ng ng

რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

დაეხმარე მოყვასს და მიუახლოვდი ღმერთს!

პროექტები / ბენეფიციარების საჭიროებები

Project

ავადმყოფი ზრდასრულები

„სულ ხელში აყვანილს ვატარებ, ოღონდ დამეხმარეთ, რომ უწამლოდ არ მომიკვდეს შვილი!“

ლადო ორი წლის იყო, როდესაც პირველად დაიძახა „დედა!“ ოცდასამი წელია, ნინო ამ სიტყვის გაგონებას ისევ ელოდება, მაგრამ ლადოს მდგომარეობა დღითიდღე მძიმდება…
„ლადო, კიდევ ერთხელ დამიძახე „დედა“, ჩემო შვილო, ჩემო ვაჟკაცო! მე ხომ ამაზე დღედაღამ ვლოცულობ?!“ – ეუბნება ნინო ხელში აყვანილ ოცდახუთი წლის ვაჟს და თან, როგორც თოთო ბავშვს ისე ეფერება – „უფალს ვევედრები, მისი მდგომარეობა ოდნავ მაინც გამომჯობინდეს, რომ ცოტა მოძრაობა, სიტყვების წარმოთქმა შეძლოს, მაგრამ… უკან მივექანებით. ჩვენი სახსრებით და შესაძლებლობებით, რას გავხდებით იმ ვერაგ დაავადებასთან, რომელსაც ცერებრული დამბლა ჰქვია.“

შემოწირულია

$3825.80

დონორი

234

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
Project

ავადმყოფი ზრდასრულები

მაინც მენაგვე გამოვალ. კარგი არაფერი იქნება ჩემს ცხოვრებაში!

„მამაჩემს არ აინტერესებს, რომ დღეში 1 ლარით და 30 თეთრით ვარსებობ. შემპირდა, რომ მუდამ იქნებოდა ჩემს გვერდით, თვითონ კი, მე და დედა მიგვატოვა, – ამბობს ალექსი. – ჯერ ვერ მოვიფიქრე, ჩემი ოჯახი როგორ გადავარჩინო. მაგრამ შემიძლია, სკოლა მივატოვო მე-9 კლასის შემდეგ და მენაგვედ ვიმუშაო“.
დედამისს, ელენას, ახალგაზრდა და ჯანმრთელ ქალს, მოულოდნელად, მიკროინსულტმა დაარტყა ორჯერ. ვერ მუშაობს. ბებოს გონებრივი პრობლემები აქვს და გულის შეტევები ემართება. ხშირად სჭირდება სასწრაფო დახმარება. ალექსის აზრით, ცხოვრება სულაც არ არის მშვენიერი. ერთადერთი ონკანიდან, რომელიც სამზარეულოშია, წვრილად მოწანწკარებს წყალი, ერთი ჭიქის ავსებასაც კი დიდი დრო უნდა. კარადის თაროები სულ ცარიელია, უკვე გაყიდულია ყველაფერი. საჭმელი მეზობლებს მოაქვთ. რა არის ამაში მშვენიერი? ის დაბნეულია, დაკარგული აქვს ყველაფრის იმედი.

შემოწირულია

$3008.69

დონორი

225

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
Project

ავადმყოფი ზრდასრულები

თქვენს წინაშე, ცოცხალი ადამიანია, და არა ლეში!

უკვე 13 წელია, რაც თავის საწოლში წევს, რომელიც მისთვის მთელი სამყარო გახდა. სამყარო რომლიდანაც დასაბრუნებელი გზა არ არსებობს, რომლიდანაც შეუძლებელია თავის დაღწევა! ახლა, ის 59 წლისაა. იმის მტკიცებულება კი, რომ ის ცოცხალია, და ოდესღაც ბედნიერად ცხოვრობდა, არის მხოლოდ სურათების ალბომი. „ვინ დაიჯერებს იმას, რომ სულ რამდენიმე წლის წინ, ზურგზე ჩანთა მოკიდებულმა, მთელი საქართველო ფეხით შემოვიარე? იმას, რომ ლამაზი ვიყავი და მიხაროდა ყოველი დღის გათენება? არავინ! მგონი, უკვე, მეც ვეღარ ვიჯერებ“.

შემოწირულია

$2284.21

დონორი

157

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
1 15 16 17 18 19 40