ამბავი რომელსაც ჩერნოვეცკის ფონდი გიამბობთ, მხოლოდ საშინელებათა ჟანრის ფილმებში თუ გექნებათ ნანახი. ერთ დღესაც, მხიარული და მუდამ მომღიმარი ბავშვის სხეულში, თითქოს, სხვა ადამიანის სული ჩასახლდა. ყველამ პირჯვარი გადაისახეთ და ისე განაგრძეთ კითხვა. საქმე იმაშია, რომ გეგმიური ვაქცინის შემდეგ, სანდრომ საუბარი და ადამიანებთან კონტაქტი შეწყვიტა. ყველაზე უცნაური კი ისაა, რომ სინათლეს ვეღარ უსწორებს თვალს. ამიტომ, ოთახში, სადაც ბავშვია, არ შეიძლება ტელევიზორის ჩართვა, სინათლის ანთება და ფარდების გაწევა აკრძალულია. უარესს გეტყვით, ბავშვის ორგანიზმი უკვე ხუთი წელია არანაირ საკვებს არ იღებს, გადამუშავებულ წიწიბურისა და ერთი სახეობის შოკოლოდის გარდა. იმ შემთხვევაში, თუ ბავშვს სხვა შოკოლადს მიაწვდით, დაყნოსავს და არ შეჭამს. ეს არ არის ისტორია ფანტასტიკური ჟანრის ფილმიდან, ეს არის რეალობა, რომელიც ხდება ჩვენი ქართველი ბიჭუნას სახლში.