ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
ფასი (გაითვალისწინეთ):
1 ზარი - ₾2
დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL
კოპირებულია
ყოველი დღე ჯოჯოხეთია გაიანესთვის, რომელიც მძიმედ დაავადებულია ჰიდროცეფალიით!
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!
მას სიარული არ შეუძლია და უმოძრაოდ წევს მთელი დღე. მთელი სხეული სტკივა. ეს აუტანელი ტკივილია! ღმერთმა ბედნიერება გვაჩუქა, ეს გოგონა ტანჯვისგან ვიხსნათ. მას საწოლი, ნაწოლების საწინააღმდეგო ლეიბი და ეტლი სჭირდება. ამჟამად, ის სახლში სამბორბლიანი ველოსიპედით გადაადგილდება. გარწმუნებთ, არასოდეს გინახავთ ასეთი რამ!
გაიანე (37 წლის): „ნახეთ, ნახეთ, წარუმატებელი ოპერაციის შემდეგ, რა დღეში მაქვს ფეხები. ექიმები დამპირდნენ, რომ სიარულს შევძლებდი, მაგრამ ამის ნაცვლად, ცხოვრების ბოლომდე საწოლს მიჯაჭვულ ხეიბრად მაქციეს. სამწუხაროდ, უკვე შეუძლებელია რაიმეს გამოსწორება. ღმერთო, რატომ ვიტანჯები ასე? რა დავაშავე?“
გაიანეს საშინელი დიაგნოზი დაუსვეს დაბადებიდან – ჰიდროცეფალია. თუმცა, მისმა მშობლებმა დაავადების შესახებ მხოლოდ მაშინ შეიტყვეს, როდესაც გოგონა ხუთი წლის იყო და თავი ძალიან გაეზრდა. ტვინში დაგროვილი სითხე ძლიერ ტკივილს იწვევდა, გონების დაკარგვამდეც კი. სასწრაფო ოპერაცია გახდა საჭირო. სითხის გამოსატუმბად თავში შუნტი ჩაედგა.
მეგობრებო, მძიმედ დაავადებულ გაიანეს სამთვლიანი ველოსიპედი აქვს ეტლის ნაცვლად.
დედის მძიმე ავადმყოფობის გათვალისწინებით, გაიანეს დამოუკიდებლად გადაადგილება და გარეთ „გასვლაც“ სჭირდება. უფლის წყალობით, შესაძლებელია ისეთი ეტლის შეძენა, რომელიც არა მხოლოდ კიბეებზე ჩასვლის, არამედ ასვლის საშუალებასაც იძლევა. განა, ეს სასწაული არ არის?
შეგროვებულ თანხაზეა დამოკდებული (დაახლოებით 7 000 დოლარი), შევძლებთ თუ არა, ტანჯვისთვის განწირულ ადამიანს ბედნიერი ცხოვრება ვაჩუქოთ!

დღეს, ასე გადაადგილდება გოგონა სახლში და სადარბაზოში გადის. მაგრამ, სადარბაზოს ვერ ცდება, რადგან მეხუთე სართულზე ცხოვრობს სახლში, სადაც ლიფტი არ არის.
მამის გარდაცვალების შემდეგ, გაიანე ორი წლის განმავლობაში გარეთ არ გასულა. საბრალო, საბრალო ქალი… ფანჯრიდან იყურება და წარმოიდგენს ხოლმე, რომ ის ბედნიერი ქალია, რომელიც შვილებთან ერთად პარკში სეირნობს. ერთ წამში კი, კვლავ სასტიკ რეალობას უბრუნდება. გაიანემ იცის, ისე წავა ამ ცხოვრებიდან, რომსიტყვა „დედას“ ვერასდროს გაიგონებს…
დედა გაიანეს მფარველი ანგელოზია. ის, მისი ხელები და ფეხები გახდა.
„ჩემს გოგონაზე ვინ უნდა იზრუნოს, მე რომ აღარ ვიქნები?“ – ტირილით მოთქვამს საბრალო დედა.
გულნარა (63 წლის): „მე და ჩემი შვილი სრულიად მარტონი დავრჩით, დახმარებას არსაიდან ველით. ცოტა ხნის წინ, წნევამ ამიწია, წავიქეცი და მუხლი ვიტკინე. გაიანემ ისე ინერვიულა, რომ სასწრაფო დახმარების გამოძახება მოგვიწია“.
გარდა ამისა, გულნარა უვლის თავის მძიმედ დაავადებულ დას, რომელსაც სიმსივნე აქვს.
სედას კიბო აქვს. მას მკერდი მოკვეთეს. შემდეგ ელენთაში მეტასტაზები აღმოაჩნდა და ისიც ამოაჭრეს. მთელი ოჯახი ვერაგი დაავადებით დატანჯული ქალის პენსიით ცხოვრობს. თუმცა, ეს პენსია არც საკვების და არც წამლების საყიდლად ჰყოფნით.
სედა (71 წლის): „ექიმებმა კვლავ მეტასტაზები აღმოაჩინეს. არ ვიცი, ხვალინდელი დღე ჩემთვის გათენდება თუ არა. მეშინია, მე თუ მოვკვდი, ჩემი და და მისი მძიმედ დაავადებული შვილი, საარსებო წყაროს გარეშე დარჩებიან…“
იცით, როგორ ცხოვრობენ ეს ადამიანები, რომლებსაც მთელი გულით უყვართ უფალი და მხოლოდ მისი წყალობის იმედი აქვთ? სახლში ელემენტარული პირობებიც კი არ აქვთ: არც ცხელი წყალი (წყლის გამაცხელებელი სჭირდებათ), არც სარეცხი მანქანა, არც მაცივარი.
გულნარა სადარბაზოებს ასუფთავებს, ოჯახი რომ გამოკვებოს. საოცარია, ამდენი ძალა საიდან უნდა ჰქონდეს საბრალო ქალს?
ამ კეთილი, მოსიყვარულე ოჯახის დახმარება შესაძლებელია. ამისთვის კი, სასწაულის მოხდენა საჭირო სულაც არ არის – საჭიროა მხოლოდ თქვენი კეთილი ნება, თქვენი კეთილი გულები. თქვენი სურვილი იმისა, რომ რაიმე კარგი გააკეთოთ იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც არ იცნობთ.
საწოლი და ეტლი გაიანეს ცხოვრებას გაუმარტივებს. მის ტანჯულ დედას კი, სარეცხი მანქანა და წყლის გამაცხელებელი სჭირდება. ის ხომ, ორ მძიმედ დაავადებულ ადამიანს უვლის. გარდა ამისა, ოჯახს საკვები და მედიკამენტები სჭირდება. დაავადებებისა და პრობლემების პირისპირ, მარტო ნუ დატოვებთ მათ, დაეხმარეთ, ღმერთი კი დაგეხმარებათ თქვენ!
მეგობრებო, თუ სხვის გასაჭირის შესახებ რაიმე იცით, პატივი დაგვდეთ, ეს ადამიანები გავიცნოთ და ჩვენს მეგობრებსაც ვუამბოთ მათი ისტორიები. უფალს ხომ უნდა, საქართველოში ყველა ადამიანს რომ დაეხმაროს!
თუ გსურთ, მოინახულოთ და დახმარება პირადად გაუწიოთ ამ ოჯახს, მათი მისამართია: თბილისი, ქვემო ფონიჭალა, რუსთავის გზატკეცილი, ბინა 30.
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!
მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: [email protected]
ჩვენი ფონდის ანგარიში:
– საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000(დანიშნულება: ხარატიანების ოჯახი).
თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობით: „საქართველოს ბანკი“ (bogpay.ge), „TBC ბანკი“ (tbcpay.ge), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal (paypal.me).
თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან: ExpressPay, TBCpay, PayBox (OPPA). ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება–მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus
სპეციალურ ნომერზე: 0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით! თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100.
სულ ხარჯები:
1956.00₾დარჩა:
0₾