ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
ფასი (გაითვალისწინეთ):
1 ზარი - ₾2
დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL
კოპირებულია
სამოცი წლის მცხობელს, რომანს, რომელიც მძიმე შრომით გვარჩენდა ყველას – მეუღლეს, მის 92 წლის მამას, ქალიშვილსა და ექვსი წლის საყვარელ შვილიშვილ ლიზას, მოულოდნელად დამბლა დაეცა! ახლა ის საწოლსაა მიჯაჭვული და ხერხემლის საშინელი ტკივილებით იტანჯება. დღეს ის ლუკმა პურს ითხოვს, რათა მისმა ოჯახმა ცხოვრება გააგრძელოს, თავად კი მკურნალობა შეძლოს. მას უნდა, რომ კიდევ ცოტა ხანს მაინც იცოცხლოს, კვლავ წამოდგეს საწოლიდან, იმუშაოს და მამის, მეუღლისა და შვილის შიმშილს აღარ უყუროს. მეგობრებო, სწორედ ასეთი ისტორიები გვახსენებს იმას, რომ ადამიანობა უნდა შევინარჩუნოთ და მოყვასის საშინელ ტრაგედიას გვერდი არ ავუაროთ…
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!
მცხობელის მთელი ოჯახი ითხოვს დახმარებას. რცხვენიათ, რომ ლუკმა პურს ითხოვენ, მაგრამ აღარ შეუძლიათ იმ ადამიანის მუდმივი ტანჯვის ცქერა, რომელიც თავად იყო მათი მფარველი ანგელოზი.
შეუცნობადია გზანი უფლისანი, მეგობრებო. გახსოვდეთ ეს. მოულოდნელი უბედურებისგან ვერავინ დაგვიცავს, ტანჯულ ადამიენებს გულს თუ არ გავუხსნით და არ შევინარჩუნებთ ქართველთა გულების სიკეთის რწმენას.
ფონდში ბევრს ვშრომობთ, ჩვენი მეგობრების ერთმანეთზე ზრუნვის ორგანიზება მარტივი საქმე სულაც არ არის. მაგრამ ახლა, მხოლოდ ჩვენს დახმარებაზეა დამოკიდებული რომანისა და მისი ოჯახის სიცოცხლე. მადლიერი ვართ რომანის იმისთვის, რომ არ დაკარგა მშობლიური საქართველოს და ხალხის სიკეთის რწმენა. ჩვენ მისი ერთადერთი იმედი ვართ.
დილაუთენია, სანამ ყველას ეძინა, რომანი უკვე თონესთან იდგა. ცხელი პური ხელებს უთბობდა, მისი სურნელი კი ეფინებოდა ქუჩებს. უბანში ყველამ იცოდა, რომ ის აცხობდა ყველაზე გემრიელ პურს.
რომან ლომიძე 60 წლისაა. ის მცხობელი, მეუღლე, მამა, ბაბუა გახლავთ – ადამიანი, რომელიც მუდამ ზრუნავდა იმაზე, რომ სხვებსაც ჰქონოდათ ლუკმა პური.
ერთ დღესაც, როგორც ყოველთვის, სამსახურიდან დაბრუნდა, ოჯახთან ერთად ივახშმა, დაიძინა… დილით კი ვეღარ ადგა.
სალომე, შვილი: „ჩვენი საყვარელი მამა მთელი ცხოვრება შრომობდა – აცხობდა პურს. მისთვის ეს მხოლოდ სამსახური კი არა, სიყვარული და სიამოვნება იყო. უსაქმურად ვერასდროს ნახავდით. ის ყოველთვის ენერგიული, მოძრავი, კეთილი, პატიოსანი და სითბოთი სავსე ბაბუა იყო.“
ექიმებმა მამაკაცს საშინელი დიაგნოზი დაუსვეს: ზურგის ტვინის მიელიტი, ხერხემლის ანთება და დაჩირქება. მას გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა – ამოუღეს დაზიანებული მალები, გაწმინდეს აბსცესი, ხერხემლის არხიდან ჩირქის დრენაჟი გაუკეთეს. ექიმებმა მას სიცოცხლე შეუნარჩუნეს, მაგრამ ჯანმრთელობა ვერ დაუბრუნეს.
დღეს რომანი მხოლოდ ხელ-ფეხის გამოძრავებას ახერხებს, ისიც გაჭირვებით. ის ყოველდღიურად ძლიერი ტკივილებით იტანჯება, მაგრამ იმედს არ კარგავს.
„არ მინდა, ოჯახს დავაწვე ტვირთად. მინდა, სიარული, ჩემი შვილების ჩახუტება, შვილიშვილის სკოლაში ტარება ისევ რომ შევძლო“, – ჩუმად ამბობს ის.
მისი ოჯახის წევრები არიან თამარი – მეუღლე, რომელიც მისთვის იბრძვის; მეუღლის მოხუცი მამა, რომელიც 92 წლისაა; შვილი სალომე და ექვსი წლის შვილიშვილი ლიზა. ოჯახის შემოსავალი კი მხოლოდ სოციალური დახმარება და პენსიაა, რომელიც ჯამში თვეში დაახლოებით 1 200 ლარს შეადგენს.
სალომე, შვილი: „ძალიან რთულია, საყვარელი მამა რომ გიყურებს, შენ კი ვერაფერს შველი… დღეს, მხოლოდ კეთილი ადამიანების იმედი გვაქვს, ვინც დაგვეხმარება, რომ ჩვენი მამა ფეხზე დავაყენოთ“.

რომანს გამოჯანმრთელების შანსი აქვს, მაგრამ ამისთვის ინტენსიური რეაბილიტაციის კურსია საჭირო: ჰიდროთერაპია, ფიზიოთერაპია, ფეხების სტიმულაცია. მკურნალობის ყოველი დღე არის ნაბიჯი იმისკენ, რომ ის კვლავ დადგეს ფეხზე. თუმცა კლინიკაში ყოველდღიური გადასახადი 175-დან 250 ლარამდე მერყეობს, ოჯახს კი ამხელა თანხა უბრალოდ არ აქვს. მოგვმართეს, რადგან მათი უკანასკნელი იმედი ჩვენ ვართ.
მკურნალობის ყოველი დღე არის ნაბიჯი იმისკენ, რომ რომანმა კვლავ შეძლოს თონესთან დგომა, ცომის მოზელა და ხალხისთვის პურის გამოცხობა, რომელშიც სულს და გულს დებდა.

რეაბილიტაციის კურსისთვის საჭირო თანხა წარმოუდგენელია ოჯახისთვის, ჩვენ კი შეგვიძლია, რომ ერთობლივი ძალისხმევით შევაგროვოთ.
მოდით, რომანს დახმარების გარეშე ნუ დავატოვებთ. ჩვენზეა დამოკიდებული, ისევ შეძლებს ფეხზე დგომას თუ სამუდამოდ დაკარგავს ამის შესაძლებლობას.
თუ გსურთ, ზურგის ტვინის მიელიტის შესახებ მეტი გაიგოთ, გადადით ბმულზე: ზურგის ტვინის მიელიტი
თუ გსურთ, მოინახულოთ და დახმარება პირადად გაუწიოთ ამ ოჯახს, მათი მისამართია: თბილისი, ნ. ჩხიკვაძის ქ. 35ბ.
ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ დაეხმარეთ და გიხაროდეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით ვიღაცის ლოცვებს პასუხობს!
მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს: თუკი, თქვენი ნაცნობის ან მეზობლის გასაჭირის შესახებ იცით, გთხოვთ, ღვთის მოსაწონი საქმე გააკეთეთ და ამის შესახებ მოგვწერეთ ელექტრონულ მისამართზე: [email protected]
ჩვენი ფონდის ანგარიში:
– საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000(დანიშნულება: რომან ლომიძე).
თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებ–გვერდის მეშვეობით: „საქართველოს ბანკი“ (bogpay.ge), „TBC ბანკი“ (tbcpay.ge), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal (paypal.me).
თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან: ExpressPay, TBCpay. ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში „ქველმოქმედება“. ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100.
სპეციალურ ნომერზე: 0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს, ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!
„ხელახლა დავიბადე! მეგონა, ხალხს გული გაუცივდა… მაპატიეთ!“ – პურის მცხობელი რომანის აღიარებამ ყველას გული აგვიჩუყა. ის უკვე ემშვიდობებოდა სიცოცხლეს… მაგრამ, კეთილმა ადამიანებმა შეუძლებელი შეძლეს.
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!
თქვენ დაეხმარეთ – მადლობას გიხდით!

სასწაული, რომელიც უბრალო ადამიანებმა მოახდინეს.

„მინდა, ხალხისთვის პურის გამოცხობა კვლავ შევძლო…“ – ისტორია, რომელიც გულს აგიჩუყებთ.

შეხედეთ, რომანი, რომელსაც აქამდე ლოგინში განძრევაც კი არ შეეძლო, ახლა, დამოუკიდებლად დგება ფეხზე.

მას უკვე პირველი ნაბიჯების გადადგმაც შეუძლია. ეს ხომ, ნამდვილი სასწაულია?!

ამ სასწაულის შემოქმედნი კი, სწორედ თქვენ ხართ, ღვთისნიერო ადამიანებო!

ეს, 60 წლის რომან ლომიძეა. ცხოვრების ნახევარი, თონესთან გაატარა. ეს, მისთვის უბრალოდ სამსახური არ იყო.

მისი ხელით ჩვენთვის გამომცხვარ პურს სიყვარულის სურნელი ჰქონდა.

ერთი ავბედითი დილის შემდეგ კი, მცხობელი მთლიანად პარალიზებული აღმოჩნდა. მთელ ქალაქში კი, მეხის გავარდნასავით გაისმა: „ჩვენი მცხობელი რომანი კვდება… ექიმები საიმედოს ვერაფერს ამბობენ.“

რომანი, 60 წლის: თითქოს, დავნებდი და შევეგუე იმ
აზრს, რომ მალე, სასაფლაოზე დავიდებდი „ბინას“. ან, კიდევ უარესი – გადავრჩებოდი, მაგრამ ჩემს სიცოცხლეში, ჩემი გემრიელი პურით ვეღარავის გავუხარებდი გულს! სიკვდილი სანატრელი გამიხდა! რა აზრი ჰქონდა სიცოცხლეს, განძრევის საშუალებაც კი თუ არ მექნებოდა!? ადამიანებს ხომ, იმიტომ ვუყვარდი ასე ძალიან, პურის ცხობაში მთელ სულსა და გულს რომ ვდებდი!
ფონდის ჟურნალისტი: მაგრამ, მოხდა „მესამე ვარიანტი“, რომელსაც არც კი განიხილავდით, ბატონო რომან.

რომანი, 60 წლის: დიახ, შვილო, ვაღიარებ, ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ჩერნოვეცკის ფონდის მეგობრები ასეთ სასწაულს მოახდენდნენ. მოკლე დროში შეგროვდა ჩემი გადარჩენისთვის საჭირო თანხა. არადა, ჩემი ოჯახის ერთადერთი შემოსავალი, იყო სოციალური შემწეობა. ეს თანხა კი, თვიდან თვემდე, მხოლოდ ჰიგიენური საშუალებების საყიდლად საკმარისი იყო.

მეგობრებო, თქვენ არა მხოლოდ სიცოცხლე შეუნარჩუნეთ ამ ღვთისნიერ კაცს, არამედ შესაძლებლობა მიეცით, კვლავ სიარული შეძლოს და თავის საყვარელ საქმიანობას დაუბრუნდეს.
რომანი, 60 წლის: ემოციებისგან მეტირება, ამხელა კაცს. შვილო, ერთი რამ არ მასვენებს და მირჩევნია, ამოვთქვა იმის მიუხედავად, რომ შესაძლოა, ფონდის მეგობრები განაწყენდნენ ჩემს სიტყვებზე.
ფონდის ჟურნალისტი: თქვით, ბატონო რომან. ფონდის მეგობრები დიდსულოვანი ადამიანები არიან და ვფიქრობ, არ გაგინაწყენდებიან.

რომანი, 60 წლის: აქამდე მეგონა, რომ ზოგადად, ხალხს გული გაუცივდა და ერთმანეთის სიყვარული, გვერდში დგომა ნაკლებად ჰქონდათ. ახლა კი, მრცხვენია…. იქნებ, უფალმა სწორედ ამიტომ მომივლინა ეს განსაცდელი, რათა საკუთარი თვალებით დამენახა ადამიანების გულებში არსებული სიკეთე და სიყვარული.

რომანი, 60 წლის: „უსაზღვროდ მადლობელი ვარ ფონდის და ფონდის მეგობრების, სიტყვებით ჩემი მადლიერების ბოლომდე გადმოცემა ვერ შევძელი. ამიტომ, მსურს, ფურცელზეც გადავიტანო ჩემი ეს ემოცია.

მეგობრებო, ჩვენთვის ყველასთვის საყვარელი მცხობელის დრამატულ ისტორიას ბედნიერი დასასრული რომ ჰქონდეს, აუცილებელია ფიზიოთერაპია. რომანის პენსიით, ეს შეუძლებელია. რა ქნას ამ ღვთისნიერმა კაცმა? ის ერთია, ჩვენ კი ბევრნი ვართ. ძალა კი, ერთობაშია!

რომანი, 60 წლის: მიწა მისკდება სირცხვილისგან… მაგრამ, ფეხზე გავლის და საყვარელი საქმიანობის დაბრუნების სურვილი გამბედაობას მმატებს, დახმარება კიდევ ერთხელ რომ გთხოვოთ, კეთილო ადამიანებო.

ფონდის ჟურნალისტი: როდესაც რომანის სახლს ვტოვებდი, კაცმა სევდიანი მზერა გამომაყოლა და ამოიოხრა: „ეჰ, ნეტა შემეძლოს, შვილო, ჩემი ხელით გამომცხვარი ცხელი პურით რომ გაგმასპინძლებოდი ახლა…“

„ვინ იცის, იქნებ, ისე მოვკვდე, რომ ერთხელაც კი ვეღარ შევძლო თონეში პურის გამოცხობა, რაშიც მთელ გულს და სულს ვაქსოვდი.“

ამ სიტყვების მოსმენისას, მე, ფონდის ჟურნალისტს გული შემეკუმშა, მაგრამ ვერ გავბედე, დამაიმედებელი სიტყვები მეთქვა… დიახ… ვერ გავბედე, რადგან არ ვიცოდი, თქვენი „განაჩენი“ როგორი იქნება…
ჩვენ მუდამ კავშირზე ვართ!
ჩვენი ფონდის ანგარიშებია:
– საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000
– თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003
– ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000
(დანიშნულება: ლომიძის ოჯახი)
კორ.: ნინი
—–
ახლა, მეგობრებო, ჩვენ უკვე საკუთარი მცხობელიც გვყავს! და ის ისეთი მადლიერია ყველასი დახმარებისთვის, რომ სურს თავად გამოაცხოს ყველაზე გემრიელი პური ჩვენი ყველა მეგობრისთვის!
ახლავე გადააზიარე პოსტი, კეთილო ადამიანო! დაეხმარე საკუთარ მეგობრებსაც მიუახლოვდნენ კეთილ დაქმეს!
თქვენ დაგვეხმარეთ, გმადლობთ!
30 წელი რომანი პურს აცხობდა და ადამიანებს აჭმევდა. მის არომატულ ქართულ შოთზე რიგები იდგა, ის ხომ ამ პურში, ადამიანების და საქმის მიმართ სიყვარულს, ოპტიმიზმს და სიცოცხლის ხალისს ურევდა. ხოლო ერთ დღეს, მცხობელი ვეღარ ადგა საწოლიდან, ვეღარ ამოძრავებდა ვერც ხელებს და ვერც ფეხებს.
ექიმებმა დაუდგინეს ზურგის ტვინის მიელიტი, ანთება და ხერხემალში დაჩირქება. შოკისგან, იმის შეგრძნებით, რომ სრულიად უმოძრაო და მწოლიარე გახდა, სურდა სხეულში დენის გატარება, სადენი გადაეღრღნა ოღონდ ტანჯვის გარეშე დასრულებულიყო ყველაფერი…

მაგრამ სიყვარული, რომელსაც სამყაროს ვუგზავნით, არ ქრება! თქვენ გადაარჩინეთ რომანი, ძლიერი და შესანიშნავი ადამიანი, ძალიან გულკეთილი კაცი.

თქვენ დაფარეთ ძვირადღირებული და პროფესიული მკურნალობა კენ უოლკერის სარეაბილიტაციო კლინიკაში. ერთი თვის განმავლობაში მასთან მუშაობდნენ ფსიქოლოგი, ოკუპაციური თერაპევტი და სავარჯიშო დარბაზის ინსტრუქტორი.
ბედნიერი და კვლავ იმედიანი რომანი იღიმის და ბევრს ხუმრობს: – მე დაჭრილი არწივივით ვარ, რომელმაც ძალა კვლავ მოიკრიბა!
ადრე ისე საშინლად მტკიოდა ხერხემალი, რომ ვერ ვძლებდი ეტლში 5 წუთსაც კი. ახლა კი 1,5–2 საათი ვზივარ. შემიძლია ეტლიდან წამოვდგე, ხელებს დავეყრდნო. ფეხებს მუხლებში ვკეცავ. ხელებსა და ფეხებში ძალას ვგრძნობ. ვერანაირად ვერ შეადარებ იმას, როგორი მოვედი აქ ერთი თვის წინ. მაშინ წყლის ბოთლსაც კი ვერ ვხსნიდი ისეთი სუსტი ვიყავი, ახლა კი – ვხსნი. კიდევ რა შემიძლია? ვფიქრობ, 2 ლიტრი ღვინო დავლიო!

დეპრესია და გულისწყვეტა ჩვენს ძვირფასს მცხობელს აღარ აწუხებს. აქვს მხოლოდ ერთი სურვილი – განაგრძოს მკურნალობა, რომ აუცილებლად ფეხზე დადგეს და სიარული დაიწყოს!
რომანი ოცნებობს, საკუთარი ფეხით მივიდეს ეკლესიაში და დაანთოს სანთლები ფონდის ყველა კეთილი მეგობრისთვის! გლოცავთ ყველას ყოველი დილისთვის, როცა ისევ, მიუხედავად დიდი წვალებისა, დგება საწოლიდან. ღმერთო, როგორ ენატრება მას თავისი თონე, და როგორ სურს ისევ გაჩუქოთ ცხელ-ცხელი, სურნელოვანი შოთი, ისეთივე, როგორიც მისი ფართო სულია!
ეს ყველაფერი შესაძლებელი და რეალურია, და ჩვენ შეგვიძლია ეს გავაკეთოთ რომანისთვის. რომანისთვის საჭიროა სისხლის გადასხმა, მრტ, მედიკამენტები და ანალიზები. ზურგის ტვინის დაზიანება ერთ დღეში არ ინკურნება, აუცილებელია ხანგრძლივი რეაბილიტაცია.
რომანმა სთხოვა ექთანს ფურცელი მოეტანა, რომ თქვენთვის მადლობის წერილი დაეწერა!

რომანი მთელი ცხვორება ადამიანებისთვის შრომობდა – მან ათასჯერ დაიმსახურა ჩვენი მხარდაჭერა. ახლა ჩვენი დროა, ღირსეულად ვიზრუნოთ მასზე.
მადლობის წერილი რომან ლომიძისგან
მე ძალიან მადლიერი ვარ ჩერნოვეცკის ფონდის. რომ არა ეს ფონდი, დღეს ასეთი კარგი მდგომარეობა არ მექნებოდა. დიდი მადლობა ფონდის ყველა მეგობარს! ვუსურვებ მათ მშვიდობას, ჯანმრთელობას, კარგ ფიზიკურ და ეკონომიკურ შესაძლებლობებს, მათ ოჯახებთან ერთად.
რომან ლომიძე
15/10/2025
კორ. მედეა
ჩვენი ფონდის ანგარიშებია:
– საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000
– თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003
– ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000
(დანიშნულება: ლომიძის ოჯახი)
სულ ხარჯები:
61980.00₾დარჩა:
2891.65₾