დაეხმარე მოყვასს და მიუახლოვდი ღმერთს!

Projects/Beneficiaries Needs

Project

ავადმყოფი ბავშვები

თქვენ ორწლიანი წამებისგან იხსენით ლუკა! მთელი ჩვენი ოჯახი ამ სასიხარულო ამბავს ზეიმობს!

თქვენ ორწლიანი ტკივილისგან და ტანჯვისგან იხსენით ლუკა! თქვენ მას ნორმალურად ჯდომისა და დგომის უნარი დაუბრუნეთ, მასაჟების შემდეგ კი ის კვლავ შეძლებს სიარულს. გოგატიშვილების ოჯახი გლოცავთ, თქვენ მათი გმირები ხართ! ყველაზე გულთბილ, საუკეთესო სურვილებს გიგზავნიან! სანამ საბოლოოდ არ განიკურნება, ლუკა ჩვენი მზრუნველობის ქვეშ რჩება. თქვენ კი, მეგობრებო, შეგიძლიათ დაეხმაროთ ამ ოჯახს, რომ მან რეაბილიტაცია გაიაროს და საბოლოოდ გამოჯანმრთელდეს. თუკი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით ყურადღება ჩვენსფეისბუქისპოსტებზე გადაიტანეთ; ან უმჯობესია, ჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს დაურეკოთ და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ მათთან შედარებით, ვისაც ცხოვრების ყველაზე მძიმე წუთს დაეხმარეთ.

შემოწირულია

$41859.37

დონორი

2776

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
Project

ავადმყოფი ბავშვები

ადამიანებო, ჩემი სიცოცხლის გადარჩენისთვის ყველას მადლობას გიხდით! თქვენ რომ არა, ფეხის თითებს დავკარგავდი და ხეიბრად დავრჩებოდი!

მეგობრებო, თქვენი დამსახურებაა, ახლა ლუკას სახეზე ღიმილს რომ ვხედავთ. ასობით ქველმოქმედი გაერთიანდა, ახალგაზრდას ფეხის ძვირადღირებული ოპერაციის საფასურის გადახდაში რომ დახმარებოდა. ლუკას დაბადებიდან მარცხენა ფეხზე 13 სანტიმეტრით მოკლე ჰქონდა მარჯვენა ფეხი! ბიჭი სიარულისას გაუსაძლის ტკივილს განიცდიდა! თქვენ კი ის ტანჯვისგან იხსენით! ახლა კი, შეხედეთ, თქვენ ნამდვილი სასწაული მოახდინეთ! ლუკა სწორად დგას ფეხზე! შედეგმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა! რამდენი ხნის ოცნება აუხდა! ამჟამად ოპერაციის შემდგომი აღდგენის პერიოდი აქვს. ამიტომ ბიჭი დღემდე ყავარჯნებს იყენებს.

 

შემოწირულია

$10985.39

დონორი

756

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
Project

ავადმყოფი ბავშვები

„დედა, მიშველე, ვიხრჩობი!..“

გვისმინე, იესო! დაეხმარე უბედურ ადამიანებს და ნუ დაგვტოვებ ჩვენც უპასუხოდ! ვის მივმართოთ? რა ცოდვის გამოა ამ მოსიყვარულე და ასე დაუმსახურებლად დატანჯულ ოჯახში სამი პატარა ქართველი ბავშვი დამცირებული და შიმშილობამდე მიყვანილი, ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის გარეშე? წარმოგიდგინე, უფალო, რომ ზუსტად ამ დღეებში, მას შემდეგ, რაც ბავშვი კინაღამ ასჯერ მოკვდა დედის თვალწინ, თანამდებობის პირთაგან ერთ-ერთმა ინება და გერმანიაში გადააგზავნა 6 წლის გრიგოლის ანალიზები, რომელიც საშინელი ეპილეფსიური კრუნჩხვებით იტანჯება!

შემოწირულია

$6692.04

დონორი

545

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
Project

ავადმყოფი ბავშვები

„ჩემი ხმა მოგენატრება, დედა“ — ეს იყო ბოლო სიტყვები, რომლებიც 2023 წლის 30 სექტემბერს წარმოთქვა უბედური დედის შვილმა, მირიანმა. ამ სიტყვების შემდეგ ის ხან კვდება, ხან ცოცხლდება…

კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა! უფლის ხელები არ უშვებენ მირიანს, რომ ჩვენი სამყარო დატოვოს: ის ხან კვდება, ხან ცოცხლდება, ოღონდ უბედური დედის მწარე, მწარე ცრემლების ნიაღვარის ქვეშ! რამხელა მწუხარებაა! და არცერთ ექიმს საქართველოში, როგორც ეს, სამწუხაროდ, სულ უფრო ხშირად ხდება ფონდის პრაქტიკაში, არ შეუძლია უპასუხოს მთავარ კითხვას: იცოცხლებს ბავშვი თუ დატოვებს ამ სამყაროს? რატომ გაეთიშა თირკმელები ამ მშვენიერ და ადრე აბსოლუტურად ჯანმრთელ ბიჭს? ბავშვი ახლა დიალიზზეა. ეს ისეთი ძვირი და რთული, მტკივნეული პროცედურაა, რომელიც დროებით უნარჩუნებს მირიანს სიცოცხლეს! და რამდენი დღე ან თვეა ეს „დროებითი“, ვინ იტყვის?! საქართველოში ნამდვილად ვერავინ! მირიანის დედამ მხოლოდ ერთი რამ იცის: თუ ის ყოველდღიურად არ გაიკეთებს დიალიზს, თირკმელები გაეთიშება და მირიანი მოკვდება.

შემოწირულია

$18893.40

დონორი

1076

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
Project

ავადმყოფი ბავშვები

„თქვენი შვილი გარდაიცვალა“, — საშინელი ზარი საავადმყოფოდან და სასწაულებრივად გაცოცხლებული პატარა გოგონა. ნიშანი ღვთისნიერი ადამიანებისთვის! აღდგომა! დღეს ღმერთი გვიყურებს, გადავარჩენთ თუ არა ბავშვს?! ახლა მისი სიცოცხლე მხოლოდ ჩვენზე და ჩვენი რწმენის სიძლიერეზეა დამოკიდებული!

ერთი წლის წინ ამ ქვეყანას მოევლინა გოგონა, სიკეთისგან გაბრწყინებული, დიდი, ქართულ ზღვასავით ლურჯი თვალებით! ბოროტმა ძალებმა ვერ აიტანეს ანგელოზის დაბადება და გადაწყვიტეს, რომ გოგონა ნელი და მტკივნეული სიკვდილით მომკვდარიყო: ბავშვს აქვს ჰიდროცეფალია, შოკი, გულის უკმარისობა, ეპილეფსია და თავის ტვინის მძიმე დაზიანება! ნუცა სიცოცხლისთვის იბრძვის! მაგრამ ჩვენი მხარდაჭერის გარეშე ბავშვის სიკვდილი გარდაუვალია

ნუცა სრულიად ჯანმრთელი დაიბადა და ასე გრძელდებოდა პირველი თვე. დედა ყოველთვის ამ ლამაზი გოგოს გვერდით იყო! დღეს კი დარწმუნებულია, რომ დაბადების შემდეგ ის ექიმებს საავადმყოფოში ხელიდან დაუვარდათ. მაგრამ ასეთ რთულ ვითარებაშიც კი ახალგაზრდა დედა ადამიანობას ინარჩუნებს და არავის ადანაშაულებს. ოღონდ ნუცა ცოცხალი ჰყავდეს! ოღონდ მან თავი უკეთ იგრძნოს! და არაფერი ეტკინოს!

შემოწირულია

$20007.50

დონორი

1875

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
Project

ავადმყოფი ბავშვები

ვაშა! მარიამს უკვე სიარული შეუძლია! საბრალო გოგონას ფეხი ისე ჰქონდა გამრუდებული, რომ ფეხსაცმელსაც კი ვერ აცმევდნენ. ბავშვს დამოუკიდებლად ერთი ნაბიჯის გადადგმაც კი არ შეეძლო. ოპერაციის შედეგად კი მარიამს არა მხოლოდ სიარული, სირბილიც კი შეუძლია! პატარა ანგელოზი, ფაქტობრივად, მეორედ დაიბადა! ეს კი მხოლოდ თქვენი დამსახურებაა, კეთილო ადამიანებო!

ჩვენო ძვირფასო მკითხველო, აი, ასე ბედნიერად დასრულდა ამ ანგელოზი გოგონას საშინელი ტანჯვა. ბედნიერი დასასრული მხოლოდ ზღაპრებში არაა. რეალურ ცხოვრებაშიც ხდება, უბრალოდ, იმ განსხვავებით, რომ რეალურ ცხოვრებაში საჭირო არაა პრინცი ან პრინცესა იყო, რომ ბოროტებაზე გაიმარჯვო. მთავარია, თუნდაც მცირედი სიკეთე გააკეთო და აუცილებლად, აუცილებლად გაიმარჯვებ ბოროტზე! მზესავით გოგო მარიამი სწორედ რომ თქვენ მიერ გაღებული სიკეთის შედეგად დაემშვიდობა ინვალიდისსტატუსს“. წინ უამრავი ფერადი წელია… სიკეთე ყოველთვის იმარჯვებს!  

შემოწირულია

$8793.04

დონორი

595

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
1 20 21 22 23 24 57

გაქვთ კითხვები? ჩვენ დაგეხმარებით!

close


    გმადლობთ თქვენი შეტყობინებისთვის

    open
    close
    logo
    მოგვწერეთ
    logo
    გაქვთ კითხვები? ჩვენ დაგეხმარებით!




      გმადლობთ თქვენი შეტყობინებისთვის