დაეხმარე მოყვასს და მიუახლოვდი ღმერთს!

Projects/Beneficiaries Needs

Project

ავადმყოფი ბავშვები

ფრთხილად იყავით!!! საქართველოში ძალიან გახშირებულია შემთხვევები ე.წ. ფონდების საქმიანობისა, როდესაც საქველმოქმედო ორგანიზაციების საფარქვეშ, მძიმედ დაავადებული და მომაკვდავი ბავშვების სამკურნალოდ შეგროვებულ თანხებს ითვისებენ. სინამდვილეში, ისინი მკვლელობას სჩადიან! რადგან მოტყუებული ოჯახები ძვირფას დროს კარგავენ და სიკვდილისთვის წირავენ საყვარელ ადამიანებს. აქ, ორი საშიში დანაშაულია ჩადენილი: თაღლითური გზით თანხის მითვისება და მკვლელობის მცდელობა. დარწმუნებული ვართ, რომ ამ საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროში სისხლის სამართლის საქმე არც აღიძვრება. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი თაღლითობა საშიში დანაშაულია. მაგრამ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, შესაბამისი დეპარტამენტიც არ არსებობს, რომელიც ასეთ საქმეებს გამოიძიებს. ერთ-ერთი მსხვერპლი, ოთხი წლის გურამი აღმოჩნდა. ბავშვის საფრანგეთში გადაყვანის და ყველანაირი საბუთის მოწესრიგებაში დახმარების ნაცვლად, ერთ-ერთმა ასეთმა თაღლითმა ფონდმა ბავშვის ოჯახს ცამეტი ათასი ლარი მოტყუებით გამოართვა, რადგან ფონდში შეგროვებული თანხა, მათი თქმით, საკმარისი არ იყო. აეროპორტში მისულმა საბრალო დედამ კი, რომელსაც სნეული შვილი ეჭირა ხელში და იმედით ელოდებოდა საფრანგეთის რეისს, საბოლოო ჯამში შეიტყო, რომ ყველაფერი წინასწარ იყო დაგეგმილი თაღლითების მიერ, რომლებიც ამოფარებული იყვნენ საქველმოქმედო ფონდის სახელს. მას შემდეგ, რაც დედამ ბავშვის გადასარჩენად, ბანკიდან სესხად გამოტანილი ცამეტი ათასი ლარი თაღლით ქალს გადასცა, ოჯახს ბავშვისთვის საკვების საყიდელი ფულიც კი აღარ დარჩა. ამასობაში, გურამიკოს მდგომარეობა დამძიმდა. ახლა, მისი გადარჩენა ბევრად უფრო რთული იქნება. ღვთისნიერო ადამიანებო, მოდით, თაღლითების გამო დაკარგული რწმენა აღვუდგინოთ საბრალო დედას. მოდით, გადავარჩინოთ გურამიკო!

ფრთხილად იყავით!!! საქართველოში ძალიან გახშირებულია შემთხვევები ე.წ. ფონდების საქმიანობისა, როდესაც საქველმოქმედო ორგანიზაციების საფარქვეშ, მძიმედ დაავადებული და მომაკვდავი ბავშვების სამკურნალოდ შეგროვებულ თანხებს ითვისებენ. სინამდვილეში, ისინი მკვლელობას სჩადიან! რადგან მოტყუებული ოჯახები ძვირფას დროს კარგავენ და სიკვდილისთვის წირავენ საყვარელ ადამიანებს. აქ, ორი საშიში დანაშაულია ჩადენილი: თაღლითური გზით თანხის მითვისება და მკვლელობის მცდელობა. დარწმუნებული ვართ, რომ ამ საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროში სისხლის სამართლის საქმე არ აღიძვრება. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი თაღლითობა საშიში დანაშაულია. მაგრამ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, შესაბამისი დეპარტამენტი არ არსებობს, რომელიც ასეთ საქმეებს გამოიძიებს. ერთერთი მსხვერპლი, ოთხი წლის გურამი აღმოჩნდა. ბავშვის საფრანგეთში გადაყვანის და ყველანაირი საბუთის მოწესრიგებაში დახმარების ნაცვლად, ერთერთმა ასეთმა თაღლითმა ფონდმა ბავშვის ოჯახს ცამეტი ათასი ლარი მოტყუებით გამოართვა, რადგან ფონდში შეგროვებული თანხა, მათი თქმით, საკმარისი არ იყო. აეროპორტში მისულმა საბრალო დედამ კი, რომელსაც სნეული შვილი ეჭირა ხელში და იმედით ელოდებოდა საფრანგეთის რეისს, საბოლოო ჯამში შეიტყო, რომ ყველაფერი წინასწარ იყო დაგეგმილი თაღლითების მიერ, რომლებიც ამოფარებული იყვნენ საქველმოქმედო ფონდის სახელს. მას შემდეგ, რაც დედამ ბავშვის გადასარჩენად, ბანკიდან სესხად გამოტანილი ცამეტი ათასი ლარი თაღლით ქალს გადასცა, ოჯახს ბავშვისთვის საკვების საყიდელი ფულიც კი აღარ დარჩა. ამასობაში, გურამიკოს მდგომარეობა დამძიმდა. ახლა, მისი გადარჩენა ბევრად უფრო რთული იქნება. ღვთისნიერო ადამიანებო, მოდით, თაღლითების გამო დაკარგული რწმენა აღვუდგინოთ საბრალო დედას. მოდით, გადავარჩინოთ გურამიკო!

შემოწირულია

$2305.12

დონორი

216

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
Project

ავადმყოფი ბავშვები

SOS! SOS! SOS! ხუთი წლის ნიკოლოზს სარკომააქვს! დიდია უფალი, რადგან უფლებაგვიბოძა, სრულად და სამუდამოდგანგვკურნოთ კიდევ ერთი ქართველიბავშვი! ამ ღვთის მოსაწონი საქმითმთელი ცხოვრება ვიხაროთ! ამჟამად,გორელი ბიჭი განწირულად იბრძვისსიცოცხლისთვის თბილისის ერთ-ერთკლინიკაში. ხომ გესმით, მეგობრებო, მისი გამოჯანმრთელების 100%-იანიგარანტია რომ გვქონდეს, ნიკოლოზისასწრაფოდ თურქეთში არისგადასაყვანი! უნდა იცოცხლო, ნიკოლოზ! დღეს,შენ მთელ საქართველოს უყვარხარ!

SOS! SOS! SOS! ხუთი წლის ნიკოლოზს სარკომააქვს! დიდია უფალი, რადგან უფლებაგვიბოძა, სრულად და სამუდამოდგანგვკურნოთ კიდევ ერთი ქართველიბავშვი! ამ ღვთის მოსაწონი საქმითმთელი ცხოვრება ვიხაროთ! ამჟამად,გორელი ბიჭი განწირულად იბრძვისსიცოცხლისთვის თბილისის ერთ-ერთკლინიკაში. ხომ გესმით, მეგობრებო, მისი გამოჯანმრთელების 100%-იანიგარანტია რომ გვქონდეს, ნიკოლოზისასწრაფოდ თურქეთში არისგადასაყვანი! უნდა იცოცხლო, ნიკოლოზ! დღეს,შენ მთელ საქართველოს უყვარხარ!

შემოწირულია

$32198.34

დონორი

1801

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
Project

ავადმყოფი ბავშვები

ფონდის მეგობრებო, თქვენ მართლაც კიდევ ერთი სასწაული მოახდინეთ! შეჭირვებული, სნეული ბავშვისთვის და მისი მარტოხელა დედისთვის შეუძლებელი შეძელით. 4 წლის დათა მტანჯველი სენისგან განიკურნა! დაავადებასთან ერთად, დათა გამოეთხოვა ავტოფარეხს, სადაც ფილტვებისთვის საშინლად მავნე, დაობებულ კედლებში ცხოვრობდა. ახლა კი, დიდი ეზო, ჯაკუზი, ახალი ავეჯი, უფლისწულის საძინებელი, ვერანდითა და ლამაზი ხედით – დღეიდან, ჩვენი გმირი ბიჭის ცხოვრება სწორედ ასეთი იქნება.

დათას ცხოვრებაში მოხდა ნამდვილი გარდატეხა! ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ, ის ტირილით, ეზოში, დაჟანგებულ ონკანთან იბანდა პირს და წუწუნით იძინებდა ძველ საწოლზე, ვაგონში, გაქუცული კედლებით. ახლა კი, ის თქვენ გიღიმით, სიხარულისგან მოსვენება აქვს დაკარგული და თავისი პატარა ფეხებით დარბის ლამაზ სახლში, რომელიც მხოლოდ მას და მის დედიკოს ეკუთვნის ერთი წლით! ის აქაურობის ბატონ-პატრონია და უკვე ყველა კუთხე-კუნჭული დაათვალიერა!

შემოწირულია

$40201.40

დონორი

2242

დიახ! მსურს დახმარება!
Project

ავადმყოფი ბავშვები

პატარა ალექსანდრეს უიშვიათესი, სასიკვდილო დაავადება აქვს – ზურგის ტვინის კუნთოვანი ატროფია. ბავშვის სიცოცხლე ბეწვზე ჰკიდია! დაეხმარეთ, მეგობრებო! ქართველი ბიჭუნას გადასარჩენად, აუცილებელია, ჟანგბადის აპარატის შეძენა. ის იმდენად სუსტია, რომ სუნთქვა უჭირს. დამოუკიდებლად ამოხველებაც კი არ შეუძლია.

დედ-მამა ერთად უვლიან მძიმედ დაავადებულ ვაჟსა და ერთი წლის ქალიშვილს, ამიტომაც მუშაობა არ შეუძლიათ. სოციალური დახმარება კი კატასტროფულად მწირია და არ ჰყოფნით მკურნალობის ხარჯების დასაფარად. ახლა მშობლებს მხოლოდ იმის იმედი აქვთ, რომ მათი შვილის ისტორია შეძრავს თქვენს გულებს. მივმართავთ ყველა გულისხმიერ ადამიანს და გთხოვთ, გადარჩენაში დაეხმაროთ პატარა ალექსანდრეს! ღმერთმა დაგლოცოთ!

შემოწირულია

$20553.97

დონორი

1463

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
Project

ავადმყოფი ბავშვები

 „შვიდი წლის მათე თხუთმეტ წლამდე იცოცხლებს“ – აი, ეს საშინელი სიტყვები უთხრეს მედიკოსებმა საბრალო დედას, ბავშვის დიაგნოზის გათვალისწინებით. წარმოიდგინეთ, დედას წინასწარ აცნობებენ, რომ სიცოცხლის მხოლოდ რამდენიმე წელი დარჩა მის შვილს. ამის გააზრებამაც კი, შეიძლება ჭკუიდან გადაიყვანოს ადამიანი.

მათეს თვალები ამბობენ, რომ ბავშვს სიცოცხლე უნდა. ბავშვის ვერაგი დაავადება კი „ამბობს“, რომ მისი სიცოცხლე თხუთმეტი წლის ასაკში შეწყდება. აი, ასე მუხლებით და ხელებით დახოხავს საბრალო ბავშვი. ხოხვისგან გადატყავებული აქვს მუხლები. ბავშვს ერთი დღეც არ გამოუცდია შეგრძნება, როდესაც სიარული შეგიძლია. ბიჭუნა მხოლოდ წლინახევრის იყო, როდესაც ძვლების დაშლა დაეწყო და იმ დღიდან მოყოლებული, სატანჯველია ბავშვის ყოველი დღე. მათეს საბავშვო ბაღში არ უვლია და  სკოლაშიც ვერ ატარებს დედა. იცით, რატომ? იმიტომ, რომ ეტლი ვერ უყიდა. წარმოგიდგენიათ? ეტლის არ ქონის გამო, ბავშვი ოთხ კედელს შუა არის გამომწყვდეული. რა დააშავა ამ პატარა ანგელოზმა? ღვთისნიერო ადამიანებო, ბავშვს იმედს ნუ გავუცრუებთ. მის საბრალო დედას კი, მათეს სიცოცხლისთვის საჭირო მედიკამენტების ყიდვასა და ასევე, ხელვაჩაურიდან, ბავშვის თბილისის კლინიკაში გადმოყვანაში დავეხმაროთ. ჯამში, ეს ყველაფერი დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. მაგრამ, ჩვენ, მთელი საქართველო თუ გავერთიანდებით, შვიდი წლის მათეს სიცოცხლეს გადავარჩენთ. სამწუხარო კი ისაა, რომ ძალიან ცოტა დრო დარჩა. ვერაგი სიკვდილის დამარცხება უნდა მოვასწროთ!

შემოწირულია

$3172.83

დონორი

237

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
1 10 11 12 13 14 57

გაქვთ კითხვები? ჩვენ დაგეხმარებით!

close


    გმადლობთ თქვენი შეტყობინებისთვის

    open
    close
    logo
    მოგვწერეთ
    logo
    გაქვთ კითხვები? ჩვენ დაგეხმარებით!




      გმადლობთ თქვენი შეტყობინებისთვის