დაეხმარე მოყვასს და მიუახლოვდი ღმერთს!

Projects/Beneficiaries Needs

Project

ავადმყოფი ბავშვები

პატარა ტატოს 42°C-მდე რომ აუწევს სიცხე, ბავშვი სანთელივით იწვება: სახე ემანჭება გაუსაძლისი ტკივილით, მთელი სხეული ეკრუნჩხება, ცახცახებს, კბილებს აკრაჭუნებს. თანაც ისე, რომ ჭკუიდან გადაჰყავს არა მხოლოდ მოსიყვარულე მშობლები, არამედ მთელი საავადმყოფოს პერსონალიც!

პატარა ტატოს 42°C-მდე რომ აუწევს სიცხე, ბავშვი სანთელივით იწვება: სახე ემანჭება გაუსაძლისი ტკივილით, მთელი სხეული ეკრუნჩხება, ცახცახებს, კბილებს აკრაჭუნებს. თანაც ისე, რომ ჭკუიდან გადაჰყავს არა მხოლოდ მოსიყვარულე მშობლები, არამედ მთელი საავადმყოფოს პერსონალიც!

შემოწირულია

$43925.43

დონორი

2547

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
Project

ავადმყოფი ბავშვები

როდესაც დედიკოს თავი ძალიან სტკივა, იმასაც კი ვერ ვახერხებ, რომ წამლები და წყალი მივუტანო. ის ცხარე ცრემლით ტირის და მასთან ერთად მეც ვტირი!.. ჩვენ ხომ ერთმანეთი ძალიან გვიყვარს! მაგრამ ხშირად მასთან მისასვლელადაც არ მყოფნის ძალა!

კარინა: „მე და ჩემი გოგონა ასე ვვარჯიშობთ ყოველდღე. ჩვენი მკურნალობაც სულ ეს არის! ხანდახან საჭმლის ფულიც კი არ გვაქვს! მე კი დახეული ფეხსაცმლით დავდივარ!“
„უბედურება კიდევ ის არის, რომ მეც საშინელი თავის ტკივილი მაწუხებს! კონსულტაციაზე წასასვლელად კი ფული არ მაქვს! ხანდახან განძრევაც არ შემიძლია… და გული მიკვდება, შვილს რომ ვუყურებ!“
შვილის ჯანმრთელობის გამო, რის გაკეთება შეუძლია დედას? რაზეა წამსვლელი? რამდენი დღე უნდა იშიმშილოს ან დახეული ფეხსაცმლით იაროს, ოღონდ თავის ერთადერთ სიხარულს არ მოაკლდეს რამე? ნეტავ, რამდენი ხნის განმავლობაში შეძლებს ჯოჯოხეთურ, მომაკვდინებელ თავის ტკივილებს ყურადღება არ მიაქციოს?
„შვილი ჩემთვის მთელი სამყაროა. მის გარდა, არავინ მყავს, სრულიად მარტონი ვართ ამქვეყნად! არც კი ვიცი, თავის გატანას როგორ ვახერხებთ. მაგრამ ვფიქრობ, ღმერთს უყვარს ჩემი ჯულიეტა და არ მიგვატოვებს“.

შემოწირულია

$2564.28

დონორი

202

დიახ! მსურს დახმარება!
Project

ავადმყოფი ბავშვები

ვაშა, ვაშა, ვაშა, მეგობრებო, ამ დღეებში ჩვენ ერთად შევძელით კიბოს დამარცხება!ეს ფოტო თვალსაჩინო ადგილას განათავსეთ თქვენს ბინაში. და თუ მოულოდნელად მოგეჩვენებათ, რომ ღმერთმა დაგივიწყათ, ამ გოგონას შეხედეთ. მისი ღიმილი თქვენს მარცხზე გაგამარჯვებინებთ!

ნამდვილი პატარა ქართველი, ნატალია, ყველა პროცედურას განსაკუთრებული სიმტკიცით უძლებს! უკვე უყვარს თურქეთის ონკოლოგიური კლინიკის ყველა ექიმს და მისი გამოჯანმრთელებისთვის ლოცულობენ! საოცარია ქართველი ბავშვების სილამაზე! წყეულო კიბოვ, დაანებე თავი ამ პატარას! ის ჯერ ძალიან პატარაა ასეთი ტანჯვისთვის!
ნატალია მხოლოდ 1 წლის და 8 თვის არის. თურქული ონკოლოგიური კლინიკის მთელი პერსონალი კი უკვე შეყვარებულია მასზე. საბრალო გოგონას სხეულში იპოვეს სიმსივნე, რომელიც „კბილებით ეჭიდება“ მისი ხერხემლის მალებს. მეგობრებო, რაც შეიძლება ხშირად აკოცეთ თქვენს ჯანმრთელ შვილებს! გახსოვდეთ, რომ უბედნიერესი ადამიანები ხართ ამქვეყნად! მადლობა უფალს, თქვენი შვილი ჯანმრთელად არის, და მის ლამაზ, ცრემლიან თვალებში არ ხედავთ მუდარას, რომ საშინელი ტკივილებისგან იხსნათ!

შემოწირულია

$26402.31

დონორი

1757

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
Project

ავადმყოფი ბავშვები

მთელი გულით გლოცავთ! რამხელა ბედნიერება, რამხელა სასწაულია, ჩემს შვილს დამოუკიდებლად დგომა და ჯდომა რომ შეუძლია!

სასწაულია: ცხოვრებაში პირველად არტიომმა დამოუკიდებლად დგომა და ჯდომა შეძლო! ეს შესანიშნავი უნარი კი, ფონდის მეგობრებო, სწორედ თქვენ აჩუქეთ მას! დალოცვილები ყოფილიყავით! რამხელა ბედნიერება, რამხელა სასწაულია: არტიომმა დამოუკიდებლად ფეხზე დგომა ცხოვრებაში პირველად შეძლო! პავლე, მამა: ჩემი შვილი, ჩემი არტიომი — ის ჩემთვის ყველაფერია, მხოლოდ მისთვის ვცოცხლობ. ჩვენს ბიჭს ცერებრული დამბლა აქვს დაბადებიდან, რის გამოც სიარული არ შეეძლო. როდესაც ვუყურებდი, როგორ იტანჯებოდა, როგორ ხოხავდა იატაკზე, დამოუკიდებლად ჯდომა არ შეეძლო, ხელებს ვერ იმორჩილებდა — გული მიკვდებოდა. თქვენი ფონდის მხრიდან ასეთი მზრუნველობის და ჩემი შვილის რეაბილიტაციაში გაწეული დიდი დახმარების შედეგად კი დიდი წინსვლა აქვს არტიომს. არტიომს შეუძლია საყრდენის გარეშე იჯდეს და აღარ გადმოვარდეს

შემოწირულია

$5510.64

დონორი

303

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
Project

ავადმყოფი ბავშვები

მადლობა, მადლობა, მადლობა, ფონდის მეგობრებო! ამხელაუბედურების მერე, თქვენ კვლავ ღიმილი გვაჩუქეთ!

სიკვდილი, ბავშვების შიმშილობა და სნეული ბავშვის არაადამიანური ტანჯვა… მეგობრებო, ჩვენ წილად გვხვდა ეს ყველაფერი, რათა ეს საბრალო ადამიანები გადავარჩინოთ! ამ საბრალო ბიჭუნას დედიკოსთან ურთიერთობა ენით აღუწერელია! მაია ყოველთვის გრძნობს, რა სტკივა მის შვილს და იმ წამსვე დააფრთხობს ხოლმე სიკვდილს, რომელიც მისი უსაყვარლესი შვილის წაყვანას ლამობს! მაიას ისეთი სიყვარულით არ უყვარს არცერთი შვილი, როგორითაც გოჩა! მისი ტკივილი მაიას ტკივილია! სამყარო ასეა მოწყობილი!
რვა წლის განმავლობაში დედის ერთადერთი მიზანია, შვილი ნაწოლებისგან, პერიტონიტისა და სეფსისგან გადაარჩინოს… უნდა მიხვდეს, სად და რა სტკივა მის შვილს. გოჩას ხომ ლაპარაკი არ შეუძლია! ის მხოლოდ ჩუმად, ძალიან ჩუმად, დაჭრილი კნუტივით კვნესის! ცხოვრების უმეტესი ნაწილი გოჩამ საავადმყოფოში გაატარა. მაია კი მისი სიცოცხლისთვის მედგრად აგრძელებს ბრძოლას! ნაწოლების გამო ბავშვის კანი და კუნთები ნელ-ნელა კვდება, სხეულზე ჭრილობები აქვს, სისხლი სდის… სუსტი ნერვების მქონე ადამიანებმა არ ნახოთ!!!

შემოწირულია

$7909.11

დონორი

565

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
Project

ავადმყოფი ბავშვები

ბოლო ბრძოლა ყველაზე რთულია! ვინ გაიმარჯვებს: სიცოცხლე თუ სიკვდილი?!

დაავადებასთან ბრძოლით დაღლილი გოგონა საავადმყოფოს საწოლზე წევს და ქერა კულულებს ცრემლები უსველებს. მას იამზე ჰქვია. მის, ჩვეულებრივ, ნათელ და სიცოცხლით სავსე თვალებში ახლა მხოლოდ შიში გამოკრთის. „წინ ბოლო ოპერაცია მელოდება…! ცხოვრებაში ბოლო…!” — ნაღვლიანად ამბობს 15 წლის იამზე. მას ძალიან უნდა სიცოცხლე, თანატოლებთან მეგობრობა და ურთიერთობა…! „ახლა არ შეიძლება, რომ გარეთ გავიდე. არ შეიძლება სკოლაში სიარული, რადგან უბრალო ვირუსითაც რომ გავხდე ავად, მოვკვდები! აი, ამიტომ ვაკრავ სახლის კედლებზე გულებს. იქნებ, ღმერთმა დაინახოს!“ იამზე: ექიმები ამბობენ, რომ ყველფერი კარგად იქნება…! ძალიან გვინდა, მათი გვჯეროდეს, მეგობრებო! მაგრამ უკეთესია, — ვთვლით ფონდში, — კიდევ ერთხელ ვილოცოთ! ღვთის გარეშე ხომ ვერც ერთ მნიშვნელოვან საქმეში ვერაფერს გავხდებით! აქ კი… უბრალო საქმე არ არის! აქ საქმე სიკვდილ-სიცოცხლეს ეხება და ერთ კეთილ გოგონას…!!!

შემოწირულია

$14576.09

დონორი

939

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
1 21 22 23 24 25 57

გაქვთ კითხვები? ჩვენ დაგეხმარებით!

close


    გმადლობთ თქვენი შეტყობინებისთვის

    open
    close
    logo
    მოგვწერეთ
    logo
    გაქვთ კითხვები? ჩვენ დაგეხმარებით!




      გმადლობთ თქვენი შეტყობინებისთვის