პატარა ტატოს 42°C-მდე რომ აუწევს სიცხე, ბავშვი სანთელივით იწვება: სახე ემანჭება გაუსაძლისი ტკივილით, მთელი სხეული ეკრუნჩხება, ცახცახებს, კბილებს აკრაჭუნებს. თანაც ისე, რომ ჭკუიდან გადაჰყავს არა მხოლოდ მოსიყვარულე მშობლები, არამედ მთელი საავადმყოფოს პერსონალიც! - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

პატარა ტატოს 42°C-მდე რომ აუწევს სიცხე, ბავშვი სანთელივით იწვება: სახე ემანჭება გაუსაძლისი ტკივილით, მთელი სხეული ეკრუნჩხება, ცახცახებს, კბილებს აკრაჭუნებს. თანაც ისე, რომ ჭკუიდან გადაჰყავს არა მხოლოდ მოსიყვარულე მშობლები, არამედ მთელი საავადმყოფოს პერსონალიც!

page info icon
2024 აპრილი 30
🆘დახმარება საჭიროა ახლა 🆘სასწრაფოდ🆘 პატარა ტატო კვდება!🆘 ის კომაში ჩავარდა!🆘 გადაარჩინეთ სიცოცხლე!🆘
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
42,675 ₾
( 2,495 დონორი )
აირჩიეთ თანხა:
გადახდის ხერხი:

რეგულარული გადახდების განსახორციელებლად შესვლა ან დარეგისტრირება.

Помочь вещами ნივთებით დახმარება Donate goods Donate goods
ამ ოჯახს ტანისამოსი სჭირდება. შემოსეთ ისინი და თქვენი სული ღვთიური ნათელით შეიმოსება!

🆘დახმარება საჭიროა ახლა 🆘სასწრაფოდ🆘 პატარა ტატო კვდება!🆘 ის კომაში ჩავარდა!🆘 გადაარჩინეთ სიცოცხლე!🆘

-

პატარა ტატოს 42°C-მდე რომ აუწევს სიცხე, ბავშვი სანთელივით იწვება: სახე ემანჭება გაუსაძლისი ტკივილით, მთელი სხეული ეკრუნჩხება, ცახცახებს, კბილებს აკრაჭუნებს. თანაც ისე, რომ ჭკუიდან გადაჰყავს არა მხოლოდ მოსიყვარულე მშობლები, არამედ მთელი საავადმყოფოს პერსონალიც!

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 

მეგობრებო, დიდება მაღალ ღმერთს, რადგან შესაძლებლობა გვაჩუქა, მონაწილეობა მივიღოთ ასეთ კეთილშობილურ საქმეში  და ტატო ტანჯვისგან ვიხსნათ!

კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!

 „შვილო, ასეთ წამებას როგორ უძლებ?! როგორ არ ნებდები სიკვდილს?“ მოითმინე, მოითმინე, პატარავ. კიდევ ცოტაც! მალე მიიღებ დახმარებას!

მეგობრებო, სამწუხაროდ, კრიზისული სიტუაციები მეორდება! ბავშვი ტკივილებით იწვის! და მხოლოდ უძლიერესი გამაყუჩებლები უხანგრძლივებს სიცოცხლეს როგორც საბრალო ბიჭუნას, ასევე მის მოსიყვარულე მშობლებს. მართალი გითხრათ, ჩვენ, ფონდის თანამშრომლებს, დიდი ხანია არ გვინახავს ასეთი თავგანწირვა...

ღმერთმა ჯანმრთელი და ბედნიერი ამყოფოს ყველა მოსიყვარულე მშობელი საქართველოში და მთელი დედამიწის ზურგზე!

— ანა, ბავშვების ტანჯვაზე საუბრის დაწყება ყოველთვის ძალიან მიჭირს. გვიამბეთ, რა გრძნობა დაგეუფლათ, როდესაც თქვენი შვილის მდგომარეობის შესახებ შეიტყეთ?

ანა (დედა): რა გითხრათ?! მზად ვარ, ყველაფერი გავაკეთო, რომ ეს დასრულდეს, მაგრამ არაფერი შემიძლია. თურქმა ექიმებმა დაგვაიმედეს, რომ შესაძლებელია რაღაც ოპერაციის გაკეთება, რომელიც იხსნის ბავშვს ამ კოშმარისგან, მაგრამ იმხელა ფასი დაასახელეს... არ ვიცი, რა უნდა გავყიდოთ ან რამდენი საუკუნის განმავლობაში უნდა ვიმუშაოთ, რომ ამხელა თანხა შევაგროვოთ...

 „ჩემს საბრალო ბიჭუნას მეტი დრო აქვს გატარებული რეანიმაციაში, ვიდრე ჩემ გვერდით“

„შეხედეთ, უბრალოდ შეხედეთ... გთხოვთ! რა ლამაზია ჩემი ტატო იმ იშვიათ მომენტებში, როდესაც იღიმის! ამის მერე მთელი ერთი კვირის განმავლობაში მე და ჩემი მეუღლე უბედნიერესი ადამიანები ვართ ამქვეყნად!“

 „ჩემს შვილს რომ ჩავხედავ თვალებში, მაშინვე ვხვდები, სად და რა სტკივა! თავს თუ აქნევს, ესე იგი თავი სტკივა, ფეხებს თუ ამოძრავებს — მუცელი“

— რა ზომებს იღებთ იმისთვის, რომ შვილს დაეხმაროთ? მისი სიცოცხლისთვის როგორ იბრძვით?

ანა: რაც შემიძლია ყველაფერს ვაკეთებ. ხან ერთ ექიმს მივაკითხავთ, ხან მეორეს, მკურნალობის საუკეთესო მეთოდებს ვეძებთ, თანხას ვაგროვებთ, ოპერაცია რომ გავუკეთოთ თურქეთში. იქ ხომ, როგორც იქნა, იმედი მოგვცეს! გვითხრეს, რომ ჩემი შვილის სიცოცხლის გადასარჩენად საჭიროა 30 000 დოლარი. ყველას მივმართე, მაგრამ ხალხისგან გამიგია, რომ ამხელა თანხის შეგროვება მხოლოდ თქვენს ფონდს შეუძლია!

მზად ვარ, ჩემი სიცოცხლე ჩემს შვილს მივუძღვნა და ახლა თქვენ წინაშე მუხლის ჩოქებზე ვდგავარ!

— ამას რატომ ამბობთ, ანა! მეც და ფონდის ათასობით მეგობარიც თქვენს ტკივილს ვიზიარებთ!

ანა: ამის გარდა, რა შემიძლია? მე და ჩემი მეუღლე უბრალო, მშრომელი ხალხი ვართ... უკვე ყველაფერი გავყიდეთ, რაც გვქონდა, რაც შეგვეძლო, ვისესხეთ! გთხოვთ, ტკივილისგან იხსენით ჩემი შვილი! სიცოცხლე აჩუქეთ ტატოს! შეგვიბრალეთ!

— თქვენს შვილს როგორ უვლით, ასეთ მძიმე ტვირთს როგორ უმკლავდებით?

ანა: მარტივი ნამდვილად არ არის, მაგრამ ამ ყველაფერთან ერთად ცხოვრებას შევეგუე. სწორედ მასზე ზრუნვის შესაძლებლობა მმატებს ძალას, რომ ვიბრძოლო. ვიცი, რომ ჩემი ცხოვრება ისევ ისეთი არასდროს იქნება. მე მას მთლიანად ვუძღვნი ჩემს შვილს. ჩემს შვილს მეტი დრო აქვს გატარებული რეანიმაციაში, ვიდრე ჩემ გვერდით. ჩვენი ერთად ყოფნის ყოველი წამი უსასრულოდ გრძელდება ჩემთვის. მისი ცქერით, მისი კოცნით და ჩახუტებით ვერ ვძღები. ძალიან მენატრება, სახლში როცა არ მყავს.

— რას ეტყოდით სხვა დედებს, ვისაც  მძიმედ ავად ჰყავს შვილები?

ანა: ვეტყოდი, რომ ისინი მარტონი არ არიან. ამ განსაცდელს ყველანი ერთად ვებრძვით. უნდა დავუდგეთ ერთმანეთს გვერდში და ჩვენი შვილების სიცოცხლისთვის ერთად ვიბრძოლოთ. არასდროს დაკარგოთ იმედი! შეგიძლიათ დამიკავშირდეთ მეც და სხვა დედებსაც. ერთმანეთს გამოცდილებას ვუზიარებთ, ვუსმენთ და ვამხნევებთ. ხანდახან ერთ სიტყვასაც კი — „გამაგრდი“, ან სიტყვებს — „ყველაფერიკარგად იქნება“, დიდი ძალა აქვს.

 „თქვენი შვილებისთვის იცოცხლეთ, ფარ-ხმალს ნუ დაყრით და სისუსტეს ნუ გამოიჩენთ“

თქვენი გასაჭირის შესახებ შეიტყობს მთელი საქართველო. რას ეტყოდით მათ, ვისაც შეუძლია თქვენი შვილის სიცოცხლისთვის ბრძოლაში დაგეხმაროთ?

ანა: მუხლის ჩოქებზე ვდგავარ და გემუდარებით, ყველას გთხოვთ, ვისაც შეუძლია დაგვეხმაროს და ხელი გამოგვიწოდოს. თანხას, რომელიც დაასახელეს თურქეთის ექიმებმა, მარტო ვერასდროს შევაგროვებთ. ამიტომაც, საკუთარ თავში ძალა გამოვნახე და მივმართავ სრულიად უცხო ადამიანებს. ჩათვალეთ, რომ ჩემს შვილს ახალ სიცოცხლეს აჩუქებთ ტკივილისა და ტანჯვის გარეშე. ვიცი, რომ სიარულს და ლაპარაკს ვერასდროს შეძლებს, მაგრამ იმის გაფიქრებაც კი მკლავს, რომ არის შესაძლებლობა, აღარ დაიტანჯოს, აღარაფერი ეტკინოს, მე კი ამის საფასურს ვერ ვიხდი. ყველას მადლიერი ვიქნებით, ვინც შეძლებს, დახმარება გაგვიწიოს. ფულით ვერ გადავიხდით, უჭირს ჩვენს ოჯახს, მაგრამ გამწარებული დედის ლოცვას აუცილებლად შეისმენს ღმერთი! მე კი ყოველდღე ვილოცებ, ღმერთს ჯანმრთელობას არა მხოლოდ ჩემი, არამედ თქვენი შვილებისთვისაც ვთხოვ, კეთილო ადამიანებო!

კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!

ეს არის ისტორია, რომელიც შეგვახსენებს, რაოდენ ძვირფასია ცხოვრების ყოველი წამი, რაოდენ უსაზღვროა დედობრივი სიყვარული და ყველაზე მძიმე წუთებშიც კი შესაძლებელია სინათლის დანახვა. ყოველ ჯერზე შეგახსენებთ, რომ ჩვენ შორის არიან ადამიანები, ვინც ისეთ განსაცდელშია ჩავარდნილი, რომელიც ცნობიერების ჩარჩოში არ ჯდება, მაგრამ მათ გულებში არ ქრება სასწაულის იმედის ნაპერწკალი.

დღეს ჩვენ გამოწვევის წინაშე ვდგავართ: დავეხმაროთ მათ, ვინც იტანჯება, ვინც შვილის სიცოცხლის ყოველი წამისთვის იბრძვის. ასეთ მომენტებში უნდა გავიხსენოთ სიტყვები ბიბლიიდან: „ვინც გთხოვოს — მიეცი; და ზურგს ნუ შეაქცევ მას, ვისაც შენგან სესხება სურს“ (მათე 5:42). ეს არის მოწოდება არა მხოლოდ იმისა, რომ გულუხვობა გამოვიჩინოთ, არამედ იმისაც, რომ ვუთანაგრძნოთ და სხვების ტკივილი გავიზიაროთ. თქვენი შვილი ასეთ მდგომარეობაში რომ იყოს, მისთვის რას გააკეთებდით? მოდი, ახლაც  მოვიქცეთ ასე, რადგან ჩვენი პასუხისმგებლობა კაცობრიობის წინაშე სცდება ჩვენი საახლობლო წრის ფარგლებს.

ამ ისტორიის ყოველი სიტყვა, ყოველი აზრი, ყოველი ამოსუნთქვა სავსეა ტკივილითა და ტანჯვით. ეს არის ისტორია ბრძოლისა, რომელიც ჯერ არ დასრულებულა, რომელიც შეხსენებაა იმისა, რომ სამყაროში თანაგრძნობისთვის, სიკეთისა და თანადგომისთვის ადგილი ყოველთვის არის და ჩვენი ყოველი კეთილი საქმე ადამიანის არსებობის ჭეშმარიტ არსთან გვაახლოებს. 

თუ გსურთ, მოინახულოთ და დახმარება პირადად გაუწიოთ ამ ოჯახს, მათი მისამართია: გორის მუნიციპალიტეტი, სოფელი ორთაშენი.

ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ დაეხმარეთ და გაიხარეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!

გვჯერა, რომ ერთად ამ ოჯახის გადარჩენას ნამდვილად შევძლებთ!

მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge

ჩვენი ფონდის ანგარიში:

საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000

თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003

ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000 

(დანიშნულება: ტატო კოშორიძე)

თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „TBC ბანკი“ (GeoPay), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.

 თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან:  ExpressPay, TBCpay, PayBox (OPPA). ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus

ერთად, ჩვენ  დავეხმარეთ უკვე ათასობით შეჭირვებულს. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!

სპეციალურ ნომერზე:  0901200270  განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!

   კორ.: ნინო  
ბანკის კოდი:
ბანკის კოდი:
ბანკის კოდი:
აირჩიეთ თანხა:
გადახდის ხერხი:

რეგულარული გადახდების განსახორციელებლად შესვლა ან დარეგისტრირება.

Помочь вещами ნივთებით დახმარება Donate goods Donate goods
ამ ოჯახს ტანისამოსი სჭირდება. შემოსეთ ისინი და თქვენი სული ღვთიური ნათელით შეიმოსება!
ჩვენი ფონდის ანგარიშები:
საქართველოს ბანკი
თი ბი სი ბანკი
ლიბერთი ბანკი

მსგავსი პროექტები: