დაეხმარე მოყვასს და მიუახლოვდი ღმერთს!

Projects/Beneficiaries Needs

Project

ავადმყოფი ბავშვები

ვაშა! ვაშა! ოცნებები ხდება!!! უბედური და-ძმის, გიორგის და ნინის ჯოჯოხეთური ცხოვრება დამთავრდა! ამიერიდან, ბავშვებს ახალი ცხოვრება ექნებათ. ეს ხომ დაუჯერებელია, ღმერთო! დიდება უფალო, შენს ძალას! კეთილო ადამიანებო, თქვენი გულისხმიერება რომ არა, ვინ იცის, საბრალო ბიჭუნა დღეს ისევ ცოცხალი იქნებოდა თუ არა.

გიორგი, ხელმეორედ დაიბადა. ბედნიერი ბავშვი ასე ეხუტებოდა ფონდის კორესპონდენტს. ამ ფოტოს შეხედეთ! ეს ხომ, ნამდვილი სასწაულია! ბავშვის სახიდან სადღაც გაქრა ჯოჯოხეთური ტკივილი. ღმერთო, როგორი მშვიდია ახლა. როგორ ბედნიერებას ასხივებენ მისი ზღვისფერი თვალები. ამხელა გარდასახვა… ეს ხომ, დაუჯერებელია, ღმერთო! კეთილო ადამიანებო, თქვენი გულისხმიერების შედეგად, მძიმედ დაავადებული ბიჭუნასთვის, მოკლე დროში, 27 ათასი ლარი შეგროვდა. ეს თანხა კი, ბავშვის საზღვარგარეთ მკურნალობას მოხმარდა. შედეგი სახეზეა! ჯოჯოხეთური ტკივილის ნაცვლად, ბავშვის თვალებში ვარსკვლავები ბრწყინავს. გამოჯანმრთელებული ბიჭუნა, თავის დაიკოსთან ერთად, ამ ულამაზეს სახლში იცხოვრებს. ასეთ ბედნიერებას ყველა ბავშვი იმსახურებს. პატარა ანგელოზების გული ხომ, ყველაზე სუფთა და წრფელია.

შემოწირულია

$26976.52

დონორი

2031

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
Project

ავადმყოფი ბავშვები

კიდევ ერთ ბავშვს ტანჯვისთვის არასდროს გავწირავდი! ექიმები მეუბნებოდნენ, რომ ცერებრული დამბლა არ მეორდება. „გააჩინე, მალე გააჩინე და მშვიდად იქნებიო!“ მეც დავუჯერე! ღმერთო, რამხელა ტკივილია! ღმერთმა აშოროს ყველას!

ანა (დედა): დღეს, ორი მძიმედ დაავადებული შვილი მყავს და ტანჯვით არის აღსავსე ჩემი ცხოვრება! მეც ხომ ყველაფერს ისევე ვგრძნობ, როგორც ჩემი შვილები გრძნობენ! ამქვეყნად ყველა დედას აქვს თავის შვილებთან ასეთი კავშირი. „საბრალო ნიკოლოზს ფეხებზე სამი ოპერაცია გაუკეთდა. ექიმების თქმით, მეოთხეს ვეღარ გადაიტანს! ექიმები არ ურჩევენ… მაგრამ, ვინ იცის?! იქნებ, ფონდის მეგობრები იცნობენ ქირურგებს, რომელთა შეხედულებაც განსხვავებული იქნება?“ 31 წლის ანას ყოველი დღე იწყება ბრძოლით. დაუღალავად შრომობს, უდიდესი სიყვარულით აკეთებს ყველაფერს! მაგრამ ღამის სიჩუმეში, მისი შვილები რომ დაიძინებენ და ირგვლივ სიმშვიდე სუფევს, გული ტკივილისგან უკანკალებს. „ჩემი მეუღლე რომ არა, მეც ლოგინად ჩავვარდებოდი. ამ ბავშვებს ხომ განსაკუთრებით სჭირდებათ სითბო! სულ ხელში აყვანას ითხოვენ. ჩემს მეუღლესაც ძალიან აწუხებს გული. მასაც მკურნალობა სჭირდება! ამ ყველაფერს მარტო ვერ გავუმკლავდები! ძალიან გულკეთილი ადამიანია, ბავშვების გამო ძალიან დარდობს“.

შემოწირულია

$20839.09

დონორი

1358

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
Project

ავადმყოფი ბავშვები

პატარა ბექასთვის საფუძვლიანი და მრავალმხრივი გამოკვლევების ჩატარება თბილისის საუკეთესო ექიმებთან, კიდევ ერთი საბრალო ქართველი ბავშვის სიცოცხლის გადარჩენის საკითხი არის!

ღმერთო, გამოჯანმრთელების შანსი აჩუქე ბექას! ჯერ კიდევ შესაძლებელია ამ ტანჯული ანგელოზის, ბექას, განკურნება და მისთვის სიცოცხლის გახანგრძლივება!
თამარი (დედა): „ერთმა ჩემმა მოუქნელმა მოძრაობამ უნარშეზღუდულ ბავშვად აქცია ჩემი ბიჭი. ბათუმში ექიმები ვერაფერს შველიან და მეუბნებიან, რომ სასწრაფოდ თბილისში არის გადასაყვანი! უფალო, ყველა დედას აშორე ასეთი ტკივილი!
– როგორ მოხდა ეს ყველაფერი?
თამარი: 9 თვის ორსული ვიყავი, მხოლოდ ჩემს შვილზე ვფიქრობდი, რომელიც მალე მოევლინებოდა ამ ქვეყანას! ექიმის რჩევის გათვალისწინებით ეზოში ვსეირნობდი, როდესაც მოულოდნელად მამალი დამესხა თავს. დავიბენი, შევეცადე, რაც შეიძლება მალე გავრიდებოდი, დამეცვა მუცლად მყოფი შვილი, რომელიც უკვე ყველაზე მეტად მიყვარდა ამქვეყნად! და უცებ…

შემოწირულია

$14835.12

დონორი

1191

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
Project

ავადმყოფი ბავშვები

სიხარულისგან ჩემი გოგონები ციბრუტივით ტრიალებენ!

მე ახლა კარადის გაღების არ მეშინია, თაგვები აღარ არიან, – ამბობს მარიამი. – ძველ კარადაში კი ცხოვრობდნენ და საზიზღრად წრიპინებდნენ, და ჩვენ შიგნით თაგვების საწინააღმდეგო წამალს ვყრიდით, რომ წასულიყვნენ. ახალში კი, ხედავ, მხოლოდ ჩვენი ლამაზი ტანსაცმელიაახალი ჯინსები, ზედები, კომბინიზონები…“ მე დაძინების მეტად აღარ მეშინია, – ამბობს მისი დაიკო ანანო. – ახალი საწოლი ღამით არ გადაიქცევა საშინელებათა ატრაქციონად. ფეხები არ ემტვრევა და არ ვარდება“.  საბრალო გოგონები! ბარბაქაძეების ოჯახმა დიდი შიმშილობა და სიღარიბე გადაიტანა, ვიდრე ჩერნოვეცკის ფონდს მიმართავდა. მეგობრებო, იქნებ, რომელიმე თქვენგანს აქვს შესაძლებლობა, რომ გოგონებს ზაფხულში დასვენება აჩუქოს? მარიამსა და ანანოს არასდროს არსად არ დაუსვენიათ და ამ ზაფხულსაც ჩახუთულ ქალაქში ატარებენ. იქნებ გამოვიდეს?! ისინი ოცნებობენ ამაზე! რაც უფრო შორეულია ოცნება, მით უფრო სასურველია ის.

შემოწირულია

$7917.34

დონორი

497

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
Project

ავადმყოფი ბავშვები

გიორგი: „მხოლოდ 14 წლის ვარ და ექიმების შეცდომის გამო, მთელი 7 წელია, გაუნძრევლად ვწევარ და სიკვდილს ველოდები!“

„ჯარისკაცობაზე ვოცნებობდი. ჩემი სამშობლოს დაცვა ძალიან მინდოდა. ახლა კი ვიცი, რომ სიცოცხლის ბოლომდე საწოლს ვიქნები მიჯაჭვული“ – სწორედ ეს სიტყვები, უდიდესი გულის ტკივილით მითხრა პატარა გიორგიმ და მისი დარდიც, თითქოს, ჩაიღვარა ჩემს გულში. ამ გულის ტკივილმა მაშინვე დამავიწყა ყველა ის სიტყვა, რომელიც მომზადებული მქონდა ბიჭუნას სანუგეშოდ. 14 წლის გიორგის დიუშენის კუნთოვანი დისტროფია აქვს (პროგრესირებადი). ბავშვს ეტლით გადაადგილებაც კი არ შეუძლია. მისი ყველა ორგანოს კუნთი განლეულია. მხოლოდ გულის კუნთს ჯერ არ შეეხო ეს დაავადება. თუმცა, არსებობს დიდი რისკი იმისა, იქაც რომ მიაღწიოს. „რა მოხდება? დაიღუპება ბავშვი,“ – მიპასუხა ნანამ, გიორგის დედამ და ცხარე ცრემლით ატირდა. – „საჭმელსაც კი მწოლიარე მდგომარეობაში ვაჭმევ… სპეციალური საწოლი რომ გვქონდეს, ჭამის დროს მაინც შეძლებდა წამოჯდომას.“

შემოწირულია

$39915.78

დონორი

2568

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
Project

ავადმყოფი ბავშვები

აი, ასე მუშაობს თქვენი ფული. ფონდის მეგობრებმა ვერტიკალიზატორი შეიძინეს პატარა მძიმედ დაავადებული ომარიკოსთვის. ახლა, მას დგომა შეუძლია და ეს სასწაულია!

— მე და ჩემი ოჯახი ჩემი ძამიკოს გამოჯანმრთელების იმედს არასდროს ვკარგავთ, — ამბობს ლიკუნა, იშვიათი გენეტიკური დაავადების, თავის ტვინის ატროფიის მქონე 7 წლის ომარის და. მადლობას გიხდით იმისთვის, რომ თქვენც გწამთ ამის და გვეხმარებით.გვინდა, რომ ომარიკოს ორგანიზმმა საკვები მიიღოს, წონაში მოიმატოს და ნაწოლები არ გაუჩნდეს, თავისუფლად სუნთქვა რომ შეძლოს. სტენდერი კი, რომელიც თქვენ აჩუქეთ, სწორედ ამაში გვეხმარება. ომარიკო თვალებით გვანიშნებს, როდესაც ადგომა უნდა და სტენდერზე ვაყენებთ. ჩემი სურვილია, ყველა ავადმყოფი ბავშვი ფეხზე დადგეს.ჩერნოვეცკის ფონდის მეგობრები და ბავშვის ოჯახი ყველაფერს აკეთებენ, რომ დაავადებამ უკან დაიხიოს

შემოწირულია

$18814.69

დონორი

1488

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
1 22 23 24 25 26 57

გაქვთ კითხვები? ჩვენ დაგეხმარებით!

close


    გმადლობთ თქვენი შეტყობინებისთვის

    open
    close
    logo
    მოგვწერეთ
    logo
    გაქვთ კითხვები? ჩვენ დაგეხმარებით!




      გმადლობთ თქვენი შეტყობინებისთვის