ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

სამყარო თოჯინებისა და კანფეტების გარეშე!

„მე თოჯინა და კანფეტები არ მაქვს“, - ამ სიტყვებით შეგვეგება ოთხი წლის, არაბავშვურად სერიოზული სალომე. იგი თავის საწოლზე ჩამოჯდა და მოწყენილი თვალებით გამოგვხედა; თვალებით, რომელშიც მთელი სამყაროს ტკივილი იკითხებოდა! ზრდასრული ადამიანის ნაღველი და უიმედობა!
1,220 ₾
71
დონორები
შეგროვებულია
„მე თოჯინა და კანფეტები არ მაქვს“, - ამ სიტყვებით შეგვეგება ოთხი წლის, არაბავშვურად სერიოზული სალომე. იგი თავის საწოლზე ჩამოჯდა და მოწყენილი თვალებით გამოგვხედა; თვალებით, რომელშიც მთელი სამყაროს ტკივილი იკითხებოდა! ზრდასრული ადამიანის ნაღველი და უიმედობა! 

„გჯერა, რომ დღეს მას ვინმე გაჩუქებს?“ - ვკითხე და გავუღიმე. – „იქნებ თოჯინა მოგიტანონ?“

„ვინ“? - პატარამ ხუმრობა არ დამიფასა, ხელები გაშალა და მიმოიხედა. შემდეგ, გაკვირვებულმა, თვალები დააჭყიტა, გრძელი, შავი წამწამები ააფახულა და დიდ, სევდიან თოჯინას დაემსგავსა, საბავშვო მაღაზიიდან.

ჟუჟუნა, ბავშვის დედაც ძალიან სერიოზული აღმოჩნდა. მასთან საუბარში მალე მივხვდი, რატომ...

„თოჯინა? რას ამბობთ?! თოჯინის ფასად, 2 დღის სამყოფ პურს ვიყიდით. არ მოუსმინოთ! „სნიკერსი“ კი არა, პური!“

ოჯახში ხუთი ადამიანია. ხუთი ბავშვი - თუკი დედასაც მივათვლით! იმიტომ, რომ მათი დედა, მართალია, მზრუნველია, მაგრამ ის გონებრივად ჩამორჩენილია და ზრდასრული ბავშვივით მსჯელობს. 

ყველაზე პატარა, სოფია 1,5 წლისაა. სალომე, რომელიც თოჯინაზე ოცნებობს - 4 წლის. მის უფროს დას, 7 წლის ანის საუბარი არ შეუძლია. „ხანდახან შეუძლია“ - დედას უსწორებს სალომე. – „ხანდახან - არა!“ მეტყველება ყველაზე უფროსს, დათუნასაც უჭირს. 

რთულია სასტიკ სამყაროში ცხოვრება, სადაც შენი არავის ესმის; როდესაც არ იცი, როგორ გამოხატო შენი ტკივილი. 

– ჟუჟუნა, თქვენ არაჩვეულებრივი ბავშვები გყავთ! განვითარების პრობლემების გარდა, თქვენი შვილები ფიზიკურად ჯანმრთელები არიან?

ჟუჟუნა: როგორ გითხრათ... ფიზიკურად ჯანმრთელები არიან, მაგრამ სალომეს გარდა, ყველას განვითარების პრობლემა აქვს. ანი არ საუბრობს, მეტყველება დათუნასაც უჭირს. სალომე ყველაზე ლაქლაქა გვყავს. მეც პრობლემები მაქვს. რაც ბავშვობაში დიაგნოზი დამისვეს, მას შემდეგ ის, ალბათ, არც შეცვლილა - მე გონებრივად ჩამორჩენილი ვარ. ალბათ ქმარმაც ამის გამო მიმატოვა. არ ვიცი. 

– ჟუჟუნა, თავი როგორ გაგაქვთ? რაზე ცხოვრობთ, რით იკვებებით? 

ჟუჟუნა: დახმარებას ვიღებ, თვეში 380 ლარის ოდენობით და ბავშვებზე - 200 ლარს. მგონი, როგორც მრავალშვილიანი დედა... და კიდევ, ჩემი შშმ პირთა პენსია - 120 ლარი. დაითვალეთ, რამდენი გამოვიდა? 

– 700 ლარი გამოვიდა. 

ჟუჟუნა: ოჰო, რა ბევრი ყოფილა!  მაგრამ არ გვყოფნის! უი, ჰო, მაგას 250 ლარი უნდა გამოვაკლოთ. ჩვენ ხომ ქირის ფულსაც ვიხდით?! ეს ჩვენი ბინა არ არის. ახლა რამდენი გამოვიდა? 

– უკვე ძალიან ცოტა გამოდის - 450 ლარი, თქვენ კი ხუთნი ხართ. ეს იმას ნიშნავს, რომ თითო ადამიანზე დღეში მხოლოდ 3 ლარი უწევს! ეს ძალიან ცოტაა. 

ჟუჟუნა: ამიტომაც, არასოდეს გვყოფნის! პური, წიწიბურა, ხახვი, კარტოფილი... საფენებიც ყოველ დღე გვჭირდება. იცით, როგორი ძვირია? თუკი სოციალური შემწეობის ჩარიცხვამდე დიდი დროა და საჭმელი არ გვაქვს, მეზობლები გვაძლევენ. მათთან ურთიერთობა არ მაქვს, მრცხვენია... ბავშვები მათ ჩემზე უკეთ იცნობენ, პატარებთან თამაშობენ, მე კი სახლში ვზივარ. არ მიყვარს, როდესაც სახლში არ ვარ. სოფი ხელში ამყავს ხოლმე, ფანჯარასთან ვდგები და ბავშვების თამაშს ვუყურებ. 

– მშობლები ან ნათესავები არ გეხმარებიან? 

ჟუჟუნა: დედა ძალიან მოხუცი მყავს, ჩემს დასთან ცხოვრობს. მათ თავად სჭირდებათ დახმარება, მე ვერაფერს მოვთხოვ. ბავშვების მამა, ხანდახან, კვირაში ერთხელ, 5-10 ლარს თუ აჩუქებს ხოლმე მათ. ეგეც პურისთვის! 12 ცალი პური გამოდის 2-3 დღისთვის!

– დღეს რას აჭმევთ ბავშვებს? 

ჟუჟუნა: შვრიის წვნიანს, ხახვით. 

– რადგან დათუნას და ანის ჩვენთან საუბარი არ შეუძლიათ, მათ შესახებ თქვენ მოგვიყევით. 

ჟუჟუნა: ისინი სკოლაში დადიან, მაგრამ კითხვა არ იციან. საუბარიც უჭირთ, მაგრამ ძალიან კარგები არიან. უფალი ნიჭს ხომ ყველას ერთნაირად არ აძლევს?! ვიცი, რომ უნიჭო შვილები მყავს, მაგრამ მათ კეთილი გულები აქვთ! ვიცი, რომ გაჭირვებულს გვერდს არ აუვლიან. ზოგ ადამიანს უფალი ნათელ გონებას აძლევს, ზოგს - კარგ ხმას ან გარეგნულ სილამაზეს, ჩემს შვილებს კი მან კეთილი გული უბოძა. აი, ასე! 

სალომე (4 წლის): საუბარი მე შემიძლია! და ლამაზი გოგო ვარ! საბავშვო ბაღშიც დავდივარ! 

– მერე, საბავშვო ბაღში სიარული გიყვარს? 

სალომე (4 წლის): დიახ, ძალიან... იქ ბევრი სათამაშო და გემრიელი საჭმელია! და ბევრი ბავშვი... მე ისინი მიყვარს. ისინი „პრინცესებს“ ჰგვანან! მათ თმაზე ყოველთვის გემრიელი სუნი ასდით და ლამაზი კაბები აქვთ! „პრინცესას“ კაბები მე არ მაქვს, მაგრამ მეც ხომ ლამაზი გოგო ვარ? 

– შენ ყველაზე „პრინცესული პრინცესა“ ხარ! დარწმუნებული ვარ, როდესაც შენ შესახებ ჩვენი მეგობრები შეიტყობენ, ისინი თავად მოვლენ და გეტყვიან, რა ლამაზი ხარ! ისინი ყველაზე კეთილები არიან და ლამაზ ფეხსაცმელებს და კაბებს მოგიტანენ. სასწაულების ხომ გჯერა?

სალომე: არა, არ მჯერა. თოვლის ბაბუა ჩვენთან არ მოდის და როდესაც ფუნთუშა ძალიან მინდა - არ გვაქვს! 

– ჟუჟუნა, პირველ რიგში, რა გჭირდებათ? 

ჟუჟუნა: საწოლები, საწოლის საკუთნო და კარადა. ის, რაზეც გვძინავს - უბრალოდ სირცხვილია! ალბათ, ზოგიერთ ოჯახში, ძაღლებიც კი უკეთეს ქვეშაგებზე წვანან. საკვებიც გვჭირდება. ბავშვები ტელევიზორზე ოცნებობენ. მინდა, ჩემმა შვილებმა ეკრანიდან მაინც დაინახონ ლამაზი ცხოვრება. მე კი, გაზქურაზე ვოცნებობ. 


***

მეგობრებო, თუკი გული გეტკინათ იმის გამო, რომ ბავშვებს არ აქვთ სათამაშოები, რომ ვიღაც უბრალო ფუნთუშაზე ოცნებობს, მათი ცხოვრების გამარტივების ერთი ნაცადი ხერხი არსებობს. დაეხმარეთ მათ! არა მათი გულისთვის, არა უფლისთვის, არამედ თქვენი საკუთარი თავისთვის, სინდისისთვის. 

შაქარაშვილების ოჯახს ძალიან სჭირდება საკვები პროდუქტები, ჰიგიენური საშუალებები, გაზქურა, ტელევიზორი, საწოლები და კარადა. 

უფალმა ისინი ჩვენთან გამოგზავნა! ბავშვებს ძალიან მარტივი სურვილები და უმანკო ოცნებები აქვთ. მათ ცოტა რამ უნდათ - რომ ჰქონდეთ სათამაშოები და გემრიელი საკვები! 

დაურეკეთ ჟუჟუნას და გაამხნევეთ იგი კეთილი სიტყვებით! ტელ.: 558 54 32 27.

ეწვიეთ შაქარაშვილების ოჯახს და შეიტყვეთ მათი საშინელი საცხოვრებელი პირობების შესახებ მისამართზე: თბილისი, ფონიჭალა, სადგურის ქუჩა, გასასვლელი №6

და აუცილებლად გააზიარეთ ჩვენი პოსტი, რომ ამ არაჩვეულებრივი ბავშვების შესახებ შეიტყონ თქვენმა მეგობრებმაც! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

უფალი გვაძლევს ისეთ ადამიანებზე ზრუნვის შესაძლებლობას, რომლებსაც ეს თავად არ შეუძლიათ. უბედური ადამიანები - ზეციური საჩუქარია, რათა ჩვენ შევძლოთ, დავამტკიცოთ უფლის სიყვარული საქმით და არა სიტყვებით!

მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს - თუკი შეიტყობთ, რომ  თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება ესაჭიროება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე:  office-fsp@fsp.ge 

ჩვენი ფონდის ანგარიშია: 
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000 
(დანიშნულება: შაქარაშვილების ოჯახი). 

თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი საიტის მეშვეობითაც.

თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია Nova Technology, TBCpay, ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus ). 

ჩვენ, თქვენთან ერთად,  უკვე მრავალ გაჭირვებულს დავეხმარეთ! მოდით ჟუჟუნას და მის ოჯახსაც გავუმართოთ ხელი! უბედურებისგან ხომ დაზღვეული არავინაა? ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს! 

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს - 0901 200 270

მსგავსი პროექტები: