მარტოხელა დედა, ნინო, – რომელსაც ხვედრად ისეთი გამოცდა ერგო, რასაც ბევრი კაცი ვერ გაუძლებდა, – და სამი ბავშვი, ძალიან ღარიბულ, თბილისურ ოჯახში, ერთმანეთს ეკვროდნენ და ფართოდ გახელილი, უზარმაზარი თვალებით მიყურებდნენ. „უთქვენოდ, არაფერი გამოგვივა… თქვენი და ფონდის მეგობრების დახმარება ჩვენ ძალიან გვჭირდება“, – იმედიანი ხმით თქვა ნინომ, თავი ჩაქინდრა და თვალებიდან ცრემლები წამოუვიდა. […]
კატეგორია: თბილისი
სამყარო თოჯინებისა და კანფეტების გარეშე!
„მე თოჯინა და კანფეტები არ მაქვს“, – ამ სიტყვებით შეგვეგება ოთხი წლის, არაბავშვურად სერიოზული სალომე. იგი თავის საწოლზე ჩამოჯდა და მოწყენილი თვალებით გამოგვხედა; თვალებით, რომელშიც მთელი სამყაროს ტკივილი იკითხებოდა! ზრდასრული ადამიანის ნაღველი და უიმედობა! „გჯერა, რომ დღეს მას ვინმე გაჩუქებს?“ – ვკითხე და გავუღიმე. – „იქნებ თოჯინა მოგიტანონ?“ „ვინ“? – პატარამ ხუმრობა არ დამიფასა, ხელები […]
ღმერთო… მხოლოდ ჩემი გოგონასთვის ვითხოვ…!
დედა – მძიმედ არის ავად, მაგრამ ყველა საშინელ ტკივილს, გულყრას და სხეულის დაზიანებას ივიწყებს და მხოლოდ თავისი პატარა გოგონასთვის ლოცულობს: „ღმერთო, გევედრებით, ჩემი ხათუნა გადამირჩინეთ… 7 წლის ანგელოზი – მას ძალიან სჭირდება წამლები… უზომოდ სტკივა და ისე მწარედ ტირის… გულამოსკვნილი… დარდით, სული მეფლითება! მე დედა ვარ და ყველა ქართველ დედას და მამას მივმართავ – ილოცეთ […]
დედიკო, შეიძლება ჩემს უფროს დაიკოს ხმა ვუწილადო, და მხოლოდ ერთი ყური რომ მივცე?
„დედიკო, შეიძლება ჩემს უფროს დაიკოს ხმა ვუწილადო, და მხოლოდ ერთი ყური რომ მივცე? მეორეს ჩემთვის დავიტოვებ… მე ხომ არ მტკივა… ეს უსამართლობაა, რომ მე მესმის და ვლაპარაკობ, ის კი ვერა!“ – სულ ასე მეუბნება, ჩემი ლალიკო, ჩემი პატარა, – ღიმილით ამიხსნა იმ ბავშვის დედამ, რომელმაც ფონდში მოგვმართა, ჩემი გაოცებული თვალები რომ დაინახა. […]
Read More… from დედიკო, შეიძლება ჩემს უფროს დაიკოს ხმა ვუწილადო, და მხოლოდ ერთი ყური რომ მივცე?
ნამდვილი მამაკაცის მწარე ცრემლები!
ჩვენი დღევანდელი პოსტის გმირია გალაკტიონი! როდესაც ფონდში მისი ისტორიის შესახებ შევიტყეთ, მივხვდით, რომ სწორედ ასეთი მეუღლეები გვსურს ჩვენი ქალიშვილებისთვის: რომელიც იქნება მამაცი, სიმპატიური და რაც მთავარია „ნამდვილი ქართველი მამაკაცი“, რომელიც, მიუხედავად მრავალი უბედურებისა, დარჩება ერთგული თავისი ორი უმნიშვნელოვანესი ქალის: საყვარელი დედისა და ცოლის! სწორედ ასეთ ქმრებს უნდა ეძებდნენ ქართველი ქალები და არა “სიმპათიურ, მაგარ ბიჭებს“, […]
ხუთი წელი კომაში
აჩიკო ბაირამოვი 5 წლის წინ ავტოავარიაში მოყვა. იგი გადარჩა, მაგრამ მას შემდეგ საწოლს არის მიჯაჭვული. 30 წლის ახალგაზრდა კაცის მდგომარეობა ამჟამად არის უმძიმესი – მთელი სხეული ატროფირებულია, გადაყვანილია ხელოვნურ სუნთქვაზე, ხშირად ემართება ეპილეფსიური შეტევები. […]