დაეხმარე მოყვასს და მიუახლოვდი ღმერთს!

Projects/Beneficiaries Needs

Project

ავადმყოფი ზრდასრულები

ირაკლის კიბოს ყველაზე აგრესიული სახეობა – თავის ტვინის ავთვისებიანი სიმსივნე, მედულობლასტომა აქვს. მეტასტაზები უკვე ძვლებშია გავრცელებული, ბიჭს სიარული უჭირს და გაუსაძლისი ტკივილებით იტანჯება. რა კარგი შესახედაობის ბიჭია! ალბათ, მისი განკურნება ჯერ კიდევ შეიძლება, მაგრამ საუკეთესო თურქი ექიმების ჩარევის გარეშე – არაფერი გამოვა… ღმერთო, დაეხმარე, სანამ გვიანი არ არის, რომ მკურნალობა დაიწყოს!

წარმოიდგინეთ, როგორია, როდესაც ძლიერი, ჯანმრთელი მამაკაცი მოულოდნელად კარგავს ძალას, წონაში იკლებს და თვალსა და ხელს შუა სუსტდება. ირაკლი საშინელი თავის ტკივილებით იტანჯებოდა, გონების დაკარგვამდე. გამოკვლევები რომ დასრულდა, საშინელი ამბავი შეიტყო – თავის ტვინის ავთვისებიანი სიმსივნე, მედულობლასტომა აღმოაჩნდა.

ექიმებმა ირაკლის თავიდან უშველებელი სიმსივნე ამოკვეთეს, რომელიც სიცოცხლეს სწოვდა. ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა. რის მერეც მან სხივური თერაპიის 28 კურსს გაუძლო და, როდესაც თითქოს უკან მოიტოვა ყველაზე უარესი, დაავადებისგან დატანჯულ ბიჭს კიდევ ერთი დარტყმა ელოდა წინ! მეტასტაზები ძვლებში გავრცელდა. ახლა ისინი მის ორგანიზმს შიგნიდან ნელ-ნელა ჭამენ! რას ნიშნავს ეს? ანუ კოშმარი დაბრუნდა და თავიდან უნდა დაიწყოს ყველაფერი?

ირაკლი (31 წლის): „არც ჯდომა შემიძლია, არც წოლა. ფეხები, ზურგი, ხერხემალი და მხრები მტკივა! ტკივილი მაგიჟებს! ტკივილგამაყუჩებელი ნემსები მხოლოდ რამდენიმე საათით მშველის, ზოგჯერ კი, იძულებული ვხდები, დღის განმავლობაში ექვსჯერ გავიკეთო. ღამით ვერ ვიძინებ. რამდენ ხანს გავძლებ ასე?

მუდმივი დაძაბულობის გამო ირაკლის მაღალი არტერიული წნევა აქვს. მდგომარეობა დღითი დღე უარესდება.

შემოწირულია

$18523.24

დონორი

1140

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
Project

ავადმყოფი ზრდასრულები

მეგობრებო, თქვენ, ახალგაზრდა დედა ჯოჯოხეთური ტანჯვისგან იხსენით! მთელი საქართველო გაერთიანდა, კიბოთი მძიმედ დაავადებულ ქრისტინეს, ძვირადღირებული გამოკვლევებისა და სასიცოცხლოდ მნიშვნელვანი ოპერაციის ჩატარებაში რომ დახმარებოდა! მთელი გულით მადლობას გიხდით!

ქრისტინეს „შხამიანი ჩიყვი“ ავთვისებიან სიმსივნედ გარდაიქმნა. სასწრაფო ოპერაცია სჭირდებოდა, რომლის გაკეთების საშუალებაც მარტოხელა დედას არ ჰქონდა. მაშინ, მთელი საქართველო მის გადასარჩენად გაერთიანდა!
ქრისტინე (39 წლის): „სიტყვები ზედმეტია… ღმერთმა ასმაგად დაგაჯილდოვოთ! დიდი მადლობა დახმარებისთვის ყველას! მე ხომ, ოპერაციისა და მკურნალობის ხარჯების დამოუკიდებლად დაფარვას ვერასდროს შევძლებდი.“
ქრისტინეს ენაზე წანაზარდი წარმოიქმნა, რომელიც დღითიდღე იზრდებოდა. ქალი საშინელი ტკივილებით იტანჯებოდა. მაგრამ, თქვენი დამსახურებით, მეგობრებო, ეს კოშმარი დასრულდა.

შემოწირულია

$10441.14

დონორი

712

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
Project

ავადმყოფი ზრდასრულები

გთხოვთ, დახმარების ძახილი შეისმინოთ! კიბო სამი შვილის დედას შიგნიდან წვავს! კუჭის ავთვისებიანი სიმსივნის გამო, ნანა თითქმის ვერაფერს ჭამს. მას სასწრაფოდ სჭირდება დახმარება! მძიმედ დაავადებულმა ქალმა ჯანდაცვის სამინისტროსგან ქიმიოთერაპიისთვის თანხის გამოყოფაზე უარი მიიღო! დრო აღარ რჩება! ჩვენი ვალია, სამი შვილის დედას სიცოცხლე შევუნარჩუნოთ! რადგან, საბრალო ქალის ბედი სახელმწიფოს ნაკლებად ადარდებს!

დიდი გაჭირვებით, ნანამ გაიარა თურქეთში ქიმიოთერაპიის 12 კურსი. რამდენიმე დღეში კი შემდეგი ბლოკი უნდა დაიწყოს. საბრალო ქალის თქმით, ჯანდაცვის სამინისტროსგან დაფინანსებაზე უარი მიიღო. სამკურნალოდ წასვლა როგორ უნდა მოახერხოს? უბედური ქალის თქმით, ჯანდაცვის სამინისტრომ უარი უთხრა დაფინანსებაზე. რა სახსრებით წავიდეს ქალი სამკურნალოდ? მადლობა ღმერთს, რომ საქართველოში ყველა სნეულსა და უბედურს ვყავართ ჩვენ – ჩვენი ქვეყნის უბრალო მოქალაქეები. უფალი ყველაფერს ხედავს და დიდება მას, ჩვენ კიდევ გვექნება დრო, ვისაუბროთ იმაზე, თუ ვინ უფრო მოსწონს მინისტრს და ვინ არა და რა მიზეზით! სამინისტროში ასეთ მწუხარებას არავის ვუსურვებთ! დღეისთვის, ყველაფერი, რაც ოჯახს ჰქონდა, დახარჯულია. ჩვენ გარდა, მას სხვა არავის იმედი არ აქვს! მეგობრებო, გესმით, რას ნიშნავს ქიმიოთერაპიის შეწყვეტა იმ დროს, როდესაც მისი ერთი დღით გადადებაც კი არ შეიძლება? ქალს დახმარება ახლავე სჭირდება! ეს ერთადერთი შანსია, რომლის ხელიდან გაშვებაც არ შეიძლება, რათა ადამიანის სიცოცხლე გადავარჩინოთ!

შემოწირულია

$16422.73

დონორი

1196

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
Project

ავადმყოფი ზრდასრულები

უბედურება!!! ჩვენი თანამემამულე, რომელიც სიკვდილს ებრძვის, თურქეთში, უცხო ქვეყანაში, ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან დახმარების გარეშე დარჩა. მიუხედავად იმისა, რომ მისმა ექიმებმა სთხოვეს მინისტრს დახმარებოდა საბრალო ბიჭს!!! საშინელება ის არის, რომ საბრალო ბიჭს, რომელიც თავისი ქვეყნის მთავრობას ენდო (დაჰპირდნენ დახმარებას), დღე-დღეზე გაწერენ საავადმყოფოდან და ქუჩაში აღმოჩნდება, სადაც მხოლოდ ერთი-ორი დღე თუ იცოცხლებს, რადგან მის საბრალო მოხუც  მამას ფული არ აქვს, საქართველოში რომ ჩამოიყვანოს შვილი! საბრალო ბიჭის სიცოცხლის ფასი 15 000 დოლარია! მაგრამ, სამინისტროს ეს ნაკლებად ადარდებს…

მამუკა 30 მეტრის სიმაღლიდან ხევში გადაიჩეხა. ფუძის ძვალი გაუტყდა და ასევე დაემსხვრა ხერხემალი. ალბათ, ხვდებით, ეს რასაც ნიშნავს… დიდი სიმაღლიდან ხევში გადაჩეხილი ბიჭის, ასეთი ტრავმებით გადარჩენის არანაირი შანსი არ არსებობდა, რადგან მამუკას ფუძის ძვალი გაუტყდა და ასევე გადატყდა ხერხემალში. გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა, ექიმებს მისი გადარჩენის იმედი არ ჰქონდათ. თუმცა, უფლის სასწაული მოხდა – მამუკა გადარჩა. მართალია, ქართველი ექიმების დახმარებით, მოხერხდა ბიჭის სიცოცხლის გადარჩენა, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ მამუკას ხერხემლის და ფუძის ძვლის ძლიერი დაზიანება ჰქონდა, მისი საზღვარგარეთ გადაყვანა გახდა საჭირო. ჩვენო მეგობრებო, ახლა რასაც გეტყვით, ცხარე ცრემლებით აგატირებთ. ჩვენმა ქართველმა ვაჟკაცმა თურქეთის კლინიკაში მხოლოდ სამი დღე დაჰყო. ახლა კი, ბიჭი, რომელიც სიკვდილს ებრძვის, თურქეთის ერთ-ერთი ჰოსტელის პატარა ოთახში წევს. იცით, რატომ? იმიტომ, რომ მის საბრალო დედას საავადმყოფოში გადასახდელი ფული აღარ ჰქონდა და… დანარჩენს, ალბათ, თავადაც მიხვდით. უკვე თვეზე მეტია, ჩვენი სამშობლოს შვილი, უცხო ქვეყნის მიწაზე, ერთ უბადრუკ ოთახში ტკივილებით იტანჯება და სიკვდილთან ბრძოლაში, მისი დამხმარე მხოლოდ დედაა. მამუკა მთლიანად პარალიზებულია.

შემოწირულია

$46443.80

დონორი

3890

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
Project

ავადმყოფი ზრდასრულები

ლიკა (11 წლის): „ჩემი საყვარელი დედა და დაიკო ეტლს არიან მიჯაჭვული და სიარული არ შეუძლიათ. თუ შეგიძლიათ, დაგვეხმარეთ! ძალიან რთულია, გული მაქვს დამძიმებული…“

უბრალოდ წარმოიდგინეთ, რას გრძნობს ახალგაზრდა და ლამაზი ქეთევანი, რომელიც 26 წლის ასაკში ეტლში ჩაჯდა! იმ საბედისწერო დღეს მან ერთი ნაბიჯის გადადგმაც კი ვერ მოახერხა — ფეხები აღარ ემორჩილებოდა. მისი მდგომარეობა დღითი დღე უარესდება, თუმცა ოჯახს გამოკვლევების ფული არ აქვს. სანამ სწორი დიაგნოზი არ გაირკვევა, მკურნალობასაც ვერ დაიწყებენ. იმ დაავადების დიაგნოსტირებისთვის, რომელიც ქეთევანს აწუხებს, სასწრაფოდ უნდა ჩატარდეს თავის ტვინისა და ხერხემლის მრტ კვლევა. ეს უბრალოდ წარმოუდგენელი თანხაა სოფელში მცხოვრები ოჯახისთვის ორი მცირეწლოვანი შვილით, რომელთაგან ერთ-ერთი მძიმედ არის დაავადებული.

შემოწირულია

$12287.75

დონორი

933

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
Project

ავადმყოფი ზრდასრულები

ყოველ დილით, 12 წლის მაგდა მამის საწოლთან მიდის. იმის შიშით, რომ ეს საყვარელ მამასთან ერთად გატარებული უკანასკნელი დღე აღმოჩნდება, საბრალო ბავშვი თავს ადებს ძალიან ჩუმად და ამოწმებს, ისევ ფეთქვას მისი გული, თუ…

ვინ იცის, იქნებ მამა-შვილის უკანასკნელი ჩახუტება აღმოჩნდეს ეს…
12 წლის მაგდა საყვარელ მამიკოს ასე ეხუტება. თითქოს, ამ ჩახუტებით, ბავშვი ცდილობს, რომ სიკვდილს არ გაატანოს ის ადამიანი, რომელიც ყველაზე მეტად უყვარს ამ ქვეყნად.გოგონამ იცის, რომ გულის გადანერგვის გარეშე, სიკვდილი საყვარელ მამიკოს წაართმევს. მაგდას მამას, 49 წლის ჯუმბერს, დილატაციური კარდიომიოპათია დაუდგინდა. ამ საბრალო მშრომელ კაცს 3 წლის წინ აღმოაჩნდა გულის საშინელი დაავადება, მაგრამ უფულობის გამო ვერ იმკურნალა, ვერც შესაბამისი მედიკამენტების ყიდვა შეძლო. დღეს კი, უკვე დამებულია მისი მდგომარეობა. საბრალო კაცს ისეთი შეგრძნება აქვს, თითქოს ვიღაც ახრჩობს, ვერ სუნთქავს, ჰაერი არ ჰყოფნის, გული კი საშინლად სტკივა, პირდაპირი და ირიბი მნიშვნელობითაც. წყეული უფულობის გამო, მამა, რომელიც სიკვდილს ებრძვის, წამალს ვერ ყიდულობს. ნუთუ, ამაზე დიდი გულისტკივილი, რამე არსებობს?!

შემოწირულია

$5098.53

დონორი

307

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
1 22 23 24 25 26 65

გაქვთ კითხვები? ჩვენ დაგეხმარებით!

close


    გმადლობთ თქვენი შეტყობინებისთვის

    open
    close
    logo
    მოგვწერეთ
    logo
    გაქვთ კითხვები? ჩვენ დაგეხმარებით!




      გმადლობთ თქვენი შეტყობინებისთვის