დაეხმარე მოყვასს და მიუახლოვდი ღმერთს!

Projects/Beneficiaries Needs

Project

ავადმყოფი ზრდასრულები

გილოცავთ!!! დიდი ბრძოლის შედეგად, 26 წლის გურამი სიკვდილს ამარცხებს. თუმცა, გადამწყვეტი ბრძოლა ახლა იწყება. ღვთისნიერო ადამიანებო, ფონდში დარწმუნებულები ვართ, რომ სიკვდილ-სიცოცხლის ბრძოლაში, გურამს მარტოს არ მიატოვებთ. გურამის დედაც უკვე დარწმუნებულია ამაში, რადგან ქალმა თქვენი დიდი გულისხმიერება საკუთარი თვალით იხილა. დიახ, სწორედ თქვენი გულკეთილობის დამსახურებით, სულ რამდენიმე დღეში, გურამის ერთი თვის მკურნალობისთვის საკმარისი თანხა შეგროვდა, რომელიც პირდაპირ კლინიკაში გადაირიცხა.

4 თვის წინ, 17 დეკემბერს, წმინდა ბარბარეს დღესასწაული საბედისწერო აღმოჩნდა გურამისთვის. ბიჭმა დღესასწაული აღნიშნა. ყველამ, როგორც საქართველოშია მიღებული, სვეს, ჭამეს, მაგრამ სტუმრებიდან მხოლოდ გურამი მოიწამლა. ღრმად ჩაეძინა, ღამე კი ღებინება დაეწყო! თითქოს უმნიშვნელოა, მაგრამ ნერწყვმა სასუნთქი გზები გადაუკეტა. ჟანგბადი ტვინს აღარ მიეწოდებოდა და საბრალო ბიჭი კომაში ჩავარდა.

მოსიყვარულე დედა დღეებისა და საათების განმავლობაში ასე ეფერება საყვარელ შვილს. სახლიდან უკვე ყველაფერი დიდი ხანია გაყიდეს! უკანასკნელი ფულით კი დედა 6 600 ლარს იხდის თვეში მთელი თავისი ცხოვრების სიყვარულისთვის სიცოცხლის შესანარჩუნებლად!

მეგობრებო, არც ისე დიდი ხნის წინ გაჩნდა ბიჭის ფეხზე დაყენების იმედი. ეს არის იმპლანტი, რომელიც ტვინის განსაკურნად გამოიყენება! მაგრამ ის 3 000 დოლარი ღირს, რაც ოჯახს არ აქვს! დღეს ეს ბიჭის სიცოცხლის საფასურია! ნუ დაივიწყებთ!

შემოწირულია

$8220.38

დონორი

613

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
Project

ავადმყოფი ზრდასრულები

კიდევ ერთი სიცოცხლე, რომელიც ფონდის მეგობრებმა გადაარჩინეს და არა მათ, ვინც კანონით ვალდებულია! ღმერთო, მადლობას გიხდით იმისთვის, რომ ასობით ათას ადამიანს ერთმანეთის დახმარება ასწავლე! კურთხეულ იყოს ჩვენი საქართველო და მისი მაცხოვრებლები! დიახ, უფალო, დიახ! თქვენი მეშვეობით, ღმერთმა კიდევ ერთი სასწაული მოახდინა და სიკვდილისგან იხსნა 40 წლის შორენა, ოთხი მცირეწლოვანი შვილის დედა!

ქოქაშვილების ოჯახმა სასწრაფო დახმარება ითხოვა და როდესაც პირველად ვესტუმრეთ, ახალგაზრდა მომაკვდავი ქალი დავინახეთ. შორენა ვეღარ ლაპარაკობდა, ჭამა შეწყვეტა და დამოუკიდებლად სუნთქავაც კი აღარ შეეძლო. ანორექსიის გამო, რომელიც მეოთხე ბავშვის გაჩენის შემდეგ განუვითარდა, ქალი მხოლოდ 34 კილოგრამს იწონიდა და ცოცხალ მუმიას ჰგავდა. მტირალი გოგონები, ვაჟი, ქმარი – მთელი ოჯახი აცრემლებული, ვედრებით მოგვჩერებოდა, ითხოვდნენ დედისა და მეუღლის გადარჩენას! სახლი სრულიად ცარიელი იყო, ყოველი კუთხიდან კი, მწუხარება გამოსჭვიოდა. გარდა მკურნალობაში დახმარებისა, თქვენ, მეგობრებო, ქოქაშვილების ოჯახის სახლის კეთილმოწყობაზეც იზრუნეთ, ხოლო ბავშვებს აჩუქეთ ის, რაზეც ოცნებასაც კი ვერ ბედავდნენ.

შემოწირულია

$63758.29

დონორი

3332

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
Project

ავადმყოფი ზრდასრულები

„გმადლობთ, რომ ჩემი დედიკო განკურნეთ! ის ახლა იცინის! წარმოგიდგენია, ის იცინის და მკოცნის, მკოცნის, როდესაც ხელში ავყავარ. დედიკო მეთამაშება და თითქმის არ ბრაზდება… მხოლოდ მაშინ, როდესაც საჭმელი არ გვაქვს ან შემთხვევით სათამაშოს თუ ვთხოვ ან რაიმე ისეთს, რაშიც ფული არის გადასახდელი. მაგრამ მე ასეც კარგად ვარ. ოღონდ დედიკო იღიმებოდეს!“ ექვსი წლის ანამარია ეხუტება გადარჩენილ დედას და მადლიერების ნიშნად ფონდის მეგობრებს გულებს უგზავნის!

«ჩემი დედიკო აღარ წევს – ის დადის, – უხარია ბედნიერ ანამარიას და ისევ მირბის დედიკოსთან, რომ ჩაეხუტოს და აკოცოს. – ახლა საჭმელს მომიმზადებს და მერე სასეირნოდ წავალთ. სალონში თმა უნდა შევიჭრა – ცურვაზე ხელს მიშლის. რა კარგია, დედიკო რომ გადაარჩინეთ, ახლა აღარ მეშინია“.

შემოწირულია

$8110.61

დონორი

527

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
Project

ავადმყოფი ზრდასრულები

არამზადებმა ლაშას დანა პირდაპირ გულში გაუყარეს! მისი სიცოცხლე ბეწვზე კიდია!

მეგობრებო, ამ ბიჭის მომავალი ბედი და სიცოცხლე ფულზეა დამოკიდებული. ასეთია სასტიკი სინამდვილე. ტანჯვისგან ღონემიხდილ ლაშას, მენჯ-ბარძაყის სახსარზე ორი რთული ოპერაციის გაკეთება ესაჭიროება, მოძრაობა რომ შეძლოს. ამჟამად, მისი სხეული პირდაპირი გაგებით, ერთ პოზაში არის გაშეშებული. საქართველოში, ერთი ფეხის ოპერაციის ღირებულება 18 000 ლარია. სამ თვეში კი, ასეთივე ოპერაცია მეორე ფეხზეც დასჭირდება. მერე, ხანგრძლივი რეაბილიტაცია იქნება საჭირო. ეჭვიც არ შეგეპაროთ, თითოეული შემოწირული ლარი, ლაშას მკურნალობას მოხმარდება და პირდაპირ კლინიკაში გადაირიცხება. მთელი საქართველო ამ კეთილი საქმისთვის უნდა გაერთიანდეს!  თქვენს მეგობრებსა და ახლობლებს უამბეთ ლაშას შესახებ. ძალა ერთობაშია და ერთად, ჩვენ შეგვიძლია, ეს ბიჭი ფეხზე დავაყენოთ და სრულფასოვანი ცხოვრება ვაჩუქოთ მას. წარმოიდგინეთ, მას ხომ, ეს მთელი გულით სწადია!

შემოწირულია

$10697.19

დონორი

792

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
Project

ავადმყოფი ზრდასრულები

გიო (9 წლის): დედა რომ მოკვდეს, ჩვენ დავობლდებით! მას თავის ტვინის კიბო აქვს! მე და ჩემი ძმა ყოველდღე ვლოცულობთ და უფალს ვთხოვთ, დედა რომ გამოჯანმრთელდეს. გთხოვთ, დაეხმარეთ, რომ იმკურნალოს!

გიო (9 წლის): „თავის ტვინში უშველებელი სიმსივნის გამო, დედაჩემი ცალი თვალით დაბრმავდა და საერთოდ ვეღარაფერს ხედავს. ჩემი საბრალო დედიკო…“

გიო: „დედიკო, ნუ ტირი, ყველაფერი კარგად იქნება, შენ ყველაფერს გაუძლებ, შენ ძლიერი ხარ, ჩვენი გულისთვის, კიბოს დაამარცხებ! შენ თუ არა, ვინ იზრუნებს ჩვენზე?

ასმათის ტვინში, ცენტრალურ ნერვთან ორი სიმსივნე არის „ჩამჯდარი“ და ახალგაზრდა ქალის ორგანიზმს ანადგურებს. შენელებული მოქმედების ნაღმია, რომელიც შეიძლება ნებისმიერ წამს აფეთქდეს…

ასმათი (36 წლის): „ბიოფსიის შემდეგ, სასწაულებრივად გადავრჩი. ქირურგებმა თქვეს, რომ სიმსივნე ძნელად მისადგომ ადგილას არის. შეიძლებოდა, ექიმის ერთი შეცდომა,  სიცოცხლის ფასად დამჯდომოდა!“

მძიმედ დაავადებული ქალისთვის რომ მიეხედა, დავითი, ასმათის მეუღლე, იძულებული გახდა, სამსახური დაეტოვებინა. ამჟამად, მისი ხელ-ფეხი ის არის. მას შემდეგ, რაც მის ცოლს დამბლა დაეცა, არ შეუძლია დახმარების გარეშე არც დგომა, არც სიარული.

შემოწირულია

$54701.41

დონორი

2699

დიახ! მსურს დახმარება!
Project

ავადმყოფი ზრდასრულები

ელზა (41 წლის): „ფონდის ყველა მეგობარს საქართველოში აუცილებლად უთხარით, რომ ამ საშინელ ტკივილს ვეღარ ვუძლებ. სუნთქვა სულ უფრო მიჭირს დღითი დღე, მეორე მხრიდან კი დიაბეტი მკლავს. ჩვენს ოჯახს ხომ ფული საერთოდ არ აქვს. მე კი მკაცრად, ექიმის დანიშნულების მიხედვით მჭირდება კვება“.

დაუსრულებელი ტანჯვაა ელზას ცხოვრება. სქოლიოზის მძიმე ფორმით არის დაბადებული. მისი ხერხემალი იმდენად არის გამრუდებული, რომ მუდმივი ტკივილისგან ქალს თვალთ უბნელდება, ფილტვები ეკეტება და თავისუფლად ამოსუნთქვას ვერ ახერხებს.

უზარმაზარი კუზი ძილის, სუნთქვისა და სიარულის საშუალებას არ აძლევს

ელზა (41 წლის): „ამ ტკივილს ვეღარ ვუძლებ. გუშინ თვალი ვერ მოვხუჭე! ღმერთს რა შევცოდე ასეთი, რომ დაბადებიდან ასე ვიტანჯები? ამხელა ტანჯვა რით დავიმსახურე?“

მიუხედავად ხერხემლის ტკივილისა, ელზას ძველ, დანგრეულ ტახტზე სძინავს. მთელი ღამე ტკივილებისგან კვნესის. წამლები არ შველის, ექიმთან წასასვლელი ფული კი არ აქვს. შშმ პირის და დედის პენსია არის მისი ერთადერთი შემოსავალი. მაგრამ ეს თანხა საკმარისი არ არის მკურნალობისთვის.

ელზა: „შეიძლება მოვკვდე, წამალი დროულად თუ არ მივიღე. ვფიქრობ, ჯოჯოხეთში მოხვედრისაც კი არ მეშინია სიკვდილის შემდეგ, რადგან აქ უკვე გამოვცადე!“

ამ საბრალო ქალს დიაბეტიც აქვს. არ აქვს სისხლში შაქრის დონის საზომი ჩხირები, არც მედიკამენტები, არც მათი შეძენის საშუალება. ორიოდე დღის წინ ელზას გული წაუვიდა და კარგა ხანს ვერ მოვიდა გონს. ალბათ, გესმით, ეს რასაც ნიშნავს. ყველაზე დიდი საშინელება მოხდება მაშინ, თუკი ერთხელაც კომაში ჩავარდება და ვეღარასოდეს გაიღვიძებს.

შემოწირულია

$2837.05

დონორი

141

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
1 20 21 22 23 24 65

გაქვთ კითხვები? ჩვენ დაგეხმარებით!

close


    გმადლობთ თქვენი შეტყობინებისთვის

    open
    close
    logo
    მოგვწერეთ
    logo
    გაქვთ კითხვები? ჩვენ დაგეხმარებით!




      გმადლობთ თქვენი შეტყობინებისთვის