ყურის ოპერაციამდე, რომელიც თქვენ აჩუქეთ ბიჭუნას, სანამ გამოკვლევებსა და კონსულტაციებს გაივლიდა, სანამ მარცხენა ყურში იმპლანტს ჩაუსვამდნენ, სიჩუმის სამყაროში ცხოვრობდა გიორგი. ის იტანჯებოდა, მარჯვენა ყურით ცდილობდა გაეგო და მაინც ვერ არჩევდა, მასწავლებლები და თანაკლასელები რას ამბობდნენ. რამდენჯერ შემთხვევით გადაურჩა მანქანების შეჯახებას, შეშინებული მძღოლები რომ უსიგნალებდნენ. გიორგისთვის რომ დაეძახათ, დედა და და მიდიოდნენ და მხარზე ეხებოდნენ მას. თქვენ დაასრულეთ ეს უხმო კინოფილმი. თქვენ ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, ერთი პატარა ადამიანის სამყაროს „ხმა ჩაურთეთ“.