დაეხმარე მოყვასს და მიუახლოვდი ღმერთს!

Projects/Beneficiaries Needs

Project

ავადმყოფი ბავშვები

სამი წლის ლუკა სიკვდილს მიჰყავს. ბავშვს მეოთხე სტადიის სიმსივნედაუდგინდა – ავთვისებიანინეირობლასტომა. ვერაგი დაავადებაცოცხლად ჭამს ჩვენს ქართველბიჭუნას. საბრალო ბავშვისიცოცხლისთვის უკანასკნელიძალებით იბრძვის.

ლუკას მე-4 სტადიის კიბო აქვს. რა საშინელი უბედურებაა! მაგრამ ბავშვი მხოლოდ 3 წლისაა და უფალმა მოგვცა შესაძლებლობა, მას სიცოცხლე დავუბრუნოთ,  რომელიც ისეთი მშვენიერია! თუ არ დავეხმარებით, ვერასდროს ვაპატიებთ საკუთარ თავს! დიაგნოზი: ავთვისებიანი ნეირობლასტომა, მე-4 სტადია. სასწრაფოდ საჭიროა იმუნოთერაპია!!! ლუკა უკვე თურქეთშია. დრო იწურება!

შემოწირულია

$71654.03

დონორი

3774

დიახ! მსურს დახმარება!
Project

ავადმყოფი ბავშვები

საშინელება!!! საშინელება!!! საშინელება!!! ავადმყოფობა, სიღატაკე, დანგრეული სახლი, ყველაზე ელემენტარული ნივთების არქონა… წარმოიდგინეთ, ამ ნაგებობაში, ტელევიზორიც კი არასდროს ჰქონიათ! ფონდის მთელი გუნდი, დიდხანს ვფიქრობდით ამ სტატიის სათაურზე, რათა თქვენთვის, მეგობრებო, გადმოგვეცა ის ყველაფერი, რაც თავად განვიცადეთ, როდესაც ამ კეთილი ქართული ოჯახის გასაჭირის შესახებ გავიგეთ, ღვთიური მადლითა და თანაგრძნობით რომ აივსოს თქვენი გულები. ამ ოჯახს სასწრაფოდ თუ არ დავეხმარებით, შესაძლოა, შეწყვიტოს არსებობა!

ამ ოჯახში ერთადერთი ბავშვი, მათი ვაჟი, 16 წლის თორნიკე არის. 13 წლის ასაკში, მან მშობლებისგან მალულად საშიში ონლაინ თამაშის თამაში დაიწყო, რის შედეგადაც, სერიოზული, სიცოცხლისთვის საშიში ფსიქიკური აშლილობა განუვითარდა. ბიჭის გადარჩენა ჯერ კიდევ შესაძლებელია, თუ დაუყოვნებლივ დაიწყება მისი მკურნალობა და სკოლაში დაბრუნდება, სადაც ის ყოველთვის ერთ-ერთი საუკეთესო მოსწავლე იყო, სწორედ ისეთი, როგორიც ყოველთვის ძალიან უყვართ მასწავლებლებს. მაგრამ, თუ ეს ახლავე არ გაკეთდება, მაშინ ფსიქიატრიული საავადმყოფო ციხის საკნებითა და ისეთივე საცხოვრებელი პირობებით, სამუდამოდ მის სახლად იქცევა. გვერდს ნუ აუვლით, მეგობრებო, ამ ტრაგიკულ ისტორიას გაეცანით!
ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ დაეხმარეთ და გიხაროდეთ, რომ ღმერთმა დაგანახათ სხვის გასაჭირი, ის თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს! ეს იმას ნიშნავს, რომ რჩეული ხართ! მუდამ დალოცვილი იყავით! ძალიან გთხოვთ: ხშირად გაიხსენეთ სხვის გასაჭირი და შეჭირვებულები მოინახულეთ. ზუსტად ასეთ დროს, თქვენ იძენთ პიროვნულ მნიშვნელობას და დიდებას – ნამდვილი ქართველი ადამიანის, დიადი ქართველი ერის ღირსებას, რომელიც ღმერთმა ასეთად შექმნა!

შემოწირულია

$8638.17

დონორი

673

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
Project

ავადმყოფი ბავშვები

გაიცანით, მეგობრებო, საქართველოს ორი გმირი: ანა, დედა, რომელმაც საკუთარი სილამაზე, ახალგაზრდობა და ბედნიერება ოჯახის ბედნიერებასა და ერთგულებას შესწირა. მეუღლემ კი, სრულიად პარალიზებული ვაჟის, მათეს მიმართ უსაზღვრო სიყვარულის გამო მიატოვა საბრალო ქალი. მათეს ლაპარაკიც კი არ შეუძლია და მხოლოდ თვალებით დახმარების თხოვნა ისწავლა! ღმერთო, ღმერთო, ბიჭს ყოველი დღე უთენდება და უღამდება დაჟანგებულ ეტლში, რომელსაც თავის მისაყუდებელიც კი არ აქვს. ხომ წარმოგიდგენიათ, როგორ იტანჯება მათე. ამას ხომ, მტერსაც არ უსურვებ!

38 წლის ანა, ყოველ დილა-საღამოს შვილს ასეირნებს ამ დაჟანგებული ეტლით, რომელსაც თავის მისაყუდებელიც კი არ აქვს. საბრალო დედის გულში მწველი ცეცხლი გიზგიზებს, რადგან მას ფული არ აქვს, ნორმალური ეტლი რომ შეიძინოს. მეუღლემ ის შვიდი წლის წინ მიატოვა და მას შემდეგ, ერთხელაც კი არ დაინტერესებულა მძიმედ დაავადებული შვილის ბედით.

ანა (38 წლის, მათეს დედა): მსოფლიოში არცერთ დედას არ ვუსურვებ ისეთ ტანჯვას, რასაც მე გავდივარ. სოციალური დახმარების 200 ლარი და ჩემი შვილის შშმ პირის პენისა – 425 ლარი, ჩვენი ოჯახის მთელი შემოსავალი ეს არის. საკვები, პამპერსი ან მედიკამენტები ვუყიდო მათეს, თუ რეაბილიტაცია ჩავუტარო ამ თანხით? ჩემი უიღბლო შვილისთვის ეტლსაც კი ვერ ვყიდულობ ისეთს, თავის მისაყუდებელი რომ ჰქონდეს.“

ამ დაჟანგებული და დაზიანებული ეტლით მათე ძლივს გადაადგილდება… ადგილობრივი ხელისუფლებისთვის რა სირცხვილია, რომ მათ თვალწინ ტანჯვით კვდება ცოცხალი ბავშვი და თითსაც არავინ გაანძრევს! რატომ აირჩიეს ეს სამსახური?! მხოლოდ ხელფასის გამო?!

შემოწირულია

$3220.23

დონორი

217

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
Project

ავადმყოფი ბავშვები

ბოლო ორი წლის განმავლობაში 11 წლის მარიამმა 11 მოკრძალებული ნათესავი შეიძინა, ვინც მას კეთილშობილად სისხლი აჩუქა, რომ გოგონა გადარჩენილიყო…! ოღნდ არ წავიდეს, ოღონდ არ მოკვდეს და ის დღემდე იმ სისხლით ცხოვრობს, მაგრამ ბოლო დროს მდგომარეობა მძიმდება და სისხლის გადასხმები უკვე ვეღარ უშველის. საქართველოში კი მას ვერ განკურნავენ. ამას თვითონ ამბობენ და თქვენც კარგად იცით, ჩვენი ფონდის მეგობრებო როგორ მკურნალობენ საქართველოში!

ბუნებრივად ძალიან ლამაზია. საწყალ ბავშვს სარკეში ჩახედვის ეშინია, ანემიის მძიმე ფორმის გამო ის ძალიან ფერმკრთალია.
ეს მარიამის 10 წლის და ანია. როცა გოგონა თავისი დის ავადმყოფობაზე უყვებოდა ფონდის კორესპონდენტს, მას ზღვისფერი თვალებიდან ცრემლები წამოსცვივდა.
ანი (10 წლის): „ჩემი და გონებას კარგავს და ეცემა. მაგ დროსმგონია რომ გარდაიცვალა და ჩემი ყვირილი მთელ სამეგრელოშ ისმის… დაგვეხმარეთ, დაგვეხმარეთ თუ შეიძლება, კეთილო ადამიანებო! ნუ დაგვტოვებთ მარტოებს… მთელი ცხოვრება თქვენთვის ვილოცებ, თქვენი შვილებისთვის და მშობლებისთვის. მარიამს რომ რამე დაემართოს, მე ვერ წარმომიდგენია სიცოცხლე მის გარეშე.
მინდა რამით გავახარო ჩემი და, მაგრამ არ მაქვს საჩუქრის ფული, ამიტომ ამ ყვავილებს ვკრეფ და მისთვის „სამეფო გვირგვინს“ ვწნი საკუთარი ხელებით.“

შემოწირულია

$7337.25

დონორი

465

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
Project

ავადმყოფი ბავშვები

სასწრაფო

ძალიან ღარიბ ქართულ ოჯახში ულამაზესი ანასტასია ებრძვის სიკვდილს! ბავშვს ძალიან უნდა სიცოცხლე! ღმერთო დაეხმარე!

გოგონას მამა ცხოველზე უარესად მოიქცა – მიატოვა დედა საკუთარ სამ პატარა შვილთან ერთად, მიატოვა ყველანაირი დახმარების გარეშე. რატომ მიწა არ უსკდებათ ასეთებს?! ახლა კი, უბედური ახალგაზრდა დედა მარტო იბრძვის შვილების სიცოცხლისთვის!

ამ კაცივით ცხოველებიც კი არ იქცევიან… მარტოხელა დედა, 24 წლის მილანა, უკანასკნელი ძალებით ცდილობს უზრუნველყოს თავის პატარა სამი შვილი. ანასტასია დაბადების წუთიდან ჯიუტად იბრძვის სიცოცხლისთვის. მან უკვე 45 დღე გაატარა საავადმყოფოში. მიუხედავად იმისა, რომ ექიმები იმედს არ იძლეოდნენ, გოგონა გადარჩა.

საცოდავი ქალი მუხლმოდრეკილი იხვეწება გადაარჩინონ მისი გოგონა. პატარა ანასტასიას სიცოცხლე ახლა თქვენ ხელშია. მთელი საქართველო უნდა გაერთიანდეს და ერთად გაიმარჯვოს სიკვდილზე, რომელიც დაბადების წუთიდან ცდილობს გოგონას წაყვანას.

შემოწირულია

$21785.09

დონორი

1224

დიახ! მსურს დახმარება!
Project

ავადმყოფი ბავშვები

ოთხიმშიერიბავშვი, რომელთაგანთითქმის პარალიზებულია ორი- ოთხიწლისბარბარე დაექვსიწლისსაბა, დანარჩენიორი ​​კი, და 12 წლისმარიამი და 11 წლისსოფიკოსაყვარელიდადამჯერი გოგონები არიან. ისინი საშინელსიღატაკეშიცხოვრობენდაარავინდაეხმარებაჩვენგარდა!!! მეგობრებო, თუგყავთ შვილები, გთხოვთ, ესკოშმარიგულთან ახლოს მიიტანოთ დაოჯახი მოინახულოთ კიდეც!

ბავშვების ახალგაზრდა, 32 წლის დედა, ჯოხის დახმარებითაც კი ვერ დგამს ნაბიჯს და ფაქტობრივად, ფეხებს „მიათრევს“ საბრალო ქალი. მისი პატარა ანგელოზები კი, რომლებსაც თავადაც არ შეუძლიათ სიარული და საშინელი ტკივილებით იტანჯებიან, ცდილობენ, დედას გადაადგილებაში რომ დაეხმარონ. დაილოცოს დედა-შვილობის ძალა და სიყვარული. საქმე იმაშია, რომ პათოლოგიურმა დაავადებამ, რომელიც ქვედა კიდურების პარალიზებას იწვევს, ბიჭიაშვილების ოჯახში ჯერ კიდევ ნახევარი საუკუნის წინ დაიდო ბინა. წნორში მაცხოვრებლებიდან ყველამ იცის, რომ ეს „ამოუხსნელი“ დაავადება თაობიდან თაობას გადაეცემა და ვერაფერმა შეძლო მისი შეჩერება. ნუთუ, მართლაც დემონი დაეპატრონა ბიჭიაშვილების ოჯახს?

ეს ანგელოზი გოგონა მესამე თაობის წარმომადგენელია, ვისაც ეს საშინელი დაავადება გადაეცა. საკმარისია, წამიერად ჩახედოთ გოგონას თვალებში და მისი ცოდვით სული დაგეწვებათ.

შემოწირულია

$21216.26

დონორი

947

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
1 11 12 13 14 15 57

გაქვთ კითხვები? ჩვენ დაგეხმარებით!

close


    გმადლობთ თქვენი შეტყობინებისთვის

    open
    close
    logo
    მოგვწერეთ
    logo
    გაქვთ კითხვები? ჩვენ დაგეხმარებით!




      გმადლობთ თქვენი შეტყობინებისთვის