ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
ფასი (გაითვალისწინეთ):
1 ზარი - ₾2
დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL
კოპირებულია
თუ არ დავეხმარებით პატარა ქართველ გოგონა მარიამს, ის მხოლოდ ორი წელი იცოცხლებს. ასეთი საშინელი ისტორიები ხშირად არ გვესმის და ამიტომ ჩერნოვეცკის ფონდის წარმომადგენლები, გოგონას მოსანახულებლად, გორის რაიონის სოფელ რეხაში ჩავედით. სცენა, რომელიც იქ დაგვხვდა, საშინელებაზე ბევრად უარესი იყო. როდესაც ჩვენ ჩავედით და 5 წლის მარიამთან მივედით, მან თავისი ლამაზი ქართული თვალებით შემოგვხედა, დაძლია ტკივილი და არაბავშვურად ჩაიჩურჩულა: ,,გადამარჩინე დეიდა! დედამ მითხრა, რომ შენს ირგვლივ ბევრი, ბევრი კეთილი ჯადოქარია! გადაეცი მათ, მე სიცოცხლე ძალიან მინდა. და მინდა მათ შვილებთან მეგობრობა!“
ახლავე გადააზიარე პოსტი, კეთილო ადამიანო! დაეხმარე საკუთარ მეგობრებსაც იპოვონ უფლისკენ მიმავალი გზა!
საწყალი, საწყალი ანგელოზი… ჯერ კიდევ არ იცის, რომ წამყვანი უცხოელი ექიმების დასკვნით, ის სასწრაფოდ საჭიროებს ძვირადღირებულ ოპერაციას! საიდან უნდა იცოდნენ ამ ცნობილმა მეცნიერ-ექიმებმა, რომ ბავშვის მშობლები ჩვეულებრივი, ღარიბი ქართველები არიან?! „ჩვენ ვაძლევთ ბავშვს მხოლოდ 2 წელს სიცოცხლისთვის – და არც ერთი თვით მეტს!” აი, ასეთი იყო მათი საშინელი ვერდიქტი! მხოლოდ ერთი გზა არსებობს გოგონას გადასარჩენად და ამ გზის შესახებ, მეგობრებო, ფონდის სტატიაში შეიტყობთ!
გგონიათ, მარიამი იმის გამო ტირის, რომ სათამაშო, ან კანფეტი უნდა? – არა. ეს ანგელოზი იმიტომ ტირის, რომ სიკვდილთან ბრძოლის უკანასკნელი ძალაც ელევა.
როდესაც მე, ჩერნოვეცკის ფონდის კორესპონდენტი, ფონდის სოციალურ მუშაკთან ერთად მარიამის სანახავად მივდიოდი, ვიცოდი, რომ გოგონას მდგომარეობა ძალიან რთული იყო. თუმცა, ადგილზე მისულმა, ბავშვის დედისგან შემდეგი სიტყვები მოვისმინე – ,,მარიამს სიცოცხლის 2 წელი დარჩა“. ამ სიტყვების გაგონებისას მიწა თითქოს ფეხქვეშ გამომეცალა. ასეთ დროს, რა სიტყვებით უნდა ანუგეშო საბრალო დედა?..
ბავშვი ხერხემლის თიაქარით დაიბადა, ღია ჭრილობით. პატარა ანგელოზი, დაბადებიდან მეორე დღესვე საოპერაციო მაგიდაზე დააწვინეს. ოპერაციის შემდეგ კი ნამდვილი ჯოჯოხეთი დაიწყო.
ჭრილობა არ ხორცდებოდა, ამან სხვადასხვა სახის გართულება გამოიწვია და ბოლოს, დადგა საშინელი შედეგი – ბავშვის ხერხემალმა დეფორმირება დაიწყო. ამ პროცესს კი ვერავინ აჩერებდა. 
ახლა კი, შეხედეთ, აი ასე გამოიყურება საბრალო გოგონას ხერხემალი. 
არცერთი მალა არ არის დახურული. ყველაზე დიდი უბედურება კი ისაა, რომ ხერხემლის დეფორმირების გამო, ფილტვები ,,მოჭყლეტილია“. ბავშვის შიდა ორგანოები, დღითიდღე კარგავენ ფუნქციას და ალბათ ხვდებით ეს რასაც ნიშნავს.
ახლა კი უარესი წარმოიდგინეთ: ბავშვს ასევე საშინელი დაავადება ჰიდროცეფალია აქვს. 4 თვის ასაკში მას ტვინის შუნტირება ჩაუტარდა.
ჯერ სულ რაღაც 5 წლის არის და უკვე 5 ოპერაცია, 5 ნარკოზი გადაიტანა ამ პატარა ანგელოზმა. ღმერთო, როგორ უძლებს მისი პატარა გული ამ ყველაფერს? თუმცა, ამ შეკითხვაზე პასუხი ბავშვის თვალებში იკითხება.
მარიამს სიცოცხლე ძალიან, ძალიან უნდა. მას ძალა თითქმის აღარ დარჩა, მაგრამ მაინც ებრძვის ვერაგ სიკვდილს.

მხოლოდ ამ ერთ კადრშია ასახული ყველა ის ტკივილი, რასაც ათასობით სიტყვაც ვერ გადმოსცემს. მარიამი ინვალიდის ეტლიდან უყურებს ბავშვების თამაშს. მასაც უნდა ქვიშაში თამაში, სირბილი, დახუჭობანას თამაში, მდინარეზე საბანაოდ წასვლა, მინდორში გვირილების დაკრეფა. მაგრამ ეს წყეული ეტლი ამის საშუალებას არ აძლევს. 
რისთვის ისჯება ეს პატარა ანგელოზი, რომ მისი სიცოცხლე დაბადების წამიდან ჯოჯოხეთად იქცა. ღმერთო, სად ხარ ხოლმე ასეთ დროს? ნუთუ, არ გესმის, ბავშვის ვედრება? გოგონა ხომ ისეთს არაფერს გთხოვს. ბავშვს მხოლოდ შენ მიერ ნაბოძები სიცოცხლის შენარჩუნება უნდა.
მარიამი (5 წლის) – ,,დეიდა (მიმართავს ჩერნოვეცკის ფონდის კორესპონდენტს), მე სიზმარში უფალს და ანგელოზებს ვხედავ ხოლმე. ისინი მეფერებიან. უფალი თავის კალთაში ჩამისვამს ხოლმე და თმაზე ხელს მისვამს. ანგელოზები კი გალობენ. დეიდა, მე რომ მოვკვდე, ანგელოზებთან ერთად ვიქნები, მაგრამ ჯერ არ მინდა სიკვდილი, რადგან ჩემი ტყუპისცალი დაიკო მართა და ჩემი ძამიკო თომა ძალიან მომენატრებიან. მათ გარეშე არ მინდა ყოფნა. ადამიანი როცა 100 წლის ხდება ხომ მაშინ კვდება, დეიდა? ჰოდა, მეც მინდა, რომ 100 წელი ვიცოცხლო. მაგრამ დეიდა, ზოგჯერ ვფიქრობ, სიკვდილი კარგია. იცი რატომ? ცოცხალი რომ ვარ, ძალიან მტკივა ფეხები, ზურგი, მუცელი. ყველაფერი მტკივა. ვეღარ ვუძლებ. მკვდარი ადამიანი კი ტკივილს ვერ გრძნობს“ – გაოგნებული ვუსმენდი 5 წლის ბავშვის ამ სიტყვებს და მაშინ მართლა დავრწმუნდი, რომ მარიამი ნამდვილი ანგელოზია, ციდან დედამიწაზე მოვლენილი კეთილი მისიისთვის.
და სწორედ ამის გამო ცდილობს სატანა, რომ ბავშვი ამ სამყაროდან წაიყვანოს, რათა გოგონამ ,,სიკეთის პლანტაციები“ არ გააშენოს ამ ცოდვილ დედამიწაზე. დიახ… მარიამი ღვთის რჩეულია და სწორედ ამიტომ ებრძვის სატანა.

ამ ბრძოლაში მარიამის გადარჩენის ერთადერთი გზა არსებობს – სასწრაფო ოპერაცია საზღვარგარეთ. ბავშვს ურთულესი ოპერაცია ესაჭიროება ხერხემალზე. იმდენად რთული ოპერაცია, რომ მსოფლის წამყვანი ქვეყნების უმეტესობაც კი უარს ამბობს მის ჩატარებაზე.
თუმცა, უფლის წყალობით, ბავშვის დედამ, დიდი წვალების შედეგად მოძებნა მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი კლინიკა, რომელმაც საკუთარ თავზე აიღო მარიამის ოპერაცია. სამწუხარო კი ისაა, რომ 70 000 დოლარია საჭირო, რისი შესაძლებლობაც ოჯახს არ გააჩნია.
ხალხო, უფალი ახლა ჩვენ გამოცდას გვიწყობს – შევძლებთ თუ არა მის მიერ გამოგზავნილი ანგელოზის გადარჩენას? ჩვენ ეს შეგვიძლია! ჩვენ ამას შევძლებთ! ჩვენ ვალდებულები ვართ, რომ ეს შევძლოთ! ანგელოზის სიცოცხლის წამზომი ჩართულია…

თუ გსურთ, მოინახულოთ და დახმარება პირადად გაუწიოთ ამ ოჯახს, მათი მისამართია: თბილისი, ავჭალა, ლიბანის ქ. N11
ყოველთვის, როცა შეგიძლიათ ვიღაცას დაეხმაროთ უბრალოდ გააკეთეთ ეს და გიხაროდეთ, რომ ღმერთი ვიღაცის ლოცვებს თქვენი მეშვეობით პასუხობს!
თუ იცით ვიღაცის გაჭირვების შესახებ, აუცილებლად დარეკეთ ნომრებზე, რომლებიც მითითებულია ჩვენს ვებგვერდზე და ამ ადამიანების მისამართი ან ტელეფონის ნომერი მაინც დატოვეთ.
მეგობრებო, თუკი სხვა ადამიანების გასაჭირის შესახებ რაიმე იცით, – ჩვენთვის პატივი იქნება გავიცნოთ და ჩვენს მეგობრებსაც გავაცნოთ ისინი! უფალს ხომ სურს, რომ საქართველოში თითოეულ ადამიანს დაეხმაროს!
ახლავე გადააზიარე პოსტი, კეთილო ადამიანო! დაეხმარე საკუთარ მეგობრებსაც იპოვონ უფლისკენ მიმავალი გზა!
მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს: თუ იცით თქვენი მეზობლის ან ნაცნობის გაჭირვების შესახებ, გააკეთეთ ღვთისთვის სათნო საქმე, მოგვწერეთ ელექტრონულ მისამართზე: [email protected]
ჩვენი ფონდის ანგარიშებია:
– საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000(დანიშნულება: ლომიძის ოჯახი)
თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობით: „საქართველოს ბანკი“ (bogpay.ge), „TBC ბანკი“ (tbcpay.ge), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal (paypal.me).
თანხის გადარიცხვა შესაძლებელია აგრეთვე ExpressPay-სა და TBCpay-ის ტერმინალებიდან. განყოფილებაში „ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებითი უფლებებისა და ვალდებულებების შესახებ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GYGus).
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვიღაცის სიცოცხლე და უფალს კიდევ უფრო დაუახლოვდეთ! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100.
ხოლო თქვენს ერთ ზარს სპეციალურ ნომერზე შეუძლია ვიღაცის სიცოცხლის გადარჩენა: 0901200270 დალოცვილები იყავით!
კორ.: ნინი
უფალი დიდია! ის შეეხო თქვენს სულებს და პატარა, ლამაზ ქართველ გოგონას სიცოცხლის სიხარული აჩუქა! პატარა მარი მადლობას გიხდით, თუმცა ვერ ხვდება, რატომ არიან ადამიანები მის მიმართ ასეთი კეთილები! ღმერთმა დაგლოცოთ, მეგობრებო!
ახლავე გადააზიარე პოსტი, კეთილო ადამიანო! დაეხმარე საკუთარ მეგობრებსაც მიუახლოვდნენ ღვთიურ საქმეს!
თქვენ დაგვეხმარეთ, გმადლობთ!
მარი მხოლოდ 6 წლისაა და მან უკვე გადაიტანა 7 ურთულესი და ძვირადღირებული ოპერაცია! თუმცა კიდევ 12 ოპერაციაა საჭირო! და მაშინ ყველანი ერთად “ვიზეიმებთ მის ქორწილს”!
თურქი ექიმები გაოცებული არიან, როდესაც იგებენ რამდენად კეთილნი და ღმერთისადმი ერთგულნი არიან ქართველები — მითუმეტეს მაშინ, როცა იციან, რომ ჩვენს ქვეყანაში „ზედმეტი ფული” არავის აქვს!
თურქეთში ხერხემლის ოპერაციები ყოველ ნახევარ წელიწადში ერთხელ არის ჩასატარებელი, სანამ მარის 12 წელი არ შეუსრულდება! ესეიგი, მას კიდევ 12 ოპერაცია აქვს გასაკეთებელი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გამრუდებული ხერხემალი არამარტო სიხარულს შეუჩერებს ბავშვს, არამედ „გაგუდავს გულს“ — რაც ნიშნავს, რომ მის სიცოცხლესაც საფრთხე დაემუქრება!
თითოეული გამგზავრება თურქეთში დაახლოებით 5 000 დოლარი ღირს.
მარის აქვს სპინა ბიფიდა, მძიმე სქოლიოზი — გამრუდებული ხერხემალი, რომელიც ზეწოლას ახდენს გულსა და ფილტვებზე.

ასე იყო, სანამ ქართველები არ ჩაერივნენ! ქართველი ექიმები მარის მხოლოდ 2 წლის სიცოცხლეს ჰპირდებოდნენ. საშინელი ტკივილები, რომელსაც ბავშვი ყოველდღე განიცდიდა, ამ პროგნოზს ამართლებდა!
მაგრამ თქვენ, მეგობრებო, დაეხმარეთ სასწაულის მოხდენაში! ასე მოხდა! და ახლა გაჩნდა შანსი მარის სრული განკურნებისა — თუ არ მივატოვებთ მას შუა გზაზე!
პატარა თვალდახუჭული გენდოთ თქვენ და გაფრინდა ახალი ცხოვრების დასაწყებად. ეს ავიაბილეთები – თურქეთში ოპერაციაზე წასასვლელი და უკან დასაბრუნებელია – თქვენ მიერ გადახდილი, დიდი მოგზაურობის დასაწყისია განკურნებისკენ!
მისი ბავშვობის ახალი სცენარი დაიწერა თქვენი ნაზი სიყვარულით და სიკეთით. იქ წაშლილია ტკივილი, ცრემლები, შიში, მეგობრებისა და ცელქობის გარეშე ბავშვობა, და უხვად არის დამატებული ჯანმრთელობა, სიცილი, ღიმილი და სიხარული!

მიუხედავად იმისა, რომ მარიმ გადაიტანა ურთულესი, სამსაათიანი ოპერაცია და მის ხერხემალში ჩააყენეს სპეციალური კონსტრუქცია, რომელმაც ეტაპობრივად უნდა გამართოს ის — ბავშვი მშვენიერ განწყობაზეა.
თქვენ გაართეთ ის და აავსეთ კარგი შთაბეჭდილებებით!
ოპერაციის შემდეგ კი პირდაპირ გადაიყვანეთ ძვირადღირებული სასტუმროს ლამაზ ნომერში, და მარი ცხოვრებაში პირველად საუზმეზე აგემოვნებს კრუასანებს და მისთვის აქამდე უცნობ ტკბილეულს!
მარის თბილისში დაბრუნების შემდეგ, თქვენი დაფინანსებით, მეგობრებო, მარის დაუყოვნებლივ შეუძინეს ძალიან კარგი ელექტროსავარძელი. მარის აღარ მოუწევს თვითონ ატრიალოს თავისი პატარა ხელებით ბორბლები. ახლა მას მოძრაობა აკრძალული აქვს, და დიდი სიამოვნებით დაქრის სახლში ახალი ეტლით!
სიგნალს აძლევს, ტრიალებს, აბრუნებს, პარკირდება.

მარი ვიდეორგოლში ყველაფერს გაჩვენებთ რაც კი შეუძლია. ახლა კი წარმოიდგინეთ, რა იქნებოდა, თუ ნაოპერაციები ბავშვი დედისგან მხოლოდ აკრძალვას გაიგონებდა — „არ იმოძრაო“და ძველი მექანიკური ეტლი ექნებოდა?
მადლობის წერილი დედისგან
პატარას ძალიან მოსწონს თქვენი ნაჩუქარი ახალი საშემოდგომო ტანსაცმელი – ქურთუკი, ბლუზები, შარვლები…
მას მაშინვე ავიწყდება მტკივნეული გრძელი ნაკერი ზურგზე და სახვევი, როცა ლამაზ ტანსაცმელს იცვამს.
ბედნიერების წამები! შეინახეთ ეს ფოტო, მეგობრებო!
აჩვენეთ თქვენს შვილებს და მეგობრებს, როგორი ფართოა თქვენი სული.
თომამ და მართამ — მარის ძამიკომ და დაიკომ ახალი ტანსაცმელი ჩაიცვეს, მარის სურვილით.

იცით, რატომ გაშალა მარიკუნამ ახალი ქოლგა და რატომ იჭერს მას თავზე? ამ წუთიდან მარიკუნა თქვენი დაცვით სარგებლობს, ფონდის დაცვით… მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ დაიცვათ ის შიშისგან, ტკივილისგან, ცრემლებისა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საფრთხეებისგან.
მეგობრებო, მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ მოხსნათ წყევლა ამ პატარა, მშვენიერ პრინცესას, გაიაროთ მასთან ერთად მისი 12 გამოცდა — ოპერაციები და ხელიხელჩაკიდებულებმა მიიყვანოთ ის 12 წლამდე!
ის ძალიან გენდობათ!
ჩვენი ფონდის ანგარიშებია:
– საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000
– თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003
– ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000
(დანიშნულება: ლომიძეების ოჯახი)
კორ. მედეა
ჩვენ შემოგვაქვს მომსახურების ახალი წესი, ბავშვებისა და ხანდაზმულების ცხოვრების გაუმჯობესებასთან დაკავშირებული თანხების შეგროვებისთვის! ხარჯების შესახებ ანგარიშგება მოხდება ცალკე! ფერადი ფოტოსურათი (შეგიძლიათ აირჩიოთ პოსტიდან) — 15 ლარი. მისთვის სპეციალურად საზღვარგარეთ შეკვეთილი ლამაზი ჩარჩო — ასევე 15 ლარი.
შეკვეთისთვის საჭიროა მოგვაწოდოთ: წერილობითი თხოვნა უკან დაბრუნების მისამართით, ბანკის ქვითარი ან ნებისმიერი დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ მარის დახმარებაში მონაწილეობდით, და თქვენი Facebook გვერდის ბმული.
დახმარების თანხის ოდენობას მნიშვნელობა არ აქვს — ჩვენთვის მხოლოდ თქვენი გულიდან წამოსული სიკეთეა მთავარი!
ხომ მართლა კარგია, როცა თქვენს შვილებს და შვილიშვილებს შეუძლიათ საკუთარი თვალით ნახონ თქვენი გულუხვობა და სითბო!
სულ ხარჯები:
21782.64₾დარჩა:
3670.08₾