ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
ფასი (გაითვალისწინეთ):
1 ზარი - ₾2
დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL
კოპირებულია
მკურნალობის გარეშე, ყოველი დღე შეიძლება საბედისწერო აღმოჩნდეს ბავშვისთვის.
დრო თითქმის აღარ დარჩა, კეთილო ადამიანებო!
რამხელა მწუხარებაა! 10 წლის ანდრია სასწრაფოდ უნდა გადავარჩინოთ. დაეხმარეთ!
დალოცვილები ყოფილიყავით!
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!
ათი წლის ანდრიასთვის ჯოჯოხეთია ყოველი დღე! ბავშვი, რომელიც ეტლს არის მიჯაჭვული, ფანჯრიდან უყურებს, როგორ თამაშობენ ბავშვები და ცხარე ცრემლებით ტირის, რადგან მათთან ერთად სირბილი არ შეუძლია. ანდრია ხუთი წლის იყო, როდესაც მამა გარდაეცვალა. მას შემდეგ, დედამ ბავშვი ექიმთან ერთხელაც ვერ წაიყვანა, რადგან მამა იყო ოჯახის ერთადერთი მარჩენალი. დაქვრივებულ ქალს კი, არ შეუძლია მუშაობა, რადგან ანდრიას და მის დას, მონიკას, რომელიც სამუდამოდ ხეიბრად დარჩა ექიმის შეცდომის გამო, მომვლელი არავინ ჰყავს. თითქოს, დაწყევლილია ბერიძეების ოჯახი. მაგრამ სიკეთე ხომ, ყოველთვის ამარცხებს ბოროტებას. ამიტომაც, ღვთისნიერო ადამიანებო, ამ ჯოჯოხეთიდან თავის დაღწევაში მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ. სხვა ბავშვები სათამაშოებს მართავენ პულტით, ანდრია კი – ამ საშინელ ეტლს. ნუთუ, მხოლოდ ტანჯვისთვის არის გაჩენილი ეს ანგელოზი? რა დააშავა, ასეთი ტანჯვისთვის რატომ, რატომ, რატომ გაწირა ბედმა?
ბავშვი ისეთი დიაგნოზებით დაიბადა, ადამიანს ძარღვებში სისხლს რომ გაუყინავს: სპინა ბიფიდა და ჰიდროცეფალია. ექიმები შვილის გადარჩენის არანაირ იმედს არ აძლევდნენ საბრალო მშობლებს. თუმცა, სასწაული მოხდა!
ანდრია, 10 წლის: „მეტირება, ისე მტკივა გული იმის გამო, რომ სიარული არ შემიძლია. მინდა, ფეხზე რომ დავდგე! მაგრამ დედიკოს, ექიმთან წასასვლელი ფული არ აქვს. ყველაზე კეთილო ადამიანებო პლანეტაზე, ვიცი, რომ არსებობთ. გთხოვთ, დაგვეხმარეთ.“
როდესაც ბიჭუნა სულ რაღაც ერთი თვის იყო, მას თავის ტვინზე ურთულესი ოპერაცია ჩაუტარდა შუნტირება. მაგრამ, ჰოი უბედურებავ, მეგობრებო! ბავშვობაში ჩადგმული შუნტი დატვირთვას ვეღარ უძლებს. აუცილებლად სჭირდება გამოკვლევების სასწრაფოდ ჩატარება, მაგრამ ქვრივს საჭმლის ფულიც კი არ აქვს! დედა შიშისგან ადგილს ვერ პოულობს. ბოლოს, ხუთი წლის წინ ჰყავდა შვილი ექიმთან, როდესაც მისი მეუღლე ჯერ კიდევ ცოცხალი იყო. ახლა თუ არ დავეხმარებით, ბავშვი შეიძლება ცხოვრების ბოლომდე დარჩეს საწოლს მიეჯაჭვული.
ჩვენ კი, ანდრიასა და ხათუნას გულის ტკივილს ვერასოდეს ვაპატიებთ საკუთარ თავს! ანდრიას ძალიან კეთილი თვალები აქვს, თითქოს, ფოტოდან პირდაპირ სულში გვიყურებს! ის დახმარებას ითხოვს! მან იცის, რომ ეს შესაძლებელია! ნეტავ შევძლოთ, ოჯახის საშინელი სიღატაკე დროებით მაინც რომ დავამარცხოთ და თურქულ კლინიკაში გადასახდელი თანხა დავფაროთ!
ხათუნა (52 წლის): „ღამეებს მის საწოლთან ვათენებ, ყოველ ამოსუნთქვას ვუსმენ და მეშინია, ოდნავი შეფერხება არ გამომეპაროს. გული მისკდება იმის შიშით, რომ შეიძლება, გავიღვიძო და ვეღარ დავინახო მისი ღიმილი.“
ხათუნა: „მივმართავ ყველას, ვისაც დახმარება შეუძლია. გთხოვთ, გევედრებით, არ მიგვატოვოთ! ჩემი შვილის მდგომარეობა მძიმეა. მას განგრენა განუვითარდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ამპუტაციის რისკი არსებობს. დამეხმარეთ მის გადარჩენაში!“
ჩვენო ძვირფასო მეგობრებო, სამწუხაროდ, ცუდი ამბავი უნდა გაცნობოთ. ანდრიას განგრენა განუვითარდა და ალბათ გესმით, ეს რასაც ნიშნავს. დიახ, დიახ. დიდი რისკი არსებობს იმისა, რომ ფეხის ამპუტაცია დასჭირდეს. სამწუხაროდ, ძალიან, ძალიან ცოტა დრო გვაქვს, ეს უბედურება თავიდან რომ ავარიდოთ. ანდრია სასწრაფოდ ექიმთან არის წასაყვანი, წინააღმდეგ შემთხვევაში, მალე, შესაძლოა ბავშვი ცალი ფეხის გარეშე ვიხილოთ ეტლში მჯდომი და ძალიან ვინანოთ, რომ ბიჭუნას დახმარების ხელი არ გავუმართეთ. სინანულის გრძნობა სიცოცხლის ბოლომდე არ მოგვასვენებს.
ცამეტი წლის ბათუმელმა ბიჭმა, გეგამ არ იცის, ბავშვობა რა არის. ბიჭი ნაადრევად გაიზარდა… მამის გარდაცვალების შემდეგ, ოჯახის უფროსი ის არის. ეტლს მიჯაჭვული ძმისა და დის, ასევე მძიმედ დაავადებული დედის, რომელსაც ინსულინდამოკიდებული დიაბეტი აქვს, მოვლის ტვირთი მხრებზე დააწვა ბავშვს.
გეგა, 13 წლის: „სხვა ბავშვებს ბედნიერი ბავშვობა აქვთ, ჩვენ კი ცხოვრებაში არანაირი სიხარული არ გაგვაჩნია. ხუთი წლის წინ, ჩვენი საყვარელი მამიკო გარდაიცვალა. ერთი წლის წინ კი, თრომბით დაგვეღუპა უფროსი ძმა. დედას დამხმარე არავინ ჰყავს.“
ეს კი ანდრიას და არის, მონიკა. ის სრულიად ჯანმრთელი დაიბადა. მაგრამ, ორი თვის ასაკში, გეგმიური აცრის შემდეგ, რეანიმაციაში მოხვდა და დამბლა დაეცა. დედას ეჭვი აქვს, რომ ექიმებმა შეცდომით ან არასწორად გაუკეთეს აცრა. ფაქტი კი ის არის, რომ გოგონას ბედნიერი ცხოვრების შანსი წაერთვა.
ოჰ, ეს ექიმები! ევროპაში თითოეულ ასეთ შემთხვევას გამოძიება მოჰყვებოდა! საქართველოში კანონი ამას არ კრძალავს!
შინაგან საქმეთა სამინისტროს ვთხოვთ, ვაქცინის საქმე გამოიძიოს: სწორად იყო თუ არა შეძენილი, ვადაგასული ხომ არ იყო, სად არის კლინიკის დასკვნები?! ნუთუ ეს ნორმალურია, როდესაც სამიდან ორი შვილი უნარშეზღუდული იბადება, თანაც, ასეთ შეჭირვებულ ოჯახში!
ხათუნა: „ადამიანებო, გემუდარებით, დაგვეხმარეთ. ბავშვების ავადმყოფობაზე უფრო საშინელი ხომ, არაფერია. მზად ვარ, საკუთარი სიცოცხლე დავთმო, ოღონდ მათ არ იტირონ ტკივილისგან“, – ამ სიტყვებით მოგვმართავს ყველას ანდრიას დედა.
ძვირფასო ქველმოქმედებო,
ქრისტიანებისთვის პეტრე-პავლობის მარხვის წმინდა დღეებში, როდესაც მოწყალებისა და კეთილი საქმეებისთვის არის გახსნილი ჩვენი გულები, ეს დახმარება განსაკუთრებით ფასეულია. ახლა, თქვენს თანადომაზეა დამოკიდებული პატარა ანდრიას ბედი.
დაე, თქვენი დახმარება გადამრჩენელი სინათლის სხივი გახდეს მის ცხოვრებაში, რაც თქვენთვის და თქვენი ახლობელი ადამიანებისთვისაც დიდი მადლი იქნება. არავინ იცის, ხვალ რა ელით ჩვენს შვილებს, რომლებიც დღეს, სრულიად ჯანმრთელები არიან.
ისიც არ ვიცით, ხვალინდელი დილა თუ გაგვითენდება. ამიტომ, ყოველ ჯერზე, თვალებს რომ ახელთ, მადლობა შესწირეთ ღმერთს. იცით, უფლის მიმართ მადლიერების გამოსახატად საუკეთესო გზა რა არის? გასაჭირში მყოფი ბავშვების დახმარება!
ჟურნალისტი:
ლიანა კრავეიშვილი
თუ გსურთ, მოინახულოთ და დახმარება პირადად გაუწიოთ ამ ოჯახს, მათი მისამართია: ბათუმი, შავშეთის ქ. 29.
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!
მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს: თუკი, თქვენი ნაცნობის ან მეზობლის გასაჭირის შესახებ იცით, გთხოვთ, ღვთის მოსაწონი საქმე გააკეთეთ და ამის შესახებ მოგვწერეთ ელექტრონულ მისამართზე: [email protected]
ჩვენი ფონდის ანგარიში:
– საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000(დანიშნულება: ბერიძეების ოჯახი).
თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობით: „საქართველოს ბანკი“ (bogpay.ge), „TBC ბანკი“ (tbcpay.ge), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal (paypal.me).
თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან: ExpressPay, TBCpay. ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100.
სპეციალურ ნომერზე: 0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს, ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!
სულ ხარჯები:
7840.00₾დარჩა:
18519.38₾