ჩვენო ძვირფასო მკითხველო, განა, რამდენ ადამიანს იცნობთ საქართველოში ისეთს, ვისაც ერთადერთი შვილი მოუკვდა, ამავდროულად ქვრივია, ფეხმოკვეთილი და თან, უსახლკარო? ამ საბრალო ქალს, კატის მეტი აღარავინ დარჩა. წარმოიდგინეთ, კატა მარტოს არ ტოვებს. ნუთუ ჩვენ, ადამიანები, დიდ განსაცდელში ჩავარდნილ ადამიანს დახმარების ხელს არ გავუწვდით? კიბის გვერდით პატარა პანდუსი მოწყობა რომ შევძლოთ, საბრალო ქალის წამებას ბოლო მოეღება. ეტლით პანდუსზე ჩამოვა ეზოში და მზეს მაინც მიეფიცხება, დილით სუფთა ჰაერს ისუნთქებს. ახლა კი, ბნელი ოთახიდან ვერ გადის, რადგან კიბეზე ჩასვლა არ შეუძლია.
არავინ ვიცით, ვის რა გველოდება ხვალ. სამყარო კი, ბუმერანგის პრინციპით მოქმედებს. რასაც გავცემთ, ის დაგვიბრუნდება. ხოლო, როდესაც დადგება ჟამი და უფლის წინაშე წარვდგებით, რა პასუხს გავცემთ მას, თავს რით ვიმართლებთ? იმისთვის, რომ სასოწარკვეთილ ადამიანს დახმარების ხელი გაუწოდო, ბევრი ფული სულაც არ არის საჭირო, მთავარია კეთილი გული.