სახლში / პროექტები /

 „შვიდი წლის მათე თხუთმეტ წლამდე იცოცხლებს“ – აი, ეს საშინელი სიტყვები უთხრეს მედიკოსებმა საბრალო დედას, ბავშვის დიაგნოზის გათვალისწინებით. წარმოიდგინეთ, დედას წინასწარ აცნობებენ, რომ სიცოცხლის მხოლოდ რამდენიმე წელი დარჩა მის შვილს. ამის გააზრებამაც კი, შეიძლება ჭკუიდან გადაიყვანოს ადამიანი.

calendar ივნისი 2, 2025

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

info

ფასი (გაითვალისწინეთ):

1 ზარი - ₾2

მობილური პროვაიდერები

დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს

sms

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL

კოპირებულია

პოსტის გაზიარებაც დახმარებაა!

Project

უსაყვარლესი მათე… 7 წლის მათეს არ შეუძლია სიარული და ამას თითქმის შეეგუა კიდეც. მეგობრებო, მოდითით ვილოცოთ მისთვის და სანთელი დავანთოთ! უფალს ხომ ნებისმიერი დიაგნიზის შეცვლა შეუძლია. იმ საშინელი დიაგნოზისაც კი, რომელიც ექიმებმა საწყალ ბავშვს გამოუცხადეს: ის მხოლოდ 15 წლამდე იცოცხლებს…მეგობრებო, მოდით ერთად მოვიძიოთ ბავშვისთვის ინტერნეტში ახალი წამლები. დროზე ადრე ნუ დავკრძალავთ… მათე ოცნებობს, რომ კარგი ეტლი ჰქონდეს. ნუთუ, საბრალო ბიჭუნას უარს ვეტყვით ოცნების ასრულებაზე და მერე მშვიდად დაძინებას შევძლებთ, ნუთუ ამოვიგდებთ მათეს გულიგან დღეს ან სხვა დროს?

შემოწირულია

₾202.00

დონორი

13

აუხდინე ოცნება მათეს
 „შვიდი წლის მათე თხუთმეტ წლამდე იცოცხლებს“ – აი, ეს საშინელი სიტყვები უთხრეს მედიკოსებმა საბრალო დედას, ბავშვის დიაგნოზის გათვალისწინებით. წარმოიდგინეთ, დედას წინასწარ აცნობებენ, რომ სიცოცხლის მხოლოდ რამდენიმე წელი დარჩა მის შვილს. ამის გააზრებამაც კი, შეიძლება ჭკუიდან გადაიყვანოს ადამიანი.
ჩვენი ფონდის ანგარიშები:

Bank of Georgia

Bank logo

Ბანკის კოდი:

BAGAGE22 BAGAGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

TBC Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

TBCBGE22 TBCBGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE15TB7194336080100003 GE15TB7194336080100003

კოპირებულია

Liberty Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

LBRTGE22 LBRTGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE42LB0115113036665000 GE42LB0115113036665000

კოპირებულია

საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

0901200270

 „შვიდი წლის მათე თხუთმეტ წლამდე იცოცხლებს“ – აი, ეს საშინელი სიტყვები უთხრეს მედიკოსებმა საბრალო დედას, ბავშვის დიაგნოზის გათვალისწინებით. წარმოიდგინეთ, დედას წინასწარ აცნობებენ, რომ სიცოცხლის მხოლოდ რამდენიმე წელი დარჩა მის შვილს. ამის გააზრებამაც კი, შეიძლება ჭკუიდან გადაიყვანოს ადამიანი.

მაგრამ, როდესაც მას გული სავსე აქვს ღვთის სიყვარულით, შეუძლებელი არაფერია. თვით ვერაგი სიკვდილის დამარცხებაც კი შესაძლებელია, უფლის რწმენით. მათეს წლინახევრის ასაკში ძვლების დაშლა დაეწყო და პარალიზებული გახდა წელს ქვემოთ. საბრალო ბავშვი გადაადგილდება მუხლებზე ხოხვით. ვერაგი დაავადების გამო, მეხსიერებაც წაერთვა ბავშვს და მხედველობასაც კარგავს თანდათან. ღმერთო, როგორ უძლებს ამდენ ტანჯვას პატარა მათე? ბავშვის ამ ჯოჯოხეთიდან ამოყვანა, თქვენ შეგიძლიათ, ღვთისნიერო ადამიანებო. უფალი დაგეხმარებათ ამაში. მთავარია, დახმარების ხელი გაუწოდოთ საბრალო ბიჭუნას, რომელიც თვეების წინ, საკუთარმა მამაც კი მიატოვა. 

კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!

მხოლოდ ეს კადრიც საკმარისია იმისთვის, რომ მიხვდეთ, როგორ იტანჯება შვიდი წლის მათე. ბავშვს სურს, თავისი თანატოლებს თამაშს აივნიდან მაინც რომ უყუროს. ამიტომ, ბიჭუნა უკანასკნელი ძალებით ცდილობს, კედელზე აცოცდეს. სამწუხაროდ, ვერ შეძლო და ძირს დაეცა ძალაგამოცლილი ბავშვი. მუხლებზე მეტად კი, პატარა გული ეტკინა. იმედის დაკარგვა ხომ, ყველაზე საშინელი ტკივილია იმ ტკივილთა შორის, რაც კი სამყაროში არსებობს.

მათეს თვალები ამბობენ, რომ ბავშვს სიცოცხლე უნდა. ბავშვის ვერაგი დაავადება კი „ამბობს“, რომ მისი სიცოცხლე თხუთმეტი წლის ასაკში შეწყდება.

აი, ასე მუხლებით და ხელებით დახოხავს საბრალო ბავშვი. ხოხვისგან გადატყავებული აქვს მუხლები. ბავშვს ერთი დღეც არ გამოუცდია შეგრძნება, როდესაც სიარული შეგიძლია.

ბიჭუნა მხოლოდ წლინახევრის იყო, როდესაც ძვლების დაშლა დაეწყო და იმ დღიდან მოყოლებული, სატანჯველია ბავშვის ყოველი დღე. მათეს საბავშვო ბაღში არ უვლია და  სკოლაშიც ვერ ატარებს დედა. იცით, რატომ? იმიტომ, რომ ეტლი ვერ უყიდა. წარმოგიდგენიათ? ეტლის არ ქონის გამო, ბავშვი ოთხ კედელს შუა არის გამომწყვდეული. რა დააშავა ამ პატარა ანგელოზმა?

შეხედეთ, ბავშვი  აივანზე გასვლას ცდილობს, თავისი თანატოლების თამაშს შორიდან მაინც რომ  უყუროს. მათეს ეტლი რომ ჰქონოდა, ისიც ეზოში იქნებოდა, მზის სხივები მიეალერსებოდნენ საბრალო ბავშვს, ზღვის სანაპიროზეც, სუფთა ჰაერზე გაასეირნებდა დედა.

შეხედეთ, დივანს ებღაუჭება ბავშვი, რომ იქნებ, ფეხზე დადგომა შეძლოს. მაგრამ სამწუხაროდ, მათეს ყველა მცდელობა, ძირს დავარდნით მთავრდება, რადგან ბიჭუნა პარალიზებულია წელს ქვემოთ.

ბავშვის ტანჯვა ამით არ სრულდება. ვერაგი დაავადების გამო, მათე ყოველდღიურად კარგავს მხედველობას. ბავშვს უკვე, ფერების აღქმაც კი აღარ შეუძლია.

მათე (7 წლის): „დეიდა, (მიმართავს ფონდის კორესპონდენტს), ჩემს დაიკოს ვთხოვე, ჩემთვის ფერადი მაისური მოეტანა, მან კი შავ-თეთრი მაისური მომიტანა და მიმტკიცებს, ფერადი არისო. ალბათ, მეხუმრება, ხომ? დეიდა, ამ მაისურს შეხედე, ის ხომ, ნამდვილად შავ და თეთრ ფერებშია?“ – ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე რთული შეკითხვა ჩვენი კორესპონდენტისთვის, რაც კი მას ბავშვისგან სმენია. 

თურქი ექიმების თქმით, ბავშვის ტრანსპორტირება საშიშია როგორც ავტობუსითა და მანქანით, ასევე თვითმფრინავით. შესაბამისად, ექიმებმა უარი თქვეს მათეს თურქეთში გადაყვანაზე. ამ დროს კი, ძვირადღირებული წამლები, რომელიც ბავშვს სასიცოცხლოდ სჭირდება, სწორედ რომ თურქეთში იყიდება. მარტოხელა დედამ როგორ უნდა იყიდოს, როდესაც იმის საშუალებაც კი არ აქვს, რომ ბავშვი ხელვაჩაურიდან, თბილისის საავადმყოფოში წაიყვანოს. ამჟამად მათეს სიცოცხლე უკვე დღეებზე კი არა, წუთებზეა დამოკიდებული. წყეული უფულობის გამო კი, საბრალო ბავშვს ექიმთან წასვლაც არ ეღირსა. ამაზე დიდი უსამართლობა, ნუთუ, არსებობს რამე?

ეს კი მათეს დაიკოა, ცხრა წლის მეგი. შეხედეთ, რამხელა ტკივილი, სასოწარკეთა და უიმედობაა ბავშვის თვალებში. გოგონამ შემთხვევით მოკრა ყური, დედა ბებოს რომ ეუბნებოდა, მათეს სიცოცხლის წლები დათვლილიაო. აი, ასეთი ჩამქრალია მეგის თვალები მას შემდეგ.

მეგი (9 წლის): „არც მე გავდივარ ეზოში სათამაშოდ. ჩემი ძამიკო ოთახში იყოს გამოკეტილი, მე კი, ეზოში ვითამაშო? არა, ამის წარმოდგენაც კი არ მინდა. ჩემს უფროს მეგობრებს ვთხოვე: იქნებ, ინტერნეტში შეგხვდეთ რაიმე განცხადება, ვინმე ეტლს აჩუქებდეს-მეთქი. მაგრამ… ეჰ… ჩემს ძამიკოს იღბალი არ აქვს.

შეხედეთ, მეგის მაისურის სახელო როგორ არის დახეული.

მეგი (9 წლის): „უკანასკნელ კაპიკებსაც კი, დედა აგროვებს იმისთვის, რომ მათე თბილისის კლინიკაში გადაიყვანოს. ჩემს ძმას ძალიან ძვირადღირებული წამალი სჭირდება და მერიდება, დედას რაიმეს ყიდვა რომ ვთხოვო. სკოლაში ყოველთვის შარვლით დავდივარ, კაბა არ მაქვს.“

ბავშვი ტანჯვას ვეღარ უძლებს. სახეზე ხელი აიფარა და გულამოსკვნით ტირილი დაიწყო. ვინ იცის, იქნებ, საყვარელი მამის ჩახუტებას შვება მოეტანა ბიჭუნასთვის, მაგრამ თვეების წინ, მამამ მათე მიატოვა. ვინ იცის, იქნებ, ავადმყოფი შვილის ყურებას ვეღარ გაუძლო ან იქნებ, უბრალოდ „ზედმეტი ტვირთი“ აღმოჩნდა მისთვის მათე. ან იქნებ, სულაც სხვა ქალი ამჯობინა საკუთარი შვილების დედას? თუმცა, რა მნიშვნელობა აქვს მიზეზს? ფაქტი ისაა, რომ მათე და მეგი მამამ სწორედ იმ დროს მიატოვა, როდესაც ყველაზე მეტად სჭირდებოდათ მისი მზრუნველობა. ზრუნვისთვის კი, ფული არაა საჭირო. გულში ჩახუტებას და მოფერებას, ვერანაირი ფულით ვერ იყიდის ადამიანი.

როდესაც ფონდის კორესპონდენტი მათეს სახლს ტოვებდა, ბავშვი მას ასეთი თვალებით უყურებდა. ამ გამოხედვაში, ვედრება ჩანს. დიახ, ბავშვი თვალებით ითხოვს შველას. მათეს სევდიან თვალებში, გაჩნდა იმედის ნაპერწკალი, რადგან „უცხო დეიდამ“ უთხრა, რომ ყველას გააგებინებდა, ეტლი რომ არ აქვს. დიახ, მათეს ყველაზე დიდი ოცნება, არც პულტიანი მანქანაა და არც ბურთი, სხვა ბავშვებივით. სამწუხაროდ, მას მხოლოდ ერთი ოცნება აქვს და ეს ეტლია.

ღვთისნიერო ადამიანებო, ბავშვს იმედს ნუ გავუცრუებთ. მის საბრალო დედას კი, მათეს სიცოცხლისთვის საჭირო მედიკამენტების ყიდვასა და ასევე, ხელვაჩაურიდან, ბავშვის თბილისის კლინიკაში გადმოყვანაში დავეხმაროთ. ჯამში, ეს ყველაფერი დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. მაგრამ, ჩვენ, მთელი საქართველო თუ გავერთიანდებით, შვიდი წლის მათეს სიცოცხლეს გადავარჩენთ. სამწუხარო კი ისაა, რომ ძალიან ცოტა დრო დარჩა. ვერაგი სიკვდილის დამარცხება უნდა მოვასწროთ!

თუ გსურთ, მოინახულოთ და დახმარება პირადად გაუწიოთ ამ ოჯახს, მათი მისამართია: ხელვაჩაური, კვინიტაძის ქ. 48.

ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ დაეხმარეთ და გიხაროდეთ, რომ ღმერთმა დაგანახათ „სხვის“ გასაჭირი! თქვენი მეშვეობით რომ პასუხობს ვიღაცის ლოცვებს! ეს იმას ნიშნავს, რომ რჩეული ხართ! მუდამ დალოცვილი იყავით! ძალიან გთხოვთ, ხშირად გაიხსენოთ სხვის გასაჭირი და მოინახულოთ შეჭირვებულები. სწორედ ამ დროს, თქვენ იძენთ პიროვნულ მნიშვნელობას და დიდებას – ნამდვილი ქართველი ადამიანის, დიადი ქართველი ერის ღირსებას, რომელიც ღმერთმა ასეთად შექმნა!

კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!

მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge

ჩვენი ფონდის ანგარიში:

– საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000
– თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003
– ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000

(დანიშნულება: ზოიძეების ოჯახი).

ძვირფასო ქველმოქმედებო, ფონდში მოვითათბირეთ და  მძიმედ დაავადებული ბავშვისთვის ეტლის შეძენა, თბილისში გამოკვლევებისა და ექიმების კონსულტაციის დაფინანსება გადავწყვიტეთ. აგრეთვე, უნდა დავეხმაროთ იმ მედიკამენტების შეძენაში, რომელიც მხოლოდ თურქეთში იყიდება.

მეგობრებო, შესაძლოა, თქვენც გაქვთ იდეები და სურვილები, რით შეიძლება დავეხმაროთ ამ საბრალო ადამიანებს, რათა გაუმკლავდნენ იმ საშინელ მდგომარეობას, რომელშიც ისინი ჩავარდნენ!..

შეგიძლიათ, კომენტარის სახით დატოვოთ  YouTube-ზე, ჩვენი დამფუძნებლის პირველი პოსტის ქვეშ.

თანხის გადარიცხვა შეიძლება ჩვენი ვებგვერდიდანაც: «საქართველოს ბანკი» (bogpay.ge), «თიბისი ბანკი» (tbcpay.ge), «ლიბერთი ბანკი» (PayGe), PayPal (paypal.me).

თანხის გადარიცხვა შეიძლება ტერმინალებიდანაც ExpressPay, TBCpay. განყოფილებაში «ქველმოქმედება» იპოვეთ ჩვენი ფონდი (დამატებით უფლებებსა და მოვალეობებსშეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GYGus).

თქვენ შეგიძლიათ ვინმეს სიცოცხლე გადაარჩინოთ და ღმერთს დაუახლოვდეთ! გაგზავნეთ შეტყობინება ნომერზე 97100.

თქვენს მხოლოდ ერთ ზარს სპეციალურ ტელეფონის ნომერზე შეუძლია ვიღაცის სიცოცხლე გადაარჩინოს: 0901200270! იყავით დალოცვილები!

კორ.: ნინი

თარიღი
სახელი
თანხა
სტატუსი

სულ ხარჯები:

დარჩა:

შემოწირულობის გაღება
თანხა
გმადლობთ, კეთილო გულო!
13.06.2025 00:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
13.06.2025 00:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
13.06.2025 00:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
13.06.2025 00:00:00
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
13.06.2025 00:00:00
₾50.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
12.06.2025 00:00:00
₾7.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
12.06.2025 00:00:00
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
12.06.2025 00:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
12.06.2025 00:00:00
₾2.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
12.06.2025 00:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
12.06.2025 00:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
12.06.2025 00:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
12.06.2025 00:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
12.06.2025 00:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
11.06.2025 00:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
11.06.2025 00:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
11.06.2025 00:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
11.06.2025 00:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
11.06.2025 00:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
11.06.2025 00:00:00
₾5.00

შემოწირულია:

₾2,804.83

220 დონორი

აირჩიეთ თანხა:

Გადახდის საშუალება:

გამოწერა:

შემოწირულია:

₾2,804.83

220 დონორი

დასრულებული!

მათ ძალიან სასწრაფოდ სჭირდებათ თქვენი დახმარება