ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
ფასი (გაითვალისწინეთ):
1 call - ₾2 GEL
მობილური პროვაიდერები
დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL
კოპირებულია
მეგობრებო, ამ ოჯახის ისტორია ნამდვილი ტრაგედიაა! საერთო დიდი ძალისხმევა დაგვჭირდება, უფლის ნათელი სული ამ სახლში რომ აღვადგინოთ! ეს, ჯეირანაშვილების უსაზღვროდ უბედური ოჯახია, სრული შემადგენლობით. ტახტის კიდეზე 48 წლის თინაა ჩამომჯდარი, რომელიც ჯერ კიდევ ახალგაზრდა იყო, როდესაც ექიმების უპასუხისმგებლობის გამო, პირველი შვილი გარდაეცვალა! თქვენ მიერ გაღებული ერთი ლარიც კი, დიდი წვლილის შეტანას ნიშნავს იმაში, რომ ამ საშინელ ოთახში პირველ რიგში, დეზინფექცია გაკეთდეს, შპალერი გაეკრას, იატაკი დაიგოს, ჩატეხილი ფანჯრებიდან კი, აღარ შედიოდეს წვიმა და ქარი. შემდეგ, აუცილებლად გაგიზიარებთ ვიდეო მასალას, რათა თავად დარწმუნდეთ იმაში, რომ ეს განწირული ოჯახი სწორედ თქვენ გადაარჩინეთ. ეს დიდი სიკეთე კი, თქვენი ცხოვრების ყველაზე რთულ გზაზე, აუცილებლად დაგხვდებათ წინ. უკვალოდ ხომ, არაფერი იკარგება…
Bank of Georgia
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
TBC Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
Liberty Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
0901200270ამქვეყნად ყველაზე შეჭირვებული ადამიანები საქართველოში, გორში ცხოვრობენ, მათი სახლი სამარეს ჰგავს, სადაც შპალერის ნაცვლად, კედლებზე შხამიანი სოკოა მოდებული, რომელიც ყველა ცოცხალ არსებას ნელ–ნელა კლავს! კორესპონდენტი: მე დემონების არსებობის არ მჯერა, მაგრამ, სულ რამდენიმე წუთში დავრწმუნდი, რომ ამ სახლში, უმწეო, ძალიან კეთილი ადამიანების გვერდით, თავად სატანამ დაიდო ბინა და ყოველდღე, ყოველ წუთს ჯერ კიდევ ახალგაზრდა ქართველი ცოლ–ქმრის ტანჯვით ტკბება, რომელიც მწუხარებამ და საშინელმა სიღატაკემ დავრდომილ მოხუცებად აქცია!
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!
მეგობრებო, ამ ოჯახის ისტორია ნამდვილი ტრაგედიაა! საერთო დიდი ძალისხმევა დაგვჭირდება, უფლის ნათელი სული ამ სახლში რომ აღვადგინოთ!
ეს, ჯეირანაშვილების უსაზღვროდ უბედური ოჯახია, სრული შემადგენლობით. ტახტის კიდეზე 48 წლის თინაა ჩამომჯდარი, რომელიც ჯერ კიდევ ახალგაზრდა იყო, როდესაც ექიმების უპასუხისმგებლობის გამო, პირველი შვილი გარდაეცვალა!
მეორე კი… ნანატრი, მშვენიერი ანგელოზი, ხატია უიმედოდ ავად არის, დაზიანებული აქვს თავის ტვინი! ერთი სიტყვის წარმოთქმაც კი არ შეუძლია საბრალო გოგოს. მკურნალობის გარეშე კი, მამრობითი უჯრედების სიჭარბის გამო, სახეზე წვერი ეზრდება!.. საშინელებაა!!!
თინა (ხატია რომ გაჩნდა, ასე გამოიყურებოდა)
მისი მეუღლე, აფხაზეთის ომის გმირი, თოჯინას იკრავენ გულში და იავნანას უმღერიან ძილის წინ!
შეხედეთ, მწუხარებამ და ცხოვრებისეულმა უსამართლობამ ხატიას 54 წლის მამა 80 წლის მოხუცად აქცია.
ოთარი ომის ვეტერანია. აფხაზეთის ომის დროს, ის წინა ხაზზე იბრძოდა და სიკვდილის წამითაც არ ეშინოდა.
ის გადაურჩა ომში დაღუპვას, ცხოვრებისეულ უსამართლობას კი, ვერ გადაურჩა.
აი, ვისთვის იყო განკუთვნილი მათი „იავნანა“! ამ ანგელოზის სული ნათელში ამყოფოს უფალმა!
შვილმკვდარი დედისთვის ერთადერთი იმედის ნაპერწკალი, მისი მეორე გოგონა, ხატია იყო. თუმცა, ცხოვრება სასტიკი აღმოჩნდა.
ხატია უკვე 26 წლისაა და საერთოდ არავინ იცის, მისი ხმა როგორია. დიახ… გოგონას არათუ საუბარი, ბგერების წარმოთქმაც კი არ შეუძლია. ხატიას თავის ტვინის სერიოზული დაზიანება აქვს. ავადმყოფობის გამო, გოგონას ჰორმონალური დარღვევები დაეწყო, რის შედეგადაც, სახეზე თმა ამოუვიდა და წონაში საგრძნობლად მოიმატა. არადა, რომ დაიბადა, გოგონა ნამდვილი ანგელოზივით ნაზი იყო. ვინ იფიქრებდა, რომ ბედისწერა ნამდვილ ჯოჯოხეთს უმზადებდა საბრალო ბავშვსს.
ახლა კი, ჩვენო ძვირფასო მკითხველო, ალბათ მიხვდით, 48 წლის დედა გულში თოჯინას რატომ იკრავს. დიახ, სწორად გაიგეთ… თინას ოცნებაა, ისე არ წავიდეს იმქვეყნად, რომ დედობის ემოცია ერთხელ მაინც არ გამოსცადოს. ისინი ოცნებობენ და ლოცულობენ, რომ სიკვდილის წინ, სიტყვა „დედა“ თოჯინისგან მაინც რომ გაიგონ.
ხატიას გადაადგილებაც არ შეუძლია, ერთი ნაბიჯის გადადგმაც კი. მას დამოუკიდებლად არც საკვების მიღება, არც ბანაობა შეუძლია. ეს ხომ, საშინელებაზე უარესია. განა, რამდენ ხანს იცოცხლებენ მისი სნეული მშობლები? მერე ვინ მიხედავს ხატიას? მას ხომ, ამ სამყაროში ერთი ადამიანიც კი არ ჰყავს გულშემატკივარი.
მომაკვდინებელი სოკო დაღუპვას აახლოებს!
რამხელა დრამაა ამ ერთ უბრალო კადრში. საბრალო მამის თვალებიდან სულის ტკივილი გამოსჭივის. მამები ხომ, დედებისგან განსხვავებით, ცრემლებს მალავენ და შვილის სიმწარით გამოწვეულ ტკივილს გულში იმარხავენ. მამები ხომ ცდილობენ, თავი ძლიერებად წარმოაჩინონ მაშინაც კი, როდესაც სული სტკივათ. დიახ… ეს ხატიას მამაა, 54 წლის ოთარი, მაგრამ, მის სახეს შეხედეთ, ცხოვრებისგან მიყენებულმა მოუშუშებელმა ჭრილობებმა, 90 წლის მოხუცად აქციეს საბრალო კაცი.
დიახ, ეს არის მამა, რომელსაც მამობის გრძნობა, ერთი დღეც არ გამოუცდია. დიახ, საბრალო ოთარი არის მამა, რომელსაც სიტყვა „მამა“ საკუთარი შვილისგან არასდროს გაუგია. ეს არის სასოწარკვეთილი მამა, რომელიც 26 წლის შვილის თოჯინას ეფერება და გულში ნატრობს: „იქნებ, სასწაული მოხდეს და „მამა“ ამ თოჯინამ მაინც დამიძახოს.“ ოჰ, ღმერთო, ამის წარმოდგენაც კი, ადამიანს ძარღვებში სისხლს გაუყინავს.
ნუთუ, ამას სახლი ჰქვია? ბნელი ოთახი, რომლის ფართიც 15 კვადრატული მეტრია, სადაც კედლებზე სოკოა მოდებული და წამლავს ადამიანს. ადამიანის აქ ყოფნა, არაფრით არ შეიძლება. მაგრამ, რა ქნას საბრალო ოჯახმა? მათ არსად აქვთ წასასვლელი. როდესაც ფონდის კორესპონდენტი ჯეირანაშვილების სახლში შევიდა, მისი პირველი ფიქრი იყო: „ღმერთო, აქ, თითქოს, „სიკვდილის სუნი“ ტრიალებს.“
მართალიც აღმოჩნდა. ამ საშინელ ბნელ ოთახში, თითქოს, მართლაც სიკვდილი „ხარხარებს“ საზარელი ხმით და იქ მცხოვრები ადამიანების სიცოცხლეს შთანთქავს. თუმცა, სანამ იმქვეყნად წაიყვანს, ჯოჯოხეთური სიცოცხლით სტანჯავს.
ჯეირანაშვილების ოჯახის წინაპრებსაც საშინელი ბედისწერა ჰქონდათ. თუმცა, მათი ისტორიის მოყოლით აღარ დაგამძიმებთ, ძვირფასო მკითხველო. მხოლოდ ერთს გეტყვით: თითქოს, ეს ოჯახი დაწყევლა ვინმემ და ეს წყევლა, თაობიდან თაობას გადაეცემა.
საბრალო დედის თვალებს დააკვირდით, რამხელა სიკეთით და სათნოებით არის აღსავსე იმის მიუხედავად, რომ ცხოვრებამ და ადამიანებმა გაწირეს.
თინა (48 წლის): ის დღე დაიწვას, როდესაც მე გავჩნდი ამ ქვეყანაზე. რისთვის დავიბადე??? ნუთუ, უფალმა მხოლოდ ტანჯვისთვის მომავლინა. დაბადებიდან მენჯ-ბარძაყის პრობლემა მქონდა, სიარული მიჭირდა. თუმცა, სიღატაკის გამო, მშობლებმა ვერ მიმკურნალეს და ჩემი მდგომარეობა დამძიმდა. ახლა კი, მეორე ჯუფის შშმ პირი ვარ. გადაადგილება ჯოხითაც კი მიჭირს. როდესაც დავოჯახდი და ჩემი ანგელოზი შვილი დაიბადა, ბედნიერებამ ყველა ტკივილი დამავიწყა. მაგრამ, ექიმების დაუდევრობის გამო, სიკვდილმა წაიყვანა ჩემი უიღბლო შვილი.
თინა: შვილმკვდარი დედის „სტატუსზე“ უფრო საშინელი რამ, არაფერია ამქვეყნად. მერე, ისევ დავორსულდი და 26 წლის წინ, ხატია რომ დაიბადა, შვილმკვდარ დედას ისევ სიცოცხლის ხალისი დამიბრუნდა. ჩემი ბედნიერება ხანმოკლე აღმოჩნდა. დადგინდა, რომ ხატიას თავის ტვინის ისეთი დაზიანება ჰქონდ, რომ ფაქტობრივად, პარალიზებულია ბავშვი. დიახ, 26 წელია, ყოველი დღე მხოლოდ ერთ რამეს ვნატრობ: იმქვეყნად ისე არ წავიდე, რომ ჩემმა შვილმა „დედა“ არ დამიძახოს.
არ მოგეჩვენათ, გატეხილ საწოლზე მუყაოს აფენს საბრალო ცოლ–ქმარი. აქ, მიუსაფარი ძაღლიც კი ვერ დაიძინებს.
კეთილო ადამიანებო, ფონდში დარწმუნებული ვართ, რომ ამ საწოლის ამარა არ დატოვებთ საბრალო ოჯახს. ჯეირანაშვილები როგორც ქვის ხანაში, ისე ცხოვრობენ. გახსოვდეთ, რომ ნებისმიერი საყოფაცხოვრებო ნივთი, ავეჯი, ტექნიკა, პროდუქტები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მათთვის.
ამ საშინელი ფანჯრების მიღმა, სხვა ცხოვრებაა. ხალხი მხიარულად დააბიჯებს ქუჩაში, სეირნობენ, მხიარულობენ და ვერც კი ამჩნევენ, ვერც კი წარმოუდგენიათ, რომ ფანჯრებს მიღმა, უნარშეზღუდულ 26 წლის გოგოს და მის საბრალო მშობლებს ლუკმა პური არ აქვთ და ძროხების სადგომზე უარეს პირობებში უწევთ ცხოვრობა.
მთელ კედლებზე მოდებული სოკო ისე წამლავს ორგანიზმს, რომ აქ, უბრალოდ შეუძლებელია გადარჩენა.
1990-იან წლებში ნაყიდი, გაფუჭებული ტელევიზორი, ერთადერთი „ფუფუნების საგანია“ ამ ოჯახში.
ამ ფიჩხების შესაგროვებალად ჭალებში დადის საბრალო დედა. არადა, უნარშეზღუდული ქალი ისე კოჭლობს, ნაბიჯის გადადგმასაც კი ძლივს ახერხებს. მაგრამ, შვილის გამო ხომ, დედები შეუძლებელსაც აკეთებენ.
ერთის მხრივ პარალიზებულ ხატიას, მეორეს მხრივ კი მეუღლეს პატრონობს საბრალო ქალი.
საბრალო კაცი ომის ვეტერანია, სამწუხაროდ, თავის ტვინის სერიოზული პრობლემები აღმოაჩნდა, ის დაუძლურებულია და მტანჯველ დღეებს ითვლის სიკვდილის მოლოდინში… ხატიას კი, ხანდახან ჰგონია, რომ ეს თოჯინა მისი შვილია და ცდილობს, საჭმელი აჭამოს, გამოუცვალოს. ე-ე-ეჰ…. საბრალო გოგომ რა იცის, რომ ის ვერასოდეს გახდება დედა.
ღვთისნიერო ადამიანებო, აღდგომის დღესასწაულზე საბრალო ოჯახმა ვერც პასკის და ვერც კვერცხების ყიდვა შეძლო. მიუხედავად ამისა, მათი გულები ღვთის სიყვარულით იყო სავსე.
ფონდის მეგობრებო, თქვენი გულისხმიერების გარეშე, 26 წლის საბრალო გოგოს და მის ტანჯულ დედ-მამას ნელი და მტანჯველი სიკვდილი ელის. ნუთუ, ისინი ამას იმსახურებენ? ისინიც ხომ, უფლის შვილები არიან.
მთელ კედლებზე მოდებული სოკო ისე წამლავს ორგანიზმს, რომ აქ, უბრალოდ შეუძლებელია გადარჩენა. ამას შიმშილი, სიცივე, ავადმყოფობა ემატება.
თქვენ მიერ გაღებული ერთი ლარიც კი, დიდი წვლილის შეტანას ნიშნავს იმაში, რომ ამ საშინელ ოთახში პირველ რიგში, დეზინფექცია გაკეთდეს, შპალერი გაეკრას, იატაკი დაიგოს, ჩატეხილი ფანჯრებიდან კი, აღარ შედიოდეს წვიმა და ქარი. შემდეგ, აუცილებლად გაგიზიარებთ ვიდეო მასალას, რათა თავად დარწმუნდეთ იმაში, რომ ეს განწირული ოჯახი სწორედ თქვენ გადაარჩინეთ.
ეს დიდი სიკეთე კი, თქვენი ცხოვრების ყველაზე რთულ გზაზე, აუცილებლად დაგხვდებათ წინ. უკვალოდ ხომ, არაფერი იკარგება…
თუ გსურთ, მოინახულოთ და დახმარება პირადად გაუწიოთ ამ ოჯახს, მათი მისამართია: გორი, შინდისის გმირების გამზირი 15.
ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ დაეხმარეთ და გაიხარეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!
მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
ჩვენი ფონდის ანგარიში:
– საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000(დანიშნულება: ჯეირანაშვილების ოჯახი).
თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „TBC ბანკი“ (GeoPay), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.
თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან: ExpressPay, TBCpay, PayBox (OPPA). ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100.
სპეციალურ ნომერზე: 0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!
კორ.: ნინი
სულ ხარჯები:
დარჩა: