მარიამ ციკორიძე, დედა (32 წლის): „ყოველდღე ვუყურებ, როგორ „მიდის“ ჩემგან ჩემი პატარა, ჩემი სისხლი და ხორცი, ჩემი სიყვარული, ჩემი ცხოვრების სიხარული იმ სამყაროში! და ისე მეშინია, — რამდენიც არ უნდა ვაკოცო, ვერაფრით ვეხმარები! ამ წყეული უფულობისა და ქართველი ექიმების დასმული არასწორი დიაგნოზის გამო უკვე დავაგვიანე ბავშვის თურქეთში გადაყვანა, ახლა კი მაქსიმუმ ერთი კვირის ვადა მომცეს. […]
ფონდის მეგობრებო, თქვენ მართლაც კიდევ ერთი სასწაული მოახდინეთ! შეჭირვებული, სნეული ბავშვისთვის და მისი მარტოხელა დედისთვის შეუძლებელი შეძელით. 4 წლის დათა მტანჯველი სენისგან განიკურნა! დაავადებასთან ერთად, დათა გამოეთხოვა ავტოფარეხს, სადაც ფილტვებისთვის საშინლად მავნე, დაობებულ კედლებში ცხოვრობდა. ახლა კი, დიდი ეზო, ჯაკუზი, ახალი ავეჯი, უფლისწულის საძინებელი, ვერანდითა და ლამაზი ხედით – დღეიდან, ჩვენი გმირი ბიჭის ცხოვრება სწორედ ასეთი იქნება.