დაეხმარე მოყვასს და მიუახლოვდი ღმერთს!

Projects/Beneficiaries Needs

Project

ავადმყოფი ბავშვები

ჰოი, საშინელებავ! ორი წლის ციცქნა ლაზარეს ტერფმრუდობა აქვს. თუ არ დავეხმარებით, რომ ძვირადღირებული და რთული ოპერაცია რაც შეიძლება მალე ჩაუტარდეს, ეს ულამაზესი ბავშვი ხეიბრად დარჩება! „ხეიბარი“ კი, ალბათ, ყველაზე საშინელი სიტყვაა ამქვეყნად!

ყველა მშობელი დამეთანხმება: საკუთარი შვილის ავადმყოფობაზე უარესი არაფერია ამქვეყნად. გაუსაძლისია, უყურო იმას, თუ როგორ იტანჯება შენი პატარა და დახმარება არ შეგეძლოს. ძალიან გთხოვთ, დაეხმაროთ, შეისმინოთ სულის ძახილი დედისა, რომელიც დახმარებას ითხოვს, რადგან დედაშვილობაზე უფრო ძლიერი კავშირი არ არსებობს ამქვეყნად. გვერდს ნუ აუვლით. ნუ იფიქრებთ, რომ ვინმე სხვა დაეხმარება. თქვენი მონაწილეობა ბავშვის სიცოცხლის გადარჩენის რეალური შანსია. დავეხმაროთ ახალგაზრდა, მოსიყვარულე ოჯახს! მოდი, ლაზარეს ცხოვრებაში სასწაული ერთად მოვახდინოთ, რომ საკუთარი ფეხით გაიაროს!

შემოწირულია

$4320.01

დონორი

267

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
Project

ავადმყოფი ბავშვები

უბედურება!!! უბედურება!!! 4 თვის ტყუპები სიკვდილს უნდა გადავარჩინოთ! არაკაცმა მამამ ისინი ჯერ კიდევ მუცლად ყოფნის პერიოდში მიატოვა. როდესაც თვე-ნახევრის ლაზარეს გულის ოპერაციას უკეთდებდნენ, კლინიკაშიც კი არ მივიდა. ღმერთო, ამას ხომ ცხოველიც არ გააკეთებდა! პატარა ანგელოზებს საწოვარაც კი არ აქვთ.

ბავშვი თვე-ნახევრის იყო, როდესაც გულზე ოპერაცია გაუკეთეს. თუმცა ეს არ აღმოჩნდა საკმარისი. ბავშვის მდგომარეობა ისევ მძიმეა და, ექიმების აზრით, შესაძლოა ბავშვს მეორე, გაცილებით რთული ოპერაცია დასჭირდეს, თუმცა ამისთვის ჯერ გამოკვლევებია საჭირო. მარტოხელა საბრალო დედას კი ექიმთან მისაყვანი ფული არ აქვს. ახლა რასაც გეტყვით ძვირფასო მკითხველო, ეს ნამდვილი საშინელებაა და ძალიან მიჭირს ამ სიტყვების დაწერა, მაგრამ თქვენც უნდა იცოდეთ. ტყუპ ძმებს მხოლოდ ერთი საწოვარა აქვთ და, როცა ერთდროულად ტირიან, მონაცვლეობით აძლევს დედა საწოვარას. ღმერთო, ამის წარმოდგენამაც კი შესაძლოა, ჭკუიდან გადაიყვანოს ადამიანი.

შემოწირულია

$17045.89

დონორი

963

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
Project

ავადმყოფი ბავშვები

ელენე, 7 წლის: „შემომხედე, კეთილო დეიდა, გთხოვ, შემომხედე, როგორ ვიტანჯები და როგორ მტკივა! ფანჯარასთან რომ მივყავარ დედას, გული მტკივა, როდესაც ვხედავ, სხვა გოგონები „დედა-შვილობანას“ როგორ თამაშობენ, როგორ დარბიან, როგორ მხიარულობენ!

ელენე, 7 წლის
დიაგნოზი: ჰიდროცეფალია, სპინა ბიფიდა.
რა სახის დახმარებაა საჭირო: სჭირდება თურქეთში ოპერაციის გაკეთება
ოპერაციის ღირებულება: 15 000$
დაავადება უნებართვოდ მოდის ბავშვთან, მოზრდილთან, ნებისმიერი ასაკის ადამიანთან. ის შედის ოჯახში და მის ცხოვრებას ორ ნაწილად ყოფს… თან მოაქვს შიში, ტკივილი, გაურკვევლობა. დაზღვეული არავინ არის… კეთილი ადამიანების გვერდში დგომა კი ძალიან მნიშვნელოვანია ასეთ მომენტში. გმადლობთ, უფალო, რომ გამოგვიგზავნე ეს უმშვენიერესი ბავშვი, პატარა ელენე. გმადლობთ, რომ შესაძლებლობა გვაჩუქე, ტკივილისა და მარადიული ტანჯვისგან ვიხსნათ ეს გოგონა! დაეხმარეთ! ძალიან მალე დაინახავთ თქვენი სიკეთის შედეგს!

შემოწირულია

$11847.02

დონორი

805

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
Project

ავადმყოფი ბავშვები

9 წლის ულამაზეს ბარბარეს, ერთი ფეხი 16 სანტიმეტრით მოკლე აქვს მეორეზე! გოგონას ეტლში ჩაჯდომა არ სურს! მასაც სხვა ბავშვებივით სირბილი უნდა! აჩუქეთ გოგონას სრულფასოვანი ცხოვრების შანსი – დაეხმარეთ, ოპერაცია რომ გაუკეთდეს!

ულამაზეს ბარბარეს იშვიათი თანდაყოლილი ანომალია აქვს – ერთი ფეხი მთელი 16 სანტიმეტრით მოკლე აქვს მეორეზე! სხვა ბავშვებივით ხტუნვა და სირბილი უნდა, მაგრამ მოკლე ფეხზე დაყრდნობით, სიარულიც კი უჭირს. ბარბარე (9 წლის): იცით, მე ჩემი მოკლე ფეხი მიყვარს! მერე რა, რომ მტკივა. მალე ვიღლები, დიდხანს სიარული არ შემიძლია, სირბილი – მით უმეტეს. იშვიათად გავდივარ სახლიდან. გარეთ როდესაც გავდივარ, ხელში აყვანილი დავყავარ ხოლმე. ბებო ძალიან მეცოდება, მე ხომ მძიმე ვარ და ის იღლება. მერე კი, ზურგი სტკივა. თურქეთის კლინიკაში, ბავშვის დახმარება შეუძლიათ. ქირურგი რთული ოპერაციის ჩატარებაზე თანახმაა. გარანტიას იძლევა, რომ ბარბარე მხოლოდ ფეხზე დადგომას კი არა, სირბილს და სპორტზე სიარულსაც კი შეძლებს.

შემოწირულია

$34889.88

დონორი

1757

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
Project

ავადმყოფი ბავშვები

წარმოუდგენელი სასწაული მოხდა! გოგონას, რომელიც 14 წლის განმავლობაში სრულიად პარალიზებული და საწოლს მიჯაჭვული იყო, ახლა დამოუკიდებლად დგომა და მოძრაობა შეუძლია. ნამდვილი სასწაულმოქმედები ხართ, ფონდის მეგობრებო! პატარა ლამარას ფინიშამდე სულ ცოტა დარჩა. ჩვენ, ფონდში, გვჯერა, რომ ბავშვს ამ „ბრძოლაში“ არ მიატოვებთ!

14 წლის განმავლობაში ლამარას იმდენი განსაცდელი ხვდა წილად, ზრდასრული ადამიანიც კი ვერ გაუძლებდა. მას დაბადებიდანვე არ შეეძლო არც სიარული, არც დგომა, არც ჯდომა. სქოლიოზი ფილტვებს აწვებოდა და შეიძლებოდა, ბავშვი დაეხრჩო კიდეც. თქვენ, ჩერნოვეცკის ფონდის კეთილმა მეგობრებმა, ერთობლივი ძალისხმევით ლამარასთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი და აუცილებელი რეაბილიტაციის კურსის საფასური გადაიხადეთ. და აი, სასწაულიც მოხდა – სულ რაღაც ორ თვეში, გოგონა, რომლის სხეულიც უმოძრაო იყო, ახლა თავისუფლად იმორჩილებს ხელ-ფეხს. რაც მთავარია, ხელები და ფეხები ემორჩილება! ლამარა ნამდვილი მებრძოლია! გაკვეთილებზე ის ფეხზე დადგომის შანსისთვის იბრძოდა, ახლა კი დამოუკიდებლად ზის, დგას და პირველ ნაბიჯებსაც კი დგამს (სასიარულო ბილიკზე).

შემოწირულია

$6395.27

დონორი

217

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
Project

ავადმყოფი ბავშვები

ავადმყოფობის გამო, 5 წლის საყვარელი ბიჭუნა, საბა სიარულის უნარს ყოველდღიურად კარგავს და მუხლებზე დახოხავს. დედას კი, უფულობის გამო, ვერ დაჰყავს მასაჟზე. საბას მამა არ ჰყავს. მან მიატოვა ოჯახიც და თავისი საბრალო შვილიც!

ეს 5 წლის საბაა. ბავშვს ცერებრული დამბლა აქვს. სიარული უჭირს,  მუხლებზე დახოხავს. არადა, ბავშვი ძალიან გონიერი და ემოციურია. მუხთალმა ცხოვრებამ ამ საბრალო ბავშვს ეს ვერაგი დაავადება არ აკმარა. საბას გულის სარქველი ღია აქვს და ასევე, თვალის სიელმე აწუხებს. კეთილო ადამიანებო, ამჟამად, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს თითოეულ საათსაც კი. ბავშვს სასწრაფოდ ესაჭიროება მასაჟი, რადგან ბიჭის კუნთები დღითიდღე დუნდება და ერთ დღესაც, მუხლებზე დამხობილი ბავშვი, წამოდგომას ვეღარ მოახერხებს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ საბა ეტლს უნდა იყოს მიჯაჭვული მთელი ცხოვრება. არადა, ისეთი გონიერი ბიჭია, ისეთი საზრიანი… დაიტანჯება, საწოლს მიჯაჭვული. კეთილო ადამიანებო, მამისგან მიტოვებულ საბრალო ბიჭუნას ჩვენ ნუ მივატოვებთ. თქვენ მიერ გაღებული თუნდაც მცირედიც კი, ძალიან მნიშვნელოვანია. საბამ იცის, რომ  „უცხო დეიდამ“ მისი ავადმყოფობის შესახებ კეთილ ადამიანებს უნდა უამბოს.  გონიერი ბიჭი იმედით არის სავსე. ამ იმედს ნუ გავუცრუებთ. ერთხელ უკვე მიატოვეს ეს საბრალო ბავშვი და ჯერ ეს იარაც არ მოშუშებია.

შემოწირულია

$3744.34

დონორი

227

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
1 17 18 19 20 21 57

გაქვთ კითხვები? ჩვენ დაგეხმარებით!

close


    გმადლობთ თქვენი შეტყობინებისთვის

    open
    close
    logo
    მოგვწერეთ
    logo
    გაქვთ კითხვები? ჩვენ დაგეხმარებით!




      გმადლობთ თქვენი შეტყობინებისთვის