დაეხმარე მოყვასს და მიუახლოვდი ღმერთს!

Projects/Beneficiaries Needs

Project

ავადმყოფი ზრდასრულები

ერთმა ტრაგიკულმა დღემ მირიანის ცხოვრება მთლიანად შეცვალა. სიცოცხლით სავსე ბიჭი, ოჯახის შექმნის ნაცვლად, მანქანის ბორბლებქვეშ მოყვა და ახლა ყოველდღიურად უწევს სიცოცხლისთვის სასტიკი ბრძოლა

მირიანი 35 წლის იყო, როდესაც ერთ ავბედით საღამოს, ტროტუარზე მიმავალს, ავტომობილი დაეჯახა. მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ახალგაზრდა უდანაშაულო ბიჭის სისხლი დაიღვარა. მირიანმა სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრავმები მიიღო. თავის იმდენად მძიმე დაზიანებები ჰქონდა, რომ ექიმები მისი გადარჩენის 1%-საც კი არ ვარაუდობდნენ. ბიჭს თავის ქალის ძვლები ჰქონდა დამტვრეული. ალბათ, ხვდებით, ეს რასაც ნიშნავს. სამი თვის განმავლობაში მირიანი კომაში იყო. პირველი ოპერაცია ბიჭს მოსკოვში ჩაუტარდა, თუმცა მისი მდგომარეობა უფრო დამძიმდა. წარუმატებელი ოპერაციის შემდეგ, მირიანი რეანიმობილით საქართველოში გადმოიყვანეს. ჯამში, საბრალო ბიჭს თავის ტვინზე ოთხი ოპერაცია ჩაუტარდა. ბიჭს არც მგრძნობელობა ჰქონდა, არც აღქმის უნარი. მიცვალებულისგან მხოლოდ იმით განსხვავდებოდა, რომ სუნთქავდა. მიუხედავად ამისა, ბიჭის გმირი დედა არ დანებდა. საბრალო ქალმა შეუძლებელი შეძლო შვილის გამო და მართლაც, უფლის შემწეობით, თავის ტვინზე ჩატარებული მეოთხე ოპერაციის შემდეგ, მირიანი კრიტიკული მდგომარეობიდან გამოვიდა და მისი სიცოცხლის გადარჩენის რეალური შანსები გაჩნდა.

შემოწირულია

$26771.72

დონორი

1796

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
Project

ავადმყოფი ზრდასრულები

ერთი ლოცვა, დასახმარებლად გადადგმული ერთი ნაბიჯიც კი, არა მხოლოდ ხატიას, არამედ ჩვენც გადაგვარჩენს! დავეხმაროთ საბრალო ქალს, ბოლოს და ბოლოს შეძლოს ტაძარში მისვლა, რათა ლოცვით მიმართოს უფალს, სთხოვოს ჩვენი ცოდვების მიტევება და დახმარება, ცხოვრება რომ გააგრძელოს!

კარის ზღურბლზე ფონდის კორესპონდენტი რომ დაინახა, ხატიამ ემოციები ვერ შეიკავა და ატირდა: „საწოლიდან ადგომა მინდა! დამეხმარე, გთხოვ, დამეხმარე! ყოველდღე მუხლებზე დაჩოქილი ვილოცებ შენთვის“. მეგობრებო, თქვენთვის ნათელი რომ იყოს, ქალი უკვე ერთი წელია, სახლიდან გასვლას ვერ ახერხებს და საწოლს არის მიჯაჭვული, რადგან მის მოხუც მშობლებს ძალა არ შესწევთ, რომ შვილი ხელში აიყვანონ და ეტლში ჩასვან. საგრძნობლად გაიზარდა ოჯახის ხარჯებიც – საწოლს მიჯაჭვული შვილის ყოველდღიური მოვლა, ნაწოლების პროფილაქტიკა, პამპერსი, საფენები, მალამოები… ესაა სიტუაცია, რომელთანაც შეუძლებელია დამოუკიდებლად გამკლავება.

შემოწირულია

$3644.21

დონორი

247

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
Project

ავადმყოფი ზრდასრულები

ფონდის მთელი გუნდი, გიოს ხელახლა დაბადებას ვზეიმობთ! ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ, ის სახლში ბრუნდება!

მეგობრებო, თქვენ, ჩვენი გმირები ხართ! ფასდაუდებელია თქვენი გულისხმიერება და მზადყოფნა, იმ ადამიანებს დაუდგეთ გვერდში, ვისაც ეს სჭირდება! საშინელ ავტოკატასტროფაში სასწაულებრივად გადარჩენილი ახალგაზრდა ბიჭის გადასარჩენად, მთელი საქართველო გაერთიანდა და 64 000 ლარზე მეტი შეგროვდა. ამ პოსტში კი, მისი დედის, თეას თბილი სიტყვების წაკითხვა შეგიძლიათ. ეს, მისი პატარა წერილია. თითოეულ თქვენგანს, ვინც გვერდში დაუდგა გიოს, გწერთ ამ სიტყვებს, რომელიც გულს გვითბობს და შეგვახსენებს, რომ ერთად, ბევრი რამის გაკეთება შეგვიძლია.

შემოწირულია

$64263.27

დონორი

3430

დიახ! მსურს დახმარება!
Project

ავადმყოფი ზრდასრულები

„შვილებო, გმადლობთ, ტანჯვისგან რომ მიხსენით!“ ეს დისტანციური მართვის საწოლი სასწაულია ლამარა ბებოსთვის!

ლამარა ბებია: „მინდა, კიდევ ვიცოცხლო და ბედნიერი ვიყო, რადგან თავს უკეთ ვგრძნობ“. ლამარა ბებია: „შვილო, შეხედე, როგორ ვწევარ – დედოფალივით! ეს დისტანციური მართვის საწოლი ჩემი ბებერი ძვლებისთვის სასწაულია. მოსახერხებელ საწოლსაც მოვესწარი, ბოლოს და ბოლოს. თავად მემსახურება: დამსვამს, მერე დამაწვენს და ფეხებსაც ამაწევინებს. ყველა ადამიანს, ვინც ტანჯვისგან მიხსნა, ვუსურვებ ბედნიერებას, ჯანმრთელობას და დღეგრძელობას! ლამარა ბებია: „ეს დისტანციური მართვის საწოლი, სასწაულია ჩემი ბებერი ძვლებისთვის. დედოფალივით ვწევარ“. „ეს საწოლი კარგად მემსახურება: დამსვამს, დამაწვენს და ფეხებსაც ამაწევინებს“. „დედას უყვარს მაწონი ხაჭოთი ჭიქაში, – ამბობს ლამარას ვაჟი, ვახტანგი. – პურის ნაჭერზე წასმული მოხარშული შესქელებული რძით. ახლა ნადიმი უნდა მოვუწყო. აი, დედა, ისიამოვნე! მაცივარი გავავსე რძის პროდუქტებით, ასევე ყველი, ძეხვი, კვერცხი, ჩაშუშული ხორცის კონსერვი ვიყიდე. ჩერნოვეცკის ფონდს ძალიან მაგარი მეგობრები ჰყავს, ძალიან! ქართულ ოჯახებს სიღატაკისგან თავის დაღწევაში ეხმარებით!

შემოწირულია

$18671.44

დონორი

1219

დიახ! მსურს დახმარება!
Project

ავადმყოფი ზრდასრულები

რაულს სასიცოცხლოდ სჭირდება წამლები და ეტლი!

რაული მხოლოდ 20 დღის იყო, როდესაც მაღალი სიცხის გამო, ძლიერი კრუნჩხვები დაემართა. სოფელში ექიმი არ იყო და სანამ ბავშვი რაიონულ ცენტრში გადაიყვანეს, დამბლა დაეცა. საშინელი დიაგნოზი დაუსვეს – ცერებრული დამბლა. მშობლები შოკში იყვნენ, რადგან სულ ცოტა ხნის წინ, საშინელი ტრაგედია გადაიტანეს – მათი პირველი შვილი, გოგონა, 1 წლის და 8 თვის ასაკში დიფტერიით გარდაიცვალა. წარმოიდგინეთ, შვილის ავადმყოფობასთან შეგუება როგორ გაუჭირდათ! რაული 26 წელია ტკივილებს უძლებს. მარცხენა ფეხი ისე აქვს გამრუდებული, რომ საერთოდ ვერ შლის. რაულის ხერხემალი ისეა გამრუდებული, რომ დეფორმირებულია ყველა შინაგანი ორგანო. სუნთქვაც კი მტკივნეულია. ტკივილგამაყუჩებლებისა და დამამშვიდებლების გარეშე, არ შეუძლია ცხოვრება! ბიჭი ბავშვობიდან ეტლს არის მიჯაჭვული. ეტლი უწევს ფეხების მაგივრობას, რადგან რამდენიმე ნაბიჯის დამოუკიდებლად გადადგმაც კი არ შეუძლია.

შემოწირულია

$5320.85

დონორი

257

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
Project

ავადმყოფი ზრდასრულები

15 წლის ნინი დღედაღამ ხელით ატარებს პარალიზებულ დედას! დედას რეაბილიტაცია სჭირდება, ფეხზე რომ დადგეს! მაგრამ თანხა სად უნდა იშოვონ? ის და დედა ხომ ამ სასტიკ სამყაროში სრულიად მარტონი დარჩნენ!

ნინი ორი წლის იყო, როდესაც დამბლა დაეცა დედას. ინსულტის შემდეგ ოლგას მთლიანად წაერთვა მარჯვენა მხარე. აღარ შეეძლო არც სიარული, არც თავის მოვლა, არც ლაპარაკი. 15 წლის პატარა გოგონამ დედაზე ზრუნვა იტვირთა. ბავშვი დედას აჭმევს, აბანავებს და, ამ სიტყვების პირდაპირი მნიშვნელობით, ხელით ატარებს. ნინი ნამდვილი მებრძოლია და ამ ყველაფერს უმკლავდება, გარდა ამისა, სკოლაში კარგად სწავლას და ცეკვაზე სიარულს ახერხებს. ის ძლიერია და პასუხისმგებლობის მქონე. ასეთი გოგონები არ ნებდებიან. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საკითხი ეხება დედას. ნინი ბებიასთან ერთად უვლის პარალიზებულ დედას. ყოველდღიურად აკვირდება მის მდგომარეობას. სახლში ავარჯიშებს და მასაჟს უკეთებს. მაგრამ, სამწუხაროდ, ეს საკმარისი არ არის! ოლგას რეალური შანსი აქვს, კვლავ შეძლოს სიარული. თუნდაც ყავარჯნებით, ხელჯოხით, მაგრამ თავისი ფეხით რომ გაიაროს. მთავარია, გამოცდილი ინსტრუქტორების ხელმძღვანელობით სარეაბილიტაციო კურსი გააგრძელონ. მაგრამ მკურნალობისთვის საჭიროა ოჯახისთვის წარმოუდგენელი თანხა. მოდით, ოლგას მისი ოცნების ასრულებასა და ფეხზე დადგომაში დავეხმაროთ!

შემოწირულია

$28005.33

დონორი

1908

დიახ! მსურს დახმარება!
1 24 25 26 27 28 65

გაქვთ კითხვები? ჩვენ დაგეხმარებით!

close


    გმადლობთ თქვენი შეტყობინებისთვის

    open
    close
    logo
    მოგვწერეთ
    logo
    გაქვთ კითხვები? ჩვენ დაგეხმარებით!




      გმადლობთ თქვენი შეტყობინებისთვის