისხლი გუბდება. ამან შეიძლება გამოიწვიოს სისხლის ნაკადის შენელება ან სრული შეჩერება ზოგიერთ სისხლძარღვში, მათ შორის ტვინთან უშუალოდ დაკავშირებულ სისხლძარღვებში. ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანია მწოლიარე პაციენტის რეგულარულად გადაბრუნება, ინსულტის შემდეგ მსუბუქი მასაჟის დამოუკიდებლად გაკეთება ან რეაბილიტოლოგის გამოძახება ბინაზე. მწოლიარე პაციენტს ფეხები სითბოში უნდა ჰქონდეს, ამასთან შეამოწმეთ, რომ წინდების რეზინამ კოჭებში არ მოუჭიროს. მჯდომარე მდგომარეობაში ავადმყოფის ფეხების ქვეშ ბალიში უნდა დაიდოს, რათა უზრუნველყოფილ იქნეს სისხლის ნორმალური მიმოქცევა. ასევე, ამისთვის სასურველია ტერფების ლიმფოდრენაჟული მასაჟის გაკეთება.

კვების თავისებურებები ინსულტის შემდეგ სახლის პირობებში რეაბილიტაციის დროს

ადამიანის რაციონი უნდა იყოს დაბალანსებული და საკმარისი სიცოცხლის უზრუნველსაყოფად. კვების მიღება დღე-ღამეში 4-5 მცირე ულუფად უნდა დაიყოს. გამორიცხეთ მაღალკალორიული პროდუქტები, რათა აარიდოთ ავადმყოფს ჭარბი კვება. თუ მას საკვების დამოუკიდებლად ღეჭვა არ შეუძლია, პროდუქტები ბლენდერით უნდა დააქუცმაცოთ. თუ ის ნელა ჭამს, ნუ დააჩქარებთ.

ინსულტის შემდეგ სახლის პირობებში რეაბილიტაციის დროს, რეკომენდებულია ავადმყოფის რაციონში შემდეგი პროდუქტების ჩართვა:

  • ქათამი, ინდაური, საქონლის ხორცი, კურდღლის ხორცი;
  • უცხიმო თევზი და ზღვის პროდუქტები;
  • კვერცხის ცილა;
  • რძის პროდუქტები ცხიმის დაბალი შემცველობით;
  • ახალი ხილი, ბოსტნეული და მწვანილი;
  • მარცვლეული;
  • ჩირი და თხილი.

რა დაცინვაა, რა ირონია! საქართველოში ხომ, ფონდის უამრავ მეგობარს თავადაც არ აქვს საშუალება, ასე რომ იკვებოს!

პროდუქტების მირთმევა რეკომენდებულია ახალი, მოშუშული ან მოხარშული სახით. სასმელებიდან უმჯობესია უპირატესობა მიანიჭოთ სუსტად დაყენებულ მწვანე ჩაის, კომპოტებს, მორსებს და, რა თქმა უნდა, უბრალო წყალს. ინსულტგადატანილი ადამიანის რაციონიდან უნდა გამოირიცხოს ყავა და მაგარი შავი ჩაი, შემწვარი, ცხიმიანი, ცხარე, მარილიანი, მწნილი, ტკბილეული, ალკოჰოლი. ასევე, უნდა მოერიდოთ პარკოსნებსა და სხვა პროდუქტებს, რომლებიც მუცლის შებერილობას იწვევს.

კუჭნაწლავის ტრაქტის მუშაობის გასაუმჯობესებლად, შეგიძლიათ გააკეთოთ მსუბუქი მასაჟი, ყოველი ჭამის შემდეგ, პაციენტის ჭიპის გარშემო საათის ისრის მიმართულებით მსუბუქად დაჭერითი მოძრაობებით.

ჰიგიენური მოვლა ინსულტგადატანილი პაციენტებისთვის

მწოლიარე პაციენტის კანის სისუფთავის შენარჩუნება ინსულტის შემდგომი სახლის პირობებში რეაბილიტაციის ყოველდღიური განრიგის მნიშვნელოვანი ნაწილია. პირის დაბანა, ხელებისა და კისრის დაბანა, კბილების გამოხეხვა და მთელი სხეულის დაბანა აუცილებელია დილა-საღამოს. ასევე, თუ ადამიანს აქვს შარდის შეუკავებლობა, ხშირი დაბანა არის საჭირო.

მარტივი ჰიგიენური პროცედურებისთვის უნდა მოამზადოთ რბილი კბილის ჯაგრისი, პირსახოცები, ბამბის დისკები, მარლის ხელსახოცები, თბილი წყლით სავსე ჭურჭელი პირის დასაბანად.

დასაბანად და მთელი სხეულის დასამუშავებლად შეიძლება დაგჭირდეთ რეზინის ხელთათმანები, თბილი წყლით სავსე პირადად ავადმყოფისთვის განკუთვნილი ტაშტი და სხვა დიდი ზომის ჭურჭელი დაბინძურებული სითხისთვის, ინტიმური ჰიგიენის საშუალებები, ერთჯერადი საფენები, დაბალი რბილი ბალიში თავის ქვეშ დასადებად.

აუცილებლად მოიხსენით ყველა სამკაული, შეიკარით თმა, ნაწნავი ან კუდი გაიკეთეთ და ხელები დაიბანეთ.

კვირაში ერთხელ მაინც აუცილებელია ავადმყოფისთვის თავის დაბანა, დილაობით კითმის დავარცხნა. ყოველ 2-3 დღეში ერთხელ, ფეხის აბაზანები უნდა გაუკეთოთ. საჭიროებისამებრხელებსა და ფეხებზე ფრჩხილების დაჭრა. ყოველი პროცედურის შემდეგ, სპირტით დაამუშავეთ მაკრატელი.

მეგობრებო, მოგვწერეთ და შემოწირულობა გაიღეთ ამ საბრალო ადამიანებისთვის, ვინ რამდენსაც შეძლებს, ილოცეთ, ასე რომ არ დაიტანჯონ. ჩვენ კი ვფიქრობთ, რომ ყველაზე მართებული გადაწყვეტილება იქნება, დედა მშვიდად რომ იყოს, სოფიომ კი სიტყვათავშესაფრისგაგონებისას ცხარე ცრემლით არ იტიროსკეთილ, კარგ ქალბატონს ერთი წლის მომსახურების საფასური გადავუხადოთ! თუნდაც, ხვალვე შეუდგეს საქმეს! იქნებ, თქვენ იცნობთ ვინმეს?! თანხას შევაგროვებთ!

ვაჩუქოთ კიდევ ერთი წლის სიცოცხლე განუყრელ დედაშვილს! ახლა, ეს ჩვენი პასუხისმგებლობაც არის, რადგან საქართველოში, ასეთი ადამიანები არავის სჭირდება!

თუ გსურთ, მოინახულოთ და დახმარება პირადად გაუწიოთ ამ ოჯახს, მათი მისამართია:  თბილისი, ლოტკინის გორა 42 (კერძო სახლი).

ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ დაეხმარეთ და გაიხარეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!

კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!

მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გულისხმიერება გამოიჩინოთ და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: [email protected]

ჩვენი ფონდის ანგარიში:

– საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000
– თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003
– ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000

(დანიშნულება: ასპანიძეების ოჯახი)

თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობით: „საქართველოს ბანკი“ (bogpay.ge), „TBC ბანკი“ (tbcpay.ge), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal (paypal.me).

თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან: ExpressPay, TBCpay. ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100. 

სპეციალურ ნომერზე: 0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს, ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!

თარიღი
დასახელება
თანხა
სტატუსი
14.08.2025
მედიკამენტები
104.66₾
29.09.2025
გაზქურა და პლანშეტი
970.00₾
30.09.2025
ფონდის ზედნადები ხარჯები
445.00₾
26.01.2026
მაცივარი
770.00₾

სულ ხარჯები:

2289.66₾

დარჩა:

0.17₾
შემოწირულობის გაღება
თანხა
გმადლობთ, კეთილო გულო!
09.02.2026 00:00:00
₾2.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
09.02.2026 00:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
09.02.2026 00:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
09.02.2026 00:00:00
₾50.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
13.09.2025 11:34:36
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
13.09.2025 11:34:27
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
25.08.2025 10:54:43
₾50.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
04.08.2025 11:10:02
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
26.07.2025 10:16:04
₾3.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
26.07.2025 10:15:48
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
22.07.2025 10:16:32
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
21.07.2025 10:07:43
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
21.07.2025 10:07:29
₾3.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
20.07.2025 01:37:11
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
17.07.2025 00:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
17.07.2025 00:00:00
₾100.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
17.07.2025 00:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
16.07.2025 10:10:42
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
14.07.2025 10:28:54
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
13.07.2025 10:14:27
₾10.00

შემოწირულია:

₾2,289.83

210 დონორი

აირჩიეთ თანხა:

Გადახდის საშუალება:

გამოწერა:

შემოწირულია:

₾2,289.83

210 დონორი

დასრულებული!

მათ ძალიან სასწრაფოდ სჭირდებათ თქვენი დახმარება

გაქვთ კითხვები? ჩვენ დაგეხმარებით!

close


    გმადლობთ თქვენი შეტყობინებისთვის

    open
    close
    logo
    მოგვწერეთ
    logo
    გაქვთ კითხვები? ჩვენ დაგეხმარებით!




      გმადლობთ თქვენი შეტყობინებისთვის