ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
ფასი (გაითვალისწინეთ):
1 ზარი - ₾2
დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL
კოპირებულია
აჭარის შორეულ მაღალმთიან სოფელში ცისფერთვალება ბიჭი უიმედობის მიუხედავად, მაინც ელოდება ზარს ჩერნოვეცკის ფონდიდან: „ნიკა, შენი ოპერაციისთვის თანხა კეთილი ადამიანების წყალობით შეგროვდა. მოემზადე…“ ღვთისმოშიშო ადამიანებო, ნიკა თურქეთში უნდა გადავიყვანოთ მანამდე, სანამ სოფელ ინწკირვეთში პირველ თოვლს ჩამოყრის, რადგან გზა თითქმის გაზაფხულამდე ჩაიკეტება და ნიკა ფეხზე დგომის უკანასკნელ შანსს დაკარგავს.
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!
ზღვა ერთადერთია, ვისაც ნიკა ენდობა. ის თავის ტკივილს მხოლოდ ტალღებს ანდობს. პატარაობისას ხშირად გრძნობდა პლაჟზე მოთამაშე ბავშვების დამცინავ მზერას და მას შემდეგ ცდილობს, ისეთ სანაპიროზე გავიდეს, სადაც ნაკლები ხალხია.
მისი თვალები ზღვის ფერია. ალბათ, ამიტომ შეუყვარდა ზღვას ეს ბიჭი…
ბიჭი, რომელიც დაბადებიდან დღემდე ჯოჯოხეთურ ტანჯვაში იმყოფება.
ნიკას ოცნებაა, ერთხელ მაინც შევიდეს ზღვაში, თუნდაც მუხლებამდე წყალში. ერთხელ მაინც იგრძნოს მთელი სხეულით ზღვის მღელვარე ტალღები. მაგრამ ამ დაწყევლილი ყავარჯნების გარეშე ეს არ გამოსდის.
აჭარის მაღალმთიან სოფელში ამ ხის ქოხმახში ცხოვრობს საბრალო ბიჭი — ისეთ სიღარიბეში, რომ სიტყვებით აღწერაც კი რთულია.

დღეს ის დიდი გაჭირვებით ჩავიდა ბათუმში ავტობუსით, რათა ექიმთან მისულიყო – ისიც ნასესხები ფულით. მერე კი გულმა არ მოუთმინა და, ვიდრე სოფელში დაბრუნდებოდა, თითქმის ფორთხვით ჩავიდა ზღვის სანაპიროზე. 
ნიკას დაბადებიდან ჰქონდა მალთაშუა დისკის თიაქარი. ექვსი თვის ასაკში მას ოპერაცია ჩაუტარდა. მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება — სიარული არ შეუძლია.
ნიკას სასწრაფოდ ესაჭიროება თურქეთში გადაყვანა. ექიმები უკვე ელოდებიან ჩვენს საბრალო ქართველ ბიჭს. ოპერაცია ისედაც უკვე დაყოვნდა, ახლა კი ნიკამ შეიძლება თავისი უკანასკნელი შანსი გაუშვას ხელიდან. და ეს მხოლოდ იმიტომ რომ ღარიბ ოჯახში დაიბადა. ღმერთო, რამხელა უსამართლობაა!
წართმეული ბავშვობა, წართმეული ახალგაზრდობა და უიმედო მომავალი. ფეხზე დადგომა, ოჯახის შექმნა და შვილების ყოლა — ნუთუ ძალიან ბევრს ითხოვს ცხოვრებისგან საბრალო ბიჭი?!
ნიკა (21 წლის): „თუ ოდესმე ფეხზე დავდგები, პირველი, რასაც გავაკეთებ — ისევ მოვალ ამ სანაპიროზე და ცხოვრებაში პირველად შევალ ზღვაში. პირველად ვიგრძნობ, რომ მეც ადამიანი ვარ, რომ მეც ამ სამყაროს შვილი ვარ“.
ჩერნოვეცკის ფონდის კორესპონდენტმა და ნიკამ ზღვის სანაპიროზე ფერადი ქვები შეაგროვეს.
შემდეგ მათ ნატვრა ჩაიფიქრეს და ზღვის ტალღებში გადაისროლეს ეს ქვები იმ იმედით, რომ ოცნებები აუსრულდებათ.
ამის შემდეგ ნიკა დაემშვიდობა ზღვას. ამ წელს ეს ბოლო შეხვედრა იყო ზღვასთან. დღეს ის ბრუნდება მშობლიურ მაღალმთიან სოფელ ინწკირვეთში.

იქ ისეთი დიდი თოვლი იცის, რომ სახლებს ფარავს და გაზაფხულამდე სოფლიდან გამოსვლა ფიზიკურად შეუძლებელია. როცა საბრალო ბიჭი ტკივილებისგან კედლებს თავს ურტყამს, ქალაქში წასვლა არ შეუძლია და სასწრაფო დახმარების მანქანაც კი ვერ ადის მის სახლამდე.
გარდა ამისა, ნიკასთვის ყოველდღე აუცილებელია მასაჟი, მაგრამ როგორ დაიქირაონ ქალაქში ბინა, როცა ოჯახი სიღარიბეში ცხოვრობს! ვიდრე ზამთარი არ დამდგარა, უნდა მოვასწროთ ნიკას თურქეთში გადაყვანა. სოფელ ინწკირვეთში მალე თოვლს ჩამოყრის და ის ოცნება, რომელიც ნიკამ ზღვის ტალღებს გაანდო, სამუდამოდ ჩაიკარგება თოვლში…
ფონდის კორესპონდენტისგან — როცა ცეცხლოვანი მზე ზღვაში ჩაეშვა და ოქტომბრის ცაზე სევდისმომგვრელი ფერები გამოჩნდა, სწორედ მაშინ გაემგზავრა ნიკა ბათუმიდან ძველი ავტობუსით მშობლიურ მაღალმთიან სოფელში. ზღვისფერთვალება ბიჭი წავიდა და თან სევდა და ტკივილი გაიყოლა. ამ დღიდან საბრალო ბიჭი უიმედობის მიუხედავად, მაინც ელოდება ზარს ჩერნოვეცკის ფონდიდან: „ნიკა, შენი ოპერაციისთვის თანხა კეთილი ადამიანების წყალობით შეგროვდა. მოემზადე…“
თუ გსურთ მოინახულოთ ოჯახი და პირადად აღმოუჩინოთ დახმარება, მათი მისამართია: შუახევის მუნიციპალიტეტი, სოფელი ინწკირვეთი.
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!
ბიბლია
„ღატაკის მწყალობელი უფალს სესხს აძლევს და ის გადაუხდის მას მისი კეთილი საქმისთვის“ (იგავები 19:17).
მეგობარო, როგორც კი სხვა ადამიანისა და მისი ტკივილის წინაშე პასუხისმგებლობას იგრძნობ — სწორედ იმ მომენტში სრულიად სხვა — ღვთისთვის ახლობელი ადამიანი გახდები!
თუ იცნობთ ვინმეს, ვინც ძალიან მძიმე მდგომარეობაში იმყოფება — ღარიბი ან სნეულია, აუცილებლად შეგვატყობინეთ ამის შესახებ!
შეავსეთ ფორმა ვებგვერდზე — ბმული, დაგვირეკეთ ნომერზე +995322193321 ან მოგვწერეთ ელექტრონულ ფოსტაზე [email protected]
უფალი უდავოდ გადაგიხდით მადლობას ამ საქციელისთვის! ჩვენი დახმარება ხომ აბსოლუტურად რეალურია და ძალზედ ახლოა ნებისმიერი დატანჯული ადამიანისთვის!
წაიკითხეთ ჩვენი ახალი ამბები ექიმებისა და დაავადებების შესახებ. შეიძლება ამან სიკვდილისგანაც კი გიხსნათ. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ უბედურება არ შეეხოს თქვენს ოჯახებს!
ჩვენი ფონდის ანგარიში:
– საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000(დანიშნულება: ჭაღალიძეების ოჯახი).
თანხის გადარიცხვა შეიძლება ჩვენი ვებგვერდიდანაც: «საქართველოს ბანკი» (bogpay.ge), «თიბისი ბანკი» (tbcpay.ge), «ლიბერთი ბანკი» (PayGe), PayPal (paypal.me).
თანხის გადარიცხვა შეიძლება ტერმინალებიდანაც ExpressPay, TBCpay. განყოფილებაში «ქველმოქმედება» იპოვეთ ჩვენი ფონდი (დამატებით უფლებებსა და მოვალეობებსშეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GYGus).
თქვენ შეგიძლიათ ვინმეს სიცოცხლე გადაარჩინოთ და ღმერთს დაუახლოვდეთ! გაგზავნეთ შეტყობინება ნომერზე 97100.
სპეციალურ ნომერზე: 0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!
კორ.: ნინი
სულ ხარჯები:
965.00₾დარჩა:
0.33₾