ნიკოლოზი, 11 წლის: „ექვსი წლის ვიყავი, როცა პირველად გავედი გარეთ ყავარჯნებით. ძალიან მინდოდა სხვა ბავშვებთან თამაში! და უცებ, ჩემდა გულის დასაწყვეტად, ბინძურ გუბეში ჩავვარდი. მთლიანად ტალახიანმა და საშინლად ფეხნატკენმა ბავშვებს ვთხოვე, შემდეგ კი ვემუდარე, რომ ადგომაში დახმარებოდნენ!!! უნდა გენახათ, როგორ იცინოდნენ და რაღაც გაუგებარი სიხარულით მიყურებდნენ, როგორ ვეგდე უმწეოდ ტალახში. სიცილით რომ გული იჯერეს, გუბეში დამტოვეს და მშვიდად წავიდნენ! ტკივილი, რომელმაც მუხლი და ფეხი მოიცვა, აუტანელი იყო, მაგრამ რატომღაც მხოლოდ მკერდის ტკივილი დამამახსოვრდა! ალბათ, იქ არის გული“, – და ბავშვმა მკერდზე ადგილი მარცხენა ხელთან ახლოს აჩვენა! „ყველაფერი დამავიწყდა მსოფლიოში. თითქოს ვიღაცამ ბლაგვი დანა ჩამარტყა სულში! ძალიან მტკიოდა! და მხოლოდ წყენა დამრჩა! თითქოს სისასტიკის შხამით დამჭრეს! ნუთუ ყველა ბავშვი ასეთია, დეიდა?“ – გულუბრყვილოდ, მაგრამ სერიოზულად მკითხა 11 წლის ნიკოლოზმა!