ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
ფასი (გაითვალისწინეთ):
1 ზარი - ₾2
დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL
კოპირებულია
ღმერთო, ღმერთო, ღმერთო! არ დაუშვა, რომ ეს ლამაზი, მწვანე ქართული თვალები სამუდამოდ დაიხუჭოს!
ახლავე გადააზიარე პოსტი, კეთილო ადამიანო! დაეხმარე საკუთარ მეგობრებსაც იპოვონ უფლისკენ მიმავალი გზა!
ფონდის მეგობრებო, დღეს მოგიყვებით სულისშემძვრელ ისტორიას გოგონას შესახებ, რომელიც ციდან მზის სხივებს ჩამოჰყვა დედამიწაზე. ამ ცოდვილმა სამყარომ კი, ანგელოზი არ მიიღო.
ბარბარე დღენაკლული დაიბადა. 9 თვის ასაკში კი არაერთმა პრობლემამ იჩინა თავი და დადგა საშინელი შედეგი – აღმოჩნდა, რომ ბავშვს სიარული არ შეეძლო.
5 წლის ასაკში ორივე ფეხზე გაუკეთდა ოპერაცია, თუმცა ბავშვმა დამოუკიდებლად გავლა მაინც ვერ შეძლო. საჭირო იყო მეორე ოპერაცია, რისი შესაძლებლობაც ოჯახს არ ჰქონდა.
ბავშვი იზრდებოდა, თუმცა მას არ ჰქონდა ბავშვობა…

გოგონა ახლა 12 წლისაა და დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეუძლია. საბრალო დედა ასე ხელჩაკიდებული დაატარებს. ყველაზე საშინელი კი ის არის, რომ რამდენიმე ნაბიჯის გადადგმის ძალაც არ შესწევს, ბავშვი ფეხებში ეკეცება და ეცემა.
საკმარისია ერთხელ ჩახედოთ ბავშვს თვალებში და მაშინვე მიხვდებით, რომ მისი გული ზღვა სიკეთესა და სიყვარულს იტევს.
საკმარისია ერთხელ დაინახოთ ბარბარეს ღიმილი და მაშინვე დარწმუნდებით, რომ ის უფლის მიერ მოვლენილი ანგელოზია, რათა მან თავისი სითბოთი და სიყვარულით აავსოს დედამიწა. ის დედამიწა, სადაც უფლისადმი რწმენა თანდათან იშვიათი ხდება.
როდესაც მე, ჩერნოვეცკის ფონდის კორესპინდენტი ბარბარეს სანახავად წავედი, ეს დრამატული სცენა დამხვდა. ბარბარე ვერ მხედავდა, მაგრამ მე ვხედავდი მას, – თუ როგორ საცოდავად იჯდა ატრაქციონის კიდეზე და უყურებდა თავის თვალწინ მოთამაშე თანატოლებს. ხომ წარმოგიდგენიათ, რა ცეცხლი გიზგიზებდა ბავშვის გულში?!
ბარბარე (12 წლის): ,,როდესაც სკვერში ან სათამაშო მოედანზე გავდივარ და უცხო ბავშვები მხედავენ, ვგრძნობ, რომ მათ არ სურთ ჩემთან თამაში. მე შორიდან ვუღიმი მათ, მაგრამ ისინი თვალს მარიდებენ, ვითომ ვერც მხედავენ’’. 
როდესაც ბარბარე ამ სიტყვებს მეუბნებოდა, ამ დროს მას ორი უცნობი გოგონა მოუახლოვდა. ბავშვები, რომლებიც საერთოდ არ იცნობდნენ ბარბარეს, უთქმელადაც მიხვდნენ მის გულისტკივილს. შენიშნეს, რომ ბარბარეს თამაში უნდოდა, მაგრამ მისვლა არ შეეძლო. უცნობმა გოგონებმა წამოაყანეს ბარბარე და სათამაშო ატრაქციონებთან მიიყვანეს.
უფალმა დალოცოს ეს ღვთისნიერი ბავშვები, რომლებიც უთქმელად მიხვდნენ მათი თანატოლის გულისტკივილს
შეხედეთ, როგორი ბედნიერია ბარბარე. გართობაზე მეტად, გოგონა, იცით, რამ გაახარა? უცნობი თანატოლების სითბომ და მზრუნველობამ.
მე, ფონდის კორესპონდენტს მსურს, რომ ამ ღვთისნიერი ბავშვების მშობლებსა და ახლობლებს მოგმართოთ: „იამაყეთ, იამაყეთ მათით! მათ ხომ გასაჭირში მყოფი ბავშვის შავ–თეთრი დღე გააფერადეს. უანგარო სიკეთე და უანგარო სიყვარული დღეს ბევრ ზრდასრულ ადამიანსაც კი არ შეუძლია“.
უცნობი თანატოლების მზრუნველობამ აი ასე გააბედნიერა ბარბარე. ახლა კი, დროა, ზრდასრულმა ადამიანებმაც გავუწოდოთ დახმარების ხელი ამ პატარა ანგელოზს, რადგან მისი ბედი სწორედ ახლა წყდება.
პირველი ოპერაციის ხარჯების დასაფარად ოჯახმა ყველაფერი გაყიდა, რაც კი რამ გააჩნდათ. მაგრამ მხოლოდ მეორე ოპერაციაზეა დამოკიდებული – ბარბარე გაივლის თუ სიცოცხლის ბოლომდე ინვალიდად დარჩება, ჯოჯოხეთურ ტანჯვაში.
ბარბარე: „როდესაც ჩემი თანაკლასელები ფიზკულტურის გაკვეთილის დროს სპორტდარბაზში ჩადიან, მე კლასში ვრჩები ხოლმე. იმიტომ კი არა, რომ მასწავლებელს და ბავშვებს არ მივყავარ, პირიქით, ისინი სულ ცდილობენ ჩემს დახმარებას. მაგრამ მე თვითონ არ მაქვს სურვილი დარბაზში შესვლის, რადგან სპორტული აქტივობები ძალიან მიყვარს და რომ არ შემიძლია თამაშში ჩართვა, ეს გულს მტკენს“. 
ბედის ირონიაა, გოგონას, რომელსაც სპორტი უყვარს სიარულიც კი არ შეუძლია. ღმერთო, როგორ იტევს დედამიწა ამდენ უსამართლობას? როგორ აგრძელებს დედამიწა ღერძის გარშემო მშვიდად ბრუნვას, როდესაც ბავშვები იტანჯებიან, სტკივათ, დახმარებას ითხოვენ თვალებით, მაგრამ გადარჩენის გზა არ ჩანს?…
თუმცა, ბარბარეს გაუმართლა: უცხოელი ექიმები გარანტიას იძლევიან, რომ ბარბარე დამოუკიდებლად შეძლებს სიარულს. ამისთვის კი საჭიროა მყესების დაგრძელების ოპერაცია, რაც 18 ათასი დოლარი ჯდება. 
მიხვდით, რატომ არის ბარბარე ასეთი ბედნიერი? ის ფიქრობს, რომ დედას ოპერაციის თანხა უკვე აქვს.
ბარბარე (მიმართავს ფონდის კორესპოდნენტს): „ვიცი, აქ იმისთვის მოხვედით, რათა ყველას გააგებინოთ, რომ მე მალე ფეხზე გავივლი!.. ჩემი ოცნება ახდა და ოპერაციას გამიკეთებენ. დეიდა, გთხოვ, ყველას გააგებინე, რომ ჩემი ოპერაცია უკვე ჩანიშნულია. დედამ ასე მითხრა ცოტა ხნის წინ“.
ჩვენო ძვირფასო მეგობრებო, დიახ, ბარბარემ მართალი თქვა, ბარბარეს ძალიან მალე უნდა გაუკეთდეს მეორე ოპერაცია, მაგრამ ბავშვმა არ იცის, რომ საბრალო დედას ოპერაციის თანხა არ აქვს. ბარბარეს რომ გაეგო ამის შესახებ, ეს კიდევ უფრო მეტად დაამძიმებდა მის ჯანმრთელობის მდგომარეობას. ახლა გოგონას ხომ ეპილეფსიური შეტევები და კრუნჩხვები აწუხებს.
ძვირფასო თანამემამულენო, ალბათ ხვდებით, რამხელა მისია გაკისრიათ ახლა – თუ ბარბარეს სასწრაფოდ არ გაუკეთდება ოპერაცია, ბავშვი სამუდამოდ დაკარგავს ფეხზე გავლის შანსს. ბარბარე დაკარგავს არამხოლოდ ბავშვობას, არამედ მომავალსაც.
და გგონიათ, მხოლოდ ბარბარე დაკარგავს? არა… ჩვენც დავკარგავთ და თანაც ყველაზე მთავარს – საკუთარი თავის რწმენას, რადგან ზეციდან დედამიწაზე მზის სხივს ჩამოყოლილი ანგელოზი ვერ დავიცავით და ვერ დავეხმარეთ.
ბარბარე ამის გამო პასუხს არასდროს მოგვთხოვს. არც მისი საბრალო დედა გაგვინაწყენდება. არც მოსამართლე მოგვისჯის სასჯელს. მაგრამ… რა პასუხს გავცემთ ყველაზე დიდ მსაჯულს – უფალს, როდესაც ჟამი მოვა და მის წინაშე წარვსდგებით?
თუ გსურთ ეწვიოთ ოჯახს და პირადად გაუწიოთ დახმარება მათი მისამართია: ქ. თბილისი, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირი მე-7 შესახვევი, მე-6 კორპუსი.
თუ იცით ვიღაცის გაჭირვების შესახებ, აუცილებლად დარეკეთ ნომრებზე, რომლებიც მითითებულია ჩვენს ვებგვერდზე და ამ ადამიანების მისამართი ან ტელეფონის ნომერი მაინც დატოვეთ.
მეგობრებო, თუკი სხვა ადამიანების გასაჭირის შესახებ რაიმე იცით, ჩვენთვის პატივი იქნება გავიცნოთ და ჩვენს მეგობრებსაც გავაცნოთ ისინი! უფალს ხომ სურს, რომ საქართველოში თითოეულ ადამიანს დაეხმაროს!
ახლავე გადააზიარე პოსტი, კეთილო ადამიანო! დაეხმარე საკუთარ მეგობრებსაც იპოვონ უფლისკენ მიმავალი გზა!
მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს: თუ იცით თქვენი მეზობლის ან ნაცნობის გაჭირვების შესახებ, გააკეთეთ ღვთისთვის სათნო საქმე, მოგვწერეთ ელექტრონულ მისამართზე: [email protected]
ჩვენი ფონდის ანგარიშებია:
– საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000(დანიშნულება: რაზმაძეებს ოჯახი)
თანხის გადარიცხვა შეიძლება ჩვენი ვებგვერდიდანაც: «საქართველოს ბანკი» (bogpay.ge), «თიბისი ბანკი» (tbcpay.ge), «ლიბერთი ბანკი» (PayGe), PayPal (paypal.me).
თანხის გადარიცხვა შეიძლება ტერმინალებიდანაც ExpressPay, TBCpay. განყოფილებაში «ქველმოქმედება» იპოვეთ ჩვენი ფონდი (დამატებით უფლებებსა და მოვალეობებსშეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GYGus).
თქვენ შეგიძლიათ ვინმეს სიცოცხლე გადაარჩინოთ და ღმერთს დაუახლოვდეთ! გაგზავნეთ შეტყობინება ნომერზე 97100.
სპეციალურ ნომერზე: 0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!
კორ.: ნინი
სულ ხარჯები:
2358.48₾დარჩა:
105.68₾