ng ng

რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

დაეხმარე მოყვასს და მიუახლოვდი ღმერთს!

პროექტები / ბენეფიციარების საჭიროებები

Project

ავადმყოფი ბავშვები

სასწრაფო

„სიკვდილის მეშინია, დეიდა“, – ეს სულისშემძვრელი სიტყვები უთხრა 11 წლის მარიამმა ფონდის კორესპონდენტს. გონიერი და კეთილი გოგონას დრამატული ისტორია გულს აგიტირებთ. პატარა ბავშვი ყოველდღე საკუთარი ხელით იკეთებს ინსულინის ნემსს. ღმერთო, ეს ხომ საშინელებაა!

აი, ასეთი საშინელი სურათი დაგვხვდა, როდესაც ჯაველიძეების ოჯახში მივედით. 11 წლის მარიამს ისეთი შეტევა დაემართა, რომ ბავშვს ამოსუნთქვაც აღარ შეეძლო. მადლობა უფალს, კეთილი მეზობლები დროულად მოვიდნენ და დედას დაეხმარნენ საბრალო ბავშვის მოსულიერებაში (მარიამის დედა მე-2 ჯგუფის ინვალიდია). გგონიათ, ეს საშინელი შეტევები გოგონას ერთადერთი პრობლემაა? სამწუხაროდ, არა. მოემზადეთ, ყველაზე უარესი ახლა უნდა გითხრათ. გოგონას ისეთი დაავადება აქვს, რომელიც ამ ასაკის ბავშვს, წესით, არ უნდა ჰქონდეს. 11 წლის მარიამს შაქრიანი დიაბეტის რთული ფორმა აქვს. ეს საშინელი დაავადება ერთი წლის წინ დაემართა. თუმცა, რასაც ახლა გეტყვით, ძარღვებში სისხლს გაგიყინავთ. ინსულინის ნემსს ყოველდღე 11 წლის ბავშვი საკუთარი ხელით იკეთებს. ღმერთო, ეს ხომ წარმოუდგენელია!

შემოწირულია

$8005.06

დონორი

474

დიახ! მსურს დახმარება!
Project

ავადმყოფი ბავშვები

„სიცილისგან და სიხარულისგან ლოყები გვტკივა! დღეს მთელ ჩემს ოჯახს სურათებს გადავუღებ და დიდხანს მემახსოვრება ეს დღე!“

ტყუპები, ლაზარე და გიო, გოგონებთან ერთად არიან ყველგან! არ იფიქროთ, რომ პატარები არიან და მათი მონაწილეობის გარეშე ჩაივლის რამე! აბა, ჭიშკართან მიუშვით, უნდა ნახონ, ახალი გაზქურა როგორ შემოაქვთ ბიძიებს სახლში, თორემ ახლა ეზოს კივილით აიკლებენ! ტყუპები რომ ყველა ახალ ნივთს ხელით შეეხონ და ყველაფერს მისწვდნენ, ხელში აყვანა და ტარება უნდათ. გასაგებია?! „ახალ მაცივართან!“ – თითს იშვერს ლაზარე, დები კი აიტაცებენ ხელში და მიჰყავთ. „ახალ კარადასთან!“ – ითხოვს გიო და ყველაფერს აჩვენებენ, თან კარადაში ცოტა ხნით ჩაჯდომის უფლებასაც აძლევენ. ფონდისგან საჩუქრების მიღების დღეს, ასე, ხელით ატარებდნენ მთელი დღის განმავლობაში ძამიკოებს მარიამი, შორენა, ხატია, ბარბარე და ანი, ყველაფერს აჩვენებდნენ მათ და მთელი გულით უხაროდათ.

შემოწირულია

$5288.84

დონორი

365

დიახ! მსურს დახმარება!
Project

ავადმყოფი ბავშვები

სასწრაფო

ჰოი, საშინელებავ! ორი წლის ციცქნა ლაზარეს ტერფმრუდობა აქვს. თუ არ დავეხმარებით, რომ ძვირადღირებული და რთული ოპერაცია რაც შეიძლება მალე ჩაუტარდეს, ეს ულამაზესი ბავშვი ხეიბრად დარჩება! „ხეიბარი“ კი, ალბათ, ყველაზე საშინელი სიტყვაა ამქვეყნად!

ყველა მშობელი დამეთანხმება: საკუთარი შვილის ავადმყოფობაზე უარესი არაფერია ამქვეყნად. გაუსაძლისია, უყურო იმას, თუ როგორ იტანჯება შენი პატარა და დახმარება არ შეგეძლოს. ძალიან გთხოვთ, დაეხმაროთ, შეისმინოთ სულის ძახილი დედისა, რომელიც დახმარებას ითხოვს, რადგან დედაშვილობაზე უფრო ძლიერი კავშირი არ არსებობს ამქვეყნად. გვერდს ნუ აუვლით. ნუ იფიქრებთ, რომ ვინმე სხვა დაეხმარება. თქვენი მონაწილეობა ბავშვის სიცოცხლის გადარჩენის რეალური შანსია. დავეხმაროთ ახალგაზრდა, მოსიყვარულე ოჯახს! მოდი, ლაზარეს ცხოვრებაში სასწაული ერთად მოვახდინოთ, რომ საკუთარი ფეხით გაიაროს!

შემოწირულია

$3788.43

დონორი

229

დიახ! მსურს დახმარება!
Project

ავადმყოფი ბავშვები

სასწრაფო

უბედურება!!! უბედურება!!! 4 თვის ტყუპები სიკვდილს უნდა გადავარჩინოთ! არაკაცმა მამამ ისინი ჯერ კიდევ მუცლად ყოფნის პერიოდში მიატოვა. როდესაც თვე-ნახევრის ლაზარეს გულის ოპერაციას უკეთდებდნენ, კლინიკაშიც კი არ მივიდა. ღმერთო, ამას ხომ ცხოველიც არ გააკეთებდა! პატარა ანგელოზებს საწოვარაც კი არ აქვთ.

ბავშვი თვე-ნახევრის იყო, როდესაც გულზე ოპერაცია გაუკეთეს. თუმცა ეს არ აღმოჩნდა საკმარისი. ბავშვის მდგომარეობა ისევ მძიმეა და, ექიმების აზრით, შესაძლოა ბავშვს მეორე, გაცილებით რთული ოპერაცია დასჭირდეს, თუმცა ამისთვის ჯერ გამოკვლევებია საჭირო. მარტოხელა საბრალო დედას კი ექიმთან მისაყვანი ფული არ აქვს. ახლა რასაც გეტყვით ძვირფასო მკითხველო, ეს ნამდვილი საშინელებაა და ძალიან მიჭირს ამ სიტყვების დაწერა, მაგრამ თქვენც უნდა იცოდეთ. ტყუპ ძმებს მხოლოდ ერთი საწოვარა აქვთ და, როცა ერთდროულად ტირიან, მონაცვლეობით აძლევს დედა საწოვარას. ღმერთო, ამის წარმოდგენამაც კი შესაძლოა, ჭკუიდან გადაიყვანოს ადამიანი.

შემოწირულია

$16673.69

დონორი

938

დიახ! მსურს დახმარება!
Project

ავადმყოფი ბავშვები

სასწრაფო

ელენე, 7 წლის: „შემომხედე, კეთილო დეიდა, გთხოვ, შემომხედე, როგორ ვიტანჯები და როგორ მტკივა! ფანჯარასთან რომ მივყავარ დედას, გული მტკივა, როდესაც ვხედავ, სხვა გოგონები „დედა-შვილობანას“ როგორ თამაშობენ, როგორ დარბიან, როგორ მხიარულობენ!

ელენე, 7 წლის
დიაგნოზი: ჰიდროცეფალია, სპინა ბიფიდა.
რა სახის დახმარებაა საჭირო: სჭირდება თურქეთში ოპერაციის გაკეთება
ოპერაციის ღირებულება: 15 000$
დაავადება უნებართვოდ მოდის ბავშვთან, მოზრდილთან, ნებისმიერი ასაკის ადამიანთან. ის შედის ოჯახში და მის ცხოვრებას ორ ნაწილად ყოფს… თან მოაქვს შიში, ტკივილი, გაურკვევლობა. დაზღვეული არავინ არის… კეთილი ადამიანების გვერდში დგომა კი ძალიან მნიშვნელოვანია ასეთ მომენტში. გმადლობთ, უფალო, რომ გამოგვიგზავნე ეს უმშვენიერესი ბავშვი, პატარა ელენე. გმადლობთ, რომ შესაძლებლობა გვაჩუქე, ტკივილისა და მარადიული ტანჯვისგან ვიხსნათ ეს გოგონა! დაეხმარეთ! ძალიან მალე დაინახავთ თქვენი სიკეთის შედეგს!

შემოწირულია

$11779.82

დონორი

796

დიახ! მსურს დახმარება!
Project

ავადმყოფი ბავშვები

სასწრაფო

9 წლის ულამაზეს ბარბარეს, ერთი ფეხი 16 სანტიმეტრით მოკლე აქვს მეორეზე! გოგონას ეტლში ჩაჯდომა არ სურს! მასაც სხვა ბავშვებივით სირბილი უნდა! აჩუქეთ გოგონას სრულფასოვანი ცხოვრების შანსი – დაეხმარეთ, ოპერაცია რომ გაუკეთდეს!

ულამაზეს ბარბარეს იშვიათი თანდაყოლილი ანომალია აქვს – ერთი ფეხი მთელი 16 სანტიმეტრით მოკლე აქვს მეორეზე! სხვა ბავშვებივით ხტუნვა და სირბილი უნდა, მაგრამ მოკლე ფეხზე დაყრდნობით, სიარულიც კი უჭირს. ბარბარე (9 წლის): იცით, მე ჩემი მოკლე ფეხი მიყვარს! მერე რა, რომ მტკივა. მალე ვიღლები, დიდხანს სიარული არ შემიძლია, სირბილი – მით უმეტეს. იშვიათად გავდივარ სახლიდან. გარეთ როდესაც გავდივარ, ხელში აყვანილი დავყავარ ხოლმე. ბებო ძალიან მეცოდება, მე ხომ მძიმე ვარ და ის იღლება. მერე კი, ზურგი სტკივა. თურქეთის კლინიკაში, ბავშვის დახმარება შეუძლიათ. ქირურგი რთული ოპერაციის ჩატარებაზე თანახმაა. გარანტიას იძლევა, რომ ბარბარე მხოლოდ ფეხზე დადგომას კი არა, სირბილს და სპორტზე სიარულსაც კი შეძლებს.

შემოწირულია

$34273.16

დონორი

1713

დიახ! მსურს დახმარება!
1 2 3 4 5 42