დაეხმარე მოყვასს და მიუახლოვდი ღმერთს!

Projects/Beneficiaries Needs

Project

ავადმყოფი ბავშვები

უბედურება! უბედურება! ქირურგის დაუდევრობის გამო სიცოცხლით სავსე ულამაზესი 10 წლის ელენე უკვე 1 წელია, პამპერსს ატარებს და ცხოვრებას მთლიანად მოწყდა. გოგონა მუხლებს ვეღარ შლის. ბავშვის გამოჯანმრთელების ერთადერთი გზა არსებობს — მხოლოდ თქვენი გულისხმიერება გადაარჩენს ელენეს, კეთილო ადამიანებო!

ეს 10 წლის ელენეა. ბავშვს დაბადებიდან ხერხემლის თიაქარი აქვს. ამ ციცქნა გოგონას პატარა გულმა 9 ანესთეზიას გაუძლო. როცა პირველი ოპერაცია გაუკეთეს, სულ რაღაც ოთხი თვის იყო. მეორე ოთხი წლის ასაკში გაუკეთეს, ხოლო მესამე ოპერაცია — სულ რაღაც ერთი წლის წინ, 9 წლის ასაკში. ელენე იმედით შედიოდა ოპერაციაზე, მაგრამ ბოლო ოპერაცია საბედისწერო აღმოჩნდა გოგონასთვის. დიახ, სწორედ მესამე ოპერაცია აღმოჩნდა საბედისწერო პატარა ელენესთვის. ბავშვს ფეხებზე დამბლა დაემართა და შეგრძნება მთლიანად დაკარგა. ამასთან, ფეხები ისე გაუმრუდდა, რომ საბრალო გოგონა მუხლებს ვეღარ შლის და ძლივს დადის.

შემოწირულია

$11252.66

დონორი

668

დიახ! მსურს დახმარება!
Project

ავადმყოფი ბავშვები

12 წლის ნიკოლოზს სასწრაფოდ სჭირდება ოპერაცია — თირკმლის ამოღება! მამა მარტო დარჩა ოთხ შვილთან ერთად და მკურნალობის ხარჯებს ვერ ფარავს. დაეხმარეთ, რომ მძიმედ დაავადებულ შვილზე ზრუნვა შეძლოს!

12 წლის ნიკოლოზი უდარდელად დასდევდა ბურთს სხვა ბიჭებთან ერთად, ფეხბურთს თამაშობდა და აქტიურად ვარჯიშობდა. მოახლოებული განსაცდელის შესახებ არავის უგრძნობდა გული, მაგრამ მორიგი შეჯიბრების წინ გეგმიური გამოკვლევის დროს ექიმებმა აღმოაჩინეს, რომ ბიჭს თანდაყოლილი თირკმლის დაავადება — ჰიდრონეფროზი აქვს. აღმოჩნდა, რომ მარცხენა თირკმელი დაშლილია და მისი ამოკვეთა ერთადერთი გამოსავალია.

შემოწირულია

$49900.07

დონორი

2697

დიახ! მსურს დახმარება!
Project

ავადმყოფი ბავშვები

თქვენი ფონდი უფალმა მაპოვნინა! მაპოვნინა ისეთი ადამიანები, ვინც სიხარულით გვეხმარება!

ბავშვებს ძალიან უხარიათ, ახლა ლამაზი სახლი რომ გვაქვს. მოხვედით და ჩვენი ცარიელი სახლი აავსეთ“. გოარი: „ქვრივი ვარ, სამი შვილი მყავს, ძალიან მძიმე იყო ჩვენი მდგომარეობა. ჩემი უფროსი გოგონა, ანგელინა ავად იყო და წამლები სასწრაფოდ სჭირდებოდა. გაზისა და ცხელი წყლის გარეშე ვცხოვრობდით. ბავშვები ცუდად იკვებებოდნენ და ცივ სახლში იყინებოდნენ. თქვენი ფონდი უფალმა მაპოვნინა! სომხეთიდან მოგწერეთ საქართველოში. ჩემს ანგელინას წამლები და საფენები გამოუგზავნეთ. დიდი მადლობა მზრუნველობისთვის! პროექტის მსვლელობის პერიოდში კეთილი ადამიანები ამერიკიდანაც გამომეხმაურნენ — ჩემი შვილის ანალიზების საფასური გადაიხადეს. ბედნიერი ვარ, რომ ჩვენ გვერდით კეთილშობილი, ღვთისნიერი ადამიანები არიან — ფონდის მეგობრები, ვინც სიხარულით გვეხმარება! დეკემბერში ანგელინას ოპერაცია ჩაუტარდა, მეორე წანაზარდის ამოსაკვეთად. ღია ჭრილობაც აღარ აქვს.“

შემოწირულია

$5800.52

დონორი

441

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
Project

ავადმყოფი ბავშვები

შვილების გარდა, ამქვეყნად არავინ დამრჩა! ყველაფერი გავყიდე, ჩემი ვაჟებისთვის რომ მემკურნალა! გთხოვთ, ჩემი ბიჭები გადაარჩინეთ! ეპილეფსიის მართვის წამლები სჭირდებათ!

11 წლის ნიკას საშინელი ეპილეფსიური შეტევები ემართება. ყოველი მათგანი პატარა სიკვდილს ჰგავს. თუკი ადრე ძლიერი კრუნჩხვები თვეში ერთხელ ემართებოდა, ახლა ყოველ მეორე დღეს აქვს. მიუხედავად იმისა, რომ დედამ ისწავლა ამასთან გამკლავება, მუდმივი შიშის ქვეშ ცხოვრობს იმის გამო, რომ ბავშვის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. ოჯახს არც წამლების, არც პამპერსის საყიდლად ფული არ აქვს. სასიცოცხლო მნიშვნელობის აბების გარეშე ბავშვების დატოვება კი მათ ტანჯვისთვის გაწირვას ნიშნავს! ანდრია, ნიკა და ანა ბედნიერ ცხოვრებას, სამყაროს შესწავლის შესაძლებლობასა და უდარდელ ბავშვობას იმსახურებენ სხვა ბავშვებივით. მაგრამ ჩვენი მხარდაჭერის გარეშე ისინი ვერ გადარჩებიან. დახმარება ახლავე სჭირდებათ, სანამ გვიანი არ არის!

შემოწირულია

$4861.77

დონორი

272

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
Project

ავადმყოფი ბავშვები

შესანიშნავი დამხმარეები ხართ! თქვენ ძალა მოგვეცით, კიბოსთან ბრძოლა რომგავაგრძელოთ!

პატარა ალინას თავის ტვინის კიბო აქვს. წინ, მას ქიმიოთერაპიის 8 კურსი ელოდება. კიბოს შეჭირვებულ ოჯახში მოსვლაზე უფრო საშინელი ხომ, არაფერია. პატარა მძიმედ დაავადებული გოგონა, მისი დები და მისი ჩვილი ძმა ცხოვრობდნენ ცივ სახლში, სადაც ფანჯრებზე ცელოფნის პარკები იყო გაკრული. ალინას სიარული არ შეეძლო და იატაკზე დახოხავდა უმწეო ბავშვი, რადგან ოჯახს ეტლის შეძენის საშუალება არ ჰქონდა. პამპერსი, წამლები, რამდენი რამ სჭირდებოდა ალინას ყოველდღე!..
„ყველაზე რთულ მომენტში, საოცარი ადამიანები – ჩერნოვეცკის ფონდის მეგობრები დაგვიდგნენ გვერდით“, – ამბობს სერინე, ალინას დედა. – „თქვენ მოაგვარეთ ჩვენი ყოველდღიური პრობლემები და მოგვეცით ძალა, კიბოსთან ბრძოლა რომ გავაგრძელოთ. ღმერთმა ქნას, ყველა სნეული ბავშვის მშობელს თქვენნაირი დამხმარეები ჰყავდეს!“

შემოწირულია

$4971.98

დონორი

151

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
Project

ავადმყოფი ბავშვები

უბედურება! უბედურება! 14 წლის ანა-მარიას მოკვეთილი ფეხიდან ძვალი უჩანს. ბავშვს სასწრაფოდ ესაჭიროება ოპერაცია, ქვრივი ქალი კი შვილს ვერაფრით ეხმარება. საავადმყოფოში მისულ დედას 60 ლარი არ აღმოაჩნდა საფულეში. ნუთუ ბავშვი ისევ ცოცხლად უნდა დალპეს? საშინელებაა!

შეხედეთ, ამ ანგელოზს, როგორი ლამაზია. მისი თვალები კი ისეთი ღრმაა, ისეთი მეტყველი… საკმარისია, მხოლოდ ერთხელ ჩახედოთ ანა-მარიას თვალებში და მაშინვე დარწმუნდებით, რომ მისი პატარა გული მხოლოდ სიკეთით არის სავსე. ვერაგ სიკვდილს კი სურს, რომ ამ კეთილმა გულმა სამუდამოდ შეწყვიტოს ფეთქვა. ეს არ უნდა დავუშვათ! არა! კეთილო ადამიანებო, გარდა იმისა, რომ უფულობის გამო ოპერაციის დაგეგმვა ვერ მოხერხდა, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პრობლემის წინაშე დგას ანა-მარიას დედა. ბავშვის ოპერაციისთვის საჭირო საბუთების შესაგროვებლად რომ კლინიკაში მივიდეს, ბავშვის დამტოვებელი არ ჰყავს. შენ, ვინც ახლა ამ პოსტს კითხულობ, თუ ხარ დამწყები ექთანი, თუნდაც სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტი და, რაც მთავარია, თუ გაქვს გული, მხოლოდ რამდენიმე საათი გამონახე ანა-მარიასთვის. ეს სიკეთე ცხოვრების გზაზე ყველაზე რთულ პერიოდში დაგიბრუნდება უკან. სიკეთე ხომ უკვალოდ არასდროს იკარგება, არასდროს!

შემოწირულია

$14500.38

დონორი

884

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
1 15 16 17 18 19 57

გაქვთ კითხვები? ჩვენ დაგეხმარებით!

close


    გმადლობთ თქვენი შეტყობინებისთვის

    open
    close
    logo
    მოგვწერეთ
    logo
    გაქვთ კითხვები? ჩვენ დაგეხმარებით!




      გმადლობთ თქვენი შეტყობინებისთვის