ბიბლუსი – ჩვენი ფონდის მეგობარი და პარტნიორი

უკვე წელიწადზე მეტია, ბიბლუსის მაღაზიათა ქსელში განთავსებულია „სოციალური პარტნიორობის“ შესაწირი ყუთები. ბიბლუსის კეთილშობილი მომხმარებლების წყალობით შეგროვილი თანხით ათობით ბავშვის დახმარების წყარო გახდა. მოცემულ ყუთებში თქვენს მიერ ჩაგდებული თითოეული თეთრი სრულად ხმარდება მზრუნველობა მოკლებული ბავშვების დახმარებას. თქვენი შეწევნით ბევრი ბავშვის მომავალი უკეთესობისკენ იცვლება! ფონდი “სოციალური პარტნიორობა” მადლობას უხდის წიგნების მაღაზიათა ქსელ „ბიბლუსს“ და მის მენეჯმენტს სამაგალითო […]

Read More… from ბიბლუსი – ჩვენი ფონდის მეგობარი და პარტნიორი

ბატონ ზურაბ ხელაშვილის ქველმოქმედება

ჩვენი ფეისბუკ გვერდის მეგობრები, ვინც თვალყურს ადევნებენ ჩვენი ფონდის სიახლეებს და გვგულშემატკივრობენ, კარგად იცნობენ ბატონ ზურაბ ხელაშვილს, რომელიც უკვე მეორე წელია აქტიურად ეხმარება ფონდის ბენეფიციარებს სხვადასხვა საკვები პროდუქტით. მის მიერ მოწოდებული პროდუქტები მთლიანად ხმარდება „შინმოვლის“ პროგრამის ბენეფიციარებს, სადაც ამჟამად 500 ადამიანი ირიცხება. ახლა ბატონმა ზურაბმა ფონდის მზრუნველობის ქვეშ მყოფ პირებს საჩუქრად გადასცა: 50 კილოგრამი შაქარი, […]

Read More… from ბატონ ზურაბ ხელაშვილის ქველმოქმედება

ბიბლუსის საჩუქარი პატარებს

სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, „ბიბლუს კიდს“-მა ფონდის მცირე საოჯახო სახლის ბავშვებს სიურპრიზი მოუწყო. ბიბლუსის გასართობ ცენტრში ბავშვებმა ძალიან ბევრი ითამაშეს, იცეკვეს და ხატვითაც მოილხინეს. გართობით გული რომ იჯერეს, ბიბლუსმა თითოეულ მათგანს სასკოლო ნივთების კრებული გადასცა. დიდი მადლობა ბიბლუსს, მათ იციან, როგორ მოუწყონ ბავშვებს დაუვიწყარი დღე და როგორ გაახარონ მათი გულები. […]

Read More… from ბიბლუსის საჩუქარი პატარებს

750-მდე დევნილ ოჯახს სააღდგომო ნობათი გადაეცა

აფხაზეთის ხელისუფლების ორგანიზებით დევნილებისთვის მორიგი სქველმოქმედო აქცია გაიმართა. აფხაზეთის მთავრობისა და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს მიერ ორგანიზებული მოძრაობის, “ვიზრუნოთ ერთმანეთზე” ფარგლებში, 750-მდე დევნილ ოჯახს სააღდგომო ნობათი გადაეცა. აფხაზეთის ხელისუფლების წარმოამდგენლებმა იძულებით გადაადგილებულ პირებს ხარების ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცეს და სააღდგომოდ სხვადასხვა დასახელების სასურსათო პროდუქტი გადასცეს. ღონისძიებას აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს […]

Read More… from 750-მდე დევნილ ოჯახს სააღდგომო ნობათი გადაეცა

ზურაბ ხელაშვილის მორიგი დახმარება შინმოვლის პაციენტებს

„შინმოვლის პროგრამა“ ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს საქველმოქმედო საქმიანობას და დედაქალაქის მასშტაბით 500 მოხუცს დახმარებას ყოველდღიურად უწევს. ჩვენი ბენეფიციარები სწორედ ის ადამიანები არიან, რომელთაც დახმარების გარეშე ცხოვრება უკიდურესად უჭირთ. ფონდი პროგრამის პაციენტებს სხვადასხვა სახის დახმარებას უწევს, მათ შორის ჰიგიენური საშუალებებით, სამედიცინო პრეპარატებითა და საკვები პროდუქტებით. „შინმოვლის პროგრამას“ მხარს უჭერენ სხვადასხვა ფიზიკური პირები და ორგანიზაციები. მათგან განსაკუთრებით აღსანიშნავია […]

Read More… from ზურაბ ხელაშვილის მორიგი დახმარება შინმოვლის პაციენტებს

საქართველოს პრეზიდენტის მიერ გახარებული ჩვენი ბავშვები

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აქტიურადაა ჩართული ქველმოქმედებაში. მის მიერ მცირე საოჯახო ტიპის სახლისთვის გაწეული ფინანსური დახმარებით ბავშვებისთვის შევიძინეთ ახალი ლეპტოპები. აღტაცებული ბავშვების რეაქცია იხილეთ ფოტოებში. საქართველოს პრეზიდენტისგან მსგავსი ნაბიჯი ნამდვილად სამაგალითოა და იმსახურებს დიდ პატივისცემას. ახალი წელი არის პერიოდი, რომელიც ყველაზე მეტად ბავშვებს უხარიათ და ახალი იმედებით და სიხარულით ხვდებიან. მათთვის თითეული გადაცემული საჩუქარი დიდი […]

Read More… from საქართველოს პრეზიდენტის მიერ გახარებული ჩვენი ბავშვები

გაქვთ კითხვები? ჩვენ დაგეხმარებით!

close


    გმადლობთ თქვენი შეტყობინებისთვის

    open
    close
    logo
    მოგვწერეთ
    logo
    გაქვთ კითხვები? ჩვენ დაგეხმარებით!




      გმადლობთ თქვენი შეტყობინებისთვის