დაეხმარე მოყვასს და მიუახლოვდი ღმერთს!

Projects/Beneficiaries Needs

Project

ავადმყოფი ბავშვები

„აჩუქე სიცოცხლე“ — ეს სიტყვები აწერია პალატაში მწოლიარე ბავშვს სამაჯურზე და სწორედ ამ ხელს უწვდის ის მნახველებს, თვალებით კი შველას სთხოვს. გვერდს ნუ აუვლით, მეგობრებო! მისი გამოხედვა სულით ხორცამდე შეგძრავთ!

ეს 15 წლის იოსებია. დაუდევარი ექიმების გამო ბავშვმა მშობიარობის ტრავმა მიიღო. როგორც ყოველთვის, დასახიჩრებული სიცოცხლისთვის პასუხი არავისთვის მოუთხოვიათ! ბავშვი კი, რომელსაც ახლა შეეძლო ჩვენს შვილებთან ეთამაშა ფეხბურთი, გაეხარა ჯანმრთელობითა და ახალგაზრდობით, სრულიად პარალიზებული გახდა. რა საშინელებაა! უკვე 15 წელია იოსები ვერ დადის, ვერ მეტყვველებს და ეპილეფსიური შეტევებით იტანჯება. სანამ ბავშვს სახსრების სარეაბილიტაციო ოპერაცია გაუკეთდებოდა, წვალებით მაინც ახერხებდა ფეხით გადაადგილებას. ოპერაციის შემდეგ კი ბიჭის მდგომარეობა გაუარესდა, ეპილეფსიური კრუნჩხვები გაუმწვავდა. შეხედეთ ბავშვის ხელს, შეხედეთ მის სამაჯურზე წარწერას – „აჩუქე სიცოცხლე“ – ეს პაწაწინა ხელი იოსებმა ფონდის კორესპონდენტს გაუწოდა და თვალებით ევედრებოდა შველას. თითქოს, გული უგრძნობდა, რომ „უცნობი დეიდა“ იმიტომ მივიდა საავადმყოფოში მის პალატაში, რომ მთელი საქართველოსთვის ეთქვა: „აჩუქეთ, იოსებს სიცოცხლე“. 

შემოწირულია

$7820.65

დონორი

482

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
Project

ავადმყოფი ბავშვები

მეგობრებო, უბედურება ხდება!!! 15 წლის გიგის ტანჯვა არის სიტყვებით აღუწერელი! მისი განკურნება მხოლოდ საზღვარგარეთ არის შესაძლებელი! მაგრამ, როგორ?

ეს 15 წლის გიგია. ბავშვს დაბადებიდან ცერებრული დამბლა  აქვს.  ვერ დადის, წამითაც კი არ შეუძლია ფეხზე დადგომა. საწყალი ბავშვი მუხლებით დახოხავს ძირს.  ვერც მეტყველებს. მხოლოდ გაურკვეველ ბგერებს გამოსცემს.  იტანჯება პატარა  ბიჭი და თვალებით ითხოვს შველას. ბავშვის მდგომარეობას კიდევ უფრო მეტად ართულებს მიკროცეფალია – ეს არის იშვიათი ნევროლოგიური დაავადება. ბავშვი პირველი ჯგუფის შშმ პირია. ექიმების თქმით, შესაბამისი მკურნალობისა და ქირურგიული ჩარევის შედეგად, ბავშვი გადაადგილებას და ლაპარაკს შეძლებს. ჩვენ სასწაულის მოხდენის შანსი გვაქვს! ეს სწორედ ის შემთხვევაა, როდესაც ჩვენი საუკეთესო ადამიანური თვისებები შეგვიძლია ღმერთს დავანახოთ!

შემოწირულია

$3842.57

დონორი

225

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
Project

ავადმყოფი ბავშვები

SOS! SOS! SOS!!! 11 წლის ხათუნას ღეროვანი უჯრედების გადანერგვა ესაჭიროება სასწრაფოდ! გულმოკლული დედის ვედრებაა, მისი გოგონა ტანჯვისგან ვიხსნათ!

ეს  11 წლის ხათუნაა. ბავშვს  ცერებრული დამბლა და ეპილეფსია აქვს.  არ შეუძლია სიარული, ლაპარაკი. საწყალ გოგონას დამოუკიდებლად ჭამაც კი არ შეუძლია. ღმერთო, ღმერთო, ეს პატარა ნაზი არსება როგორ იტანჯება!  თანაც ხათუნა ხომ სრულიად ჯანმრთელი დაიბადა. ერთი თვის ასაკში ექიმებმა აცრა გაუკეთეს და მას შემდეგ გართულდა ბავშვის მდგომარეობა. საქართველოში უამრავი ასეთი შემთხვევა ხდება, როდესაც ანგელოზივით გოგო-ბიჭები ექიმების დაუდევრობას და უცოდინრობას ეწირებიან. პასუხს ვინ მოსთხოვს? მათი „სასჯელი“ მხოლოდ 1-თვიანი ლიცენზიის ჩამორთმევით შემოიფარგლება. მერე კი კვლავ აგრძელებენ მუშაობას და ვინ მოსთვლის, კიდევ რამდენი ბავშვის ცხოვრებას აქცევენ ჯოჯოხეთად. კეთილო  ადამიანებო, გოგონას სასწრაფოდ ესაჭიროება ღეროვანი უჯრედის გადანერგვა და სპეციალური ეტლი! ამ ოპერაციის შედეგად კი იცით, რა მოხდება?  დიდია იმის ალბათობა, რომ ბავშვმა ლაპარაკი და სიარული თანდათან შეძლოს. ეს იმას ნიშნავს, რომ ეს ანგელოზი გოგონა მეორედ დაიბადება, თქვენ კი დამსახურებულად შეგიძლიათ უწოდოთ საკუთარ თავს მისი ნამდვილი მხსნელი!  ჩვენი ჭეშმარიტი მაცხოვარი კი არის უფალი! როგორც ყოველთვის, ბრძნული ციტატა მოგვყავს ბიბლიიდან: ღმერთი საიმედო ხელს გამოგიწვდის, როდესაც ურთულეს ვითარებაში იქნები! ეს სასწაული რომ მოხდეს, უბრალოდ გულთან ახლოს უნდა მიიტანოთ საბრალო ბავშვისა და მისი დედის გასაჭირი და ტკივილი!

შემოწირულია

$6624.85

დონორი

414

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
Project

ავადმყოფი ბავშვები

„გთხოვ, დეიდა, ჩემ მაგივრად ჩემს დას დაეხმარე! თორემ მარტო მეღა დავრჩები დედას. ხომ იცი, რომ ჩემი ძამიკო უკვე მოკვდა?“

ამდენი უიმედოდ უბედური, ავადმყოფი და საწყალი ადამიანი ერთ ოჯახში ერთად ჯერ არ მინახავს! ცოტა ხნის წინ ოჯახმა უკვე დაასაფლავა პატარა ლაზარე. ახლა კი მეორე ბავშვსაც კარგავენ… ელენეს D ვიტამინის კრიტიკული მაჩვენებელი აქვს, რამაც ბავშვის ჯანმრთელობას უამრავი პრობლემა შეუქმნა, მაგრამ ოჯახს სიღარიბის გამო არ შეუძლია მისი ექიმთან წაყვანა. თუმცა, ჩვენო ძვირფასო მკითხველო, ახლა მთავარი უნდა გითხრათ. ბავშვს იმიტომ აქვს სევდიანი თვალები, რომ ფიქრობს, მისი და ბარბარე ისევე მოკვდება, როგორ მისი ძამიკო ლაზარე მოკვდა. ელენეს საკუთარ თავზე მეტად უყვარს უფროსი და. „დეიდა, აქ იმიტომ მოხვედი, რომ წამლებს ვერ ვყიდულობთ და შენ უნდა დაგვეხმარო? გთხოვ, დეიდა, ჩემ მაგივრად ჩემს დას დაეხმარე“, – ასეთი სიტყვები მითხრა ბავშვმა და ცისფერი თვალებიდან დიდი ცრემლები ჩამოუგორდა. გოგონების დედა ყოველღე მუხლებზე დაჩოქილი ევედრება ღმერთს, რომ სიკვდილმა  კიდევ არ წაართვას შვილი ლაზარეს მსგავსად! გამწარებულ დედას, მეგობრებო, ახლა მხოლოდ იმის იმედი აქვს, რომ კეთილი ადამიანები გადაარჩენენ მის ბარბარეს. ბავშვს სასწრაფოდ სჭირდება გენეტიკური ანალიზი გერმანიაში. სოხუმიდან დევნილ ოჯახს საკუთარი სახლიც კი არა აქვს, რომ გაყიდოს. მათ საერთოდ, საერთოდ არაფერი არა აქვთ საკუთარი.

შემოწირულია

$2571.21

დონორი

200

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
Project

ავადმყოფი ბავშვები

გიო: „კეთილმა ადამიანებმა ყველაფერი მაჩუქეს, რაც სხვა ბავშვებს აქვთ!“

თქვენ დაეხმარეთ დაქვრივებულ ქალს და მის ორ შვილს და საგრძნობლად გააუმჯობესეთ მათი საცხოვრებელი პირობები. გიო და ნინო ბედნიერები არიან და საჩუქრების დღეს ზეიმობენ! თეონას კი კვლავაც სჭირდება ჩვენი მხარდაჭერა, შვილის ავადმყოფობის გამო ვერ იმუშავებს. იმისთვის, რომ ამდენ სიკეთეს აკეთებთ, მადლობას გიხდით და გლოცავთ! თუკი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით ყურადღება ჩვენი ფეისბუქის პოსტებზე გადაიტანეთ; ან უმჯობესია, ჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს დაურეკოთ და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ მათთან შედარებით, ვისაც ცხოვრების ყველაზე მძიმე წუთს დაეხმარეთ. მათ პრობლემებთან შედარებით, ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენ წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ შეჭირვებულებს.

შემოწირულია

$17832.93

დონორი

1172

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
Project

ავადმყოფი ბავშვები

მძიმედ დაავადებულმა ლიკუნამ რიანას სიმღერაზე ცეკვა დაიწყო! თქვენი სიკეთის წყალობით მოხდა ეს სასწაული!

სანამ ლიკუნას ცხოვრებაში ტრაგედია მოხდებოდა, სიმღერა, ცეკვა და ბევრი სელფის გადაღება ძალიან უყვარდა. სანამ, ერთმა ბავშვმა შემთხვევით თავში ქვა არ მოახვედრა თამაშის დროს. მას შემდეგ, ოჯახი მხოლოდ მის გათიშულ სახეს ხედავს, შიშობენ ეპილეფსიური შეტევები რომ ემართება და პამპერსებს უცვლიან გოგონას. მის ცნობიერებას კი, თითქოს სძინავს. მაგრამ, როდესაც ვესტუმრეთ, მარტოხელა დედისთვის თამარისთვის და მისი ოთხი გოგონასთვის თქვენი საჩუქრები რომ გადაგვეცა, ემოციური შოკი გველოდა! ტექნიკის მაღაზიის თანამშრომლებმა სახლში მაცივარი, ახალი გაზქურა და სარეცხი მანქანა შეიტანეს. მხოლოდ ტელევიზორი დარჩა, რომელმაც მიიპყრო ლიკუნას ყურადღება. მერე, რიანას სიმღერა ჩავრთეთლიკუნამ კი, როგორც ადრე, ისე დაიწყო ცეკვა! როგორც ადრე, ისე იღიმოდა! ბედნიერი და ავადმყოფობისგან თავისუფალი ჩანდა! ეს ოთხი წუთიამ ოთხი წუთის განმავლობაში, აცრემლებულები შევცქეროდით სასწაულს, რომელიც თქვენმა სიკეთემ მოახდინა!!! ლიკას მკურნალობის გაგრძელება ესაჭიროება; ცუხიშვილების მთელი ოჯახი აღფრთოვანებულია თქვენი განსაკუთრებული ყურადღებით. რა კარგი იქნებოდა, დაავადებამ უკან რომ დაიხიოს! ლიკას გამოჯანმრთელების იმედს ნუ დავკარგავთ და გავუწიოთ მას დახმარება!

        

 

შემოწირულია

$10120.98

დონორი

788

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
1 18 19 20 21 22 57

გაქვთ კითხვები? ჩვენ დაგეხმარებით!

close


    გმადლობთ თქვენი შეტყობინებისთვის

    open
    close
    logo
    მოგვწერეთ
    logo
    გაქვთ კითხვები? ჩვენ დაგეხმარებით!




      გმადლობთ თქვენი შეტყობინებისთვის