დაეხმარე მოყვასს და მიუახლოვდი ღმერთს!

Projects/Beneficiaries Needs

Project

ავადმყოფი ზრდასრულები

„აფხაზეთში ტყვეობაში გავატარე 60 დღე, ნესტიან სარდაფში ვიყავი დამწყვდეული და სასტიკად მაწამებდნენ! იმ საშინელების შემდეგ, რაც გადავიტანე, უჰაერობის საშინელი შეტევები მემართება! წამლები მჭირდება! გთხოვთ, დამეხმარეთ!“

უჰაერობის ყოველი მორიგი შეტევის დროს, გელა სიცოცხლეს ემშვიდობება. ხომ შეიძლება ერთ დღესაც სასწრაფომ მისი გადარჩენა ვერ მოასწროს?! ის იხრჩობა, არც ჩასუნთქვა შეუძლია, არც ამოსუთქვა. ჟანგბადის კონცენტრატორი გელას გადარჩენის ერთადერთი გზა არის! მაგრამ კაცს მისი ყიდვის საშუალება არ გააჩნია. შშმ პირის პენსია და სოციალური შემწეობის 30 ლარი წამლების საყიდლადაც კი არ ჰყოფნის და ამიტომ ყოველი შეტევის შემდეგ გელას სასწრაფო დახმარების ბრიგადა ასულიერებს. მეგობრებო, გელას ბავშვობიდან ერთი ბედნიერი დღეც კი არ ახსოვს. მეოთხე კლასში იყო, ავად რომ გაუხდა დედა და მას დააწვა მხრებზე ოჯახზე ზრუნვა. ძროხის წველა და საჭმლის მომზადება პატარა ბიჭს მოუწია. რთული გზა გამოიარა. მშვიდი სიბერე და ელემენტარული კომფორტი ნამდვილად დაიმსახურა. ჩვენ გარდა, მას ვერავინ დაეხმარება! ჩვენ შეგვიძლია, სიცოცხლის შანსი ვაჩუქოთ გელას!

შემოწირულია

$3058.31

დონორი

209

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
Project

ავადმყოფი ზრდასრულები

ორი მძიმედ დაავადებული ბავშვის მამას კიბო ცოცხლად ჭამს. გიგანტური სიმსივნე უკვე ტვინის 90 პროცენტს იკავებს. სასწრაფოდ სჭირდება ოპერაცია! სიცოცხლის გადარჩენის ერთადერთი შანსი გვაქვს და სასწრაფოდ უნდა ვიმოქმედოთ! დაეხმარეთ, რათა ობლად არ დარჩეს შვილები!

ღმერთო, დამეხმარე, გადავრჩე და ჩემი შვილებისთვის ვიცოცხლო“, – ისევ და ისევ იმეორებს კობა. მამაკაცს ტვინის კიბო აქვს და საშინელი თავის ტკივილი აწუხებს. გიგანტური სიმსივნე უკვე ტვინის 90 პროცენტს იკავებს. მდგომარეობა დღითი დღე უარესდება. სასწრაფოდ სჭირდება ოპერაცია. ეს არის შანსი, რომელიც მხოლოდ ერთხელ ეძლევა ადამიანს და რომლის ხელიდან გაშვებაც არ შეიძლება, სიცოცხლე უნდა გადავარჩინოთ! დაე, ამ სიტყვებმა თქვენს გულებში შეაღწიოს და კეთილი ქმედებებით გასცეთ პასუხი! ნებისმიერი სახის დახმარებით კობას განკურნების შანსები იზრდება! გთხოვთ, დაეხმაროთ მას გადარჩენაში! ახლა დრო მის წინააღმდეგ მოქმედებს, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ამ მდგომარეობის შეცვლა, რადგან მკურნალობა შესაძლებელია. უბრალოდ, უნდა დავეხმაროთ ამ კაცს მის ჩატარებაში!

შემოწირულია

$30140.17

დონორი

1430

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
Project

ავადმყოფი ზრდასრულები

უბედურება, უბედურება, უბედურება!!! 2 წლის იოანეს დედა უკვდება, ბავშვი კი სულ ელოდება, როდის უმღერებს დედა დაპირებულ „იავნანას“. წყეული სიმსივნე ცოცხლად ჭამს ახალაგზრდა ქალს. არადა მას ხომ სამი შვილი ჰყავს. ღმერთო, ამ ოჯახს ძალიან სჭირდება დახმარება! უბედური ქალის სიცოცხლის წამზომი ჩართულია!

შეხედეთ ამ ფოტოს! წამიერად გაიფიქრებთ, რომ ვინმემ სამარე გახსნა და დიდი ხნის მიცვალებულს ფოტო გადაუღო. 43 წლის ინდირა ჯერ კიდევ ცოცხალია. მაგრამ მხოლოდ გული უფეთქავს. ახალგაზრდა ქალს მე-4 სტადიის ავთვისებიანი სიმსივნე ცოცხლად ჭამს. 2 წლის წინ, როცა მე-3 ბავშვზე იყო ორსულად, ცხვირ-ხახის სიმსივნე დაუდგინეს. თვე-ნახევრის განმავლობაში 15 ოპერაცია ჩაუტარდა. ღმერთო, ეს ხომ წარმოუდგენელია. ივნისიდან კი რეანიმაციაში წევს უგონო მდგომარეობაში.

შემოწირულია

$11122.33

დონორი

667

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
Project

ავადმყოფი ზრდასრულები

„ფეხზე დადგომას თუ შევძლებ, ჩემი ოცნებაა, მონაზვნად აღვიკვეცო“ – ირმას ტრაგიკული ცხოვრება სულს აგიფორიაქებთ. ერთ დროს ბედნიერი გოგონა, ახლა, ლოგინს არის მიჯაჭვული ბნელ ოთახში და დახმარებას სთხოვს ხალხს, მონასტრამდე თავის ფეხით მისვლა რომ შეძლოს.

ხუთ კვადრატულ მეტრში, ბნელ ოთახში, ჟანგიან საწოლს მიჯაჭვულია ირმა და იტანჯება… ქალს არც ქმარი, არც შვილები ჰყავს. დედ-მამაც დაეღუპა. დიახ, ასე სრულიად მარტოა საბრალო ქალი და საწოლიდან ადგომა წყლის დასალევადაც კი არ შეუძლია. ირმა სრულიად ჯანმრთელი იყო, თუმცა, საყვარელი დედის გარდაცვალებამ მასზე ისე იმოქმედა, რომ ვერაგი დაავადება განუვითარდა. ქალს გადაადგილების პრობლემები ჯერ კიდევ 2009 წლიდან შეექმნა. თუმცა, უფულობის გამო, ექიმთან ვერ მივიდა. საბრალო ირმას ჯანმრთელობის მდგომარეობა დედის გარდაცვალების შემდეგ დამძიმდა. 2019 წელს კი, საბრალო ქალს, გაფანტული სკლეროზის დიაგნოზი დაუსვეს ექიმებმა.

შემოწირულია

$1470.79

დონორი

101

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
Project

ავადმყოფი ზრდასრულები

ლევანი დღეს მეორედ დაიბადა. განა ეს სასწაული არაა??? და ამ სასწაულის შემოქმედები სწორედ თქვენ ხართ, ფონდის მეგობრებო! დიახ, სწორედ თქვენი წყალობით ლევანმა ახალი სიცოცხლე შეიძინა.

ლევანი: – „როცა ჩერნოვეცკის ფონდს მივმართე, ასეთი ძვირადღირებული ოპერაციის იმედიც კი არ მქონდა. გარკვეული დროის შემდეგ, როცა ჩემი ისტორიის გამოქვეყნების შემდეგ ფონდიდან დამირეკეს და მითხრეს, რომ კარგი ამბავი აქვთ, ვიფიქრე, რომ საქმე ელექტრო ეტლს ეხებოდა, მაგრამ ტელეფონში ასეთი სიტყვები გაისმა: „ლევან, კეთილმა ადამიანებმა თურქეთში ოპერაციის ჩასატარებლად საჭირო თანხა შეაგროვეს. მოემზადე.“ როცა ეს სიტყვები გავიგონე, სიხარულისგან გული თითქოს გამიჩერდა.“

შემოწირულია

$24541.45

დონორი

1675

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
Project

ავადმყოფი ზრდასრულები

რა საშინელება!!! რა საშინელება!!! ახალგაზრდა მარტოხელა დედას სული კბილებით უჭირავს! მისი ტანჯვა უსაზღვროა! თუ არ დავეხმარებით, 12 წლის გოგონა დაობლდება! 

რა საშინელებაა!!! რა საშინელებაა!!! ახალგაზრდა ქალი ზურგის ტკივილებისგან იკრუნჩხება და კედელს თავს ურტყამს. დარეჯანს თანდაყოლილი სქოლიოზი აქვს, თუმცა ბავშვობაში მსუბუქი ფორმით ჰქონდა. დაწყევლილი სიღარიბის გამო ოპერაციის გაკეთება ვერ მოახერხა, წლების სვლასთან ერთად კი მის ცხოვრებაში ნამდვილი ჯოჯოხეთი დაიწყო. დიახ, უკვე მრავალი წელია, დარეჯანი ნამდვილ ჯოჯოხეთში ცხოვრობს და არ არსებობს ადამიანი, ვინც მას მხარში დაუდგება. ბოლო რამდენიმე კვირაა ქალი, სამწუხაროდ, სიკვდილის პირასაა. ძლიერი ტკივილდამაყუჩებლები უკვე აღარ შველის საწყალ ქალს და თვითმკვლელობაზე ფიქრობს. დარეჯანი (47 წლის): „ამ ჯოჯოხეთურ ტკივილებს ვეღარ ვუძლებ. ზოგჯერ მიფიქრია, თოკი ავიღო და თავი ჩამოვიხრჩო, მაგრამ მაშინვე ჩემი საწყალი გოგონა მახსენდება, რომელსაც ჩემ გარდა პატრონი მთელ სამყაროში არავინ ჰყავს. ძალიან მერიდება უცხო ადამიანებისთვის თხოვნა, მაგრამ სასოწარკვეთილი დედა ამასაც ვბედავ. გევედრებით, ადამიანებო, მე თუ მოვკვდები, ჩემს გოგონას ზამთარში თქვენი შვილის გამონაცვალი ერთი წყვილი თბილი ფეხსაცმელი მოუტანეთ. სიცოცხლეშიც უბედური დედა ვარ და სიკვდილის მერეც საფლავში ამოვტრიალდები ჩემი საწყალი გოგონას ცოდვით“.

შემოწირულია

$3243.43

დონორი

222

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
1 27 28 29 30 31 65

გაქვთ კითხვები? ჩვენ დაგეხმარებით!

close


    გმადლობთ თქვენი შეტყობინებისთვის

    open
    close
    logo
    მოგვწერეთ
    logo
    გაქვთ კითხვები? ჩვენ დაგეხმარებით!




      გმადლობთ თქვენი შეტყობინებისთვის