დაეხმარე მოყვასს და მიუახლოვდი ღმერთს!

Projects/Beneficiaries Needs

Project

ავადმყოფი ბავშვები

კიდევ ერთი სასწაული ღმერთმა თქვენი ხელით მოახდინა, მეგობრებო! ბავშვი, რომელიც წელიწადნახევრის წინ მუცელზე ცოცავდა და იმედი, რომ ის გაივლიდა, უკვე ამოწურული იყო, ახლა ისე დასდევს ბურთს, რომ აშკარად ჩანს – ჩვენს ქვეყანას მომავალში ფეხბურთის ვარსკვლავი ეზრდება! თქვენ რომ არა, ფონდის მეგობრებო, გაჭირვებული ბიჭუნა პირველი სასკოლო დღისათვის ინვალიდის ეტლით წავიდოდა სკოლაში! დიახ, სწორედ თქვენი დახმარებით, ალეკო მეორედ დაიბადა!

ჩვენი ალეკო სკოლაში თავისი ფეხით მივიდა! გასაოცარი სიახლეა! თუ დაუბრუნდებით ფონდის მიერ წელიწადნახევრის წინ გადაღებულ ვიდეოს გაიხსენებთ, რომ ღარიბი ბავშვი ფეხების პრობლემების გამო მხოლოდ მუცელზე ხოხვით, ოთხზე დაჩოქილი გადაადგილდებოდა! ხელები, იდაყვები, მუხლები სისხლამდე ჰქონდა გადახეხილი. მისი ოცნება იყო – მიწიდან აეწია სხეული და განეცადა ის მიუწვდომელი ბედნიერება – სიარული!

შემოწირულია

$15596.39

დონორი

1027

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
Project

ავადმყოფი ბავშვები

ნუთუ პატარა საბა მოკვდება?! ქართველი ექიმები მხრებს იჩეჩავენ… ამჟამად ჩვენს ხელთაა ამ პატარა ბიჭუნას სიცოცხლე, რომელიც საშინელი ტკივილებით იტანჯება! მისი უკანასკნელი იმედი ჩვენ ვართ. ჩვენ კი, უფლის იმედი გვაქვს! საბა ხომ, ჯერ ძალიან პატარაა და თვითონ ვერ ილოცებს…

ქეთევანი (საბას დედა): დამამშვიდეთ, დამამშვიდეთ! მითხარით, ტირილის გამო, ხომ არ კვდებიან ბავშვები. დამეხმარეთ! არ ვიცი, რა სტანჯავს ჩემს შვილს! მთელი დღე ტირის… რომ დაიღლება, ჩაეძინება ხოლმე, მერე კი ყველაფერი თავიდან იწყება… ქეთევანმა ერთბაშად უამრავი კითხვა მომაყარა (კორესპონდენტს): „ხომ არ იცი, ბევრი ტირილის გამო კვდებიან? ბავშვი შეიძლება ტირილით მოკვდეს? და თუ არ ჭამს და მუდმივად ტირის, ეს ძალიან საშიშია? მითხარით… ძალიან გთხოვთ!“.

მე კი ვხვდები, რომ არც ექიმის დასკვნა აქვს, არც თანხა, საზღვარგარეთ ნორმალური გამოკვლევები რომ ჩაუტაროს, და ის წყალწაღებულივით ხავსს ეჭიდება, იქნებ, ჩემგან მაინც გაიგოს ნუგეშის სიტყვა! მაგრამ, მე ვჩუმდები და ვარიდებ თვალს, რომ არ ავტირდე და ისტერიკა არ გამოვიწვიო ოჯახში, სადაც ამდენი დღეების განმავლობაში, უჩემოდაც ნიაღვარივით მოედინება ცრემლები!

შემოწირულია

$24917.02

დონორი

1933

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
Project

ავადმყოფი ბავშვები

თითქოს, ყოველგვარმა უბედურებამ აქ, ჭილაშვილების საბრალო ოჯახში, მძიმედ დაავადებულ ბავშვებთან დაიდო ბინა! უფალო, დაეხმარე!

თითქოს, ყველანაირმა უბედურებამ ჭილაშვილების ოჯახში, ამ მძიმედ დაავადებულ ბავშვებთან დაიდო ბინა! ღმერთო, გადაარჩინე! „ჩემს შვილიშვილებს ეშმაკმა წაართვა ენა,“ – ხმამაღლა ფიქრობს ნინო ბებია. იმდენად დარწმუნებულია ამაში, რომ მეც კი, კორესპონდენტს, წამით მომეჩვენა, რომ ბოროტი სული იქ, იმ ნახევრად დანგრეული ბნელი სახლის კუთხეში იმალებოდა.

ამ ავი სულებისგან დაწყევლილი სახლიდან უსასრულო მოთქმა, გოდება და ტირილი ისმის. აქ სიხარულსა და დღესასწაულს ვერასდროს ნახავთ! აბსოლუტურად ყველა ავად არის და ბავშვები შიმშილობენ! ყველანაირმა უბედურებამ ჭილაშვილების ოჯახში დაიდო ბინა. საქართველოში უამრავი ოჯახის მდგომარეობა ნამდვილად სავალალოა. უამრავი ადამიანი შიმშილობს, ბავშვები ავადმყოფობენ, მაგრამ იშვიათია ასე, ყველანაირი გასაჭირი ერთად რომ იყოს თავმოყრილი. მაგრამ, ხომ მარტონი არ არიან?! არა, მეგობრებო?! მათ ჩვენ ვყავართ! საქართველოში ხომ, ყველაზე გულისხმიერი და კეთილი ადამიანები ცხოვრობენ!

შემოწირულია

$8984.23

დონორი

666

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
Project

ავადმყოფი ბავშვები

თქვენი დამსახურებით, ჩემი შვილი ხელახლა დაიბადა! ის თავიდან სწავლობს სიარულს!

ციალა (დედა): „ოპერაციის წინ, ექიმმა თქვა: „მიმყავს და გაითვალისწინეთ, რომ სიმაღლეში ორჯერ გაზრდილი დაგიბრუნდებათ“. საოცარი შეგრძნებაა, ჩემს შვილს წელში გამართულს რომ ვხედავ!“ მთელი მისი ცხოვრების განმავლობაში, 17 წელი, ცერებრული დამბლის გამო შალვა ნახევრად მოხრილი ფეხებით დადიოდა. მთელი 17 წელი იმაზე ოცნებობდა, რომ ოდესმე, წელში გამართული, სწორი ფეხებით სიარულს შეძლებდა. რამდენიმე დღის წინ ეს ამაღელვებელი, ნანატრი მომენტი დადგა ამ ოჯახისთვის. დედამ, ბებიამ, მთელმა ოჯახმა შალვა ისეთი დაინახა, როგორიც უფალმა ჩაიფიქრა — მაღალი, ალვის ხესავით ტანადი ყმაწვილი, უბედნიერესი ღიმილით. მთელი ჩვენი ქვეყნის დამსახურებით, შალვამ ფეხზე დადგომა შეძლო! ჩერნოვეცკის ფონდის მეგობრებმა ერევანში ჩატარებული ოპერაციის საფასური გადაიხადეს. „ახლა ჩემზეც და დედაზეც უფრო მაღალია! — ამბობს მანანა ბებო. — ეს უდიდესი დღეა ჩვენს ცხოვრებაში!“

შემოწირულია

$28020.95

დონორი

1995

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
Project

ავადმყოფი ბავშვები

სასწრაფო

ეპილეფსიის მძიმე შეტევები იოსების დაუძლურებულ სხეულს ანადგურებს. ღმერთო, როგორ იტანჯება ეს ბავშვი. ერთხელ თვალი რომ მოჰკრათ მის სატანჯველს, ვერასოდეს დაივიწყებთ! რომ არ მოკვდეს, მას წამლები სჭირდება, მის და-ძმებს კი – პური. დედას კი, ორივეს ყიდვის საშუალება არ გააჩნია! ბავშვები უნდა გადავარჩინოთ!!!

კრუნჩხვის დროს, პატარა იოსებს ძვლები ემტვრევა! ახლავე თუ არ დავეხმარებით, ამდენი ტანჯვის შემხედვარე, მისი ოჯახიც ყველაზე უბედური იქნება ამ ქვეყნად!
საბრალო იოსები საშინლად იტანჯება ეპილეფსიის შეტევის დროს. წელიწადნახევრის წინ კი, კრუნჩხვის მომენტში კუნთები იმდენად დაეჭიმა, რომ ფეხიც კი მოსტყდა… წარმოგიდგენიათ, რამხელა ტანჯვას და ტკივილს უძლებს ეს პატარა ბიჭუნა! ამას ხომ, ზოგი დიდიც ვერ აიტანდა! ისე ეჭიმება კუნთები, თითქოს „სურთ“, ყველა ძვალი რომ დაემტვრეს.
მისი ტანჯვის შემხედვარე კი, მისი დედიკო განიცდის ყველაზე საშინელ ტკივილს! ეს ხომ, არა მხოლოდ იოსების, არამედ დედის ტკივილიც არის! ამის ყურება უდიდესი სასჯელია ამ ქვეყნად!

შემოწირულია

$20455.72

დონორი

1329

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
1 24 25 26 27 28 57

გაქვთ კითხვები? ჩვენ დაგეხმარებით!

close


    გმადლობთ თქვენი შეტყობინებისთვის

    open
    close
    logo
    მოგვწერეთ
    logo
    გაქვთ კითხვები? ჩვენ დაგეხმარებით!




      გმადლობთ თქვენი შეტყობინებისთვის