ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
ფასი (გაითვალისწინეთ):
1 call - ₾2 GEL
მობილური პროვაიდერები
დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL
კოპირებულია
ბავშვების ახალგაზრდა, 32 წლის დედა, ჯოხის დახმარებითაც კი ვერ დგამს ნაბიჯს და ფაქტობრივად, ფეხებს „მიათრევს“ საბრალო ქალი. მისი პატარა ანგელოზები კი, რომლებსაც თავადაც არ შეუძლიათ სიარული და საშინელი ტკივილებით იტანჯებიან, ცდილობენ, დედას გადაადგილებაში რომ დაეხმარონ. დაილოცოს დედა-შვილობის ძალა და სიყვარული. საქმე იმაშია, რომ პათოლოგიურმა დაავადებამ, რომელიც ქვედა კიდურების პარალიზებას იწვევს, ბიჭიაშვილების ოჯახში ჯერ კიდევ ნახევარი საუკუნის წინ დაიდო ბინა. წნორში მაცხოვრებლებიდან ყველამ იცის, რომ ეს „ამოუხსნელი“ დაავადება თაობიდან თაობას გადაეცემა და ვერაფერმა შეძლო მისი შეჩერება. ნუთუ, მართლაც დემონი დაეპატრონა ბიჭიაშვილების ოჯახს?
ეს ანგელოზი გოგონა მესამე თაობის წარმომადგენელია, ვისაც ეს საშინელი დაავადება გადაეცა. საკმარისია, წამიერად ჩახედოთ გოგონას თვალებში და მისი ცოდვით სული დაგეწვებათ.
Bank of Georgia
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
TBC Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
Liberty Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
0901200270ოთხი მშიერი ბავშვი, რომელთაგან თითქმის პარალიზებულია ორი – ოთხი წლის ბარბარე და ექვსი წლის საბა, დანარჩენი ორი კი, და 12 წლის მარიამი და 11 წლის სოფიკო საყვარელი და დამჯერი გოგონები არიან. ისინი საშინელ სიღატაკეში ცხოვრობენ და არავინ დაეხმარება ჩვენ გარდა!!! მეგობრებო, თუ გყავთ შვილები, გთხოვთ, ეს კოშმარი გულთან ახლოს მიიტანოთ და ოჯახი მოინახულოთ კიდეც!
გულსაკლავია ეს ყოველივე! ახლა, პატარებს გამოკვლევა სასწრაფოდ უნდა ჩაუტარდეთ და გასარკვევია, იქნებ, თურქეთში მაინც იყოს შესაძლებელი, ორი უდანაშაულო ბავშვის, ბარბარესა და საბას ფეხზე წამოყენება! პირადად ჩვენ, ფონდში, ვერ დავიძინებთ, სანამ ეს პრობლემა არ მოგვარდება! საშინელებაა! არ იფიქროთ, რომ დაუყოვნებლივ არ მივიღებთ ზომებს, რათა ჯანმრთელი ბავშვების ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვალოს… ორშაბათს ან სამშაბათს, მათ უკვე ექნებათ პლანშეტიც და ტელეფონიც…
ისინი ხომ, გოგონები არიან… ყურადღებით წაიკითხეთ პოსტი, მეგობრებო! გთხოვთ, გვითხარით, კიდევ რა შეიძლება გაკეთდეს ამ საბრალო ოჯახისთვის საქართველოში, სადაც ადამიანის სიცოცხლეს ფასი არ აქვს.
ნუთუ, ამ ადამიანებს, რომელიც მიწაზე ხოხავენ, მართლა მივატოვებთ?
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!
რამხელა ტკივილი, სევდა, შიში და უიმედობაა 4 წლის ბარბარეს თვალებში.
რამდენ „უთქმელ სათქმელს“ ამბობენ ეს შავი თვალები.
როდესაც მე (ფონდის კორესპონდენტი) ბიჭიაშვილების ოჯახში მივედი, საზარელი სურათი დამხვდა. ბავშვები მიწაზე დახოხავდნენ.
კორესპონდენტი: „როდესაც ამ ოჯახს ვესტუმრე, თვალებს არ ვუჯერებდი! თავიდან მეგონა, რომ ბავშვები თამაშობდნენ და იმიტომ ხოხავდნენ მიწაზე!“
32 წლის დედა და მისი შვილები… რომელთა განადგურებასაც სატანა ცდილობს.
ბავშვების ახალგაზრდა, 32 წლის დედა, ჯოხის დახმარებითაც კი ვერ დგამს ნაბიჯს და ფაქტობრივად, ფეხებს „მიათრევს“ საბრალო ქალი. მისი პატარა ანგელოზები კი, რომლებსაც თავადაც არ შეუძლიათ სიარული და საშინელი ტკივილებით იტანჯებიან, ცდილობენ, დედას გადაადგილებაში რომ დაეხმარონ. დაილოცოს დედა–შვილობის ძალა და სიყვარული. საქმე იმაშია, რომ პათოლოგიურმა დაავადებამ, რომელიც ქვედა კიდურების პარალიზებას იწვევს, ბიჭიაშვილების ოჯახში ჯერ კიდევ ნახევარი საუკუნის წინ დაიდო ბინა. წნორში მაცხოვრებლებიდან ყველამ იცის, რომ ეს „ამოუხსნელი“ დაავადება თაობიდან თაობას გადაეცემა და ვერაფერმა შეძლო მისი შეჩერება. ნუთუ, მართლაც დემონი დაეპატრონა ბიჭიაშვილების ოჯახს?
ეს ანგელოზი გოგონა მესამე თაობის წარმომადგენელია, ვისაც ეს საშინელი დაავადება გადაეცა. საკმარისია, წამიერად ჩახედოთ გოგონას თვალებში და მისი ცოდვით სული დაგეწვებათ.
შეხედეთ, რა მწარედ ტირის საბრალო ბავშვი. თანატოლებთან თამაში უნდოდა. თუმცა, ბარბარემ მხოლოდ რამდენიმე ნაბიჯის გადადგმა შეძლო, მერე კი, ასე დაეცა. მადლობა უფალს, რკინის კონსტრუქციაზე თავის დარტყმას გადაურჩა ბეწვზე. თორემ, ხომ წარმოგიდგენიათ, რამხელა ტრაგედია დატრიალდებოდა?
საბას გული დაეწვა, დაიკო წაქცეული რომ დაინახა. ბიჭუნა მიწაზე ფორთხვით მივიდა მასთან, თმაში ყვავილი რომ ჩაებნია. ღმერთო, რამხელა გული აქვს ამ პატარა ბიჭს. ჩვენს სამშობლოს როგორი ვაჟკაცი ეზრდება.
აი, ასეთი თვალებით უყურებდა ბავშვი ფონდის კორესპონდენტს. ამ გამოხედვაში, დიდ ტკივილთან და უიმედობასთან ერთად, ჩუმი ვედრება ჩანს „უცხო დეიდის“ მიმართ.
საბა (6 წლის): რომ წავიქცევი ხოლმე, წამოდგომაში დახმარების ნაცვლად, ზოგიერთი ბავშვი მოდის, წაქცეულს ფეხებს მირტყამს და დამცინის. ასეთ დროს ტირილს ვიწყებ, ოღონდ არა იმიტომ, რომ ფეხების ტკივილს ვეღარ ვუძლებ, არამედ იმის გამო, რომ გულს მტკენს მათი საქციელი. რა ჩემი ბრალია, ასეთი რომ დავიბადე?“
პირველი ჯგუფის შშმ პირი დედა, შეუძლებელს აკეთებს თავისი გოგონასთვის. შეხედეთ, როგორი წვალებით სვამს ბავშვს საქანელაზე. ნუთუ, არ შერცხვება მის ბიოლოგიურ მამას, ამ კადრებს რომ ნახავს?
წაქცეულმა ბავშვმა რამდენჯერ ინატრა: „ნეტავ, მეც მყავდეს მამიკო სხვა ბავშვებივით. ახლა ხომ, წამომაყენებდა, მომეფერებოდა, კისერზე შემისვამდა და დამიცავდა.“
აი, ასე აქვთ ხელი ერთმანეთზე ჩაჭიდებული საბრალო და–ძმას
შეხედეთ, წაქცევის დროსაც კი არ გაუშვა საბამ თავის დაიკოს ხელი. სული დაეწვება ადამიანს ამ ბავშვების ცოდვით.
სულის ტკივილი გამოსჭვივის დედისა და შვილების თვალებიდან
ლია (32 წლის, ბავშვების დედა): ფეხებს ძლივს მივათრევ. ჯოხის დახმარებითაც კი, გადაადგილება მიჭირს. ვიტანჯები… დაბადებიდან ასეთი ვარ. მამაჩემიც ასეთი იყო. დიაგნოზი არ ვიცი. ეს რაღაც ანომალიური დაავადებაა, რომელიც, თითქოს, წყევლად ექცა ჩვენს ოჯახს და თაობიდან თაობას გადაეცემა. ამ საშინელმა დაავადებამ, ჯერ კიდევ ბავშვობიდან ჯოჯოხეთად აქცია ჩემი ცხოვრება და ახლა, ჩემი საბრალო შვილებიც ამ ჯოჯოხეთს გადიან. იმის იმედს არ ვკარგავ, რომ საზღვარგარეთ მაინც იქნება შესაძლებელი, ჩემი უიღბლო პატარების საბოლოოდ განკურნება თუ არა, იმის მიღწევა მაინც, ბავშვებმა მიწაზე ფორთხვის გარეშე გადაადგილება რომ შეძლონ.“
ლია: ოპერაცია რომ გაეკეთებინათ ჩემთვის ბავშვობაში, მჯერა, დღეს, ასეთ ჯოჯოხეთში არ ვიცხოვრებდი. მაგრამ, უფულობის გამო ვერ გამიკეთეს და ახლა, ჩემი შვილებიც ანალოგიურ მდგომარეობაში არიან. უფულობის გამო, საზღვარგარეთ ვერ მიმყავს. სახურავიდან წყალი ჩამოდის, ფანჯრები ჩატეხილია, არც ტელევიზორი გვაქვს, არც მაცივარი, საწოლებიც გატეხილია. ნუთუ, ამას ცხოვრება ჰქვია?“
შეხედეთ, ისინი თვალებით ითხოვენ შველას. ამ საწყალ ბავშვებს სასწრაფოდ თუ არ ჩაუტარდებათ ოპერაცია საზღვარგარეთ, მერე, უკვე გვიანი იქნება და ისინი ჯოჯოხეთურ ტანჯვაში გაატარებენ დარჩენილ ცხოვრებას.
ბარბარე (4 წლის): „დეიდა (მიმართავს ფონდის კორესპონდენტს), პატარა რომ იყავი, შენც ჩემსავით ვერ თამაშობდი დაჭერობანას და დახუჭობანას? მე მინდა სირბილი, ჩემი ფეხები კი, ვერც დარბიან, ვერც დადიან. სხვა ბავშვების ფეხები დარბიან. ისინი ბევრს თამაშობენ. მე კი, მხოლოდ ვუყურებ. დეიდა, მე როდის შევძლებ მათსავით თამაშს?
ღმერთო, რაოდენ მძიმეა ასეთი სიტყვების მოსმენა ოთხი წლის ბავშვისგან. რა ძნელია, ამ დროს თვალებზე მომდგარი ცრემლები „უკან რომ გააბრუნო“, მხოლოდ იმისთვის, რომ ბავშვმა არ შენიშნოს.
ახლა, ის დროა, როდესაც მთელი საქართველო უნდა გაერთიანდეს. მართალია, პატარა ერი ვართ, მაგრამ ბევრი სასწაული მოვახდინეთ და სწორედ თქვენ, ღვთისნიერო ადამიანებო, სიკვდილს გამოსტაცეთ უამრავი ბავშვი. დიახ, ჩვენ ხომ, ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანაში ვცხოვრობთ და სხვანაირად მოქცევა არც შეგვშვენის. ახლა კი დროა, პატარა ბარბარესა და საბასთვისაც სასწაული რომ მოვახდინოთ.
ღვთისნიერო ადამიანებო, კარგად დააკვირდით და–ძმის თვალებს და დარწმუნდებით, რომ უფალმა ამ სამყაროს ეს ბავშვები ნამდვილ ანგელოზებად მოუვლინა. თუმცა, როდესაც ისინი ციდან დედამიწაზე ჩამოფრინდნენ, სატანამ სცადა, აქ, მათი ცხოვრება ნამდვილ ჯოჯოხეთად რომ ექცია. ჩვენ კი, ადამიანები, უფალს რა პასუხს გავცემთ? რატომ ვერ დავიცავთ მის მიერ გამოგზავნილი ორი პატარა ანგელოზი? ნუთუ, სატანასთან შებრძოლების შეგვეშინდა??? ნუთუ, მორწმუნე ადამიანს ეს პასუხი შეშვენის? სიკეთის და სიყვარულის ძალას ვერცერთი დემონი ვერ მოერევა. უფლის მიერ დედამიწაზე გამოგზავნილი ანგელოზები გადავარჩინოთ. ახლა, ამ საბრალო ბავშვების ბედი მხოლოდ, დიახ… მხოლოდ თქვენს ხელთაა, ღვთისნიერო ადამიანებო.
თუ გსურთ, მოინახულოთ და დახმარება პირადად გაუწიოთ ამ ოჯახს, მათი მისამართია: სიღნაღის მუნიციპალიტეტი, წნორი აღმაშენებლის მე-7 შესახვევი, ბინა 4.
ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ დაეხმარეთ და გაიხარეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!
მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
ჩვენი ფონდის ანგარიში:
– საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000(დანიშნულება: ბიჭიაშვილების ოჯახი).
თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „TBC ბანკი“ (GeoPay), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.
თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან: ExpressPay, TBCpay, PayBox (OPPA). ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება–მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100.
სპეციალურ ნომერზე: 0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!
კორ.: ნინი
სულ ხარჯები:
დარჩა: