დაეხმარე მოყვასს და მიუახლოვდი ღმერთს!

Projects/Beneficiaries Needs

Project

ავადმყოფი ზრდასრულები

SOS! SOS! SOS! ნათელას ძვლის კიბო აქვს. სასწრაფოდ ესაჭიროება ძვირადღირებული ქიმიოთერაპიის კურსების ჩატარება თურქეთში! გთხოვთ, სამი შვილის დედა გადაარჩინოთ!

ავთვისებიანი სიმსივნე ცოცხლად ჭამს სამი შვილის დედას და მის სხეულში საგანგაშო სისწრაფით ვრცელდება! იცით, ეს რას ნიშნავს? ძვლოვანი ქსოვილის ვერაგი კიბო ერთიმეორის მიყოლებით ყველა ჯანმრთელ ორგანოს ითრევს: სარძევე ჯირკვალს, ფარისებრ ჯირკვალს, ხერხემალს. მეგობრებო, უფალი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენის ერთადერთ შანსს გვაძლევს, მაგრამ ახლავე უნდა ვიმოქმედოთ! ახალგაზრდა ქალს ძვირადღირებული ქიმიოთერაპიის კურსის ჩატარება ესაჭიროება თურქეთში. ერთი პროცედურის ღირებულება დაახლოებით ხუთი ათასი დოლარი არის. ნათელა ფეხზე რომ დადგეს, უნდა გადაიხადოს სამი ასეთი პროცედურის საფასური და, რაც მთავარია, უნდა გაუძლოს მათ. ოჯახის წევრები, რა თქმა უნდა, ყიდიან ყველაფერს, რაც კი გააჩნიათ, მაგრამ ეს არ კმარა. თქვენი დახმარების გარეშე ოჯახი ვერ გაუმკლავდება ამას!

შემოწირულია

$17593.83

დონორი

1215

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
Project

ავადმყოფი ზრდასრულები

ნათია საქართველოში ცოცხალი და ჯანმრთელი დავაბრუნოთ! თურქეთის კლინიკაში მყოფ ჩვენს თანამემამულეს ჩვენი დახმარება სასწრაფოდ ესაჭიროება. ნათიას მხოლოდ 1 კვირა აქვს ვადა, რომ გადარჩეს. თქვენ მიერ გაღებული თითოეული ლარი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია!

მეორე ურთულესი ოპერაციისთვის, 15 ათასი დოლარი არის საჭირო. კეთილო ადამიანებო, ამ საბრალო დედა-შვილის იმედი, მხოლოდ თქვენ ხართ! დრო ძალიან ცოტაა. თურქი ექიმების თქმით, იმ შემთხვევაში თუ ნათიას, რამდენიმე დღეში მეორე ოპერაცია არ ჩაუტარდა, „ჩაიყრება წყალში“ არა მხოლოდ პირველი ოპერაციის კარგი შედეგი, არამედ უფრო დამძიმდება ნათიას მდგომარეობა. ექიმებმა დეტალურად აგვიხსნეს რატომ, თუმცა, ძვირფასო მკითხველო, თქვენ აღარ შეგაწყენთ თავს. გახსოვდეთ, რომ თქვენ მიერ გაღებული ერთ ლარსაც კი, არა მხოლოდ ნათიას სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია, არამედ მისი საბრალო გმირი დედისაც, რომელმაც ტანჯვაში გაატარა მთელი ახალგაზრდობა და მოხუცებულობა შვილის ჯოჯოხეთური წამების შემხედვარე. მოდით, სიცოცხლის უკანასკნელ წლებში მაინც მივანიჭოთ სიხარული ამ გმირ ქალს.

შემოწირულია

$53269.83

დონორი

2764

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
Project

ავადმყოფი ზრდასრულები

აფხაზეთის ომის გმირი ქალი, რომელმაც ბრძოლის ველიდან ათობით სასიკვდილოდ დაჭრილი ჯარისკაცი გამოიყვანა ტყვიებისა და აფეთქებული ჭურვების ქვეშ, ახლა სახელმწიფოსგან 45 ლარს იღებს და ქუჩის ძაღლივით ცხოვრობს! სირცხვილი, სირცხვილი, სირცხვილი!

აფხაზეთის ომი! დაიღუპა 10 ათასზე მეტი მშვიდობიანი ქართველი… დაიჭრა და დასახიჩრდა 10 ათასამდე კაცი, ხოლო აფხაზეთში მცხოვრები 300 ათასზე მეტი ქართველი სეპარატისტებმა საკუთარი სახლებიდან განდევნეს. 20 წლის ლიკა აფხაზეთის ომში დაჭრილ ჯარისკაცებს სისხლს წმენდდა და ჭრილობებს უხვევდა. დაღუპული მებრძოლების ცხედრებს ბრძოლის ველზე არ ტოვებდა. საკუთარი სიცოცხლის ფასად გამოჰქონდა ცხედრები, რათა მათ მშობლებს შვილის საფლავი მაინც ჰქონოდათ. ის პატარა გმირი გოგონა დღეს უკვე ქვრივი ქალია, რომელსაც არ სახლი აქვს, არც საკვები, არც მედიკამენტების საყიდელი ფული. გმირი ქალი ისეთივე პირობებში ცხოვრობს, როგორშიც მიუსაფარი ძაღლი. ეს საშინელი შენობა – ყოფილი ტუბდისპანსერია. აქ არც სინათლეა, არც გათბობა, არც ფანჯრები. კედლები კი ნესტისგან დამპალია. სწორედ ამ საშინელ შენობაში ცხოვრობს გმირი ლიკა, რომელმაც ბრძოლის ველზე უამრავი ჯარისკაცის სიცოცხლე გადაარჩინა და თავადაც სამშობლოს ერთიანობისთვის იბრძოდა. დღეს კი ამ სამშობლოში ერთი ნორმალური პატარა ოთახიც კი ვერ მოიძებნა ლიკასთვის. ღია ცის ქვეშ დარჩენილი ქალი იძულებული გახდა, თავად შესულიყო ამ მიტოვებულ შენობაში. ამ პალატებში ერთ დროს ტუბერკულოზით დაავადებული, სიკვდილთან მებრძოლი ხალხი იწვა. ის საშინელი პალატები დღეს გმირი ქალის ერთადერთი საცხოვრებელია. ღმერთო, ეს ხომ საშინელებაა!

შემოწირულია

$1986.92

დონორი

98

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
Project

ავადმყოფი ზრდასრულები

„დაგვეხმარეთ! უფალმა დაგლოცოთ!“ – მოწყალების თხოვნის ძალა აღარ გვაქვს! გვრცხვენია და ჯანმრთელობაც აღარ შეგვრჩა! ჩვენც ხომ ისეთივე ადამიანები ვართ… როგორიც შენ, შვილო“, – მომმართა ნონამ, რომელიც იძულებულია, მოწყალება ითხოვოს, რომ შიმშილით არ მოკვდეს!

აგეტირებათ, რომ ნახოთ, რა საშინელ პირობებში ცხოვრობს ოჯახი. ქალი, რომელსაც ხერხემლის დაავადება აქვს, ხის ტახტზე წევს. მეგობრებო, მათ სჭირდებათ საწოლები, მატრასები და თბილი ტანსაცმელი! ჭერიდან წყალი ჩამოსდით და წვიმის დროს სახლშიც ისევე წვიმს, როგორც გარეთ. ფანჯრები ძველია, იშლება. ნაპრალებიდან ქარი უბერავს, ოთახში საშინლად ცივა, რადგან საბრალოებს არც შეშა აქვთ და არც საკუთარი ღუმელი. ნაცნობს შეეცოდა და დროებით ათხოვა თავისი. მაგრამ 10 დღის შემდეგ წაიღებს და საბრალო ქალები ისევ იკანკალებენ სიცივისგან. ღმერთმა არ ქნას, რომ გაცივდნენ! თორემ სიცხის დამწევის საყიდელი ფულიც კი არ ექნებათ. მალე ზამთარი დადგება, ამინდი ფუჭდება, ხშირად წვიმს და სახლიდან სულ უფრო იშვიათად უწევს ადამიანს გასვლა. ნონას და ნინოს კი თბილი ქურთუკებიც არა აქვთ! ჩვენი მხარდაჭერა ახლა ისე სჭირდება ამ ორ სუსტ ქალს, როგორც არასდროს! ისინი ელოდებიან დახმარებას ჩერნოვეცკის ფონდის მეგობრებისგან! დავეხმაროთ გამოზამთრებაში! ვაჩუქოთ მათ სიცოცხლე!

შემოწირულია

$6721.72

დონორი

452

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
Project

ავადმყოფი ზრდასრულები

მთვრალმა ნაძირალებმა სასიკვდილოდ სცემეს მურმანს საკუთარი შვილების თვალწინ! ახალგაზრდა მამაკაცს რეანიმაციაში გული სამჯერ გაუჩერდა! თუ არ დავეხმარებით, ბავშვები სამუდამოდ დაკარგავენ საყვარელ მამას და ერთადერთ მარჩენალს!

მეგობრებო, მურმანს ხანგრძლივი რეაბილიტაცია სჭირდება. მაგრამ ერთადერთი მარჩენალის გარეშე დარჩენილ ოჯახს ამის საშუალება არ აქვს. ბავშვები სოციალური შემწეობითა და შშმ პირის პენსიით არსებობენ. ეს კი ძლივს კმარა მძიმედ დაავადებული მამისთვის წამლებისა და პამპერსის შესაძენად. წარმოიდგინეთ, ქალს ტაქსით სამგზავრო ფულიც კი არ აქვს, მამაკაცი რეაბილიტოლოგთან ვარჯიშზე რომ წაიყვანოს. შეიძლება იფიქროთ, რომ ადამიანს, რომელიც სახლიდან არ გადის, ცოტა რამ სჭირდება. სინამდვილეში კი ყველაფერი პირიქითაა. მურმანს წამლები და მწოლიარე პაციენტებისთვის აუცილებელი მოვლის საშუალებები ყოველთვე სჭირდება, ასევე, ნაწოლების საწინააღმდეგო ლეიბი. მეუღლე დღედაღამ მის გვერდით არის და არ შეუძლია მუშაობა, ამიტომ ყველა საჭიროებას ვერ უმკლავდება. თქვენი თანადგომა ძალიან მნიშვნელოვანია! თქვენი ლოცვა ძალიან მნიშვნელოვანია! გთხოვთ, მურმანს უსურვეთ ძალა, მის მეუღლეს კი მოთმინება და სიყვარული. რადგან სიყვარულს სასწაულების მოხდენა შეუძლია! ღმერთმა დაგლოცოთ!

შემოწირულია

$10910.40

დონორი

800

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
Project

ავადმყოფი ზრდასრულები

რა ბედნიერებაა! ჩერნოვეცკის ფონდმა მაჩუქა ამდენი უძვირფასესი ადამიანი!

„ჩერნოვეცკის ფონდის საკონტაქტო ინფორმაცია მეგობარმა მომაწოდა, — გვიამბობს ნელან ჩარჩიანი, მარტოხელა დედა, რომელიც ეტლს არის მიჯაჭვული. — ნომერი ქართული იყო და თავიდან ვიფიქრე: „თუკი ჩემს ქვეყანაში, სომხეთში, ჩემზე არავინ ზრუნავს, უცხო ქვეყანაში მით უმეტეს არავის ვჭირდები“. მაგრამ საღამოს მაინც დავრეკე და ავტომოპასუხეზე დავტოვე შეტყობინება. მეორე დღეს კი ზარი გაისმა საქართველოდან! ეს უბრალოდ წარმოუდგენელია, ღმერთო! ერთ კვირაში კი ჩერნოვეცკის ფონდის თანამშრომლები მესტუმრნენ ერევანში, რომ გადაეღოთ და ყველასთვის ეჩვენებინათ ჩემი ისტორია. სიზმარში მეგონა თავი! საკუთარ ყურებს და თვალებს არ ვუჯერებდი! ყოველთვის, როცა ფონდის წარმომადგენლებს ტელეფონით ვესაუბრები, მადლიერების ცრემლები მომდის, როდესაც ვუყურებ ყველაფერს, რაც ფონდის მეგობრებისგან მივიღე საჩუქრად. თითოეულ თქვენგანს მინდა ვუთხრა „ჯან“, ჩემი სითბო, სიყვარული, პატივისცემა და მადლიერება გავუზიარო!“

შემოწირულია

$2984.23

დონორი

128

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
1 25 26 27 28 29 65

გაქვთ კითხვები? ჩვენ დაგეხმარებით!

close


    გმადლობთ თქვენი შეტყობინებისთვის

    open
    close
    logo
    მოგვწერეთ
    logo
    გაქვთ კითხვები? ჩვენ დაგეხმარებით!




      გმადლობთ თქვენი შეტყობინებისთვის