დაეხმარე მოყვასს და მიუახლოვდი ღმერთს!

Projects/Beneficiaries Needs

Project

ავადმყოფი ბავშვები

ბედნიერება რა ღირს?ის ფასდაუდებელია! მხოლოდ ლეონიდ ჩერნოვეცკის ფონდის მეგობრებს შეეძლოთ, ასეთი ძვირფასი საჩუქრის გაკეთება! გილოცავთ, ჩვენო ძვირფასო სპონსორებო! „სახლი შეძენილია ჩერნოვეცკის ფონდის მეგობრების მიერ“ – სწორედ ამ ჯადოსნურმა სიტყვებმა გაიჟღერა, ამჯერად გიგაურების ოჯახში. პატარა ავრორას და მის მძიმედ დაავადებულ დაიკოს, ღია ცის ქვეშ ძილი აღარ მოუწევთ. ფონდის მეგობრებო, აღდგომის დღესასწაულზე თქვენი წილი სასწაული მოახდინეთ დედამიწაზე. თქვენ ნამდვილად უფლის შვილები ხართ!

შემოწირულია

$7953.08

დონორი

534

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
Project

ავადმყოფი ბავშვები

მერაბი, 12 წლის: „დეიდა, გააგებინე ყველას, რომ სიცოცხლე ძალიან, ძალიან მინდა! ყოველდღე ვოცნებობ იმაზე, რომ ფეხზე დავდგე! გემუდარებით, დამეხმარეთ, ისე შევძლო სიარული, როგორც სხვა ქართულ ოჯახებში დადიან ბავშვები! აუხსენით მათ, რომ საკუთარი ფეხები უნდა დააფასონ და რაოდენ მნიშვნელოვანია, როდესაც უნარშეზღუდული არ ხარ“

ღმერთო, ღმერთო, როგორ იტანჯება მერაბის დედა უკვე 12 წელია! მე მისი სულიერი ტკივილის სიტყვებით გამოხატვაც კი გამიჭირდა! მის შვილსაც ოცნება აქვს! თურქეთის ექიმები ჰპირდებიან, რომ შეუმსუბუქებენ მას და მერაბს ტანჯვას!

მერაბი სხვა ბავშვებივით იზრდება და მალე ეზოშიც ვეღარ გაიყვანს, ბავშვები რომ ნახოს და ელაპარაკოს მაინც! მერაბს დამოუკიდებლად ერთი ნაბიჯის გადადგმაც კი არ შეუძლია.

მერაბი (12 წლის): „ფეხები ძალიან მტკივა, ძალიან. წამლები არ მშველის! ჩემს მშობლებს კი ფული არ აქვთ, რომ სამკურნალოდ თურქეთში წამიყვანონ. ასე რომ არ იყოს, დედას არ ვთხოვდი უცხო ადამიანების შეწუხებას! დაგვეხმარეთ მეც და დედასაც! გთხოვთ, დაგვეხმარეთ! ისე ვოცნებობ, რომ ფეხზე დავდგე და მეგობრებთან ერთად ნელ-ნელა სიარული მაინც შევძლო! თორემ მთელი ცხოვრება მომიწევს, მხოლოდ ფანჯრიდან ვუყურო სხვების თამაშს! სიცოცხლე ძალიან მინდა!“

როდესაც დედა ორსულად იყო და მერაბს ელოდებოდა, ექიმებმა თქვეს, რომ ბავშვს ტვინის დაზიანება ჰქონდა და ვერ გადარჩებოდა. მაგრამ ყველა საშინელი პროგნოზის მიუხედავად, ბავშვი გადარჩა და ეს ღვთის სასწაულია!

შემოწირულია

$9018.25

დონორი

755

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
Project

ავადმყოფი ბავშვები

ექვსი წლის ულამაზესი ქართველი გოგონა, ნიტა, თითქმის უსინათლოა და ღვთის მიერ შექმნილ სამყაროში, შავ-თეთრი სილუეტების გარდა, ვერაფერს ხედავს! ამ ლამაზ ქართულ თვალებს შეხედე, მეგობარო, შენ გჯერა ამის? მაგრამ დიდია უფალი! ახალი ტექნოლოგიების დამსახურებით ამ ულამაზეს გოგონას ცნობილმა თურქულმა კლინიკამ სრული განკურნების გარანტია მისცა! რა ბედნიერებაა! მალე ოპერაცია ჩაუტარდება!.. მაგრამ… ფულია საჭირო! რა თქმა უნდა, ნიტას ამ პრობლემის პირისპირ მარტოს არ მივატოვებთ. მაგრამ ძალიან, ძალიან ცოტა დრო რჩება. ოპერაციის დრო მოახლოვდა!

ეს ანგელოზი 6 წლის ნიტაა. როდესაც გოგონა დაიბადა და თვალები პირველად გაახილა, ყველას თვალი მოსჭრა მისი ზღვისფერი თვალების სილამაზემ. მისი დიდრონი თვალები ისევე ლივლივებდნენ, როგორც ზაფხულის ზღვის ტალღები გარიჟრაჟზე. მაგრამ, ჰოი, მუხთალო ცხოვრებავ! ცოტა ხანში თავზარდამცემი ინფორმაცია შეიტყო ბავშვის ოჯახმა.

თვალის ნერვის თანდაყოლილი ატროფია აღმოაჩნდა ბავშვს. მარცხენა თვალში მხედველობა მხოლოდ 0,02%-ია, მარჯვენაში კი – 0,04%. ღმერთო, ღმერთო, ეს ხომ საშინელებაზე უარესია! უფულობის გამო შეჭირვებულმა ოჯახმა ბავშვს ვერც სათანადო მკურნალობა, ვერც ოპერაცია ვერ ჩაუტარა. ეს ანგელოზი გოგონა მდიდარი ოჯახის შვილი რომ ყოფილიყო, ალბათ, მაშინვე საზღვარგარეთის რომელიმე კლინიკაში გადააფრენდნენ. მაგრამ, სამწუხაროდ, ნიტას არ გაუმართლა და მის მშობლებს უჭირთ.

ამ ოჯახს საკუთარი სახლიც კი არ აქვს, სხვის სახლში ცხოვრობენ დროებით. მაგრამ ნიტას ერთ რამეში გაუმართლა – ღირსეული ადამიანები არიან მისი დედ-მამა, პატიოსანი შრომით გამომუშავებული ფულით ჭამენ პურს და შვილებსაც ღირსეულ ადამიანებად ზრდიან. სამწუხაროდ, დღეს უკვე იშვიათია ადამიანის კეთილსინდისიერება. უბედურება ისაა, რომ ნიტა დღის სინათლეზე საერთოდ ვერაფერს ხედავს. მზის შუქზე თვალებიდან ცრემლები სდის და ბავშვს, არათუ რამის დანახვა, თვალების გახელაც კი არ შეუძლია. ეს ხომ ჯოჯოხეთური წამებაა!

ბავშვის საბრალო დედა ყოველ დილით იმ იმედით იღვიძებს, რომ იქნებ, სასწაული მოხდეს და ბავშვის მხედველობა ოდნავ მაინც გაუმჯობესდეს.

შემოწირულია

$16777.72

დონორი

1403

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
Project

ავადმყოფი ბავშვები

ბავშვი, რომელიც 500 გრამი დაიბადა, სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა, გაიზარდა და სიმპათიური ბიჭი დადგა. თუმცა 6 წლის დავითისთვის ახლა გადაწყდება, ფეხზე გაივლის თუ მთელი ცხოვრება ეტლს იქნება მიჯაჭვული. ღვთისნიერო ადამიანებო, დრო მხოლოდ 13 მარტამდე გვაქვს. ბავშვის მომავალი თქვენს ხელშია. არ გასწიროთ თქვენს იმედად მყოფი პატარა ანგელოზი.

დავითმა დედის მუცელში მხოლოდ 5 თვე დაჰყო… როდესაც ბავშვი დაიბადა, მისი წონა მხოლოდ 500 გრამს შეადგენდა. ექიმები გადარჩენის იმედს არ აძლევდნენ საბრალო დედას.
უფალმა ნამდვილი სასწაული მოახდინა და ბიჭუნას ამქვეყნად სიცოცხლე შეუნარჩუნა
გადიოდა კვირები, თვეები, წლები, ბიჭუნა იზრდებოდა და მისი გამომეტყველება სულ უფრო მეტად სათნო ხდებოდა. საკმარისი იყო, ერთხელ შეგეხედათ ბავშვისთვის და მაშინვე მიხვდებოდით, რომ მის გადარჩენაში უფლის და დედა ღვთისმშობლის ხელი ერია. თუმცა ნაადრევად დაბადებამ თავისი შედეგი მაინც გამოიღო და ბიჭუნას სიარული არ შეეძლო. ორივე ფეხზე მყესები ისე ჰქონდა დაჭიმული, რომ მუხლში გაშლაც კი არ შეეძლო.
საბრალო ბავშვი 6 წლის განმავლობაში მხოლოდ იატაკზე დახოხავდა და გაუსაძლისი ტკივილებით იტანჯებოდა
ცოტა ხნის წინ, აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ სრულიად დააფინანსა ბავშვის ძვირადღირებული ოპერაცია. ბიჭუნა სამშობლოში რამდენიმე დღის წინ დაბრუნდა, მაგრამ ახლა რეაბილიტაცია ესაჭიროება.

შემოწირულია

$13700.78

დონორი

1001

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
Project

ავადმყოფი ბავშვები

ფონდის მეგობრების უდიდესი გამარჯვება სიკვდილზე! დემეტრე, რომელიც მხოლოდ 1 წლის და 8 თვისაა, თვალებს ახელს და სიცოცხლეს უბრუნდება!

მეგობრებო, თქვენი საოცარი მხარდაჭერისთვის საუკეთესო ახალ ამბებს იმსახურებთ! სწორედ რომ, შესანიშნავი ამბავი უნდა გაცნობოთ! მას შემდეგ, რაც ჩერნოვეცკის ფონდმა გამოკვლევების, ანალიზების, მედიკამენტების ხარჯები სასწრაფოდ დაფარა (23 ათას ლარამდე ჯამში), მას შემდეგ, რაც ათასობით ადამიანმა ილოცა დემეტრესა და მისი მშობლებისთვის, დემეტრეს მდგომარეობა გაუმჯობესდა. დემეტრე უკვე საქართველოშია! დემეტრე ორ კვირაზე მეტია დამოუკიდებლად სუნთქავს! ის ფილტვების ვენტილაციაზე ყოველ წუთს დამოკიდებული აღარ არის. ყელში ტრაქეოსტომა ჩაუდგეს, ექვსი თვით. დემეტრე ოცდაოთხი საათი აღარ სძინავს! დიდი ხნის განმავლობაში არ ხუჭავს თვალებდა დედიკოსაც უყურებს! მისი დედისთვის, ნატოსთვის შვილის მშვენიერი თვალების დანახვ, უდიდესი ბედნიერება რის, ისი იმედი გამყარდა!

შემოწირულია

$33652.65

დონორი

2177

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
Project

ავადმყოფი ბავშვები

ბავშვების დედა დარწმუნებულია, რომ ბავშვებს ქართველმა ექიმმა დაუზიანა თავის ტვინი! ჩვენ კი მისი სიტყვების გვჯერა. მეგობრებო, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც სიცოცხლეს ჩუქნით იმ პატარებს, ვინც ექიმებმა დაასახიჩრეს, რაზეც პასუხს არავინ აგებს! გარდა ამისა, ჯანდაცვის სამინისტრო მათი მკურნალობის დაფინანსებაზე უარს ამბობს. ღვთისნიერო ადამიანებო, ახლა საბრალო ბავშვების ბედი მხოლოდ თქვენს ხელთაა!

ტყუპებზე ორსულობა გაურთულდა საბრალო დედას, რადგან ჰიდრონეფროზი (თირკმელების დაავადება) აღმოაჩნდა. ახალგაზრდა ქალი ორსულობის მეშვიდე თვეში იყო, როდესაც რთული ოპერაცია ჩაუტარდა და თირკმელში სტენტი ჩაუდგეს. შეჭირვებული ქალი ახალციხიდან თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში წვალებით მოგროვებული თანხით მივიდა. ექიმებმა გააფრთხილეს, რომ თირკმელში ჩადგმული სტენტის გამო, მხოლოდ საკეისრო კვეთით უნდა მომხდარიყო მისი მშობიარობა და არა ფიზიოლოგიურად, რადგან ეს ბავშვების სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი იყო.

ბავშვების საბრალო დედამ ვერ შეძლო მშობიარობამდე დარჩენილი ხანმოკლე პერიოდი კლინიკაში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ გაეტარებინა. იცით, რატომ? წყეული უფულობის გამო. ამიტომ იძულებული გახდა, ახალციხეში დაბრუნებულიყო. სწორედ ამის შემდეგ იწყება ჯოჯოხეთი ქალისთვის და საბრალო ტყუპებისთვის.

ახალციხის ერთ-ერთ კლინიკაში ექიმმა გადაწყვიტა, რომ ფიზიოლოგიურად მშობიარობა და ორი ბავშვის გაჩენა შეეძლო ქალს, რომელსაც სტენტი ჰქონდა ჩადგმული თირკმელში. დანარჩენს, ალბათ, თავადაც ხვდებით… დიახ, გართულებული მშობიარობის გამო, ბავშვებს ასფიქსია განუვითარდათ და თავის ტვინი დაუზიანდათ. უპასუხისმგებლო ექიმს კი იმ ღამით მშვიდად ეძინა სახლში. მეორე დღეს კი პრეტენზიები გამოთქვა დედის მიმართ: „რა გატირებს, შენი შვილები ავადმყოფები დაიბადნენ, ასეთი ბავშვები რაში გჭირდებაო?“ დიახ, სწორედ ამ სიტყვების წარმოთქმა გაბედა გამწარებულ დედასთან ექიმმა. იმ ექიმმა, რომელიც ბავშვების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე პასუხისმგებელი არის.

შემოწირულია

$7683.71

დონორი

581

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
1 13 14 15 16 17 57

გაქვთ კითხვები? ჩვენ დაგეხმარებით!

close


    გმადლობთ თქვენი შეტყობინებისთვის

    open
    close
    logo
    მოგვწერეთ
    logo
    გაქვთ კითხვები? ჩვენ დაგეხმარებით!




      გმადლობთ თქვენი შეტყობინებისთვის