ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
ფასი (გაითვალისწინეთ):
1 ზარი - ₾2
დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL
კოპირებულია
გიორგის სხეული პარალიზებულია, მაგრამ არა მისი სიცოცხლის სურვილი, არა თვალები, რომლებიც ჩუმად ითხოვენ: „არ მიმატოვო…“ დედამ ყველაფერი გააკეთა, ახლა კი მას და მის შვილს თქვენი თანადგომა სჭირდებათ. პალიატიური განყოფილება განაჩენი არ არის. ჩვენი გულგრილობა კი, განაჩენს ნიშნავს…
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!
55 წლის მამაკაცი, უმძიმესი ინსულტის შემდეგ, პალიატიურ განყოფილებაში აღმოჩნდა. თუ არ იცით რა არის ეს, ამ ინფორმაციის წაკითხვას პოსტის დასასრულს შეძლებთ. ახლა კი წაიკითხეთ გიორგის ისტორია, რომელსაც ამჟამად, როგორც არასდროს, ისე სჭირდება ჩვენი დახმარება.
გიორგის დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეუძლია: პარალიზებული აქვს მარჯვენა მხარე. ის ვერ ლაპარაკობს. წამოდგომა არ შეუძლია. თითქოს, წერტილი დაისვა. მაგრამ, ეს დასასრული არ არის!
მიუხედავად იმისა, რომ თვეების განმავლობაში კომაში იყო, გიორგი ცოცხალია. ის გონზეა, რეაგირებს ხმაზე, ცნობს დედას და თვალებში უყურებს მას. რაც მთავარია, გვანიშნებს, რომ მას სიცოცხლე უნდა.
ვიდეოს გადასაღებად საავადმყოფოში რომ მოვინახულე, გიორგიმ გააკეთა ის, რისი გაკეთებაც მის მდგომარეობაში მყოფ პაციენტთა უმრავლესობას არ შეუძლია – მან გაგვაგებინა, რომ სურს, ღირსეულად გამოიყურებოდეს და არა, საავადმყოფოს პიჟამოში იყოს გამოწყობილი. სურს, გამოიყურებოდეს როგორც ადამიანი და არა როგორც მსხვერპლი.
დედამ, 75 წლის ელენამ, შვილს ტანსაცმელი მიუტანა, თმა დაუვარცხნა და ფრთხილად დაეხმარა წამოჯდომაში. პალიატიური განყოფილების პალატაში რომ შევედი, ის უკვე მზად იყო – საავადმყოფოს პერანგი აღარ ეცვა და თმა დავარცხნილი ჰქონდა. დედამ, – მოხუცმა ქალმა დაღლილი თვალებით – ჩუმად თქვა: „მას სურს, ნორმალურად გამოიყურებოდეს, – როგორც ადამიანი, როგორც ავადმყოფი კი არა.“
აი, როგორ გამოიყურებოდა გიორგი
2024 წლის დეკემბერში, გიორგიმ ორმაგი ინსულტი გადაიტანა – ჰემორაგიული და იშემიური ანევრიზმით. მას თავის ქალის ტრეპანაცია ჩაუტარდა. მამაკაცი ცხრა დღე კომაში იყო.
იშემიური და ჰემორაგიული ინსულტი
იშემიური ინსულტი ჰემორაგიული ინსულტი
– ანოქსია – სისხლდენა
– თრომბი – გახეთქილი სისხლძარღვი
ტვინის ნორმალური მდგომარეობა
ტვინის მდგომარეობა ინსულტის შემდგომ
– ჰემორაგიული ინსულტი
– იშემიური ინსულტი
– ინფარქტი
დღეს, გიორგი ცოცხალია, მაგრამ სრულად დედაზეა დამოკიდებული. მისი სხეულის მარჯვენა მხარე არ ფუნქციონირებს, მეტყველება არ შეუძლია. მისი მდგომარეობა მძიმეა, მაგრამ არა უიმედო. სწორი და ხანგრძლივი რეაბილიტაციის შემთხვევაში, ასეთ მდგომარეობაში მყოფ პაციენტებს შეუძლიათ ნაწილობრივ აღიდგინონ მეტყველება, მოძრაობის უნარი და დამოუკიდებლობაც კი. გიორგის უკვე ნელ-ნელა ეტლშიც კი სვამენ. ის დედას თვალებში უყურებს და ცნობს.
ამ ეტაპზე, გიორგისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ხანგრძლივი და კომპლექსური რეაბილიტაციაა. ეს არ არის უბრალოდ მასაჟი, ეს პროცედურების მთელი კომპლექსია, რომელიც ნეიროკავშირების აღდგენაში, დამბლის შემსუბუქებასა და მოძრაობის უნარის დაბრუნებაში დაეხმარება მას:

ელენე: „ჩემთვის არაფერს ვითხოვ, – ამბობს დედა, – უბრალოდ, ჩემს შვილს დაეხმარეთ. ამდენი წელიწადის განმავლობაში ვუმკლავდებოდი ყველაფერს, მაგრამ ახლა, მარტოს არაფერი შემიძლია.“
დედას გიორგისთვის საფენების, საკვები პროდუქტებისა და ჰიგიენური საშუალებების ყიდვის ფინანსური საშუალება აღარ გააჩნია. ის ფიზიოთერაპიისა და პალიატიური განყოფილების ხარჯებს ვეღარ უმკლავდება.
სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, გიორგის პალიატიურ განყოფილებაში მკურნალობის ხარჯების 70% იფარება. ყოველთვიურად, გიორგის დედამ დამატებით მხოლოდ 600 ლარი უნდა გადაიხადოს, მაგრამ ამჟამად ეს თანხაც წარმოუდგენელია მისთვის. ის ვეღარ უმკლავდება ხარჯებს. დედას დახმარება სჭირდება, თავისი ერთადერთი შვილის რეაბილიტაცია რომ გააგრძელოს.
600 ლარი ხომ ისეთი თანხაა, რომელსაც რესტორანში ორ ვახშამზე ადვილად ვხარჯავთ. გიორგისთვის კი, ეს გამოჯანმრთელების ერთადერთი შესაძლებლობაა.
გიორგის დედამ, ელენა ლორთქიფანიძემ, მარტომ გაიარა ეს გზა. 1984 წელს მეუღლის გარდაცვალებისა და 1995 წელს უმცროსი შვილის დაღუპვის (ტრაგიკული ჩხუბი, რომელსაც შინაგანი სისხლდენა მოჰყვა) შემდეგ, აღარავინ ჰყავს გიორგის გარდა. ის მისი მეურვე, მომვლელი, ხმა და სიცოცხლის ნებაა.
ამჟამად, ელენა 75 წლისაა. მას სუსტი ჯანმრთელობა აქვს. მაღალი წნევა, სახსრებისა და კუნთების ტკივილი აწუხებს. ის ექიმებთან არ დადის. მაგრამ არა იმიტომ, რომ ეს არ სჭირდება, არამედ იმიტომ, რომ დრო არ აქვს.
ოჯახის შემოსავალი – დაახლოებით 400 ლარი პენსია და მცირეოდენი სოციალური შემწეობა თავის გასატანად ძლივს კმარა.
დღეს, ელენა მარტო ვეღარ უმკლავდება. მან ყველაფერი გააკეთა, რაც შეეძლო. ათწლეულების განმავლობაში, შვილის ჯანმრთელობისთვის იბრძოდა: დაჰყავდა სხვადასხვა ქალაქებში, მკურნალობის ხარჯებს ფარავდა, შესვენებისა და შვებულების გარეშე უვლიდა მას. მან ყველაფერი გაყიდა, რაც ჰქონდა.
ელენა: „აღარც რესურსი და აღარც შესაძლებლობა აღარ მაქვს იმისა, რომ ჩემი შვილის პალიატიურ განყოფილებაში ყოფნის საფასური გადავიხადო. რეაბილიტაციის, მასაჟების, წამლების, მოვლის საფასურის გადახდის საშუალება არ გამაჩნია… ერთადერთი, რაც დამრჩა, სიყვარულია. მაგრამ, სამწუხაროდ, მხოლოდ სიყვარული საკმარისი აღარ არის ჩემი შვილისთვის სიცოცხლის დასაბრუნებლად.“
ელენა დახმარებას, მხარდაჭერასა და იმედს ითხოვს. გიორგის რეაბილიტაცია ჩვენზეა დამოკიდებული – დასახმარებლად ჩვენს მზადყოფნაზე. ნებისმიერი თანხა – მასაჟი, მომვლელთან გატარებული ერთი დღე, შანსია მისთვის.
რა არის პალიატიური განყოფილება?
პალიატიური განყოფილება არის სპეციალიზებული სამედიცინო ქვედანაყოფი, სადაც ეხმარებიან ადამიანებს მძიმე, ხშირად განუკურნებელი დაავადებებით.
მთავარი მიზანი – პაციენტისთვის ტანჯვის შემსუბუქება, მისთვის კომფორტის, მოვლისა და მხარდაჭერის უზრუნველყოფაა და არა, დაავადების აუცილებლად განკურნება.
საქართველოში პალიატიური დახმარება არასაკმარისად არის განვითარებული. ვის სჭირდება პალიატიური დახმარება?
რას მოიცავს პალიატიური განყოფილება?
რა ვითარებაა პალიატიურ დახმარებასტან დაკავშირებით საქართველოში:
რატომ არის ეს მნიშვნელოვანი?
პალიატიური განყოფილება სიკვდილისთვის განკუთვნილი ადგილი არ არის, არამედ ის ადგილია, სადაც ადამიანს უნდა შეუმსუბუქონ ტკივილი, ღირსეულად წასვლაში დაეხმარონ, ცალკეულ შემთხვევებში კი, გამოჯანმრთელების შანსსაც იძლევა. თუ, თქვენი საყვარელი ადამიანი ასეთ მდგომარეობაში აღმოჩნდა – უცხო ადამიანებისგან მიღებულ დახმარებასა და ყურადღებას ყველაფრის შეცვლა შეუძლია.
თუ გსურთ, მოინახულოთ და დახმარება პირადად გაუწიოთ ამ ოჯახს, მათი მისამართია: თბილისი, იმანუილ აფხაზის ქუჩა 13 (ოთახი კერძო სახლში).
ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ დაეხმარეთ და გაიხარეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!
მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს: თუკი, თქვენი ნაცნობის ან მეზობლის გასაჭირის შესახებ იცით, გთხოვთ, ღვთის მოსაწონი საქმე გააკეთეთ და ამის შესახებ მოგვწერეთ ელექტრონულ მისამართზე: [email protected]
ჩვენი ფონდის ანგარიში:
– საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000(დანიშნულება: ლორთქიფანიძეების ოჯახი).
თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „საქართველოს ბანკი“ (bogpay.ge), „TBC ბანკი“ (tbcpay.ge), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal (paypal.me).
თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან: ExpressPay, TBCpay. ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში „ქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100.
სპეციალურ ნომერზე: 0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს, ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!
სულ ხარჯები:
2279.00₾დარჩა:
0.71₾