დაეხმარე მოყვასს და მიუახლოვდი ღმერთს!

Projects/Beneficiaries Needs

Project

ავადმყოფი ზრდასრულები

საწუხარი მრავალგვარია! მაგრამ არის ისეთიც, რომელსაც საზღვარი არა აქვს! და არის ტკივილი, რომელსაც სიტყვებით ვერ გადმოსცემ! გვერდს ნუ აუვლით, მეგობრებო!

ქალბატონი მანანა პროფესიით ექთანია. საკუთარი ცხოვრება სხვებზე ზრუნვას მიუძღვნა. ახლა კი მარტოა. მარტოა იმ ავადმყოფობის, ტკივილისა და გაჭირვების წინაშე, რომელიც მას ცხოვრებამ არგუნა. არ ჰყავს არც გულშემატკივარი, არც წლის მიმწოდებელი და, როგორც თავად ამბობს, არც დამმარხავი. უკვე ერთ წელზე მეტია, დამოუკიდებლად ჭამასაც კი ვეღარ ახერხებს, ვერც ტუალეტში გასვლას და ვერც ფანჯარასთან მისვლას, რომ იქიდან მაინც დაინახოს მზე. არა აქვს საჭმელი, წამლები, მაცივარი, სარეცხის მანქანა, გაზი, გათბობა, თუმცა პირველ რიგში მაინც საწოლზე ოცნებობს. საწოლის მოვალეობას მის სახლში ძველი გატეხილი ტახტი ასრულებს, რომელსაც ფეხების მაგივრად წიგნები აქვს შედგმული. მასზე დაწოლა შეუძლებელია.

შემოწირულია

$2484.15

დონორი

204

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
Project

ავადმყოფი ზრდასრულები

იმაზე დიდი საშინელება არაფერია დედისთვის, ვიდრე ის, რომ ობლად დატოვოს საყვარელი ქალიშვილი – ამქვეყნად ყველაზე ძვირფასი და ერთადერთი შვილი! ეს ჩახუტება, მეგობრებო, წამში შეიძლება უკანასკნელი აღმოჩნდეს, მაგრამ უფალმა მოგვცა შანსი, რომ შევაჩეროთ ეს საშინელი ტრაგედია!

დედასთან ეს ჩახუტება შეიძლება უკანასკნელი აღმოჩნდეს 16 წლის მშვენიერი მეგისთვის. რა საშინელებაა! ერთხელ ხომ უკვე მოკვდა მოსიყვარულე დედა – მას გული გაუჩერდა! და მხოლოდ სასწაულის შედეგად, რეანიმირების შემდეგ ისევ დაიწყო ფეთქვა! ახლა ეს გულისცემა კარდიოსტიმულატორის შედეგია! მაგრამ რამდენ ხანს გაგრძელდება ის? გაიცანით, მგობრებო, ეს 44 წლის ჟანაა. არც ისე დიდი ხნის წინ ამ ჯერ კიდევ ახალგაზრდა ქალის გული მოულოდნელად გაჩერდა! გაჩერდა სამუდამოდ და სიკვდილიც მოახლოვდა. სასწრაფო დახმარების მანქანამ ის თითქმის მკვდარი გადაიყვანა კლინიკაში. მისი ერთადერთი, განწირული 16 წლის გოგონა მწარედ, მწარედ ტიროდა დედის დაკარგვას. და მაშინ უფალმა სასწაული მოახდინა! ნამდვილი სასწაული, რის შემდეგაც ექიმები, რომლებიც ამ სასწაულის თვითმხილველები გახდნენ, კიდევ დიდხანს იწერდნენ პირჯვარს! ექიმებმა ქალს სასწრაფო ოპერაცია გაუკეთეს და კარდიოსტიმულატორი ჩაუდგეს. ჟანას სასწრაფოდ სჭირდება განმეორებითი ოპერაცია გულზე, წინააღმდეგ შემთხვევაში ქალის გადარჩენის შანსი ერთ პროცენტზე ნაკლებია. მაგრამ ეს წყეული სიღარიბე არ აძლევს უბედურ დედას სასწრაფო ოპერაციის გაკეთების საშუალებას. წამლები დროებით უნარჩუნებს სიცოცხლეს სასოწარკვეთილ ქალს, მაგრამ მწირი სოციალური დახმარებით წამლების ყიდვაც კი არ შეუძლია! დოკუმენტების თანახმად, ამ ქართველი ქალის სიცოცხლე 8 300 დოლარად შეაფასეს, რაც ერთად ამ უბედურ ქალს თვალითაც კი არ უნახავს.

შემოწირულია

$3358.52

დონორი

157

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
Project

ავადმყოფი ზრდასრულები

თუ ლეილა მოკვდება, მასთან ერთად დაიღუპება მისი ორი მძიმედ დაავადებული ვაჟი! მესამე კი დაობლდება! ჩვენ ჯერ კიდევ შეგვიძლია მისი გადარჩენა!!! მაგრამ დრო ძალიან, ძალიან ცოტა დარჩა! მან აუცილებლად უნდა ჩაიტაროს გამოკვლევა თურქეთში! 

შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რომ მომაკვდავი, ჯერ კიდევ ახალგაზრდა, 41 წლის ქალი, სიკვდილის პირას მუდმივი 39–40 გრადუსი ტემპერატურით, საწოლიდან წამოდგომას თუ ახერხებს, ჯართის შესაგროვებლად მიდის, რათა წამლები და სულ ცოტა საკვები მაინც უყიდოს თავის მძიმედ დაავადებულ შვილებს?.. მათთვის, ბავშვებისთვის მაინც იყიდოს, რომლებიც საკუთარ სიცოცხლეზე მეტად უყვარს! ამ საშინელების გადმოცემა სიტყვებით შეუძლებელია! ნუ დაუშვებ, ღმერთო, რომ მსგავსი რამ გადავიტანოთ რომელიმემ!!! ფონდის მეგობრებო, გვხოვთ, გამოეხმაუროთ და გაითავისოთ ამ ოჯახის უბედურება! ყველაზე მთავარი, რაც ღმერთმა მოგვცა ამ ცხოვრებაში, ხომ ისაა, რომ გვერდი არ ავუაროთ სხვის გასაჭირს! უპირველესად, ვიზრუნოთ დედაზე, რადგან მას, ღმერთმა არ ქნას და რამე თუ დაემართა, საკუთარ თავს არ ვაპატიებთ! წარმოდგენაც კი რთულია, როგორ გაიტანენ თავს ავადმყოფი ბავშვები თავს დედის გარეშე. დედა მათთვის წმინდაა, ის ყველაფერია, რაც მათ გააჩნიათ.

შემოწირულია

$4206.78

დონორი

313

დიახ! მსურს დახმარება!
Project

ავადმყოფი ზრდასრულები

ხალგაზრდა ქალის სხეული იხრწნება და მატლები ეხვევა. ქართულ-უკრაინული ოჯახის დრამა, რომელიც ცხარე ცრემლებით აგატირებთ

ეს საბრალო ქალი, ასე არაადამიანური ტკივილის დაძლევით გადაადგილდება საპიფარეშოში გასასვლელად ან მოხუც დედას რომ მიეხმაროს! საშინელებაა! მოსიყვარულე მოხუცი დედა კი, რომელიც თავადაც ფეხზე ძლივს დგას, საყვარელი შვილის ფეხების დაჭერას უკანასკნელი ძალებით ცდილობს! გაიცანით, მეგობრებო, ეს გახლავთ ჩვენი მზრუნველობის ქვეშ მყოფი კიდევ ერთი ადამიანი! 41 წლის ბათუმელ ნათიას მოხუცი დედის გარდა, ამქვეყნად არავინ ჰყავს! ახალგაზრდა ქალის სხეულზე ღრმული იმდენად დიდია, რომ ძვალიც კი ჩანს. “ღრმული” სავსეა ჩირქით, შიგნით კი ჭიებია. ზეცაში იყურება ცრემლიანი თვალებით და შვილის გამოჯანმრთელებას სთხოვს უფალს. ამისთვის კი, ერთადერთი ოპერაცია არის საჭირო. ნათიას „ძვლის გაყინვის“ ოპერაცია ესაჭიროება. მაგრამ, მისი ღირებულება არის დაახლოებით 20 000 დოლარი და ახლა, საჭირო საბუთებს ვამზადებთ ამ საბრალო ადამიანების თურქეთში გადასაყვანად!

შემოწირულია

$14935.81

დონორი

1101

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
Project

ავადმყოფი ზრდასრულები

გილოცავთ! სიცოცხლემ სიკვდილი დაამარცხა! 18 წლის მოცეკვავე რომა თორდია, რომელიც საზარელი ავარიის შემდეგ, ფაქტობრივად „მიცვალებული“ იყო, დღეს, უკვე ეტლში ზის. დიახ, დაუჯერებელი სასწაული მოხდა! დაე, მთელმა მსოფლიომ გაიგოს, რომ სიკეთემ სიკვდილი დაამარცხა! ამ სასწაულის შემოქმედნი კი, თქვენ ხართ, ღვთისნიერო ადამიანებო! არც კი ვიცით, მადლობა როგორ გადაგიხადოთ. ვინც, თუნდაც მცირედი გაიღეთ რომას გადასარჩენად, არა მხოლოდ თქვენ, არამედ მთელ თქვენს შთამომავლობას დალოცავს უფალი! ახლა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ბიჭის სიცოცხლე რომ გაგრძელდეს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კი, გაუმჯობესდეს!

ფონდის მეგობრებო! მართალია, რომამ სიკვდილი დაამარცხა, მაგრამ წინ, უფრო დიდი ბრძოლა გველის. ყველა ძალისხმევა წყალში ჩაიყრება, თუ რომამ რეაბილიტაციის სრულფასოვანი კურსია გაიარა. ეს კი, დიდ ხარჯებთან დაკავშირებული ხანგრძლივი პროცესი არის. საქართველოს სიამაყე, პროფესიონალი მოცეკვავე რომა, მთელი ცხოვრება ეტლს მიჯაჭვული რომ დარჩეს, განა ეს, დიდი უსამართლობა არ იქნება? საშინლად დაიტანჯება საბრალო ბიჭი. ახლა, ის დროა, როდესაც უკანასკნელი ძალები უნდა მოვიკრიბოთ და კიდევ ერთხელ გავერთიანდეთ რომას დასახმარებლად. ერთად, ჩვენ შეუძლებელსაც კი შევძლებთ. გახსოვდეთ, თქვენ მიერ გაღებული თითო ლარითაც კი, რომას გამოჯანმრთელების პროცესში დიდ წვლილს შეიტანთ.

შემოწირულია

$23059.45

დონორი

1465

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
Project

ავადმყოფი ზრდასრულები

გაიღიმეთ, მეგობრებო! ჯერ კიდევ ერთი თვის წინ, ნონა – ახალგაზრდა და ლამაზი გოგონა – სახლში დამცირებული ხოხავდა. მან აუცილებლად უნდა გააგრძელოს რეაბილიტაციის კურსი და შესაძლოა, მაშინ სასწაული მოხდეს!

ართმელაძეების ოჯახი ყოველთვის საშინელი სიღარიბის ზღვარზე ცხოვრობდა. სამწუხაროდ, რეაბილიტაციისთვის განკუთვნილი თანხა სწრაფად ამოიწურა. მაგრამ, ძვირფასო ქველმოქმედებო, თქვენს სიკეთეს საზღვარი არ აქვს და მას, მართლაც სასწაულების მოხდენა შეუძლია! თქვენ რეაბილიტაციის კურსის საფასური გადაიხადეთ ახალგაზრდა გოგონასთვის, რომელიც დაბადებიდან ცერებრული დამბლით იტანჯება. ახლა კი, შეგიძლიათ შედეგი ნახოთ. ვაშა, ნონა უკვე დადის ჭოჭინის დახმარებით!

შემოწირულია

$18685.95

დონორი

1384

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
1 29 30 31 32 33 65

გაქვთ კითხვები? ჩვენ დაგეხმარებით!

close


    გმადლობთ თქვენი შეტყობინებისთვის

    open
    close
    logo
    მოგვწერეთ
    logo
    გაქვთ კითხვები? ჩვენ დაგეხმარებით!




      გმადლობთ თქვენი შეტყობინებისთვის