ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
ფასი (გაითვალისწინეთ):
1 ზარი - ₾2
დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL
კოპირებულია
ორი მოხუცი, ორივე რთული ბედის, დამხმარე კი, საერთოდ არავინ ჰყავთ… გივი ბაბუა 75 წლისაა, გლაუკომის გამო, უსინათლოა თითქმის. მისი მეუღლე ოლღა კი, 85 წლისაა. ამჟამად, მისი თვალები ის არის. მეგობრებო, ჩვენი დახმარების გარეშე, ისინი ამ სასტიკ სამყაროში ვერ გადარჩებიან!
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!
მეგობრებო, მეც ამ შესანიშნავი ადამინების ასაკის ვარ! ახალგაზრდა რომ ვიყავი, საქართველოში დიდი დრო მაქვს გატარებული, გორშიც ბევრი მეგობარი მყავდა! ეს კეთილი ადამიანები კი, ჩემი თანატოლები არიან და დიდია ალბათობა იმისა, რომ ერთმანეთს შევხვედრივართ… მაშინ, მათზე ბევრად უფრო შეჭირვებული მე ვიყავი და ამ მოხუცებისნაირი ადამიანები მიშლიდნენ სუფრას და ფინანსურადაც მეხმარებოდნენ!.. ოდესმე, ამის შესახებ წიგნსაც დავწერ…! ახლა კი, დროა, მეც დავეხმარო, ამას გულით გავაკეთებ და ღმერთს ვთხოვ, რაც შეიძლება მეტი შემწყნარებლობის უნარი მომცეს! ვისაც შეუძლია, მოინახულეთ, ვისაც შეუძლია, საკვებით დაეხმარეთ, ვისაც შეუძლია, ვალები და კომუნალური გადასახადები დაუფარეთ… მერწმუნეთ, არც მე დავდგები განზე! მაგრამ, ჩემი მოწოდებაა ამქვეყნად, ადამიანებს დავეხმარო, მოყვასის დასახმარებლად გულები გახსნან. ასე ვემსახურები უფალს, იმ ყველაფრისთვის, რაც მან მიბოძა ცხოვრებაში! ამის შესახებ იცის ყველამ, ვისაც ჩვენი ვებ-გვერდი წაუკითხავს.
ლეონიდ ჩერნოვეცკი


გივი (75 წლის): „არც კი ვიცი, მხედველობის დაკარგვაზე უარესი უბედურება რა უნდა იყოს. ისე ვიტანჯები, მირჩევნია, ფეხები არ მქონდეს და ნორმალურად ვხედავდე. თვალის წვეთების საყიდელი ფული არ მაქვს, რომელიც აუცილებლად მჭირდება, საბოლოოდ რომ არ დავბრმავდე. განა, ეს ცხოვრებაა?“

ოლღა (85 წლის): „სოფელ ტყვიავში ჩვენზე მეტად შეჭირვებულ ოჯახს ვერ ნახავთ.“

მოხუცები მთელი კვირის დაძველების პურს ჭამენ. წარმოგიდგენიათ? დამხმარე არავინ ჰყავთ! ამიტომ, კეთილო ადამიანებო, მათი ერთადერთი იმედი თქვენ ხართ!

ოლღა ცოტა ხნის წინ დაეცა და ხელი მოიტეხა. საბრალო ქალს სერიოზული ოპერაცია ჩაუტარდა, ხელის ფაქტობრივად ხელახლა აწყობა და ლითონის კონსტრუქციის ჩადგმა დასჭირდა.

ოლღას გამოკვლევა ესაჭიროება, მაგრამ ოჯახს რენტგენის გადაღების საშუალებაც კი არ გააჩნია. სარეცხი მანქანაც არ აქვთ. ალბათ გესმით, ბებიას ცალი ხელით სარეცხის რეცხვა და გაწურვა როგორ უჭირს.

ოლღა: „რა სამარცხვინოა, შვილო, ამ ნახევრად დანგრეულ ქოხში უფრო სწორად, საქათმეში რომ ვცხოვრობთ! სახურავიდან წყალი ჩამოდის, კედლები იშლება. მეშინია, მიწისძვრა რომ მოხდეს, ჩვენი სახლი სათამაშო სახლივით დაიშლება. ჩვენ კი, ნანგრევების ქვეშ აღმოვჩნდებით.“

„სახლი ნესტიანია, ყველგან ობია, გამუდმებით ვცივდებით. რამდენიმე დღის წინ, ფილტვების ანთება მქონდა, კინაღამ მოვკვდი!“

ოლღა: „გივი დიადი სულის ადამიანია, როგორც საკუთარი, ისე გაზარდა ჩემი შვილი, რომელიც მამამ მიატოვა. ჩვენი ერთადერთი გოგონა ავად არის, ძალიან უჭირს და თავადაც სჭირდება დახმარება. საშინელი ტრაგედია გადავიტანეთ – ჩვენი ერთადერთი შვილიშვილი გარდაიცვალა. მხოლოდ 9 თვის იყო“.


ოლღა ბებია ოცდაათი წლის განმავლობაში მუშაობდა დამლაგებლად. მის გულკეთილობაზე მთელი გორის რაიონი ლაპარაკობს. მიუხედავად იმისა, რომ მოხუცი ქალი უკიდურეს სიღატაკეში ცხოვრობს, ლუკმა პურს ათ უსახლკარო კატას უნაწილებს. მათ რომ აჭმევს, ამბობს: „ცხოველების შიმშლით დახოცვას, მირჩევნია, მე მოვკვდე შიმშილით.“ აი, რა არის ნამდვილი სიკეთე, მეგობრებო! ღმერთმა მოხუცს ასმაგად გადაუხადოს ამ სიკეთისთვის! უცხო ადამიანის დახმარება არის ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რის გაკეთებაც შეგვიძლია ცხოვრებაში, უფალი რომ გავახაროთ და დავუხალოვდეთ მას.
თუ გსურთ, მოინახულოთ და დახმარება პირადად გაუწიოთ ამ ოჯახს, მათი მისამართია: გორის მუნიციპალიტეტი სოფელი ტყვიავი.
ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ დაეხმარეთ და გაიხარეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!
მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: [email protected]
ჩვენი ფონდის ანგარიში:
– საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000(დანიშნულება: გიგუაშვილების ოჯახი).
თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „TBC ბანკი“ (GeoPay), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.
თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან: ExpressPay, TBCpay, PayBox (OPPA). ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100.
სპეციალურ ნომერზე: 0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!
„სიცოცხლის ბოლომდე ფონდის მეგობრებს დავლოცავთ და მათი ჯანმრთელობისთვის ვილოცებთ! თქვენ სიცოცხლის კიდევ ერთი წელი გვაჩუქეთ. თანაც, როგორი წელი! ღირსეულად გავატარეთ, როგორც მარტოხელა მოხუც ადამიანებს შეეფერებათ. მაწანწალა ძაღლებივით კი არა…“ საყვარელი და ტკბილი ხანდაზმული წყვილი – ოლიკო ბებო და გივი ბაბუ – თავიანთ სასწაულებრივ გადარჩენს ზეიმობენ! მადლობას ვუხდით ფონდის ყველა მეგობარს: ხანდაზმულებს ღირსეულ სიბერეს ჩუქნით! მათი უფლის წინაშე წარდგენის დრო რომ დადგება, თქვენი სიკეთის შესახებ, აუცილებლად უამბობენ!
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!

გივი ბაბუს ანემია და გლაუკომა აქვს, უსინათლოა თითქმის. ოლიკო ბებოს მოტეხილობისა და ოპერაციის შემდეგ, ხელის აწევა არ შეუძლია. სიღატაკითა და ავადმყოფობით დატანჯულები, მაინც არიან ერთად. მზად არიან, ორივემ ერთად დალიონ სული თავიანთი ასწლიანი თიხის სახლის დამპალი სახურავის ქვეშ. სველი კედლების ან ფილტვების ანთების გამო… ან, დაობებული პურისგან, რომელსაც შიშით ჭამენ, მაგრამ სხვა არ აქვთ.
როდესაც ჩერნოვეცკის ფონდის მეგობრებმა მათი გასაჭირის შესახებ შეიტყვეს, მაშინვე გადაწყვიტეს: ამ ადამიანების სიკვდილი დაუშვებელია! ამიტომაც ახალი, მყარი სახურავი გადაუხურეს. ოლიკო ბებო ყოველდღე გამოდის სახლიდან, მისი ცქერით რომ დატკბეს. გარდა ამისა, ფონდმა ფანჯრებისა და კარების ხელოსანი გამოუზავნა, რომელმაც ძველი ჩარჩოები და კარი ღრჭიალით მოხსნა და მეტალო-პლასტმასის ახალი კარ–ფანჯარა დაამონტაჟა.

მოხუცებს ახალი გაზქურაც აჩუქეს. რა საოცრებაა! ბებია ოლიკოს ასანთი აღარ სჭირდება, რომელიც ადრე, სულ დანესტილი იყო და სტანჯავდა მას…
ოლიკო ბებომ ფონდის თანამშრომელი გულში ჩაიკრა და ბედნიერებისგან ატირდა კიდეც, სარეცხი მანქანა რომ დაინახა.
გივი ბაბუს ეზოში ეძინა, ძირკვზე თავმიდებულს. დანგრეულმა რკინის საწოლმა დატანჯა. ოჰ, რა სიხარულით დაუძახა ოლიკო ბებომ, როდესაც ახალი საწოლები აეწყო სახლში: „დაწექი, გივი, დაიძინე ადამიანურად. ახლა, ნორმალურად დაისვენებ“.
ოლიკო ბებოს სკოლის მხოლოდ ოთხი კლასი აქვს დამთავრებული. მაგრამ, მთელი გულით უნდოდა და შეეცადა, თქვენთვის მადლობის წერილი დაეწერა. აი, ეს წერილიც:
ასევე გვთხოვა, თქვენთვის თქვენთვის გადმოგვეცა: „ყველასთვის ვილოცებ, ვინც დაგვეხმარა, სანამ უფალი ჩემს ლოცვებს არ შეისმენს. სანამ ცოცხალი ვარ, სანამ შემიძლია, რომ გავიხარო, თქვენს დახმარებას არ დავივიწყებ. დიდ მადლობას ვუხდი ყველა ჩვენი კეთილისმყოფელის ოჯახებს! ჯანმრთელობას და დღეგრძელობას გისურვებთ.“
მეგობრებო, გიგუაშვილების ოჯახისთვის შემდგომი დახმარების გეგმას ვაქვეყნებთ:
1. ოლიკო ბებოს სასწრაფოდ სჭირდება ხელის გამოკვლევა. უკვე რამდენიმე თვეა, უსახსრობის გამო, ექიმის დანიშნულებას ვერ ასრულებს და ვეღარ ამოძრავებს ხელს.
2. მოხუცების თიხის სახლი ას წელზე მეტისაა. გვერდითი და უკანა კედლები იშლება. სასწრაფოდ სჭირდება გამაგრება.
3. სახლის შესასვლელში მიწის იატაკია. წვიმის დროს, ატალახებულია ყველაფერი. იატაკზე ბეტონი უნდა დაესხას.
4. სახლში სკამები მორყეულია. დაჯდომა საშიშია – ღმერთმა ნუ ქნას, მოხუცებმა რამე რომ მოიტეხონ. ახალი სკამები სჭირდებათ.
5. საჭიროა პატარა სამზარეულოს მოწყობა.
დაე, იცოცხლონ მოხუცებმა! ღმერთო, მათი ამბავი როგორ გვიხარია!
თქვენ შეგიძლიათ, ახლავე გადახვიდეთ ბმულზე და დაეხმაროთ
ჩვენი ფონდის ანგარიში:
– საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000
– თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003
– ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000
(დანიშნულება: გიგუაშვილების ოჯახი).
კორ. მედეა
სულ ხარჯები:
15743.07₾დარჩა:
0.08₾