ფილტვის კიბოს მესამე სტადია ერთ-ერთი ყველაზე რთულად სამკურნალოა. „მაკარონის წვნიანი ძალიან მინდა! მაჭმევენ, დეიდა?“ – სულ ეს არის, რასაც ითხოვს თერთმეტი წლის ბიჭი, რომელსაც არ აქვს ბავშვობა, არ აქვს საჭმელი, არ აქვს ტანსაცმელი – არაფერი აქვს, რაც მისი ასაკის ბავშვებს ახარებთ ხოლმე. მისი დედიკო კი, ფილტვის კიბოთი კვდება…