დაეხმარე მოყვასს და მიუახლოვდი ღმერთს!

Projects/Beneficiaries Needs

Project

ავადმყოფი ზრდასრულები

სასწრაფო

დავითი – კეთილშობილი და გულისხმიერი ახალგაზრდა ქართველი ბიჭია, რომელმაც გვერდი ვერ აუარა ბანდიტებს, რომლებიც გამვლელს უმოწყალოდ სცემდნენ! გონება რომ დაკარგა, მთვრალმა ნაძირლებმა პირდაპირ საძილე არტერიაში ჩაარტყეს მინის ნამსხვრევი. საშინელებაა! ასე გაწირეს გარდაუვალი სიკვდილისთვის 23 წლის ბიჭი – ორი მცირეწლოვანის მამა. მეგობრებო, ეს ნამდვილი მკვლელობაა! ჩვენ, ფონდის თანამშრომლები, თქვენი დახმარებით, სასამართლოსგან მკვლელებისთვის მაქსიმალურ სასჯელს მოვითხოვთ! მეგობრებო, დაწერეთ კომენტარები და თანხის შეგროვებაში დაგვეხმარეთ, დავითი თურქეთში რეაბილიტაციაზე რაც შეიძლება მალე უნდა გავგზავნოთ, რადგან, ჯანდაცვის სამინისტროს თუ დაველოდებით, სანამ გამოყოფს თანხას, დავითი შეიძლება უბრალოდ მოკვდეს… ქართველი ექიმები მხოლოდ ერთ პროცენტს აძლევენ გადარჩენის შანსს. რა თქმა უნდა, ადგილობრივ კლინიკებში მკურნალობაზე, საუბარიც კი ზედმეტია. სახლში კი, დავითს მისი ვაჟი იოანე და ულამაზესი გოგონა ნიკოლი ელოდებიან… დავითი ოჯახის ერთადერთი მარჩენალია. უფალო, ახალგაზრდა მამას გადარჩენაში დაეხმარე! დაეხმარე, უფალო! აუცილებლად გავიგებთ, დამნაშავეებს რამდენ წელს მიუსჯიან და მოგახსენებთ. მით უმეტეს, რომ ჩვენი ფონდის დამფუძნებელი უკრაინის პროკურატურის ყოფილი, უდიდესი გამოცდილების მქონე უფროსი გამომძიებელი და სამართლის დოქტორი გახლავთ. მაგრამ, საქმე მარტივად არ არის, მეგობრებო! დავითის სიცოცხლის ფასი, მისი შეჭირვებული ოჯახის წევრების თქმით, დღეს, 50 000 დოლარია. ეს დიდი უბედურებაა, მეგობრებო!უდიდესი ადამიანური უბედურება!

დავითი – კეთილშობილი და გულისხმიერი ახალგაზრდა ქართველი ბიჭია, რომელმაც გვერდი ვერ აუარა ბანდიტებს, რომლებიც გამვლელს უმოწყალოდ სცემდნენ! გონება რომ დაკარგა, მთვრალმა ნაძირლებმა პირდაპირ საძილე არტერიაში ჩაარტყეს მინის ნამსხვრევი. საშინელებაა! ასე გაწირეს გარდაუვალი სიკვდილისთვის 23 წლის ბიჭი – ორი მცირეწლოვანის მამა. მეგობრებო, ეს ნამდვილი მკვლელობაა! ჩვენ, ფონდის თანამშრომლები, თქვენი დახმარებით, სასამართლოსგან მკვლელებისთვის მაქსიმალურ სასჯელს მოვითხოვთ! მეგობრებო, დაწერეთ კომენტარები და თანხის შეგროვებაში დაგვეხმარეთ, დავითი თურქეთში რეაბილიტაციაზე რაც შეიძლება მალე უნდა გავგზავნოთ, რადგან, ჯანდაცვის სამინისტროს თუ დაველოდებით, სანამ გამოყოფს თანხას, დავითი შეიძლება უბრალოდ მოკვდეს… ქართველი ექიმები მხოლოდ ერთ პროცენტს აძლევენ გადარჩენის შანსს. რა თქმა უნდა, ადგილობრივ კლინიკებში მკურნალობაზე, საუბარიც კი ზედმეტია. სახლში კი, დავითს მისი ვაჟი იოანე და ულამაზესი გოგონა ნიკოლი ელოდებიან… დავითი ოჯახის ერთადერთი მარჩენალია. უფალო, ახალგაზრდა მამას გადარჩენაში დაეხმარე! დაეხმარე, უფალო! აუცილებლად გავიგებთ, დამნაშავეებს რამდენ წელს მიუსჯიან და მოგახსენებთ. მით უმეტეს, რომ ჩვენი ფონდის დამფუძნებელი უკრაინის პროკურატურის ყოფილი, უდიდესი გამოცდილების მქონე უფროსი გამომძიებელი და სამართლის დოქტორი გახლავთ. მაგრამ, საქმე მარტივად არ არის, მეგობრებო! დავითის სიცოცხლის ფასი, მისი შეჭირვებული ოჯახის წევრების თქმით, დღეს, 50 000 დოლარია. ეს დიდი უბედურებაა, მეგობრებო! უდიდესი ადამიანური უბედურება!

შემოწირულია

$9647.06

დონორი

549

დიახ! მსურს დახმარება!
Project

ავადმყოფი ზრდასრულები

დღეს ანას ბედნიერ თვალებში ირეკლება თქვენი უჩვეულო სიკეთე! დღეს მერაბის დაღლილი გული დიდი სიხარულით აივსო! დალოცვილები იყავით, მეგობრებო!

მერაბი — ჩვენი პოსტის გმირი და ჩვენი დროის გმირიც — გაკვეთილიდან მორბის ზუსტად ფონდის მანქანის მისვლის დროისთვის. ამ ორი საათის განმავლობაში ის ბავშვების ვარჯიშით პურის ფულს შოულობდა. და თავისი გულის ორი სტენტიც დაავიწყდა, ახალი გაზქურის ასატანად ემზადება. დღეს იტალიურ ეზოში დღესასწაული იქნება. ყველა, აბსოლუტურად ყველა მეზობელი მამაკაცი ეხმარება მერაბს სახლში შეიტანოს ახალი ნივთები — გაზქურა, კონდიციონერი, ჭურჭელი, თეთრეული, სარეცხი საშუალებების ყუთი. ყველას სურს, რომ დღეს ანა იყოს ყველაზე მომღიმარე და ბედნიერი გოგონა ვერაზე. დღეს მთელი საქართველო – ეს პატარა იტალიური ეზოა მინიატურაში. ჩვენი ფონდის ყველა მეგობარს, ვინც მათ დაეხმარა, სურდათ და სურთ მხოლოდ ერთი, – რომ ანამ გაიღიმოს! და იცით მეგობრებო, ანა გიღიმით! ერთი შეხედეთ, სიხარულისგან როგორ უბრწყინავს დიდი ლურჯი თვალები! ანა ყველაფერს გრძნობს და ესმის. მას მოსწონს თავისი ახალი ბალიში და ზეწარი, ხელით ეფერება. გემრიელად სვამს წვენს და ბანანსაც მადიანად მიირთმევს. ეს თქვენი სიკეთე და გულისხმიერება აძლევს ანას ღიმილის ძალას! თქვენ ანას და მის მამას ზღვისპირეთში, ურეკში მოგზაურობა აჩუქეთ!

შემოწირულია

$36084.76

დონორი

1839

დიახ! მსურს დახმარება!
Project

ავადმყოფი ზრდასრულები

SOS! SOS! გთხოვთ, სვანეთში მცხოვრები, შვიდი შვილის დედის – ნათია პაკელიანის სიცოცხლის გადარჩენაში დაგვეხმაროთ! ის მხოლოდ 31 წლისაა. ექიმებმა მოულოდნელად აღმოაჩინეს (ჰოი, უბედურებავ!) სასიკვდილო დაავადება – ტვინის ანევრიზმა. ვერაგი დაავადება ახალგაზრდა ქალის სიცოცხლეს ყოველ წამს ემუქრება! უმცროსი შვილი მხოლოდ ორი წლისაა. რამდენჯერ უნახავთ საბრალო ბავშვებს საკუთარი თვალით დედიკოს გულყრები… რამდენჯერ შეუძრავს ამ ლამაზი ოჯახის სახლი შეშინებული ბავშვების კივილსა და ცრემლებს. უფალო, დაეხმარე! თურქეთში პირველი და ძალიან ძვირადღირებული გამოკვლევის დროს, ექიმებმა ნათიასთვის ზუსტი დიაგნოზის დასმა ვერ შეძლეს. საჭირო გახდა ახალი გამოკვლევების ჩატარება, რისთვისაც ჯანდაცვის სამინისტრომ თანხა არ გამოყო. ამის გამო, ქალს არ შეუძლია მკურნალობის დაწყება, რომელიც შესაძლოა, მის სიცოცხლეს გადაარჩენს და შვიდი ქართველი ანგელოზი აღარ დარჩება ობლად! ოჯახი შორს, ძალიან შორს, სვანეთის ულამაზეს მთებში ცხოვრობს. ნუთუ, ნათია და მისი შვილები ჩვენს ულამაზეს ქვეყანას ვერასოდეს იხილავენ! შენ მარტო არ ხარ, ნათია! შენი სამშობლოს – საქართველოს – ყველა ღვთისმოშიში მოქალაქე შენ გვერდით დგას! შენი ავადმყოფობის დეტალებს დაუყოვნებლივ გამოვაქვეყნებთ! ჩვენ უბრალოდ ვალდებულები ვართ, გადავარჩინოთ შენი სიცოცხლე!

ნათიას სიცოცხლისთვის აუცილებელი დამატებითი გამოკვლევის ღირებულება 6 000 დოლარია. მეგობრებო, ეს დიდი თანხა ნამდვილად არ არის. გმირ დედას ერიდება, დახმარება რომ თხოვოს, მაგრამ ფონდში დარწმუნებული ვართ, რომ თქვენი გულისხმიერების შედეგად, ამ თანხას სულ რაღაც ორ დღეში შევაგროვებთ და ნათიას თურქეთში ყველანი ერთად გავაცილებთ. იქიდან კი, კარგ ამბებს დაველოდებით. ჩვენ გვჯერა, რომ არ გაწირავთ გმირ დედას, რომელიც ჩვენი სამშობლოსთვის ღირსეულად ზრდის შვიდ შვილს. ახლა, მას თავად სჭირდება სამშობლოს და თავისი თანამემამულეების დახმარება.

შემოწირულია

$3743.17

დონორი

286

დიახ! მსურს დახმარება!
Project

ავადმყოფი ზრდასრულები

სამი მთვრალი, გარყვნილი ჯარისკაცი მთელი ღამე ძალადობდა მერვეკლასელ ქეთევანზე ტყის ზოლში. მერე კი, დანებით დასერეს საბრალო გოგონას სხეული… უგონო მდგომარეობაში მყოფი ბავშვი უკაცრიელ ადგილას დატოვეს, გაწირეს სიკვდილისთვის… ურჩხულები!

ის საშინელი ღამე, დღემდე არ წაშლილა საბრალო ქალის მეხსიერებიდან, კივილს იწყებს და შიშისგან კანკალებს, როდესაც მამაკაცს ხედავს. უწინ, საქართველოში ასეთ საკითხებზე ხმამაღლა საუბარი მიღებული არ იყო. მხოლოდ ახლა, მოსიყვარულე დამ, ქეთევანმა, 41 წლიანი დუმილი დაარღვია და გადაწყვიტა, ეს დიდი ხნის წინანდელი სექსუალური ძალადობის ამბავი ჩერნოვეცკის ფონდის მეგობრებისთვის საჯაროდ მოეყოლა. ჩვენი ფონდის სახელით, ქალბატონ ნანას ნდობისთვის მადლობას ვუხდით. როდესაც ძალადობის მსხვერპლის, ქეთევანის დამ დახმარებისთვის ადგილობრივ ხელისუფლებას მიმართა, უპასუხოდ დატოვეს… წარმოგიდგენიათ, რა უგულობაა, მეგობრებო? მთავარია, ბუმერანგივით არ დაუბრუნდეს ეს ყოველივე იმ თანამდებობის პირს, ვინც დახმარებაზე უარი უთხრა, თორემ მოგვიწევს, მასაც რომ დავეხმაროთ. მიუხედავად იმისა, რომ არც სინდისი აქვს, არც თანაგრძნობა… თავს არ გავუყადრით, ქეთევანს ექნება ეტლი და თანაც, საუკეთესო. მაგრამ, რა ელის მას, ვინც დახმარებაზე უარი უთხრა, არ ვიცით… მაშინ, ნანა მეცხრე კლასის მოსწავლე იყო, როდესაც თავისი საყვარელი დაიკო, ხის ქვეშ ნაწამები იპოვეს. სწორედ მაშინ, მან გადაწყვეტილება მიიღო, პოლიციელი გამოსულიყო რომ გაიზრდებოდა, რათა თავად დაესაჯა სამივე ჯარისკაცი (რუსი, ყაზახი და აზერბაიჯანელი), ვინც მხეცურად აწამა მისი და.

შემოწირულია

$11105.87

დონორი

734

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
Project

ავადმყოფი ზრდასრულები

თორნიკე, 10 წლის: „დედიკოს თავში „კიბოს ბომბი“ აქვს! წყეული სიმსივნე ისე სწრაფად იზრდება, შეიძლება, ნებისმიერ წამს გასკდეს! ისე მეშინია! ძალიან მეშინია, დეიდა! შეგიძლიათ, ამის შესახებ უამბოთ მთელ საქართველოს?! გადაარჩინეთ, გადაარჩინეთ ჩემი დედიკო! ძალიან მიყვარს! როდესაც გამოჯანმრთელდება, ხელებს ყოველდღე დავუკოცნი! ნეტავ იცოდეთ, რა გულკეთილია და როგორ ვუყვარვარ!

მეგობრებო, ირინას თავში უშველებელი სიმსივნე აქვს, რომელიც მის ტვინს ანადგურებს. ერთი წუთის დაკარგვაც არ შეიძლება – შესაძლოა, კიბო ნებისმიერ წამს გავრცელდეს. აუცილებელია, საზღვარგარეთ სასწრაფო ოპერაციის გაკეთება! ჯერ კიდევ შესაძლებელია ირინას გადარჩენა, მაგრამ ექიმებს ხელ-ფეხი შეკრული აქვთ – ოჯახს მკურნალობის საშუალება არ გააჩნია. გთხოვთ, დაეხმარეთ! კოშმარული თავის ტკივილი ირინას დღედაღამ არ აძლევს მოსვენებას. სიმსივნე მხედველობის ნერვს აწვება და ქალის მხედველობა დღითიდღე უარესდება. ის ყველაფერს გაორებულს ხედავს და გადაადგილება უჭირს. სხივური თერაპიის დაწყება სასწრაფოდ სჭირდება! თითქმის აღარ დარჩა დრო მის გადასარჩენად! ირინას ყოველდღე ემართება ეპილეფსიური შეტევები. საშინელი კრუნჩხვების შეჩერება შეუძლებელია – მედიკამენტები აღარ შველის. ოჯახი მუდმივად იმის შიშით ცხოვრობს, რომ ერთმანეთის მიყოლებით განმეორდება კრუნჩხვა. გადაარჩინეთ ირინა, მეგობრებო! თორემ მალე, შეიძლება ძალიან გვიანი იყოს… თქვენ მიერ გაღებული ნებისმიერი თანხა, სიცოცხლის იმედია!

შემოწირულია

$15717.09

დონორი

765

დიახ! მსურს დახმარება!
Project

ავადმყოფი ზრდასრულები

უსინათლო, მარტოხელა და მძიმე ფორმის შაქრიანი დიაბეტით დაავადებული მზია ბებია სრულიად უმწეო მდგომარეობაშია — ყველა მისი ნათესავი გარდაცვლილია. საცოდავ ქალს თავი ძლივს გააქვს! მას არც მედიკამენტების და არც საკვების შეძენის საშუალება არ აქვს. მაშინ როდესაც დიაბეტის შემთხვევაში სწორედ მედიკამენტები და სწორი კვება ახანგრძლივებს სიცოცხლეს!

ნერვიულობის გამო, მზიას დიაბეტი განუვითარდა. მას სპეციალური დიეტური კვება ესაჭიროება, მაგრამ საბრალო პენსიონერისთვის, ეს მიუწვდომელი ფუფუნებაა. ის უფასო სასადილოში იკვებება. ქალი მაღალი წნევით იტანჯება! მზია ბებოს დახმარების თხოვნა ძალიან, ძალიან ერიდება. ის ბევრს არც ითხოვს. ქალი მთელი ზამთარი გამათბობელის გარეშე იყინებოდა. ძველი გაფუჭდა, ახლის საყიდელი ფული კი არ აქვს! ნუთუ, ამ საყვარელ და კეთილ ბებოს არ დავეხმარებით? ჩვენ მისი ერთადერთი იმედი ვართ! ნუ მიატოვებთ ამ ადამიანს გასაჭირში, გაუწოდეთ დახმარების ხელი და უფალი ათასმაგად დაგაჯილდოებთ!

შემოწირულია

$2341.49

დონორი

192

დიახ! მსურს დახმარება!
1 17 18 19 20 21 65

გაქვთ კითხვები? ჩვენ დაგეხმარებით!

close


    გმადლობთ თქვენი შეტყობინებისთვის

    open
    close
    logo
    მოგვწერეთ
    logo
    გაქვთ კითხვები? ჩვენ დაგეხმარებით!




      გმადლობთ თქვენი შეტყობინებისთვის