ng ng

რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

დაეხმარე მოყვასს და მიუახლოვდი ღმერთს!

პროექტები / ბენეფიციარების საჭიროებები

Project

ავადმყოფი ბავშვები

მძიმედ დაავადებული და-ძმის ისტორია სულით ხორცამდე შეგძრავთ

უკვე 18 წელია, დედა თავისი ხელით აჭმევს უნარშეზღუდულ შვილს. ლუკას დაბადებიდან გონებრივი ჩამორჩენილობა აქვს. ბიჭს ლაპარაკიც არ შეუძლია. მხოლოდ ცალკეულ ბგერებს გამოთქვამს. განგებამ უბედურ დედას ერთი შვილის ავადმყოფობით გამოწვეული ტანჯვა არ აკმარა და მის 5 წლის გოგონას, მარიამსაც, გონებრივი ჩამორჩენილობა დაუდგინდა. ლაპარაკი მასაც უჭირს. ცხოვრებისგან დაჩაგრულ დედას კი შვილების ექიმთან წასაყვანი ფულიც არ აქვს. იტანჯება დედა და იტანჯებიან შვილები…

შემოწირულია

$4018.34

დონორი

126

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
Project

ავადმყოფი ბავშვები

ეთუნა: „რა სასიამოვნოა სხვისი დახმარების გარეშე გადაადგილება! რა ფანტასტიურია!»

ეთუნას სიხარული მეცხრე ცას მისწვდა! ჩვენ არ ვჩქარობდით აგარიდან წამოსვლას, რათა დავმტკბარიყავით ამ ბავშვური სიხარულის ცქერით, რომელიც მიწიდან ამოხეთქილი ნაკადულივით მოსჩქეფდა! შესანიშნავ, პოზიტიურ ეთუნას გამუდმებით სჭირდება პამპერსები, პროდუქტები. ასევე საჭიროა, დავეხმაროთ ოჯახს აბაზანის მშენებლობის დასრულებაში. მადლობას გიხდით, მეგობრებო, ამ დიდი და ბედნიერი დასასრულისთვის. ელექტროეტლი შეცვლის გოგონას ცხოვრების ხარისხს! უზომოდ გაგვიხარდება, თუ ეთუნას დამხმარეთა რიცხვი მოიმატებს.
თუ ყოველდღიური პრობლემების ან გადაუჭრელი საკითხების გამო დამწუხრებული ხართ, წამით შეჩერდით და გადახედეთ ჩვენს პოსტებს ფეისბუქზე. უფრო მეტიც, დაურეკეთ რომელიმე ჩვენს ბენეფიციარს და თქვენი ყველა პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ იმ ადამიანის პრობლემებთან შედარებით, რომელთაც დაეხმარეთ ცხოვრების ყველაზე რთულ მომენტში.

შემოწირულია

$8887.44

დონორი

690

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
Project

ავადმყოფი ბავშვები

თქვენ ორწლიანი წამებისგან იხსენით ლუკა! მთელი ჩვენი ოჯახი ამ სასიხარულო ამბავს ზეიმობს!

თქვენ ორწლიანი ტკივილისგან და ტანჯვისგან იხსენით ლუკა! თქვენ მას ნორმალურად ჯდომისა და დგომის უნარი დაუბრუნეთ, მასაჟების შემდეგ კი ის კვლავ შეძლებს სიარულს. გოგატიშვილების ოჯახი გლოცავთ, თქვენ მათი გმირები ხართ! ყველაზე გულთბილ, საუკეთესო სურვილებს გიგზავნიან! სანამ საბოლოოდ არ განიკურნება, ლუკა ჩვენი მზრუნველობის ქვეშ რჩება. თქვენ კი, მეგობრებო, შეგიძლიათ დაეხმაროთ ამ ოჯახს, რომ მან რეაბილიტაცია გაიაროს და საბოლოოდ გამოჯანმრთელდეს. თუკი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით ყურადღება ჩვენსფეისბუქისპოსტებზე გადაიტანეთ; ან უმჯობესია, ჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს დაურეკოთ და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ მათთან შედარებით, ვისაც ცხოვრების ყველაზე მძიმე წუთს დაეხმარეთ.

შემოწირულია

$41859.37

დონორი

2776

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
Project

ავადმყოფი ბავშვები

17 წლის ლუკას შემზარავი ამბავი ცხარე ცრემლებით აგატირებთ

„უფალო, თუ ვერ განვიკურნები, მომკალი, რადგან ამდენი ტანჯვის ატანა აღარ შემიძლია! — 17 წლის ლუკა გულწრფელად და მთელი გულით წარმოთქვამს ამ სიტყვებს ხატის წინ მუხლებზე დაჩოქილი. „ექიმებმა მითხრეს, რომ, თუ მალე არ გავიკეთებ ოპერაციას, სიცოცხლის ბოლომდე საწოლს მიჯაჭვული დავრჩები. ჩემს მშობლებს ფული რომ ჰქონოდათ და ოპერაცია გაეკეთებინათ, დღეს სხვანაირი ცხოვრება მექნებოდა. ჩემი ბავშვობის ოცნებაა, ჩემი სამშობლოს სამსახურში ვიდგე, მაგრამ ჩემი ინვალიდობის გამო ამ ოცნებას ვერასდროს ავისრულებ. დღეს თავს უსარგებლო ადამიანად ვგრძნობ. ფეხი ისე მტკივა, რომ სიკვდილი მინდა. მარტო 2 მეტრის გავლა შემიძლია დამოუკიდებლად! რანაირი ჯარისკაცი გამოვა ჩემგან?!“

შემოწირულია

$10985.39

დონორი

756

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
Project

ავადმყოფი ბავშვები

„დედა, მიშველე, ვიხრჩობი!..“

გვისმინე, იესო! დაეხმარე უბედურ ადამიანებს და ნუ დაგვტოვებ ჩვენც უპასუხოდ! ვის მივმართოთ? რა ცოდვის გამოა ამ მოსიყვარულე და ასე დაუმსახურებლად დატანჯულ ოჯახში სამი პატარა ქართველი ბავშვი დამცირებული და შიმშილობამდე მიყვანილი, ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის გარეშე? წარმოგიდგინე, უფალო, რომ ზუსტად ამ დღეებში, მას შემდეგ, რაც ბავშვი კინაღამ ასჯერ მოკვდა დედის თვალწინ, თანამდებობის პირთაგან ერთ-ერთმა ინება და გერმანიაში გადააგზავნა 6 წლის გრიგოლის ანალიზები, რომელიც საშინელი ეპილეფსიური კრუნჩხვებით იტანჯება!

შემოწირულია

$6692.04

დონორი

545

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
Project

ავადმყოფი ბავშვები

„ჩემი ხმა მოგენატრება, დედა“ — ეს იყო ბოლო სიტყვები, რომლებიც 2023 წლის 30 სექტემბერს წარმოთქვა უბედური დედის შვილმა, მირიანმა. ამ სიტყვების შემდეგ ის ხან კვდება, ხან ცოცხლდება…

კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა! უფლის ხელები არ უშვებენ მირიანს, რომ ჩვენი სამყარო დატოვოს: ის ხან კვდება, ხან ცოცხლდება, ოღონდ უბედური დედის მწარე, მწარე ცრემლების ნიაღვარის ქვეშ! რამხელა მწუხარებაა! და არცერთ ექიმს საქართველოში, როგორც ეს, სამწუხაროდ, სულ უფრო ხშირად ხდება ფონდის პრაქტიკაში, არ შეუძლია უპასუხოს მთავარ კითხვას: იცოცხლებს ბავშვი თუ დატოვებს ამ სამყაროს? რატომ გაეთიშა თირკმელები ამ მშვენიერ და ადრე აბსოლუტურად ჯანმრთელ ბიჭს? ბავშვი ახლა დიალიზზეა. ეს ისეთი ძვირი და რთული, მტკივნეული პროცედურაა, რომელიც დროებით უნარჩუნებს მირიანს სიცოცხლეს! და რამდენი დღე ან თვეა ეს „დროებითი“, ვინ იტყვის?! საქართველოში ნამდვილად ვერავინ! მირიანის დედამ მხოლოდ ერთი რამ იცის: თუ ის ყოველდღიურად არ გაიკეთებს დიალიზს, თირკმელები გაეთიშება და მირიანი მოკვდება.

შემოწირულია

$18893.40

დონორი

1076

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
1 4 5 6 7 8 42