დაეხმარე მოყვასს და მიუახლოვდი ღმერთს!

Projects/Beneficiaries Needs

Project

ავადმყოფი ბავშვები

მეგობრებო, თქვენ ეს ბიჭუნა სიკვდილს გადაარჩინეთ და ის პირადად, თითოეულ თქვენგანს ჩუქნის ამ ღიმილს!

ციცქნა რეზი, რომელსაც მისი დედიკო, თამარი მრავალი წელი ელოდა და ლოცულობდა, ვადაზე ადრე, ექვსთვიანი დაიბადა, ბრონქოპულმონალური დისპლაზიით, საზარდულის ორმხრივი თიაქრითა და უამრავი სხვა პრობლემებით. მისი მკურნალობა მაშინვე დაიწყო, კამერაში მოათავსეს, უამრავი მილითა და წამლებით. ფონდის მეგობრებმა უდიდესი ძალისხმევა გაიღეს, მისი დღევანდელი ღიმილი რომ დაენახათ – თურქეთში საზარდულის ორმხრივი თიაქრის ოპერაციის, ანალიზებისა და გამოკვლევების საფასური გადაიხადეს. რეზის სახლისთვის ორი ჟანგბადის აპარატიც კი შეუძინეს!

შემოწირულია

$27299.40

დონორი

1811

დიახ! მსურს დახმარება!
Project

ავადმყოფი ბავშვები

დიდებული დილა გათენდა! ზარი უცხოეთიდან და ბედნიერი დედის ხმა  – ჩემი შვილი თავისუფალია ამ საშინელი სიმსივნისგან! დამპირდით, რომ ამ ახალ ამბავს ფონდის მეგობრებს აუცილებლად გადასცემთ! დღეს ჩვენ ყველა ვზეიმობთ! პატარა ირაკლის 4-წლიანი ჯოჯოხეთური ტანჯვა დასრულდა.

დიდებული დილა გათენდა! ზარი უცხოეთიდან და ბედნიერი დედის ხმა  – ჩემი შვილი თავისუფალია ამ საშინელი სიმსივნისგან! დამპირდით, რომ ამ ახალ ამბავს ფონდის მეგობრებს აუცილებლად გადასცემთ! დღეს ჩვენ ყველა ვზეიმობთ! პატარა ირაკლის 4-წლიანი ჯოჯოხეთური ტანჯვა დასრულდა.

შემოწირულია

$14951.05

დონორი

884

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
Project

ავადმყოფი ბავშვები

შეხედეთ გიორგის სახეს! ჩახედეთ ყურადღებით მის კეთილ თვალებს! გახსოვთ, როგორ იტანჯებოდა ის ძველ და გატეხილ ინვალიდის ეტლში?! და რამდენი სიხარულია დღეს მის თვალებში! სიხარულთან ერთად, მისი კეთილი თვალები უზარმაზარ მადლიერებას ასხივებს – თქვენდამი, თქვენთვის ფონდის ძვირფასო მეგობრებო! იყავით თქვენც ისეთივე ბედნიერები, როგორი ბედნიერიც არის კიდევ ერთი ქართველი ყმაწვილი!

შეხედეთ გიორგის სახეს! მისი კეთილი თვალები სიხარულთან ერთად უზარმაზარ მადლიერებას ასხივებს! მადლობა ყველას ფონდის ძვირფასო მეგობრებო, მადლობა თითოეულ თქვენგანს  ვინც ცოტა მაინც დაეხმარა ამ უბედურ ბავშვს. სიკეთემ  მართლაც სწრაფად გამოიღო ნაყოფი. ეს ჟანგიანი, გაფუჭებული ინვალიდის ეტლი, გატეხილი ბორბლებით, ახლა უკვე წარსულს ჩაბარდა. დღეიდან ეს საყვარელი ბიჭი თავისი ახალი ინვალიდის ეტლით ისეირნებს სამეგრელოს ლამაზ მდელოებზე. სკოლაშიც ის ამ მოსახერხებელ სავარძელში ივლის. ხოლო როცა მეგობრებთან ერთად დაჭერობანას ითამაშებს, ვერც ერთი ვერ დაეწევა გიოს!

შემოწირულია

$2310.57

დონორი

138

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
1 9 10 11 12 13 57

გაქვთ კითხვები? ჩვენ დაგეხმარებით!

close


    გმადლობთ თქვენი შეტყობინებისთვის

    open
    close
    logo
    მოგვწერეთ
    logo
    გაქვთ კითხვები? ჩვენ დაგეხმარებით!




      გმადლობთ თქვენი შეტყობინებისთვის