ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
ფასი (გაითვალისწინეთ):
1 ზარი - ₾2
დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL
კოპირებულია
მაგდა(26 წლის): „ორი პატარა ბავშვით ქუჩაში დავრჩით. ცეცხლმა ყველაფერი გაანადგურა! მთავარი ისაა, რომ ბავშვები ცოცხლები გადარჩნენ. ამისთვის ღმერთს მადლობას ვწირავ.“
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!
სალომე (5 წლის): „ყველაფერი ფერფლად იქცა. მხოლოდ სათამაშოები მენანება! ისინი, ჩემი ოჯახის წევრები იყვნენ!“
პატარა სალომე და სანდრო ნაცარტუტად ქცეული სახლის ნანგრევებში იქექებიან და ეძებენ, იქნებ რამეს მიაგნონ, რაც გადარჩა! ეს წარმოუდგენლად ამაღელვებელი სცენა გულს მოგიკლავთ.
სალომე (5 წლის): „ნახე, დეიდა, ეს ჩემი საყვარელი ფეხსაცმელი იყო. დაიწვა! ჩემი სათამაშოებიც დაიწვა, ტელევიზორი, საწოლი და ტანსაცმელი – იმდენი ვიტირე.“
აი, რა დარჩა ამ ანგელოზების სახლისგან. ერთი კადრიც კი საკმარისია, ოჯახის ტრაგედია სრულყოფილად რომ დაინახოთ.

მაგდა, დედა (26 წლის): „ორი პატარა ბავშვით ქუჩაში დავრჩით. მხოლოდ ის ტანსაცმელი გადარჩა, რაც გვეცვა. ცეცხლმა ყველაფერი გაანადგურა! ყველაზე მთავარი ისაა, რომ ბავშვები ცოცხლები გადარჩნენ. ამისთვის, ღმერთს მადლობას ვწირავ“.
სახლში ხანძარი მოკლე ჩართვის გამო გაჩნდა. სასწაულია, რომ ამ დროს, შინ არავინ იმყოფებოდა. სალომე საბავშვო ბაღში იყო, სანდრო კი – სკოლაში. მშობლებთან ერთად იქ რომ მივიდნენ, უკვე აღარაფერი იყო დარჩენილი.
ახალ წლამდე სულ რამდენიმე დღით ადრე მოხდა ხანძარი – იმ დროს, როდესაც ბავშვები სასწაულებს ელოდებიან და თოვლის ბაბუას წერილებს სწერენ. მაგრამ პატარა სალომეს წერილი ადრესატამდე „ვერ მივიდა“ – ის მის საახალწლო ოცნებებთან ერთად დაიწვა. ახლა, გოგონას სჯერა, რომ მისი სურვილები შეიძლება მხოლოდ ერთ ჯადოსნურ დილას ახდეს. მოდით, ვაჩვენოთ ბავშვებს, რომ ნამდვილი სასწაულები ყოველდღე ხდება. ნამდვილი ჯადოქრები არსებობენ – და ეს თქვენ ხართ, ჩვენი ფონდის კეთილი გულები!

ჯუმბერი, მამა (31 წლის): „ეს ის სახლია, სადაც დავიბადე. სადაც გავიზარდე. სადაც ჩემი შვილები იზრდებოდნენ. მინდოდა, მათთვის დამეტოვებინა… 30 წლის განმავლობაში რაც მოვაგროვეთ, რამდენიმე საათში გაქრა. მთელი ცხოვრების განმავლობაში ვშრომობ, ჩემს ოჯახს რომ არაფერი მოაკლდეს. ახლა კი, არაფერი გვაქვს. მხოლოდ სოციალური შემწეობით ვარსებობთ. მაგრამ მე მინდა, სახლი ხელახლა ავაშენო. ეს ჩვენი მიწაა. ჩვენი მშობლიური სახლი.“

სარეცხი მანქანა და მაცივარი ცეცხლმა დაადნო. მხოლოდ შავი, დანახშირებული კარკასი დარჩა, რომელიც სრულად დაფარულია ჭვარტლით.
სალომე (5 წლის): „ჩემი სახლი მენატრება. ყოველდღე ვეკითხები დედას და მამას, სახლში როდის დავბრუნდებით?“
მაგდა, დედა (26 წლის): „სახელმწიფომ დროებითი საცხოვრებელი მოგვცა, ნახევარი წლით. მერე რა იქნება? სულ ვფიქრობ: ქუჩაში თუ დავრჩით?..“
ეს ბავშვები ბევრს არაფერს ითხოვენ. არ ითხოვენ ძვირადღირებულ ტელეფონებს. არ ითხოვენ მოდურ ტანსაცმელს. ისინი ითხოვენ სახლს. თბილ ოთახს. საკუთარ საწოლს.
მეგობრებო, თქვენი ყოველი შემოწირულება – აგურია მათი ახალი სახლისთვის. აგური, ამ ახალგაზრდა ქართული ოჯახის მომავლისთვის, სადაც მუდამ სიყვარული და მეგობრობა სუფევდა!
ჟურნალისტი
ლიანა კრავეიშვილი
თუ გსურთ, მოინახულოთ ოჯახი და დახმარება პირადად გაუწიოთ, მათი მისამართია: ადიგენის მუნიციპალიტეტი, სოფელი დიდი ზანავი.
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!
ბიბლია
„ვინც ღარიბს კეთილად ეპყრობა, უფალს სესხს აძლევს და ის გადაუხდის მას მისი სიკეთისთვის“ (იგავები 19:17).
მეგობარო, როგორც კი სხვა ადამიანისა და მისი ტკივილის წინაშე პასუხისმგებლობას იგრძნობ — სწორედ იმ მომენტში სრულიად სხვა — ღვთისთვის ახლობელი ადამიანი გახდები!
ჩვენ ყოველთვის კონტაქტზე ვართ!
თუ იცნობთ ვინმეს, ვინც ძალიან მძიმე მდგომარეობაში იმყოფება — ღარიბი ან სნეულია, აუცილებლად შეგვატყობინეთ ამის შესახებ!
შეავსეთ ფორმა ვებგვერდზე — ბმული, დაგვირეკეთ ნომერზე +995322193321 ან მოგვწერეთ ელექტრონულ ფოსტაზე [email protected]
უფალი უდავოდ გადაგიხდით მადლობას ამ საქციელისთვის! ჩვენი დახმარება ხომ აბსოლუტურად რეალურია და ძალზედ ახლოა ნებისმიერი დატანჯული ადამიანისთვის!
წაიკითხეთ ჩვენი ახალი ამბები ექიმებისა და დაავადებების შესახებ. შეიძლება ამან სიკვდილისგანაც კი გიხსნათ. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ უბედურება არ შეეხოს თქვენს ოჯახებს!
ჩვენი ფონდის ანგარიში:
– საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000(დანიშნულება: მარკოიძეების ოჯახი).
თანხის გადარიცხვა შეიძლება ჩვენი ვებგვერდიდანაც: «საქართველოს ბანკი» (bogpay.ge), «თიბისი ბანკი» (tbcpay.ge), «ლიბერთი ბანკი» (PayGe), PayPal (paypal.me).
თანხის გადარიცხვა შეიძლება ტერმინალებიდანაც ExpressPay, TBCpay. განყოფილებაში «ქველმოქმედება» იპოვეთ ჩვენი ფონდი (დამატებით უფლებებსა და მოვალეობებსშეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GYGus).
თქვენ შეგიძლიათ ვინმეს სიცოცხლე გადაარჩინოთ და ღმერთს დაუახლოვდეთ! გაგზავნეთ შეტყობინება ნომერზე 97100.
სპეციალურ ნომერზე: 0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!
სულ ხარჯები:
5450.00₾დარჩა:
0.28₾